ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

საქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

ახლადშექმნილი ტურნირი, "ერთა ლიგა", ყველაზე ბოლო დივიზიონში დავიწყეთ და უკვე ორი ლიგით წინ ვართ. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა და ამის არდანახვა შეუძლებელია...

ადრეც დავწერეთ, რომ გარკვეული პრაგმატიზმის გარეშე, მნიშვნელოვან მატჩებში წარმატება რთული იქნება. ჩრდ. მაკედონიასთან (2:0) მოვიგეთ შეხვედრა, სადაც მთელ რიგ ეპიზოდებში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, თუმცა ასეთი რამ გრანდების შესრულებითაც არაერთხელ გვინახავს - თუკი გუნდური ელემენტები არ მუშაობს, გადამწყვეტი ინდივიდუალური მოქმედებები ხდება. ის, რომ შედეგის (10-მატჩიანი წაუგებელი სერია) პარალელურად, პრეტენზიები თამაშის ხარისხზეც გვაქვს, ეს უკვე სასიხარულოა.

მთავარ პრობლემაზე...

საქართველოს ნაკრები მაინც გარკვეულწილად, შებოჭილია ისეთ შეხვედრებში, სადაც ინიციატივის აღება და შეტევა გვჭირდება. ბოლო მატჩიც ჩანდა, რომ გოლის გატანა ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარებოდა. გარდა ამისა, სანიოლის ნაკრებისთვის სივრცეების ათვისება მნიშვნელოვანია და მისი გუნდიც ელოდება მომენტს, როცა მეტოქე უფრო ზემოთ ამოიწევს და შეტევაში ჩაერთვება. ეს პრობლემა ჩვენზე მაღალი დონისა და კლასის გუნდებსაც აწუხებთ - როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ხიფათის შემქმნა გაძნელებულია.

თუკი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში სასურველ მეტოქეებზე ვსაუბრობთ, ასეთად ყველაზე მეტად ყაზახეთთან თბილისში შეხვედრის ჩატარება წარმოგვიდგენია, რომელთანაც ხსენებულმა პრობლემამ შესაძლოა, თავი ისევ იჩინოს, მანამდე კი შესარჩევი ეტაპია, სადაც თბილისში პირველ ნომრად თამაში დაახლოებით ჩვენი კალიბრის გუნდებთან თამამად უნდა შევძლოთ. ამისთვის ნახევარდაცვაში ინიციატივის მეტად აღება და შემოქმედებითი მოქმედებებია საჭირო.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შესთავაზა და მის ნაკრებს ამისთვის ალღოს ასაღებად გარკვეული დრო მოუნდა. ფრანგ მთავარ მწვრთნელსაც მეტი მცდელობა დასჭირდება, რათა გუნდი ყველა სიტუაციისთვის ბოლომდე მზად იყოს. კარგია, როცა ფლანგებზე ამხელა უპირატესობას მოპოვება შეგიძლია, თუმცა სხვა რეალობასთან შეჭიდებაც უნდა მოვახერხოთ.

სათამაშო პრაქტიკისა და მაღალი დონის ლიგის როლი

საქართველოს ნაკრებში ახლა გამოძახებულ ფეხბურთელთა უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვთ, ასეთს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ვაწყდებით და ეს მათ გამოსვლას გარკვეულწილად, მაინც დაეტყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, კლუბებში ყველა მაქსიმალურად დაიტვირთოს. გარდა ამისა, მაღალი დონის ლიგაში და მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოთამაშის კლასისთვის მალევე შესამჩნევი ხდება.

გიორგი წიტაიშვილი თამაში დაცვით ფაზაში ქებას იმსახურებდა, თუმცა ის, რის გამოც, მისი გამოსვლა ახალ პოზიციაზე მოგვწონს, ახლა ნაკლებად გამოავლინა - ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადატანა, შეტევაში ჩართვა და ზონების გახსნა, კარგი ჩაწოდება. ის სწრაფია და როცა ჩვენი ფეხბურთელები ბურთს მოიპოვებენ, იერიშებზე მიყოლა მეტად შეუძლია. პირველი გოლის დროს, ლოგიკურად, გიორგი აბურჯანიას შეტევა მარცხნივ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა წიტაიშვილმა შეტევაში ჩართვა დააგვიანა, "აბუმ" კარში დაარტყა და მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ეს ეპიზოდი გოლით დასრულდა, თუმცა ხაზს იმას ვუსვამთ, რომ "ლეხში" მცირე სათამაშო პრაქტიკამ ჩვენს ფეხბურთელზე კვალი მაინც დაატყო. დამაჯერებლად ვერ ირაკლი აზაროვი შემოვიდა, რომელმაც ახალ გუნდში მისვლისთანავე ტრავმა მიიღო და ჯერ სათანადოთ ვერ თამაშობს.

მატჩის წინაც ვწერდით, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, ამ პოზიციაზე გურამ გიორბელიძის ხილვა იყო მოსალოდნელი და მას შანსი ალბათ, გიბრალტარში მიეცემა, კიდეც.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ლუკა ლოჩოშვილი შეხვედაში ცვლილებიდან ჩაერთო. მას სერია "ა"-ში ბოლო ტურები კარგი არ ჰქონდა, მაგრამ მის თამაშში კლასის ამაღლება და თამაშის წაკითხვის უნარი კარგად გამოჩნდა, ორჯერ სახიფათო იერიში დაბლოკა.

ასე რომ, ტოპლიგებში კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. რადგანაც პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, ის, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო, სწორედ იმას უნდა დავაბრალოთ, ბოლო დროს მაინც ბევრი რომ გაუცდა (ობიექტური მიზეზით) და "ბორდოში" პირველი მატჩი ახლაღა ჩაატარა (გაიტანა კიდეც). მას ლიდერობისთვის ყველა მონაცემი აქვს.

რის ხარჯზე?

განვლილ თამაშს თუ მარტივად განვიხილავთ, გამარჯვებას მხოლოდ ინდივიდუალურ მოქმედებებს მივაწერთ, მაგრამ ყველაფერი დეტალურად რომ გავაანალიზოთ, ჩვენმა ნაკრებმა შუა ხაზში სტუმართა არაერთი გადაცემა ჩაჭრა, მეტოქეს ბურთი აართვა და გოლები ასე შექმნა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წარმატებისთვის ძალიან საჭირო იყო.

სულ ვწერთ, რომ გუნდი ერთ ფეხბურთელს ზედმეტად არ უნდა ჩამოეკიდოს, მაგრამ ლიდერის ძალა კიდევ ერთხელ დავინახეთ. მაშინ, როცა მეტოქემ თავისი თამაში თავიდანვე თავს მოგვახვია და თითქოს, არაფერი გამოგვდიოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი შექმნა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად გაითამაშა და სანამ მეტოქეები მასზე გადაეწყობოდნენ (რატომღაც, პირდაპირ ჩაწოდებას ელოდნენ, თანაც ხვიჩამ მაგ პერიოდში ფლანგი შეიცვალა), სივრცე შეიქმნა და საჯარიმოში ისეთი ბურთი შეატარა, რომელსაც ვიღაც აუცილებლად შეეხებოდა და ასეც მოხდა (მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა).

ბუდუ ზივზივაძის თამაში კი უბრალოდ, აღფრთოვანებას იმსახურებს. ჩვენი უპირატესობა მყარი ისევ არ იყო, როცა მან "კვარას" გოლი შეუქმნა. მსგავსი შეხვედრების ბედს ასეთი ინდივიდუალიზმი წყვეტს. "ნაპოლელ" ელიფ ელმასს ცდა არ დაუკლია, თუმცა ის საკმარისი არ გამოდგა, მის გუნდი კი ერთიანობაში, ჩვენი კალიბრის არ აღმოჩნდა. არადა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა იტალიის ნაკრები დატოვეს და სტუმრად გერმანიაც კი დაამარცხეს.

ახალი ერა?

ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი ნაკრების გამოცდილ წევრებს, გურამ კაშიასა (99-ე მატჩი) და საბა კვირკველიას, სხვების ცალკე გამოყოფა შეიძლება, თუმცა ეს მატჩი გიორგი მამარდაშვილის და იქნებ, საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერის დასაწყისად იქცეს. "ვალენსიას" მეკარე, რომელმაც ნაკრების რიგებში საშინაო მატჩი პირველად ჩაატარა, ძალიან დამაჯერებელი იყო და 4 შეხვედრიდან მე-3 "მშრალი" თამაში ჰქონდა. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა გიორგი ლორიას გამოცდილებასა და დამსახურებას, თუმცა "მამარდამ" პირველი მეკარის სტატუსისკენ უკვე საბოლოო და დიდი ნაბიჯი გადადგა...

მოდუნების დრო არ გვაქვს - გიბრალტარშიც უნდა გავიმარჯვოთ, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მაქსიმალურად მაღალი ადგილით უნდა შევიდეთ, მანამდე კი შანსი შესარჩევი ეტაპიდანაც უნდა მივიღოთ, რომლის კენჭისყრაც მალე, 9 ოქტომბერს შედგება.

• მერაბი

მართალია,მოედნის საფარი დინამოზე მისახედია. საფარით ფასდება სტადიონი, მითუმეტეს ტექნიკურ გუნდს ცუდ საფარზე თამაში უჭირს

• margal

ან მოედნის საფარს მიხედეთ "დინამო"-ზე, ან საშინაო თამაშები ბათუმში უნდა ვითამაშოთ.

• buba

ადრე სულ ასე ვიძახდით, კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო. სჯობს ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ.

• არ მიქვეყნებენ ვრცელ კომენტარს

მოკლედ ვიტყვი, - ,,კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ'' იყო ბოსკამპის დროს, მაშინ ზურა ხიზანიშვილი იყო 17 წლის, ამ საუკუნეში, სადღაც ერთი ტაიმი და ცხადაძის დროს ერთი თამაში თუ ვითამაშეთ კარგად და წავაგეთ ეგ იყო მხოლოდ გამონაკლისი და არა ტენდენცია, ასე რომ საერთოდ არ არი, ამ საუკუნეში მაინც, ეგ გამოთქმა ჩვენს ნაკრებზე. რასაც თამაშობდნენ იმ შედეგსაც იმკიდნენ.

• ლადო

ვინც ჯერ კომენტარებს კითხულობს და მერე სტატიას (ან ზოგჯერ სტატიას საერთოდ არა :დ) - LIKE :))

• qomagi

მთავარი პრობლემა გუშინდელ თამაშში ნახევარდაცვის ცენტრი იყო,ცენტრალურ ნახევარმცველებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, დღევანდელ ფეხბუღთში ცენტრალურ ნახევარმცველებს მიყავთ თამაში.მწვრთნელებმა ამაზე ბევრი უნდა იფიქრონ.

• simartle

ამ ყველაფრის გარდა უბურთოდ მოძრაობა და სივრეების ათვისება უნდა ისწავლონ და გახსნა. იყო მომენტები როდესაც გაიქცნენ ჰგონიათ გაიხსნენ და ბურთი ცოტა შეყოვნდა უკან და წინ გაქცეულები გაჩერდნენ მოტრიალდნენ და ელოდებიან როდის ავა ბურთI მათთან ამავე დროს დამცველები ახლოს მეურვეობდნენ. ასევე დაცვაში შუა ხაზის მოთძამაშეებს ეხება რადგან ყველაზე მეტ სამუშაოს ისინი უნდა ასრულებდნენ უკან ჩამოსვლისახ მომენტები იყო ან იდგნენ ან სელა მოსეირნობდნენ იმის მაგივრად რომ თავისი ადგილი დაეჭირათ და როკორც კი ბურთი მათ გასცდად მერე ვითომ გაიქცნენ მაგრამ რომ იგრძნნეს რომ ვერ დაიჭერდნენ გააგრზელეს სეირნობ საკუთრი საჯარიმოსკენ. ეს ნისნავს ფიზიკურად მომზადებულები არ იყვნენ ან გადაღლილები. იმედი მწვრთელები გადახედავენ და გაანალიზებენ ზუსტად ამის გამო იყო პასებში ბევრი უზუსტობა, და ბევრჯერ ბურთის თავიდან მოშორების ცდა 98% მაკედონიელებს ჩააბარეს უკან. ყოჩაღ ბუდუ, ძალიან ბევრი იმუშავა და ცდა არ დააკლო რამაც შედეგიც გამოიღო და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კვარასადმი პასი, ბევრი თVიოთო დაარტყამდა და გაიტანდა მაგრამ 100% იანი მისცა. ეს მეტყველებს გუნდის კარგ მეგობრულ ურთIერთობაზე, ბუდუს კაერგ კაცობაზე და საუკეთესო თვისებებზე. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი ცენტრ შემტევი გვყავს უფრო ევროპული სტილის და ფეხითაც და თავითაც კარგად თამასობს, იმედია გუშინდელ თამაშს უკეთესი ლიგებიდან ვინმე დაესწრო და კარგი იქნებოდა ან გერმანიის კარგ გუნდში, ესპანეთში, იტალიას, საფრანგეთს ან ინლისიდან განსაკუთრებით შეთავაზება იყოს. ჯეკოს სტილის ფორვარდია და მე მგონი. შეუძლია მის დონეზე ასვლა. მამარდამ დაამტკიცა ყველაფერი და არც სჭირდება დამტკიცება, კარგად ვიცით რა დონის არის და რაც ფასიც დაადეს. კარგია რომ კონკურეცია გაიზარდა ყველა ადგილზე, მაგრამ შუა ხაზსსჭირდება უფრო მეტი ფიზიკურად ძლიერი და ასევე ტქნიკური ფეხბურთელები რომელთაც დაცვაში თამაშიც შეუძლიათ რადგან მათ გარეშე თამაში არ იგება სწორად და ბევრი ხარვეზებია. მამაგრამ შეიძლება კიდევ ბევრის გასინჯავ ნაკრებში ჩემპიონატიდან, თუ გინდ ხორხელების ან პატარა ნონიკაშვილის... არაბიძე წინ კარგია მაგრამ უკან ჩამოსვლა და ბურთზე ბრძოლა არ უყვარს და ამიტომაც არ იძახებენ. გაგნიძეს უნდა მიეცეს შანსი პირველ გუნდში. დაცვა მთლიანობაში ყოჩაღ არის იქაც ხარვეძები მაგრამ გაგვიმართლა გუშინ რომ ვერ გაგვიტანეს. ბევრი ნიჭიერი ბიჭები მოდიან კიდევ და იმედია ყველას ხვიჩას ნიმუში უფრო მეტ მონდომებას მისცემ და შრომასაც არ დაიზარებენ. ბოლოს ვიტყოდი ასეთი მთლიანობაში ცუდად ნათამაშების მოგება დიდი საქმე რაც ნიშნავს ჩვენსა და მათ შორის კლასშI განსხვავებას

• dato

როცა გუნდში კვარაცხელიაა ნებისმიერი გუნდი თუ ნაკრები ფრთა შეკვეცილია წარსული ისტორიას ჩაბარდება მგონია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ ... რამდენიმე თივს წინათ ორით და სამით ნულები კი არა გოლის გატანა სანატრელი გვქონდა გუშინ სანიოლმა მოიგო პრაგმატიზმით . ზივზივაძე მაგარი იყო ... პ.ს ჩემი აზრითაც ახალი ერა იწყება კვარაცხელია მამარდაშვილის თამადობით .

• Oooo

კარგით რა! ერთი იტყვის რაღაცას გაუაზრებლად და მერე აყვება სასტავი. როცა კარგად თამაშობ მაგრამ აგებ ეს საწყენია, მაგრამ კარგი თამაში ადრე თუ გვიან მოიტანს შედეგს, აუცილებლად! ბოლოს როდის იყო რომ ჩვენი ნაკრები კარგად თამაშობდა და აგებდა? არ გახსოვთ? არ იცით და ლაპარაკიბთ რაღაც ფრთიანი ფრაზებით. ვაისის დროს ორ თამაშში თითო ტაიმის კარგად თამაში ასეთად არ ჩაითება, მანამდე ცხადაძე დროს ერთი თამაში იყო ასეთი, ქეცბაიას და ჟირესის დროს ნაკრები თამაშობდა ცუდად. ანუ თითქმის მთელი 21-ე საუკუნე ამ ფრაზის წარამარა ტრიალის საფუძველი არ გვაქვს არანაირად. საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობდა ბოსკამპის დროს და არ უმართლებდა მაგრად, მაგრამ ეგ იყო დიდი ხნის წინ, ბოლოს ის კაცი გადაიყვანეს ჭკუიდან და არ აცადეს შედეგის დადგომა და გააქციეს აქედან. (სამაგიეროდ დაგვიტოვა ფრთიანი ფრაზა ჩვენ მენტალიტეტზე).. ,,კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ'' იმის მერე ჩვენ ნაკრებზე არ ითქმოდა,, ხოდა ნუ იგონებთ რა რაღაცეებს , ვითომ ჭკვიანურს. თან კიდევ ამოვიდაო ყელშიო, ეს ,,კარგად ვიტამაშეტ მაგრამ წავაგეთო'' ეგ არი აბსურდი და რეალობიდან გამომდინარე მეტიჩრობა.

• კაკო

სუსტად ვითამაშეთ და 2:0, კარგად რომ გვეთამაშა,ალბათ მაკედონიას საშვილიშვილოდ შევარცხვენდით,როგორც მაგ. უელსი,ან სომხეთი

• აკო

აბა რაა. ნეტავ ჩვენი ნაკრების ყველა თამაშის შემდეგ სათქმელი გვქონდეს ეს რა ცუდად ვითამაშეთ მაგრამ მაინც მოვიგეთ.

• აკო

2006 წლის იტალიის თამაშებიც არ იყო მოსახიბლი. უმეტეს შემთხვევაში მეტოქე ჯობდა მაგრამ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ისე რომ მთლიანად ორი გოლი გაუშვეს(ავტოგოლი და პენალტი). თუ გინდ ერთხელ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე ჩვენები მთავარია მოვიგოთ.

• რა მაფიაა?

ტექნიკური წუნი იყო ეგ, ზუსტად მაგ მომენტში უნდა გაეკეთებინა პასი... მინდორი აღინიშნა ბევრჯერ, კაცმა არ იცის შეიძლება მაგის ბრალი იყო, შეიძლება მარტივი შეცდომა...

• მემგონი

მთლიანად ცუდად ვითამაშეთ. ფაქტიურად თამაში იმათი ტაქტიკით მიდიოდა. ბურთი ვერ ამოგვქონდა. ჩვენი დაცვა ნული იყო. ამიტომ ნახევარდაცვა ფაქტიურად დაცვაში იდგა და თამაშის ირგანიზებას ვვერ ახერხებდა. სამწუხაროდ მოწინააღმდეგის პრესინგის წინააღმდეგ გუნდი მზად არ არის. ასე თურქეთიც მოგვიგებს და საბერძნეთიც. მოვიგეთ იმიტომ რომ, იმათი დაცვა მოშიშვვლდა, თან სუსტი დაცვა ყავთ. სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები არასტაბილურია, ვერ გაიგებ როდის რას იზამს, განსაკუთრები ცუდად ვთამაშობთ გადამწყვეტ თამაშებს.

• ვილისთვის რჩევა

ყველამ იცის ჩვენი მთავარი სუსტი წერტილი: მაღალი პრესინგიდან თავის დაღწევის პრობლემა და შესაბამისად ბურთზე კონტროლის დაკარგვა. სპალეტის "ნაპოლიში" ეს საქმე იდეალურად აქვს დაყენებული.

• ჯელა

" კარგად ვითამაშეთ,მაგრამ წავაგეთ " .ეს იყო ის ფრთიანი ფრაზა და სიტყვები,რომლებიც მე პირადად მაბრაზებს და მაცოფებდა.გუშინ ცუდად ვითამაშეთ ( მოდით ალალად ვთქვათ ) მაგრამ მოვიგეთ.მე ეს უფრო მირჩევნია.კი,ნაკლი ბევრი იყო და ბევრის განცდა-ნერვიულობით 5 ლიტრი ლუდი და 1 თევზი შემომეჭამა,მაგრამ მოდით ვიყოთ ობიექტურები.რა საფეხბურთო წუმპეში ვიყავით და ეხლა რა სიამაყით ვართ თუნდაც B ლიგაში გადასვლით.წარმოიდგინეთ ევროპული კვალიფიკაციის მეორე კალათაში ვართ და არა ისევ მეოთხე ან მეხუთეში.მჯერა,რომ იბერია გაბრწყინდება

• G.LA

მე ოპტიმისტი ვარ და მოგებულ თამაშებში თუნდაც ასე უხარისხოში ბევრი კარგს ვხედავ. მამარდაშვილის ერა იწყება ნაკრებში ავტორმა სწორად აღნიშნა. ეს ერთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ნაკრებისათვის მომავალში. მე რაღაც მომენტებში ჯიჯი მომაგონდა ისეთი ადვილად ისეთი ძნელი ბურთები აიღო და ძალიან მშვიდიც იყო, რაც ნაკრებზეც მოქმედებს და ვერ ვიტყვით რომ მაკედონელების ასეთ უპირატესობას რამე ქაუსი მოყვა ჩვენ დაცვაში. არაფრიდან გოლის შექმნაა დიდი კლასის მაჩვენებელია და ასეთი თამაშებისაც ასე დამაჯერებელი ანგარიშით. 3-0 -იც შეგვეძო თავისუფლად. კი ინდივიდუალიზმით მოვიგეთ ბრილინატა გვყავს, მაგრამ სხვამაც დაგვანახა თავისი ინდივიდი. ზივზივაძეს თურმე უფრო მეტი შეძლებია. დავითაშვილს ბოლომდე ძალა არ ეყო. მანამდე კარგი იყო. ცენტრში რაღაცას მოვახერხებთ იმედია კიტე მალე დაგვიბრუნდება. ჩვენ უხარისხობას რაც შეეხება ეს მაკედონელების დამსახურებით იყო. მათ სწორი გამართული ტაქტიკით გვეთამაშეს. თამაშის წინაც დავწერე ძნელი თამაში გვექნება მეთქი, მარა ორი ბურთით მოვიგებთ მეთქი. ზუსტად ვიცოდით ყველამ რომ შემოგვიტევდნენ და ყველა ვფიქრობდით რომ ბრილიანტა გაიბრწყნებდა. მას კი ზივზივაძეც დაემატა. მომავალი მეტოქე ჩვენთვის სულ ერთი, ან სად შევხვდებით. პლეი ოფში სუსტი არავინ იქნება და გასვლაზეც მე პირადად ყველა მათგანთან იმედიანად ვარ. თუმცა მჯერა ბერძნები ორივეს ვერ მოიგებენ და სახლის უპირატესობაც გვექნება.

• irakli

მამარდა არის ლომი ტოპ მეკარეა

• რა მაფიაა?

ცენტრში მერი დამაჯერებლობა რო გვინდა ფაქტია, მარა ბევრი მიზეზი იყო იმისა რაც ვნახეთ გუშინ, აბურჯანია ძაან ნელია, მარა ეგ საყრდენობა შეუძლია ხოლმე, როცა გვერდით ან კიტე ყავს ან დამაჯერებელი კვეკვესკირი, კვეკვეს გუშინ არ ქონდა საუკეთესო მატჩი, მარა ხდება ხოლმე არა უშავს, ყველა მწყობრში რო იქნება, კიტე კვეკვე აბურჯანია ჩაკვეტაძე, თუ რამე კაშიასაც შეუძლია საყრდებად თამაში, ბურთთან მოპყრობაც იცის, პასიც აქვს და სითამამე გამოცდილებაც, არა უშავს, მადლობა ბიჭებს, თავი არ დაუზოგიათ და რესურსი არის რომ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, მართლა ანგისას და ლობოტკას არავინ მიგვიყვანს ეხლა... პლიუს რაც ყველაზე მთავარია, წარმოუდგენლად დიდი წნეხი იყო ბიჭებზე. შურისძიება საკუთარ მოედანზე 35K მოგებაში დარწმუნებული ადამიანის წინაშე, და გაითვალისწინეთ რომ საშუალო ასაკი გუნდის საკმაოდ პატარაა... ასე რომ პრეტენზიები ეტაპობრივად გავზარდოთ, ყველა თამაშში ბრაზილიობანას მოლოდინი რო გვაქვს უკვე... თან მაკედონია გიბრალტარი არაა, საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ, კარგი ინდივიდუალისტებით. ასე რომ საერთო ჯამში ძალიან კარგი ამბის მომსწრეები ვართ და შევირგოთ

• ერთგული გულშემატკივარი

ზუკა დავითაშვილმა თუ იცის გუნდურობის შესახებ? 54-ე წუთზე ზუკა ათრევს ბურთს, ეხსნება ხვიჩა და ერთი-ერთზე გასვლის შესაძლებლობა აქვს მეკარესთან, ზუკას კი ბურთი ფეხებში აებლანდა, პასი არ გააკეთა და დაკარგა...

• ქომაგი

სამი ცენტრალური მცველის ტაქტიკა კარგად ერგება ქართულ ფეხბურთს, უბრალოდ სამ ცველს წინ ორი საყრდენიც თუ ჩაუყენე, ბურთი ვიღამ დაიჭიროს და გაანაწილოს ცენტრში. კიტე ან ჩაკვე გვჭირდებოდა აბუს ან კვეკვეს ნაცვლად.

• უცნაური

სან მარინოს ხომ არ ვეთამაშეთ? მაკედონიაა რომელსაც აღმავლობა 5 წლის წინ დაეწყო, არც ევროპაზე შეურცხვენია თავი, მსოფლიოს ჯგუფიდანაც გავიდა და იტალიაც გამოაგდო, ანუ ძლიერი გუნდია, ის შეცდომები რაც დავუშვით მაგ გუნდის კარგმა თამაშმა დაგვაშვებინა მაგრამ ამის მიუხედავად 3 0 და 2 0 მოვუგეთ,აკრიტიკეთ ზომიერად მაგრამ " საშინელი თამაში" და რისი იმედი გვაქვა " არ გვინდა

• sima

აუ ანგისა მგელია

• იოსარიანი

ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემაა ნახევარდაცვის ცენტრი. კვეკვესკირი და აბურჯანია შეიძლება თავის საქმეს ( ბურთის ართმევას) მეტნაკლებად დამაკმაყოფილებლად ასრულებს, მაგრამ პრესინგისას ორივეს უჭირს ბურთის შენარჩუნება, ასეთ დროს აუცილებელია ლობოტკასნაირი ან თუნდაც მაკედონიას რომ ყავს ბარდი ისეთი ფეხბურთელის ყოლა ძირითადში. ამ პრობლემას შედარებით ვინც მოაგვარებს თავისი საფეხბურთო მონაცემებიდან გამომდინარე ლუკა გაგნიძეა და უნდა გამოიძახონ უახლოეს მომავალში. კიტეიშვილსაც შეუძლია გაუმკლავდეს მაგ საქმეს, მაგრამ სულ ტრავმა აქვს

კვირკველიას თამაში ვისაც მოგეწონათ, დაალაიქეთ, ვისაც არ მოგეწონათ, დისლაიქი დასვით, მე პირადად საშინლად არ მომეწონა, ასე მეგონა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლიდა სანიოლი. ვარი არ იყო, თორემ მე-3 წუთზე პენალტი არ აიკიდა? და საერთოდ საჯარიმოში ფეხით საერთოდ ვერ თამაშობს. ჩემი აზრით ლოჩოშვილი გაცილებით უკეთესი მოთამაშეა.

• რობი

ლობოტკა და ანგისა გვჭირდება შუაში :)

• las

ინიციატივას ჭირდება ძლიერი შუა ხაზი. ჩვენი ნაკრები კიდევ 3 ცენტრალური მცველით თამასობს, რაც ბუნებრივია ერთ კაცს ნახევარ დაცვას ართმევ, რომელიც ისედაც სუსტი გვყავს. რა გამოდის? 2 ცენტრალური მცველი ვერ არტმევს თავის მოვალეობას. რა შეგვიძლლია? იქნებ ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ათამაშებამ ამოავსოს ეს ნაპრალი. საუბარია რუსეთში მოთამაშე ქართველების გადმობირებაზე, ამასაც მივესალმები. ეს ციკლი გავიაერთ, მაგრამ შემადგენლობა რომ გაზლიერებას საჭიროებს მგონი ყველა ვამჩნევთ

• Nukri

რომ მოვიგეთ ეს კარგია, მაგრამ თამაში არ მომეწონა, უფრო ხარისხიან თამაშს ველოდი, რადგან მათ ეს შეუძლიათ, ისე ჩანდა თითქოს ესპანეთის, საფრანგეთის და მისთანების დარ გუნდს ვეთამაშებოდით, არადა მაკედონია არ არის ჩვენზე უკეთესი გუნდი რომ მიგვამწყვდიეს უკან და ბურთს ატარებდნენ თავისუფლად, ცენტრი სულ წაგვართვეს, თუ გვაქვს უფრო მეტის პრეტენზია მაშინ ეს პროაბლემები უნდა დავალაგოთ და უფრო სანახაოებრივ ფეხბურთს ვითამაშებთ, ისე კიდევ დიდი მადლობა მოგებისთვის

• llcl

მადლობა ბიჭებს და ვილის! ღმერთმა სულ გამარჯვებებით გატაროთ! ვიტყვი რომ ნახვარდაცვის საყრდენ ზონაში ძალიან გვიჭირს, პიროვნულად არაფერი, მაგრამ მოცემულ მომენტში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გვჭირდება, თანამედროვე ფეხბურთში ფაქტიურად 10 ნომერი აღარ არსებობს, 6 და 8 ნომრებს კიდევ ჩაშლაც უნდა შეეძლოთ და შექმნაც. მამარდა რომ პირველი ნომერი უნდა იყოს ამას მგონი მტკიცებაც არ სჭირდება, ბუდუ შესანიშნავი იყო, ნუ კვარაზე მე რაღა უნდა დავამატო, კვარა კვარაა, ჩვენი ნაცრისფერი ცხოვრების გამფერადებელი!

• ლადო

გულწრფელად ვთქვათ რომ გუშინ მეტს ველოდით. ნაკრებს ერთი გააზრებული კომპინაცია არ გაუთამაშია. ორივე გოლი ინდივიდუალიზმს + იღბლის დამსახურება იყო.

• თეოფა

რატო არ ახსენებთ მინდვრის საფარს,საქართველოში რამის გაკეთება მაღალ დონეზე შეგვიძლია? ნებისმიერი რამის?!! ძალიან გასაბრაზებელია მინდვრის გაკეთებას რო ვერ ისწავლი სხვა კიდევ უფრო დიდი საქმეები როგორ უნდა გაკეთდეს ამის დედაც და სწავლაც არავის არ უნდა ეგაა პრობლემა

• გოჩა

მშვენიერი ანალიზია, ორჯერ წავიკითხე

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია