ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონი ამოაყირავეს

ჩემპიონი ამოაყირავეს

საფრანგეთის პირველობა საოცრად გაიხსნა - "ველოდრომზე" ჩემპიონმა "ოლიმპიკმა" საკუთარი პუბლის წინაშე ლიგა 2-დან გადმოსულ "კაენთან" წააგო - 1:2.

საფრანგეთის პირველობა საოცრად გაიხსნა - "ველოდრომზე" ჩემპიონმა "ოლიმპიკმა" საკუთარი პუბლის წინაშე ლიგა 2-დან გადმოსულ "კაენთან" წააგო - 1:2. ნორმანდიელთაგან გამარჯვების გოლი იუსეფ ელ-არაბის ანგარიშზეა. "კაენი" შარშანწინ გავარდა ლიგიდან და ქვედა დივიზიონში ერთი სეზონის გატარების შემდეგ დაბრუნდა, თუმცა მაინც არავინ ელოდა, რომ სტუმრები შინ 3 ქულით დაბრუნდებოდნენ. დიდიე დეშამის გუნდს დაცვის ხაზის რამდენიმე წევრი აკლდა, მათ შორის ტრავმირებული სულეიმან კამარა და მუნდიალის შემდეგ გადაღლილი არგენტინელი გაბრიელ ჰაინცე.

უგოლო ტაიმის შემდეგ (რომელშიც კარგად გამოჩნდა, თუ რატომ მოიგო "კაენმა" ლიგა 2) უფრო საოცარი მეორე ნახევარი ვიხილეთ. მასპინძელთა შეცდომათა ჯაჭვმა პირველ გოლამდე მიგვიყვანა - "მარსელის" ნახევარმცველებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, რომელიც მცველთაგან მიტოვებულ ნიკოლა სეუბს მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან დაურტყა მეკარე სტივ მანდანდას. საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, მიმდინარეობდა თამაშის 52-წუთი...

ჩემპიონმა შეცვლაზე შემოსული ორი ფეხბურთელის კომბინაციის წყალობით გაათანაბრა, ჰატემ ბენ არფამ პასი მამადუ სამასას მიაწოდა, დაკუნთულმა მალიელმა ფორვარდმა აჯობა მცველ ჟერემი სორბონს და სეზონში პირველი გოლი შეაგდო. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ პასის მომენტში აფრიკელი თამაშგარეში იყო. სხვათა შორის, მასპინძელთა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ დასიემ გამოაცხადა, რომ ბენ არფა "ნიუკასლში" გადადის. ასე რომ, ბენ არფამ ბოლოჯერ მოირგო "მარსელის" მაისურა.

გათანაბრებიდან წამების შემდეგ "მარსელს" წინ გასვლაც შეეძლო, საუკეთესო შანსი მიეცა შარშანდელი სეზონის ბომბარდირსა (18 გოლი) და მასპინძელთა კაპიტან მამადუ ნიანგს, მაგრამ მან ვერ ივარგა. როგორც იქნა, "მარსელმა" ისე თამაში დაიწყო, როგორც ჩემპიონს ეკადრება და... თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გოლი გაუშვა - მარჯვნიდან სამბუ იატაბარემ ჩააწოდა და ელ-არაბიმ გაიტანა, მანდანდა ახლაც შეწვდა ბურთს და ვერც ახლა შეინარჩუნა. ბოლო წუთებზე "კაენის" გოლკიპერმა ალექსი ტებომ ნიანგს არ გაატანინა, ხოლო სამასამ ბურთი კარს გადააცილა - ჩემპიონატი დიდი სენსაციით დაიწყო - 1:2.

დიდიე დეშამი (მარსელი): "უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს გუნდი გაძლიერებას საჭიროებს. არა, "კაენი" უამისოდაც უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ ცხადია, გაძლიერება გვჭირდება. იმედია, ბედის შეგუება და არსებული კონტინგენტით არ მოგვიწევს ბრძოლა".

ფრანკ დიუმა (კაენი): "ეს უდიდესი მიღწევაა. ახლა ბიჭები დავტოვე გასახდელში, მათ პატარა ბავშვებივით უხარიათ. ჩვენ გაგვიმართლდა, "მარსელი" ჯერ არ არის მზად საბრძოლო ბატალიებისთვის. გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენ არავისი არ გვეშინია".

საინტერესო დაპირისპირებას ველოდით "სტად ჟერლანზე", სადაც "ლიონი" "მონაკოს" მასპინძლობდა. ტაბლოზე საბოლოოდ დაფიქსირებული ნულები შეცდომაში ნუ შეგიყვანთ - თამაში თვალსასეირო გამოდგა (განსაკუთრებით მე-2 ტაიმი), ხოლო უგოლობა ორი კარგი მეკარის, უგო ლორისისა (ლიონი) და სტეფან რუფიეს (მონაკო) დამსახურებაა. მატჩამდე ერთი დღით ადრე "მონაკო" შეტევაში გაძლიერდა - ბელგიური "სტანდარდიდან" კლუბმა კონგოელი ფორვარდი დიომერსი მბოკანი შეიძინა, რომელიც მონეგასკთა რიგებში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბუნებრივია, მბოკანის შაბათს არ უთამაშია.

"ლიონი" ტიტულის ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ შეტევაში ასეთი თამაშით გუნდი შორს ვერ წავა. ტრავმირებული ლისანდრო ლოპესის (რომელიც შარშან საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს) გარეშე მასპინძელთა შეტევებს უკბილო ეთქმოდა.

უგო ლორისმა მატჩის სხვადასხვა დროს ოთხ მეტოქეს არ დაანება გოლის გატანა: ჩუ იუნ პარკს, ვინსენ მურატორის, დანიელ ნიკულაესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს. თანაც გოლკიპერმა კორეელ შემტევს ორჯერ აჯობა. არც რუფიე მდგარა უქმად კარში, მან ბრაზილიელ ბაშტოშსა და "ლიონის" ახალგაზრდა ფორვარდ ჟერემი პიეს აუღო - 0:0.

კლოდ პუელი (ლიონი): "პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ. ფეხბურთელები დაძაბულები იყვნენ, "მონაკოს" ჰქონდა შანსი დავესაჯეთ".

გი ლაკომი (მონაკო): "კარგი ქულაა, ჩვენ კიდევ შეგვიძლია მოვუმატოთ. სასიხარულოა, რომ მაღალ დონეზე თამაში შევძელით. გრძელი სეზონის წინ ბრწყინვალე სტარტია".

ძალიან კარგად დაიწყო სეზონი "პარი სენ ჟერმენმა", რომელმაც შარშან საძაგლად იასპარეზა. დედაქალაქელებმა ტიტულოვანი, მაგრამ უმაქნისი "სენტ ეტიენი" დაამარცხეს - 3:1. ერთ-ერთი გოლი "მონაკოდან" გადასული ბრაზილიელი ნენეს ანგარიშზეა.

ანგარიში პარიზში, და საერთოდ ფრანგულ ჩემპიონატში, თურქმა ფორვარდმა მევლუთ ერდინგმა გახსნა - მე-5 წუთზე გილემ ოროს პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან გაუტანა მეკარე ჟანოს. შარშან სეზონის პირველი გოლი მამადუ ნიანგმა გაიტანა, შემდეგ ის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. ვნახოთ, შეძლებს იგივეს გამეორებას თუ არა ერდინგი.

"სენტ ეტიენმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მასპინძელთა მცველებმა კრისტოფ ლანდრინსა და დიმიტრი პაიეს საჯარიმოში კომბინირების საშუალება მისცეს, ეს უკანასკნელი შემოტრიალდა, მცველს გაცდა და ისე გაიტანა - 1:1. ანტუამ კამბუარეს გუნდი მალე ისევ გავიდა წინ. სესენიონის დარტყმული ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ უკან გამოვარდა, საბრალო ჟანოს თავში მოხვდა და ისე შევარდა მის კარში. ნენემ მეორე ტაიმში გაიტანა, როცა მას საგოლედ შეცვლაზე შესულმა ლუდოვიკ ჟიულიმ ჩაუწოდა - 3:1. ამ თამაშს "სამფეროვანთა" ახალი თავკაცი ლორან ბლანი ესწრებოდა.

ანტუან კამბუარე (პსჟ): "პრობლემები გვქონდა, თუმცა ახლა შვება ვიგრძენით. ბედიც გვწყალობდა, შეცდომა იყო, რომ დაცვაში ღრმად დავიხიეთ, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა".

კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "კარგად ვითამაშეთ და მაინც ცუდად წავაგეთ. მათმა გოლკიპერმა რამდენჯერმე გამოიჩინა თავი".

"ტულონმა" ლიგა 1-ის დებიუტანტი "ბრესტი" 2:0 დაამარცხა, თუმცა მასპინძლებს 3 ქულა შეტევების ლიდერის პიერ-ანდრე ჟინიაკის ტრავმამ ჩაუმწარა - მეორე ტაიმში ჟინიაკმა ტრავმა ბრუ აპანგასთან "დუელში" მიიღო, ერთი შეხედვით მარცხენა კოჭის ტრავმა სერიოზული ჩანდა. დაველოდოთ, ექიმთა დასკვნას. მანამდე ჟინიაკმა ერთ ეპიზოდში რამდენიმე ბრესტელი შემოიკრიბა, შემდეგ კი პასი დანიელ ბრაატენს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე "ბრესტის" ბერძენმა ახალწვეულმა ფილიპოს დარლასმა საჯარიმოში დანიელ ბრაატენი და პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მაშადომ საბოლოო ანგარიში პენალტით დააფიქსირა - 2:0.

"რენი" და "ლილი" შარშანდელი სეზონის ორი მეტად საინტერესო გუნდი იყო, მათ კარგა ხანს ჩემპიონობისათვისაც კი იბრძოლეს. შაბათს ეს ორი კლუბი პირველივე ტურში გადაეყარა ერთმანეთს. 25-ე წუთზე ანგარიში "რენის" ფორვარდმა ისმაელ ბანგურამ გახსნა, მაგრამ თამაშის დაწყებიდან საათის გასვლის შემდეგ "რენის" ყოფილმა წევრმა მუსა სოუმ ახლო მანძილიდან გაათანარბა - 1:1. სხვათა შორის, სოუ ორიოდე კვირის წინათ გადავიდა "რენიდან" ჩრდილოურ კლუბში.

უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ოსერში, სადაც მასპინძლები "ლორიანს" დაუზავდნენ - 2:2. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, ჯეიმს ფანშონმა პასი გადააწოდა მალიელ სიგამარი დიარას, რომელმაც ცაციათი აჯობა ოლივიე სორენს. "ოსერმა" მალევე გაათანაბრა, სლოვენიელი ვალტერ ბირსას ჩაწოდების შემდეგ კაპიტანმა ბენუა პედრეტიმ იყოჩაღა. 58-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ, გუნდის ახალწვეული, "ლე მანიდან" გადასული ანტონი ლე ტალეკი, უკვე ხედავდა აბრას, სადაც მისი ნომერი იყო გამოსახული (ცვლიდნენ), როცა მისთვის ბოლო შანსი გამოიყენა. ათ წუთში "ლორიანმა" გაათანაბრა და ქულა იხსნა - არნოლდ მვუემბამ საშინელი ძალით დაარტყა, ბურთი "გზად" მცველ ადამა კულიბალის მოხვდა და ისე გავიდა მასპინძელთა კარში.

ვერ გამოდგა ფეხბედნიერი ჟან ტიგანას დებიუტი "ბორდოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე - ექსჩემპიონს "მონპელიემ" სძლია - 1:0. ერთადერთი გოლის ავტორი მასპინძელთა 22 წლის მარჯვენა მცველი ბოკალია, რომლისთვისაც ეს პირველი გოლია ლიგა 1-ში.

მომდევნო ტური

14 აგვისტო. ბრესტი-ოსერი, ლორიანი-ნიცა, მონაკო-მონპელიე, ნანსი-რენი, სენტ ეტიენი-სოშო, ვალანსიენი-მარსელი, არლი-ლანსი. 15 აგვისტო. ბორდო-ტულუზი, კაენი-ლიონი, ლილი-პსჟ.

ლელო

"ცვლილებები გვჭირდება" - ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს

საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის - ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან

შეიცვლება თუ არა პსჟ-ში კაპიტანი - L'Équipe სიტუაციას განმარტავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა