იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

Napoli Magazine-ს აზრით, ქართველი "მილანთან" მოგებული მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. Napolicalciolive აღნიშნავს, რომ დრიბლინგით ის უკვე ევროპის მწვერვალზე იმყოფება, რისი დასტურიც ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ სტატისტიკური მონაცემებია, რომლის მიხედვით რეიტინგში მხოლოდ დემბელეს, ვინისიუსს, ჟოტასა და მბაპეს ჩამორჩება და ლეაოს სჯაბნის, ვინაც სერია A-ში ამ მხრივ საუკეთესოდ ითვლებოდა.

"კვარას" წერილი Football Italia-მ მიუძღვნა - სიყვარულით საქართველოდან და მისი ოსტატობის "ლიცენზია"

"სეზონის შთამბეჭდავად დაწყების შემდეგ "ნაპოლი" მაღლა აფრინდა და არც ერთი ფეხბურთელი არ ახდენს ენერგიის ისე დემონსტრირებას, როგორც ქართველი გარემარბი.

კვარაცხელია ამ სეზონში აპენინების ნახევარკუნძულის სცენაზე აფეთქდა. ციფრები ამტკიცებს მისი ბურთის ფლობის ეფექტურობასა და სპალეტის გუნდის შეტევაში წინ გაძღოლას. იტალიური ფეხბურთის დაცვით სისტემაზე ჩამოყალიბებულმა მითმა ხვიჩას თამაშზე გავლენა არ მოახდინა.

ფანებმა უკვე აღიარეს "კვარას" უნარები და მარცხენა ფლანგზე მეტოქეთათვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. რასაც ციფრები არ გვაჩვენებენ, ეს ბურთის ფეხებით ჯადოსნური ფლობაა, უბურთოდ ჭკვიანურად მოქმედება, განსაცვიფრებელი გაქცევა, მომაკვდინებელი შესაძლებლობები მეურვესთან ერთი-ერთზე დაპირისპირებისას და ამით მიმდინარე კამპანიაში სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო ხდება. კვარაცხელია მოედანზე იშვიათი ელეგანტურობით გამოირჩევა და 21 წლის ასაკში იტალიურ ფეხბურთში უკვე მნიშვნელოვან მოთამაშედ გამოიყურება.

ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" სადებიუტო მატჩში ბრწყინავდა, ფეერიული ასპარეზობა მეორე ტურში "რეინჯერსთან" გააგრძელა. ასეთი ეკლექტიკური ფეხბურთელის თამაშის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია - ისევე, როგორც ხინკლის გემოსი და ქართული წვნიანი კერძებისა, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება არც ერთ კულინარიულ საიტზე ან წიგნში არაა შესაძლებელი. გარემარბის უნარების ქაღალდზე გადატანა წარმოუდგენელია, ეს უნდა ნახოთ, სიამოვნება მიიღოთ და ჯეროვნად შეაფასოთ, რათა თქვენთვის სრულად გასაგები გახდეს.

ბოლოს, როცა "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგო, მოედანზე ყველაფერს ლეგენდარული დიეგო მარადონა წარმართავდა. თუ კვარაცხელიამ ეს მიღწევა გაიმეორა, მალე შეიძლება ამაღლების ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რასაც მხოლოდ დრო გვიჩვენებს..."

გიორგი
იმედია ვახომ(ბიჭიკოსშვილმა) იღადავა
გუგა
ფეხბურთი რომ გუნდური სპორტია, მე მგონი, ყველამ იცის. მარტო ერთი ფეხბურთელი ვერას გახდება თუ გუნდმა არ აუბა მხარი. ნაპოლი ფაქტიურად ახალ გუნდს ქმნის და ამ სეზონში თუ ვერ გახდა ჩემპიონი,არც ესაა ტრაგედია, მთავარია ხვიჩამ ითამაშოს კარგად და გაგვახაროს.
გიორგი
ერთხელ უკვე წამოცდა ერთ-ერთ ქალბატონს მსგავსი რამ და უამრავი შეურაცხყოფა მიიღო. 21 წლის ბიჭისგან გადარეულია უმდიდრესი საფეხბურთო ტრადიციების იტალია და მარადონას შემცვლელადაც ასახელებენ
Spain
მეც ეგრე გავხდი. სულ მინდა ხვიჩაზე ეწეროს და ვიკითხო, მომენტები ვნახო, არ მესმის იმ ხალხის ვინც წერს , თავი დაანებენთ, თამაში აცადეთ და ასე შემდეგ. რანაირად უნდა დავანებოთ თავი :) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი არავინ გვყოლია. შეიძლება კი ვაწუხებთ მარა თავის დანებება გამორიცხულია. ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა სხვა ფეხბურთელს და მათ შრომას მაგრამ კვარა განსაკუთრებულია, ერთ დროს, ბავშვობაში, ახალგაზრდა ინიესტა, ტორესი, ვილია როგორც მიყვარდა და ვგიჟდებოდი მათ თამაშებზე, ზუსტად ისე მიყვარს. ის ხალისი დამიბრუნა რაც მაშინ მქონდა. რატომ უნდა დავანებო თავი? მაშინ ბავშვობაში ყველაფერი ზეპირად ვიცოდი და სულ იმ ვარსკვლავებზე ვკითხულობდი ვინც მიყვარდა და კვარასაც ზუსტად ასეთ ვარსკვლავად ვთვლი. ვინც მისით ღიზიანდება, იმათ შეუძლიათ სხვა საქმით დაკავდნენ, დღეს იმაზე მარტივი არაფერი არ არის, რაც არ მოგწონს არ ნახო. სხვაზე გადაერთო. უკიდეგანოა სოციალური ქსელი და სასაცილოა რომ იწერებიან რა ტვინი წაიღეთ ამ კვარაცხელიათიო, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთვის სასურველი რამე მოძებნონ და იმით ისიამოვნონ :)
papai
ნაპოლი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო ჩემპიონი და ეს მარადონამ გააკეთა.. კვარამ იგივე თუ გაიმეორა მაშინ ნამდვილად შევა ნაპოლის ისტორიაში და მართლაც კვარადონა გახდება... თორემ ნაპოლის ისეთი ვარსკვლავები ყავდა როგორებიც კარეკა, კანავარო, იგუაენი, კავანი, ჰამშიკი, ლავეცი, ინსინიე და კიდევ სხვა მრავალი იყვნენ და დღეს ისინი ჩვეულებრივი წარსულია.
ენძო
თუ ტრამვის გამო ოსიმენმა ფორმა არ დაკარგა"ნაპოლი"-ს თავდასხმა იქნება გამანადგურებელი და სერიაA-ში მაგათი გამჩერებელი უბრალოდ არ იქნება.ისეთ გუნდად ყალიბდება "ნაპოლი",რომ ჩემპიონთა ლიგაზეც დიდ ამბავს მოახდენს.ერთი სეზონი რომ ჰქონდეს ამ გუნდს ნათამაშები არც ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნებოდა შეუძლებელი.
semi
მიუხედავად იმისა რომ ბოლო მატჩში ყველაზე მეტი დაკარგვა ჰქონდა ბურთის ხვიჩას ჩემი აზრით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საუკეთესო იყო სარგებლიანობის მხრივ, მარცხენა ფლანგი ყველაზე უსაფრთხო იყო მთელი მატჩისას და შეტევაც მხოლოდ აქიდან იწყებოდა. ხვიჩას მთელი სიძლიერე ნაპოლში სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდება, როდესაც 100% ადაპტირდება ნაპოლის თამაშში.
G.LA
მგონი ყველა ეგრე გავხდით. მეც სულ ხვიჩაზე მინდა ვიკითხო და რაც შეიძლება მეტი. ხვიჩა უკვე ყველა ჩვენთაგანის გულშია.
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
რასაც აქებენ იმის ნახევარიც არაა ეს ბიჭი და თქვენც აყევით და ბავშვებივით გიხარიათ არაა? საშუალო დონისაა, ფეხბურთელი რასაც ქვია ისაა და არც ერთი წამით მეტი.. ქვილიტაიას პატრონი ხვიჩაზე ესე როგორ გიჟდებით ტოო?
მამუკა
ძალიან მაგარი იქნება ნაპოლიმ წელს სკუდეტო რომ მოიგოს, ამის ყველანაირი შანსი არის წელს.
spectator.
გუშინ კიაერს ყვითელი რომ ააღებინა, მარიო რუის აიძულა პასის მიცემა /გათამაშება მაგ მომენტში. როგორ? როგორ და ისეთი პასი მისცა, თავზე აუგდო უცებ მაღალი პასი მისცა თან ჩახვეული, ისე რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა გოიმ მარიო რუის - ისევ თავით უნდა დაებრუნებინა ხვიჩასთვის პასი (თან კარგად გაეხსნა უცებ). თორემ ჩვეულებრივი დაბალი პასი რომ გაეკეთებინა, ის მიიღებდა დაამუშავებდა და აუცილებლად უკან მცველებისკენ დააბრუნებდა ბურთს სიტუაციის გასამუხტავად, ისეთი სიტუაცია იყო. ხვიჩამ კი პირიქით წინ აიძულა ბურთის და მერე ააღებინა ყვითელი კაიერს. არამგონია ეგ შემთხვევით გამოსვლოდა, რადგან რომელი გიჟი ააგდებს ეგრე ეგეთ სიტუაციაში მაღლა ბურთს თანაც ჩახვეულს. სრული სიგიჟეა მაგ მომენტში. ჩვეულებრივ გოიმს არ მოუვა თავში ასეთი რამ. თვითონ შექმნა ეგ მომენტი. ეხლა იმას არ ვიძახი რომ მარიო რუი სპეციალურად არ აძლევს პასებს, უბრალოდ ისეთი სიტუაცია იყო ბევრი უკან დააბრუნებდა ბურთს
rigiti
ნარკოტიკ დამოკიდებულივით გავხდი,ისე ვკითხულობ ამ სტატიებს რომ მინდა აღარ დამთავრდეს. თან ერთმანეთზე უკეთესი სტატიები ავტორიტეტებისგან
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა