ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანიოლის ორმაგი ჯეკპოტი, უზარმაზარი ვაკუუმი მოედნის ცენტრში და მეტი "თავისუფლება" კვარაცხელიას

სანიოლის ორმაგი ჯეკპოტი, უზარმაზარი ვაკუუმი მოედნის ცენტრში და მეტი "თავისუფლება" კვარაცხელიას

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ერთგვარი ბლიცკრიგი განახორციელა, ორი დივიზიონით დაწინაურდა, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ გავიდა, ბოლო 10 მატჩიდან კი 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. "ჯვაროსანთა" თავკაცმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, იღბლიანი მწვრთნელია, მაგრამ წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწიეს და ის აბსოლუტურად მართალია.

ვეცდები ჩემი მოკრძალებული, სუბიექტური მოსაზრება ყოველგვარი "გადაპრანჭული" ფრაზების“ გარეშე, მარტივად გადმოგცეთ. ფრანგ სპეციალისტს კი არ გაუმართლა, არამედ შეიძლება ითქვას, ორმაგი ჯეკპოტი მოუვიდა: ფეხბურთელთა კარგი ახალგაზრდა თაობა, ფედერაციის მაქსიმალური ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მუდამ ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება ერთგული გულშემატკივარი. ამაზე ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა. თუმცა, რესურსს სათანადოდ გამოყენება უნდა. პარალელს ძველ დიდ თბილისის "დინამოსთან" გავავლებ. ნოდარ ახალკაცს ძალიან მაგარი თაობა ჰყავდა და შანსი დიდებულად გამოიყენა. თუმცა, მისი წინამორბედების განკარგულებაშიც ჩინებული მოთამაშეები იყვნენ (რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი, გივი ნოდია, იგივე დავით ყიფიანი და ა.შ), მაგრამ შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. თავიდან სანიოლმაც ვერ დაიწყო კარგად, ხოლო შემდეგ მიაგნო სისტემას, რომელმაც წარმატება მოუტანა. ის ხვდება, როგორ გამოიყენოს კონტიგენტი და რა პრობლემები გააჩნია.

პრობლემები კი მართლაც არსებობს. სანიოლი გუნდს დაცვითი სისტემით ათამაშებს, ფაქტიურად ხუთი მცველით და ორი საყრდენით. ეს ორი საყრდენიც უფრო ჩამშლელია და ნაკლებად შემტევი. აქედან გამომდინარე, წინ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი გვყავს - მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავითაშვილი, კვარაცხელია და ზივზივაძე. მეტოქის კარზე იერიშის მიტანისას ტაქტიკა გარკვეულწილად ტრანსფორმირდება, მაგრამ უკანახაზელების დახმარება ეფექტური არ არის. სტრატეგიაა მომლოდინე, მოწინააღმდეგის დაღლაზე, გათანგვაზე და შეცდომის დაშვებაზე აგებული, რაც ამართლებს. ჯერჯერობით ამართლებს. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადავიდა, იქაც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება და ამან შეიძლება ყოველთვის აღარ იმუშაოს.

რატომ ირჩევს სანიოლი დაცვით ვარიანტს? გამოდის იმ შესაძლებლობიდან, რაც გააჩნია და ვერც მოედავები. ასეთი ფეხბურთი ხშირ შემთხვევაში მთლად ლამაზი სანახავი ვერაა, თუმცა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებულია - თვალსასეიროდ თამაშსა და წაგებას, ბუნებრივია ასეთი მოგებები სჯობს. არ გვყავს სწრაფი ცენტრალური მცველები, ამიტომ იძულებულია სამი ცენტრბეკი დააყენოს. შედეგად, წინ ერთი შემტევი გვაკლდება. სისტემას აქვს პლუსიც - მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმოში შეღწევას ვერ ახერხებს, გოლის გატანას შორიდან ცდილობს და როდესაც გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე გყავს, ეს თითქმის შეუძლებელია. ის კარგად არჩევს პოზიციას, შესანიშნავი ნახტომი აქვს და სიმაღლის გათვალისწინებით, მისთვის საჯარიმოს გარედან გოლის გატანა ძალიან, ძალიან ძნელია.

არ გვყვავს "დირიჟორი", ფლეიმეიკერი, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთს დაიჭერს, ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, პასებს დაარიგებს და თამაშს წარმართავს. ეს სერიოზული ხარვეზია. მოედნის ცენტრში რაღაც უზარმაზარი ვაკუუმია, ამიტომ შეტევები მხოლოდ ფლანგებიდან ხორციელდება და ვიზავის საქმე უიოლდება, ვინაიდან მთელი ყურადღება ფლანგების განეიტრალებაზე აქვს გადატანილი. თუმცა, მეტოქე ბოლოს და ბოლოს იღლება, შეცდომების დაშვებას იწყებს და ჩვენი დიდებული შემტევი ტრიო ამით უმალ სარგებლობს. ზურიკო დავითაშვილი დიდ სამუშაოს ასრულებს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - უბრალოდ კლასი.

ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყიფიანის შემდეგ ქართულ ფეხბურთს ასეთი ღრმა ინტელექტის მოთამაშე არ ჰყოლია. მან შეიძლება 90 წუთის განმავლობაში ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, შეცდომები დაუშვას (რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს), მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც ისეთს მოიმოქმედებს, რომ "თამაშს გააკეთებს" და გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ამდენად, ხვიჩას ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა მართებულად არ მიმაჩნია. შეიძლება ცოტა არაკორექტულია, მაგრამ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ვიღაცამ ფორტეპიანო სცენაზე უნდა აიტანოს, ვიღაცამ კი დაუკრას. ორივე საჭიროა, რამეთუ თუ ფორტეპიანო სცენაზე არ აუტანეს, ის ნაწარმოების შესრულებას ვერ შეძლებს.

კვარაცხელიამ ძალები გადამწყვეტი საქმის საკეთებლად უნდა დაზოგოს. მოწინააღმდეგის იერიშისას მოედნის ცენტრშიც რომ დადგეს, ორი მეურვე მაინც სჭირდება, რომლებიც შეტევაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებენ. „ნაპოლიში“ კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუდამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლას ავალებს და სულ არიგო საკის ფორმაციის იტალიის ნაკრებში რობერტო ბაჯოს მაგალითი მახსენდება. ადამიანს აქვს ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, მან არ შეიძლება ერთდროულად გოლები გაიტანოს, საგოლე გადაცემები აკეთოს, პენალტები მოიპოვოს, გამარჯვებები გაზეიმოს და თან უზარმაზარი შავი სამუშაოს შესრულება დაავალო - ბარემ კარშიც ჩააყენე და ეგ იქნება. ძალიან ბევრს სთხოვენ ამ 21 წლის ბიჭს, რომელიც თავმდაბალია, უდიდესი მომავალი აქვს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ გააოცებს.

საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ საქართველოს ნაკრებიც გააოცებს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს: პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, პროფესიონალი მწვრთნელი და აქედან გამომდინარე - ნათელი მომავალი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, მისი უმაღლესობა ქართული ფეხბურთი ბრუნდება და თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც იქნა, ჩვენ დიდი გამარჯვებების მიჯნაზე ვიმყოფებით!

მიმომხილველი

• სოსო

მგონია,რომ ირაკლი აზაროვს აქვს გამთამაშებლის მონაცემები,თუმცა ნაკრებამდე სათამაშო პრაქტიკის გავლა და უნარების დახვეწა,კლუბში იქნება საჭირო,ეს კი პრობლემური საკითხია.

• ამატაკი

სანიოლის მთავარი მიგნება სწორედაც რომ სამმცველიანი ტაქტიკაა და სახეზეა ნაჩვენები შედეგებით ამის უდაოდ დადასტურება . საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვყავს საჭირო დონის თანამედროვე განაპირა მცველები. ცენტრები კი რატომაც არა, საშუალო ევროპული დონის საკმარისი რაოდენობის კარგი მცველები გვყავს. რაც შეეხება ცენტრალურ ზონას და საყრდენებს, აქ სანიოლს ნამდვილად აქ სამუშაო. არ უნდა გამოირიცხოს გვილია, გვყავს მექვაბიშვილი.შანსი შეიძლება მიეცეს ალთუნიშვილს, გაგნიძეს, არაბიძეს, საზონოვს. ეროვნულშიც ალბათ ვინმე კიდევაა მოსაძებნი. იმასაც ვემხრობი, რომ აქ შეიძლება მოისინჯოს ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი. ნაადრევი მგონია შენგელია, პაპუნაშვილის ჩამოწერაც.ფორმაში მყოფი კიტეიშვილი საერთოდაც უალტერნატივოა. შესაძლებელია უკვე არსებულ კვეკვესკირ - აბურჯანიას ტანდემის სხვა კომბინაციით ვარირება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ უიმედო მდგომარეობა არც აქ გვაქვს. არსებული რესურსით იმედია სანიოლი მიაგნებს ოპტიმალურ, შეიძლება მოულოდნელ, არაორდინალურ გადაწყვეტას და ეს უმნიშვნელოვანესი სათამაშო ზონა დაგვისტაბილურდება.

• გუსანი

ნახევარდაცვა ყველაზე სუსტი რგოლია ნაკრებში, თავდასხმა ცოტა გამოსწორდა ხვიჩას, გიორგის და ბუდუს გამოჩენით, ჩაკვეტაძე და კიტე ( კანკავას ფიზიკით) ჭირდება ნაკრებს. ჯაბა ფიზიკით ყველაზე ძლიერი იყო, მაგრამ სხვა უნარებს სამწუხაროდ არ ფლობდა, მხოლოდ ჩამშლელი ფუნქცია ქონდა, მართალია ჩივაძის და ყიფიანის მაგალითი, თამაშის წაკითხვაში დღევანდელი თაობიდან სამწუხაროდ მათ ვერავის შევადარებ, ამ საკითხში წინა თაობები უფრო კარგები იყვნენ, მაგრამ სხვა საკითხებში იყვნენ სუსტები. ერთი ჩაკვეტაძემ გამოანათა და იმედი კიდევ მაქვს. კიტე ფიზიკურად სუსტია, ეს ფიზიკა ყველას სუსტი აქვს, 1-2 წელში დაცვაც მისახედი იქნება.დღევანდელი თაობა გამოცდილების ხარჯზე ქაჩავს, ძლიერ ნაკრებებთან სისხარტეს ნაკლებობა თვალშისაცემი იქნება, ახალგაზრდობის უმეტესობას კი თამაშის წაკითხვის უნარები არ აქვთ, მაგ ლოჩოშვილმაც უნარები თუ არ დახვეწა კრემონეზეშიც სკამზე დასვამენ. ბუდუს მადლობა, მაგრამ მგონია ვილის ცოტა ადრე უნდა შეეცვალა, დამსახურებული გოლის ვერ გატანაზე ნაკლებად ინერვიულებდა ბუდუ...აბურჯანიას( ჩემთვის შენელებული კადრია) მოედანზე გამოღვიძებას ვურჩევდი, ძალიან ნელია...

• ლექსო

ამ ვაკუუმის ამოვსება ჩაკვეტაძეს შეუძლია,ოღონდ კარგად იყოდ

• Vasili

გეთანხმები 100%. ხვიჩამ თუ ყოველ წამს დაცვაში ირბინა , შესაცვლელი გახდება მე-60 წუთზე! რაღაც კრიტიკულ მომენტში ყველა ვარიანტში უნდა დაეხმაროს დაცვას, მაგრამ მაგის საქმე სხვა რამეა, და როცა ეგ დატოვებს თავის ზონას იქ ვინ დადგება ? ხვიჩას წი დარჩენა ნიშნავს მინიმუმ ორი მცველის გაჩერებას , ანუ ორი კაცის მოტეხვას, და ეს თუ ეს ორი მცველი ტოვებს ხვიჩას და შეტევაში მიდის , რათქმაუნდა უნდა ჩამოყვეს…/ ასე რომ ზედმეტი უაზრო სირბილი არაფერს მოგვიტანს დაღლის გარდა! აი ის ტიპები ყოველ მეორე წუთზე რო ყვირიან დაცვაში უნდა ჩავიდეს და სხვა ვერაფერი მოსდით თავში, ეგენი იმ ხალხს გვანან ფეხბურთელს ბურთი რო არ მიუღია და პასი პასი პასი , დაჩხავიან თავზე, / სამ კაცს რო მოატყებს და ერთიერთზე გავა, გოლს გაიტანს და პასი უნდა გაგეკეთებინაო რო უსაყვედურებენ, ეს ხალხი ფეხბურთის აზრზე არაა! ანუ ტიპები პასზე და დაცვაზე იღზნებიან

• Las

ძაანაც ნუ ჩავარდებით ეიფორიში. სანიოლი ტაქტიკას ირჩევს იმ რესურსიდან გამომდინარე რაც ყავს. ვაღიაროთ ნაკრებში გვყავს 2 მაღალი სტანდარტის მოათამაშე მამარდა და კვარა. დანარჩენის რა გითხრათ. იმედია გარკვეული დროის მერე რამე შეიცვლება და სხვებიც გარკვეულ პროგრესს აჩვენებენ.

• მალხაზი

კარგი იქნებოდა ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც რამე გეთქვათ

• უვიცი

ღმერთმა ნუ ქნას კითხულობდეს

• მირო

მოისწრაფიშვილი უნდა დაწინაურდეს,და საყრდენი რომელიც მაგრა ურტყავს და გოლების სერიოზული ალღო აქ მერაბ გიგაური ტორპედოს მაგარი დეკადა აქ.მამუჩა კარგია გასაგებია მაგრამ მოუკლო ასე მგონია როგორც თვითონ ისე კლუბმა,კანკავამ იქნებ გადაიფიქროს ჯერ ვერ შევცვალეთ სრულყოფილად(( გაგნიძე ამოსაწევია უსაშველო არაფერი გვჭირს შევსებაც მშვენიერია B ლიგაში არ შევრცვხვეთ კიარა დონე და გამოცდილება რო დავაგროვოთ!! მერე ვნახოთ კვარა რა სიმაღლეზე მამარდა ასევე ავლენ,ბუდუს ერთი ბუნდესლიგის ტრანსფერი გავუჩარხოთ როგორმე 3-4 წელი აქ დრო და რაღაც უფრო სერიოზულის გაკეთება შეიძლება მისგან.მე ვარ საქართველო!

• სტატიის ავტორს

კარგი ანალიზია, მაგრამ ხვიჩაზე და სპალეტიზე ბევრი საუბარო არამგონია კარგი იყოს. ცუდად არ იმოქმედოს ამდენმა კირკიტმა კვარაზე. გული არ აიცრუოს მწვრთნელის და გუნდის მიმართ.

• ბმბ

ნახევარფინალი და ფინალი ივნისშია დანიშნული, მაგ დროისთვის თუ ბედმა გაგვიღიმა, კიტეც ფორმაში უნდა იყოს, ლუკა გაგნიძეც უფრო გაზრდილი იქნება და იქნებ ჩაკვეც გამოგვეყენებინა საყრდენად, ანუ არჩევანი ბევრად მეტი გვექნება.

• გიო

აი masteris კომენტარს ვემხრობი,ჩაკვე გამტანაშ ბკად ,ნიაწოდეთ ეგ უდეა სანიოლს

• სოსო

ძალიან კარგი სტატიაა გიბრალტართან თამაშის დასრულებამდე იმუშავებს, აი შემდეგ კი რამე ახალია საჭირო...

• Dato

Mიდი მიდი დაიბოგმე Aბა

• Master

ჩაკვეტაძე რომ ვაქციოთ ცენტრად არ გამოვა ვითომ?

• მორიელი

ჩემი აზრით, ჯობია კვარაცხელია შემტევი შუახაზელი იყოს და აზაროვმა მარცხენა ფლანგი დაიკავოს

• aburjga

ბურთის დაჭერა ანუ შენარჩუნება თუა საჭირო მაშინ ჩვენს ძვირფას მანუჩარ მაჩაიძეს ვუხმოთ, ერთ თვეში ჩადგება ფორმაში და მერე ბურთს ვერავინ წაართმევს!

• G.LA

პირობას გაძლევ რომ წავალთ, გამოთვლილ მაქვს უკვე. DDD

• რრრ

დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

• qomagi

კარგი ანალიზია ყოჩაღ ამ ჟურნალისტს, ასეთი ანალიზები ხშირად უნდა კეთდებოდეს ჟურნალისებისგანაც და ფეხბურთში კარგად ჩახედული ხალხისგან, ასევე ვეტერანებისგანაც. B-ლიგაში ვერ გამოდგება 5-2--2-1 ტაქტიკა, რადგან დღეს ნაკრები ამ ტაქტიკით თამაშობს, იქ სულ სხვა დონის მეტოქეები დაგვხვდებიან,მე მიმაჩნია ნაკრებისთვის დღეს 4-2-3-1 იქნება იდეალური, ამ ტაქტიკით ნაკრები მეტ შემტევ პოტენციალს გამოავლენს,მაგალითად მარჯვნიდან კაკაბაძე და მის წინ შეტევაში მარჯვნიდან ლობჟანიძე ერთ დროულად ითამაშებენ,მარცხენა მცველად კი აზაროვი, ან გიორბელიძე, წიტაიშვილიც შეიძლება, თუმცა წიტაიშვილი ნახევარმცველია და არა მცველი, ამათგან რომელიმეს მარცხენა მცველის დაყენების შემთხვევაში, კვარაცხელია დადგება მარცხენა შემტევად და უფრო ეფექტურიც იქნება,რჩება პრობლემური ამ ტაქტიკაში ნახევარმცველები, კერძოდ საყრდენები,ერთერთ საყრდენად მე კიტეიშვილს ვხედავ, იმედია მალე დაიბრუნებს ფორმას, მას ნათამაშები აქვს ბევრჯერ ამ პოზიციაზე ვაისის დროს და სუკეთესო იყო მაშინ,მეორე საყრდენი კი მარადიშვილი იქნებოდა კარგი, ფედერაციამ ამ კუთხით უნდა იმუშაოს და მარადიშვილი უნდა ჩამოიყვანონ ნაკრებში, იდეალური ნახევარ დაცვა იქნებოდა ამ შემთხვევაში და თუ ჯერჯერობით მარადიშვილის წამოყვანა ვერ მოხერხდა კიტეიშვილის გვერდით აბურჯანიაც შეიძლება, თან იმედია ფორმას აკრიფავს კიდევ უკეთესად თავის კლუბში,გამთამაშებლად კი საყრდენების წინ ჩაკვეტაძე ან დავითაშვილი იქნებოდა კარგი,მე ვფიქრობ ჯამრთელი ჩაკვეტაძე ორი საყრდენის წინ უნდა მოქმედებდეს, ის ამ პოზიციაზე უბრალოდ ამ ნკრებისთვის შეუცვლელია,დავითაშვილს კი ფლანგებზედაც შეუძლია თამაში,ფორვარდებზე და ცენტრალურ მცველებზე ასევე მეკარეზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ამ რგოლებში საქართველოს ნაკრებს არ უჭირს დღეს.

• 1234

ამდენი თვეა კვარას სიტუაციაზე რამდენი კომენტარი წამიკითხავს და მომისმენია მაგრამ ეს ყველაზე ზუსტი შეფასებაა. ნამდვილად ასეა.

• ქართველი

2 თამაში მხოლოდ 2 თამაშის მოგება გვჭირდება. ის რაც მაკედონიასთან მოხდა დღემდე ვერგადამიტანია კიდევ ერთხელ რომ წავაგოთ ნახევარფინალში ან ფინალში ალბათ გული დამარტყამს. ღმერთს ვთხოვ 2024 ში გერმანიაში ჩავიდეთ და ევროპა ვითამაშოთ. ეს იქნება 30 წლიანი “ტანჯვის” დასასრული.

• ქობულეთიდან

აბურჯანია-კვეკვესკირი არის ამ ფორმაციის ნაკრების ალბათ ყველაზე სუსტი წერტილი. კიტეიშვილის არ ყოფნა ძალიან ეტყობა მოედნის ცენტრს, ნეტავ მალე შევიდეს ფორმაში.

• მწრთვნელი

ამ სტატიაზე გამახსენდა ერთი ანეგდოტი: ერთ სოფელში ახალი თავჯდომარე დანიშნეს. დანიშვნიდან მეორე დღესვე დილით ადრე შეუდგა თავჯდომარე თავის მოვალეობის შესრულებას. გავიდა სოფლის თავში, დიდ მინდორში, თანაშემწეებთან ერთად და რას ხედავს, ერთი კაცი ბალახს თიბავს. მიუახლოვდა თავჯდომარე და თანაშემწეებს ეკითხება: "ეს კაცი ცელს რომ იქნევს ერთ მხარეს და ბალახს ჭრის უკან გამოქნევა ხომ ტყუილად გამოსდისო!?" "კიო" უთხრეს თანაშეწეებმა! "დაუყენეთ ცელს ორივე მხრიდან პირიო"!- ბრძანა თავჯდომარემ. მეორე დღეა, გამოდის და ხედავს კაცი მუშაობს იქნევს ცელს აქეთაც და იქითაც. ისევ მიუახლოვდა და თანაშემწეებს ეუბნება - "ეს კაცი მრტო დღე რომ მოშაობს ჩაოკიდეთ ფანარი და ღამეც გათიბოს უფრო მეტი თივა იქნებაო!" ჩამოკიდეს ფანარი და თიბავს ეს კაცი დღეც და ღამეც! რამდენიმე ხნის მერე იფიქრა თავჯდომარემ წავალ ვნახავ იმ კაცს რა შვებაო! გავიდა მინდორში და რას ხედავს მუშაობს ესკაცი შეუჩერებლად. მიუახლოვდა თავჯდომარე თანაშემწეებითურთ და ამდროს კაცმა ამოიღო ხმა: "ბარემ ტრაკში ფოცხიც გამიკეთეთ და ავაბულულავებო"! აი მოკლედ ასეა სპალეტის და ხვიჩას საქმე ნაპოლიში!

• გოგა

ნუ ავფრინდით რა, ცოტა სერიოზული მეტოქეები რომ წამოვლენ მერე დავინახავთ

• რონის

ამ სქემაში ჩაკვეტაძე იქნება კვარაცხელიას შემცვლელი. მარჯვნივ ვერ თამაშობს გიო. მარცხენა შემტევი ნახევარმცველი და ათიანია მისი პოზიცია. ათიანი კიდე ამ სქემაში საერთოდ არაა.

• status quo

მდაა, კარგი სტატიაა,ობიექტური და ანალიტიკურად უნაკლო.

• ვაცლავ ჰაველი

პირველ რიგში დავუფასოთ ავტორს, კარგი ანალიზია. ამ ფორმაციას, რასაკვირველი, აქვს პლიუსებიც და მინუსებიც. ბურთის კონტროლი ასეთი ფორმაციის შემთხვევაში ბევრწილად დამოკიდებულია ფლანგის მცველ/ნახევარმცველებზე. წინა შეხვედრებისას წიტაიშვილი კარგ ფორმაში იყო და თუ დავაკვირდებით იმ თამაშებს, აღმოვაჩენთ, რომ ბურთის კონტროლი ბევრ წილად მისი კარგი თამაშით იყო განპირობებული. ახლა კიდე, სამწუხაროდ წიტაიშვილი უთამაშებელია, ვერაა ფორმაში და დაეტყო თამაშსაც. მისი სტილის ფეხბურთელი მარჯვნივ არის საბა ლობჟანიძე, მაგრამ ორივეს ერთდროულად თამაში რისკის შემცველიცაა, კაკაბაძე, რასაკვირველია უკეთესი დამცველია და ორივე ფლანგს შემტევ ფეხბურთელს არცერთი მწვრთნელი არ ჩააბარებს. აბურჯანია-კვეკვესკირის წყვილიც თავისმხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა ამ მხრივ, სამწუხაროდ, ალტერნატივაც არ ჩანს ჯერ-ჯერობით. კიტეიშვილი თუ ოდესმე მოირჩენს ტრავმას და ითამაშებს შეიძლება აქაც დავლაგდეთ. და გაგნიძემ უნდა დააყენოს საშველი, თავისი თავისთვისაც და ჩვენთვისაც :D

• ქუთაისი

ნახევარდაცვაში ეგ სიცარიელე იმის ბრალია, რომ სანიოლის ფორმაციის ნაკრებში მოედანზე არ არის ათიანი, ანუ ცენტრ. თავდამსხმელის უკან მოთამაშე...შესაძლებელია ასე თამაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი საყრდენიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის წამოღება შეუძლია...მაკედონიასთან არც ასეთი იყო ვინმე და არც ათიანი, ამიტომაც იყო რომ მოედნის ცენტრი დავთმეთ... სანიოლს, პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემოეყვანა ლობჟანიძე ერთერთი საყრდენის მაგივრად და დაეყენებინა დავითაშვილის პოზიციაზე, და დავითაშვილი დაეწია უკან... ჩემი აზრით, სანიოლის 3-2-2-3 ტაქტიკას მაინც 4-2-3-1 ჯობია... ჩვენს ნაკრებს ეს უფრო შეესაბამება.

• რონი

კიტე ცენტრში კარგად დადგება.. იმედია მარიდაშვილი წამოვა ჩვენსკენ.. კანკავამაც ადრე დაასრულა 1-2წელს კიდე გაქაჩავდა.. დავითაშვილმა და ჩაკვემ კი დრო უნდა გაიყონ.......

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..