საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიბა-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 5-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და ბოლო წლების საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

აქამდე ჩვენი 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის დასრულების შემდეგ ფიბა-მ რეიტინგი განაახლა და დღესდღეობით საქართველო 32-ეა. საქართველო მცირედით უსწრებს ისრაელის ნაკრებს, რომელმაც, სხვათა შორის, 8-საფეხურიანი პროგრესი განიცადა, ხოლო მექსიკას საგრძნობლად ჩამორჩება. ათეულში რამდენიმე ცვლილება მოხდა, რომელთაგანაც აღსანიშნავია სლოვენიის ნაკრების რეგრესი 2 პოზიციით, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული, რომელშიც აშშ, ესპანეთი და ავსტრალია არიან. რაც შეეხება ევროპას, საქართველო ძველ კონტინენტზე რიგით მე-18-ეა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში დაამარცხა (88:83), ხოლო ბელგიასთან (ოვერ-ტაიმში 76:79), ესპანეთთან (64:90), ბულგარეთთან (80:92) და მონტენეგროსთან (73:81) დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდს უახლოესი მატჩები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ისლანდიასა (სტუმრად) და იტალიასთან (შინ) ელოდება.

GBF

გეორქა
არა ვაი ვაი
მოქალაქე
წაგებით თუ ვწინაურდებით ჩანს რომ ევროკალათბურთის ნგრევა დაიწყო და კორუფცია იფეთქა
არტ
სამარცხვინოდ ჩაგდებული ევრობასკეტის შემდეგ სრული სიჩუმე - დუმს ყველა ჟურნალისტების და გულშემატკივრების ჩათვლით. მერე გიკვირთ კალათბურთის საქმე რომ უკან-უკან მიდის. სრული უპასუხისმგებლობა და განუკითხაობაა ყველგან.
კოკო
აი, ამაში კი მართლა უფლის ხელი ურევია - ბოლო ათი შეხვედრიდან ცხრა წააგო და მაინც დაწინაურდე რეიტინგში?
agmsarebeli
ამატი-დებილი---
ქიტესა
საინტერესო სისტემაა.
გიორგი
წაგებების ქულებით?!:)
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა