ქართველმა 16-წლამდელებმა ესტონეთში ადგილობრივებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს - ჯერ დამარცხდნენ, შემდეგ კი მოიგეს
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონური შეკრება დაასრულა. ქართველმა კადეტებმა ტალინში ადგილობრივებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, ჯერ დამარცხდნენ, შემდეგ მოიგეს.

პირველი შეხვედრის საწყის 30 წუთში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში ესტონელებმა იძალეს (22:15) და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი გადალახეს სანდრო ბოლქვაძემა და ნუგზარ აბულაძემ, ხოლო უჩა გამრეკლიძეს ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა. მან ეს დანაკლისი მეორე მატჩშივე აინაზღაურა და ეფექტური "დაბლ-დაბლის" შემოქმედი გახდა - 17 ქულა, 18 მოხსნა. აქვე უნდა აღინიშნოს: იგი 1996 წელსაა დაბადებული და 16–წლამდელთა ნაკრებში მომდევნო წელსაც მოუწევს თამაში. უჩა ქუთაისელია და უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთში, საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მან საქართველოს ნაკრებში გამოძახება სიამოვნებით მიიღო და კადეტთა ნაკრების წინა ხაზიც საგრძნობლად გააძლიერა.

მიუხედავად იმისა, რომ ესტონელებთან მეორე მატჩის დასკვნითი მეოთხედის წინ ქართველები 6 ქულის სხვაობით აგებდნენ, ბოლო 10 წუთში მდგომარეობა გამოასწორეს და რევანშიც აიღეს - 71:69.

ესტონური შეკრების დასრულების შემდეგ კადეტები ფინეთში გადავიდნენ, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.

ესტონეთი-საქართველო 64:53

18:13, 14:15, 10:10, 22:15

საქართველო: ბოლქვაძე (30 წ. 14 ქ. 4 მ.), ამირხანაშვილი (13 წ. 5 ქ.), ლილუაშვილი (21 წ.), ტომარაძე (10 წ.), დვალი (5 ქ.), აბულაძე (27 წ. 12 ქ. 4 მ.), დარახველიძე (31 წ. 4 ქ. 9 მ.), პულუზაშვილი (19 წ. 7 ქ. 6 მ.), კიტოშვილი (7 წ.), ჯაყელი (2 წ.), ცქიტიშვილი (13 წ. 2 ქ. 8 მ.), გამრეკლიძე (21 წ. 9 ქ. 9 მ.).

ესტონეთი-საქართველო 69:71

17:14, 13:14, 23:19, 16:24

საქართველო: ბოლქვაძე (20 წ. 7 ქ. 8 მ.), ამირხანაშვილი (9 წ.), ლილუაშვილი (15 წ. 3 ქ. 3 ჩ.), ტომარაძე (21 წ. 6 ქ. 3 მ . 3 ჩ.), დვალი (13 წ. 3 ქ. 3 ჩ.), აბულაძე (23 წ. 19 ქ.), გორდულაძე (2 წ.), დარახველიძე (15 წ. 3 ქ. 5 მ.), პულუზაშვილი (9 წ. 6 ქ.), კიტოშვილი (15 წ. 4 ქ.), ცქიტიშვილი (25 წ. 3 ქ. 14 მ.), გამრეკლიძე (31 წ. 17 ქ. 18 მ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა