27 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა, იოსებ ტყემალაძემ "ლელოს" სარაგბო ბაზაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს სკოლებში ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და არაერთ ქვეყანაშია დანერგილი (მაგ. ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ).

პროგრამის "ჩაერთე რაგბიში" მიზანია გამაჯანსაღებელ-გასართობი აქტივობების გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ასწავლოს გუნდურობა, ერთმანეთისა და აღმზრდელის პატივისცემა, გენდერული თანასწორობა, სხარტი სტრატეგიული აზროვნება, სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევებისადმი წინააღმდეგობა, უზრუნველყოს ბავშვების ფიზიკური გაჯანსაღება, გაუღვივოს მათ რაგბისადმი ინტერესი და ამ სპორტში ჩართვის სურვილი. სასწავლო აქტივობები, დასახელებით "თეგ რაგბი" ეფუძნება სპორტულ წესებს, თუმცა სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტს და ტრამვას, რადგან რაგბის ბურთით მოძრავი მოწინააღმდეგის შესაჩერებლად საკმარისია მის ქამარზე დამაგრებული ლენტის აძრობა; "თეგ რაგბს" ბიჭები და გოგონები ერთ გუნდად თამაშობენ.

მემორანდუმის თანახმად პროგრამაში, პირველ ეტაპზე, 11 რეგიონის 150 სკოლა და 15 ათასი მოსწავლე ჩაებმება, მომზადდება 60 ინსტრუქტორი, რომლებიც თავის მხრივ ფიზ-აღზრდის 300 მასწავლებელს გადაამზადებენ, პროგრამის შედეგად საბოლოოდ მასში 2000 სკოლა და 120 ათასი მოსწავლე ჩაებმება.

R

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა