რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, "ბათუმმა" "ბათუმი არენაზე" ისრაელის "ჰითს" 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. "ბათუმი" 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

წვიმამ და სველმა მოედანმა თამაშს თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები. სტუმრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, 24 წუთში ორი ჯარიმა გაიტანეს და 6:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე მასპინძლებმა შეძლეს მეტოქის შერკინებაში დაჯაბნა და სახიფათო შეტევის განხორციელება, მაგრამ "ჰითმა" შეძლო თავის დაცვა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. "ბათუმმა" შეუტია და რადგან სტუმრები 3 წუთში ბევრჯერ დაჯარიმდნენ, მსაჯმა მეორეხაზელი იური ფან’ფირები გაასინბინა, 4 წუთში კი მის გზას ჯასთინ თეისი გააყოლა. 2-კაციანი უპირატესობით მასპინძლებმა მალევე ისარგებლეს და 48-ე წუთზე შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. 52-ე წუთზე ვანო ფუტკარაძემ მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფანი გამოიმუშავეს, რასაც მოლი, რაქიდან მიძალებები და ფუტკარაძის ლელო მოყვა. რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

"ჰითმა" საპასუხოდ შეგვიტია და 59-ე წუთზე სინბინში მამუკა ნინიძე გაემგზავრა, ერთ წუთში კი მაქმილან მულერმა მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს ძალისმიერ თამაშში "ბათუმის" უპირატესობა გამოიკვეთა, 74-ე წუთზე მოლით შეუტიეს და გურამ შენგელიამ ლელო გაიტანა. დარჩენილ 6 წუთში მასპინძლებს ბონუსის მომტანი ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ არ გამოვიდა და "ბათუმმა" 19:11 იმარჯვა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. III ტური

24 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“

ბათუმი (საქართველო) – თელავივ-ჰითი (ისრაელი)

ბათუმი

ხაზი: 15. სანდრო სვანიძე, 14. ვიტალი ირემაძე, 13. გიორგი წიკლაური, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი;

შერკინება: 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნუკრი ფერსელიძე, 5. დაჩი კოპაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი (კაპ.), 7. გურამ შენგელია, 8. ვანო ფუტკარაძე.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. მურმან ჯიჯივაძე, 18. ბექა ბერიძე, 19. ლაშა ფოფხაძე, 20. ჯონდი კორტავა; 21. არჩილ თურმანიძე, 22. ზურა ძნელაძე, 23. მამუკა ნინიძე.

3 ლელო: საჯარიმო, ფუტკარაძე, შენგელია

1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

2 სინბინი: მ. ნინიძე, ფრუიძე

Rugby.ge

ულვაშებიანი ქათამი
ცხრილის დადება პრბლემაა?
ლაშა
ებრაულ გუნდს მოვუგეთ და ეს იყო მაგარი შედეგი. ბიჭებს წარმატებები და წინსვლა, მაგრამ მაგარი იქნება გაცილებით ძლიერ გუნდთან მოგება...
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში