ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?

- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ

განვითარდებოდა, გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა. ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მეც არ მესიამოვნა ეგ ინტერვიუ. განსაკუთრებით ის ნაწილი, სადაც იძახის ტკივილს ვერ იტანსო, მომეჩვენა, რომ ამით იტალიელებს გააგებინა, უხეშად თუ ეთამაშებით მისი თამაშიდან გამოთიშვას მოახერხებთო, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსები ამას წერენ და რუსი ბლოგერებისგანაც გამიგია იგივე, პირველივე ბურთის შეხებაზე თუ უხეშად ეთამაშები, მერე ტრავმის მიღების ეშინია და ისეთი აქტიური აღარ არისო, ეს იტალიელმა მცველებმა ჯერ არ იციანო და რუსეთში ასე ვისწალეთ მისი შეჩერებაო. არ მომწონს მის სისუსტეებზე რომ ლაპარაკობს იტალიელებთან, ეგ ნაწილი საერთოდ უნდა ამოეღო და არაფერი ეთქვა, თუ რაიმეს გახსენება უნდოდა მისი თინეიჯერობიდან, უამრავი ისტორია ექნებათ და ის გაეხსენებინა. გასაგებია, რომ უნდოდა ფართო პუბლიკისთვის ეთქვა, ჯერ კიდე ბავშვი ჩავიბარე და ასეთი პროფესიონალი გავზარდეო, მაგრამ მთლად დადებითად არ გავეწყვე ამ ინტერვიუს შემდეგ. აქ ხალხი კი მადლობებს იხდის და რავიცი ... მე ვერ ვხვდები ალბათ...

• სოსო

მართალი ხართ,კაპიტანო!მეც გადავაჭარბე შედარებაში და ალბათ სლუცკიმაც.პელეზე ნათქვამი,კარგად მოიფიქრეთ და ერთი ლაიქი ჩემგანაც არის,მაგ 4 ში.მე დამარწმუნეთ და სხვებისა არ ვიცი.

• გიგა

კარგად დააკვირდით როგორ პიარს უკეთებს თავის თავს სლუცკი.ცუდი ამაში არაფერია,მაგრამ ზღვარს გადადის.კარგია რომ ამბობს ბრილიანტია,ზედა ზღვარი არა აქვს,მაგრამ მთავარი არსი მაინც თავისი თავის ქებაა.ამას კი ბევრი დასაცინი რამ მოაყოლა.წითელ ხაზებს კვეთს.ნაპოლიში მართლა გაბრაზდებიან,სპალეტი ენერგიას არ იშურებს ხვიჩა ტოპფეხბურთელად რომ აქციოს და ეს კიდევ თურმე რჩევა-დარიგებებს აძლევს ხვიჩას,თანაც რას ეუბნება ღმერთმა იცის.კოლეგიალობაც არ ცოდნია.მომავალში ხვიჩა 100 მლ.და მეტადაც შეიძლება გაყიდონ და სლუცკის უაზრო დარიგებები ვის ჭირდება.

• გიგა

სლუცკი მაგარი შებერტყ.ლია,თავის თავს პიარს უკეთებს,ხვიჩას კი დასაცინს ხდის.იცის ხვიჩა რა სიმაღლესაც შეწვდება და თავს იწონებს მე გავზარდეო.ტაქტიკური თამაში რომ ესწავლებინა ახლა სპალეტი აღარ იწვალებდა. მადლობა სლუცკის იმაში რომ ხელი არ შეუშალა ხვიჩას თვით განვითარებაში.სხვა რა,რა ბაგაჟითაც მივიდა ხვიჩა, იმ ბაგაჟით წამოვიდა.მესიჯიც მაგარი გაგზავნა,ხვიჩას ფეხებში ურტყით და თამაშს აღარ გაამწვავებს,მშიშარა და მტირალა არისო. ახლა მისი დარიგება ხვიჩას არ ჭირდება და თავი გაანებოს,მაგრამ ვიცი არ შეეშვება,არც სიომინი.ან ეს ვისღა დაკარგვია,არშავინს შეადარა ხვიჩა ნიჭით.ხვიჩა ანგრევს იტალიურ და ბრიტანულ სქემებს,ნახაზებს და ფეხბურთს ძველებურ სილამაზეს და ოსტატობას უბრუნებს.ცუდი იყო ჯორჯ ბესტის,თუნდაც მესხის,გუცაევის და სხვა დიდი გარემარბების ყურება? ახლა ფეხბურთი ბიზნესია და ფეხბურთელები კი არა სქემები დარბიან წინ და უკან.ევროპამ ძლივს ნახა ფეხბურთელი,რომელიც სხვა ფეხბურთელს ატყუებს და შედეგსაც დებს.ამიტომ გადაირივნენ.სტადიონზე ემოციებმა და გრძნობებმა იმატა,მარტო შედეგზე ორიენტირება ბიზნესია,მეტი არაფერი. ახლა ხვიჩასნაირებს აარჩევენ მოწინააღმდეგის სქემების დასანგრევად.ეს სხვათაშორის ნეიმარმა და მბაპემაც ვერ შეძლეს იმ დონეზე,როგორც ამას ხვიჩა აკეთებს.მალე სპალეტიც მიხვდება იმას,რომ ხვიჩას ენერგია დაცვით ფუნქციების შესრულებას არ უნდა შეწიროს.ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცე ისე,როგორც მესის აძლევენ.ხვიჩას ადგილას სლუცკის ვეტყოდი, ჩემს დაცინვას მოეშვი თორემ ერთ ადგილას გაგაგზავნითქო.ხვიჩა დიდ სიმაღლეებს რომ მიაღწევს სლუცკი იტყვის ახლაც ჩემი დარიგებებით თამაშობსო.ევროპაში უნდა ალბათ მწვრთნელობა და ყველა თამაშის შემდეგ მორიგ სისულელეს დაფრქვავს.მაგის პიარისტი თავი რა ვთქვი მე...

• კაპიტან გარდენბურგი

სოსოს - მეც პირველი დღიდან ვადევნებდი სლუცკისთან ხვიჩას თვალს და მეც მომწონდა სლუცკი. მაგრამ ეს ინტერციუ მაინც ბანძობად მიმაჩნია, და არაფერ შუაშია აქ რუსი ან თურქი, საქმე იმაშია რომ შიდა სამზარეულო არაა საჯაროდ გამოსატანი რადგან გინდა რომ შენზე გაიგონ. ეს პირად საუბარში შეიძლება ვინმეს მოუყვე. რაც შეეხება ტირილა ცხადია აქ არაფერი ცუდი არაა, მარა ხვიჩას ძალიან გაუხარდება თქვენი აზრით ასეთი რამეების გასაჯაროება? ბავშვობაში ვიფსავდითო რომ დაწერეთ, მერე პელე ბავშვობაში იფსავდაო მისმა მწვრთნელმა რომ თქვას კარგია? ეს ინტერვიუ იყო მაჩვენებელი რომ სლუცკი უბრალო ტიპია, მე უბრალოდ ბევრად უფრო საინტერესო კაცი მეგონა, მეტი არაფერი. ნამდვილად ძალიან ცუდი ატაფერი მომხდარა ამ ინტერვიუთი და არც ამაგს არ ვუკარგავ მას ხვიჩაზე. ბევრი რამე ასწავლა და თავისუფლება მისცა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დაუნახაობა ცუდია ცხადია

• სოსო

ლოკომოტივში რომ წაიყვანეს,უკვე იქიდან ვადევნებ თვალს,ხვიჩას თამაშს და ვხედავდი,როგორ ყოველდღიურად იზრდებოდა ის.სლუცკისთან,ყოველი ორი სამი თამაშის შემდეგ,რაღაც ახალს ასწავლიდა,აითვისებდა ამ სიახლეს და კიდევ ახალს იწყებდა.ვაზო,შვილივით ნაზარდოვო,ქართველ კაცს უთქვამს და მან პატარა ბიჭი,ამომავალი ვარსკვლავის დონეზე გაიყვანა.არ უნდა იამაყოს?ხვიჩა დღეს უკვე აღარც 19 წლის ბიჭია,რომელიც უხეშობისათვის პასუხის გაცემაც არ შეუძლია და აღარც ტირილით გამოხატავს,წყენას თუ ტკივილს.ბავშვობაში ყველანი ვიფსავდით,მაგრამ ეგ ხომ ყველას ბავშვობაში დარჩა(დიდი იმედი მაქვს,რომ ყველას ბავშვობაში დარჩა.ვხუმრობ,რა თქმა უნდა.)რუსეთში იმდენი ურტყეს უკვე,რომ იტალიაში ვეღარაფრით შეაშინებენ.მილანთან, პენალტის დროს ატეხილი გაწევ გამოწევა,მაგისი დასტურია.სხვა თამაშებშიც არა ერთხელ მოარტყეს სახეში,მაგრამ თამაშს აგრძელებს.თანაც სულ უფრო უკეთ.

• Sake

სლუცკი ძალიან მაგარი მწვრთნელია,კარგი ფსიქოლოგი,მან იგივე დადებითად იმოქმედა კვარაზე,როგორც თავის დროზე ლობანოვსკიმ კალაძეზე.

• ქ. გ.

სპალეტი რომ გაიგებს სლუცკის ინტერვიუს შესახებ, აუკრძალავს ხვიჩას სლუცკისთან ნაპოლის თამაშების გარჩევას და მისგან რჩევების მიღებას. Aurelio De Laurentiis-ი საერთოდ მაგრად გაბრაზდება. არავინ არ უნდა ჩაერიოს ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელის მომზადების პროცესში. ეს პირველ რიგში ვიღაც რუს ტიპებს ეხება.

• გიორგი

წაკითხულიდან აზრი რომ გამოგქონდეს, ამ ბოღმა კომენტარს არ დაწერდი.

• მარი

მერე რა, რომ ტიროდა, ამაში არაფერია ცუდი და არც ამ კაცს მოუხსენებია ცუდად. ტიროდა ტარიელიც, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ჯერაც საუკეთესო გმირი პერსონაჟია. ტირილი ემოციაა, ამაში არაფერია დასაძრახი !

• ირაკლიუსი

არაფერი არ უთქვამს ამ კაცს ხვიჩაზე ცუდი, თუ ტიროდა მერე რა, ტკიოდა და ასე გამოხატავდა, სლუცკიმ ეს დასაკნინებლად კი არ თქვა, თქვა რომ ხვიჩა არის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული და თავდადწბულიო. ხვიცა კაცია, ეხლაც და 18 წლისაც კაცი იყო. უკვე და საქართველოს და რუსეთს კი არა მთელ მსოფლიოს შეაყვარა და შეაყვარებს თავს.

• Bayern

გენაცვალე 100 % იანი ხარ

• ქომაგი

აი კაცი და პროფესიონალი. მეტი სლუცკი და სიომინი სრულიად რუსეთში, მაგათაც ეშველებათ და სხვასაც. რაღა დროს ჟანგიანი ტანკებია აბა.

• გადადექი

თუ აკვირდებით,რომ ჩვენ ცოტა ვერ ვართ,რას ერჩით ამ კაცს,იმიტომ,რომ რუსია?დავინახე თუ არა 5 წუთში მივხვდი,რომ ბრილიანტი იყოო,რა არ მოგეწონათ,დიახ ამ კაცს აქვს დამსახურება,ყველა რუსი არ არის დერჟი მორდა,ერთჯერ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ,რომ ჩვენ არც არავისზე უკეთესები ვართ და არც უარესები,სხვათა შორის ვის გამო დატოვა ლოკომოტივი ხვიჩამ,კიკნაძის გამო და სიომინი ატირდა,არავის გამო არ ატირებულა და ატირდა ხვიჩას გამო,იცოდა რა ტალანტი იყო ხვიჩა,არც ერთ ფეხბურთელზე არ უთქვამს სლუცკის ზღვარი არ აქვსო,ჩვენ სანამ ვერ ვისწავლით კარგის და ცუდის გარჩევას ასე ვიქნებით.

• Thomas

ამ კაცმა იტალიელებს უთხრა, რომ ეგ ბავშვი მე გავზარდე, მე ამოვიცანი ასეთი ბრილიანტი რომ დავინახეო და ჩემი დიდი წვლილია ასეთი პროფესიონალი რომ დავაყენე იმ ბავშვისგან, ვინც ყველა შეჯახებაზე ტირილს იწყდებაო. ჩემი აზრით ყველა ვარსკვლავის პირველი მწვრთნელი ამას იტყვის, და თავის პრივილეგიასაც გაუსვამს ხაზს. აქ რაც ცუდი კომენტარები დაიწერა იმათიც მესმის. არავინ არ უკარგავს ამაგს სლუცკის, უბრალოდ ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ამას არა რომელიმე ქართველი მწვრთნელისგან ვიგებთ, რომლებმაც საერთოდ ვერ დააფასეს აქ მაგ ასაკში ხვიჩა, არამედ რუსისგან. სანამ ასე ვიქნებით და ერთმანეთს ცუდი თვალით შევხედავთ, დავაკნინებთ და არ დავაფასებთ, მერე ნუღა გვწყინს, რომ სხვაგან გაშლის ფრთებს ჩვენი ნიჭიერი ხალხი. მე მაინც ხვიჩას არანორმალური შრომის, ნიჭის და მონდომების დამსახურება მგონია ეს ყველაფერი რაც მას აქვს და მერე სხვების.

• roma bejanidze

ხალხო მარიო რუიზე ვინც წერთ. გადახედეთ ხვიჩას თამაშებს ყოველთვის როცა მარიო თამაშობს ხვიჩა უფრო გახსნილია. ჩემი აზრით ხვიჩას და მარიოს მოედანს გარეთ კარგი ურთიერთობის გამო თამაშობს მარიო. სპალეტი ხვიჩას მენტალიტეტს ჩაწვდა. მეგობარი დაუყენა უკან რომ დაცვაში ჩასვლა არ შეეზაროს. ასე რომ ხვიჩა და მარიო უკეთ უგებენ ერთმანეთს და ერთმანეთის დახმარებით უკეთ თამაშობენ. თან მარიომ როდისმე გაუშალა ხელი? როცა ხვიჩა ბურთს კარგავს ის არ ბრაზდება.

ახლა იმ რუსი მცველების ინტერვიუებიც გვინდა, ვინც ეუხეშებოდა. წაიბლატავენებ ალბათ, ვარჯიშებზე ვატირებდით კვარაცხელიასო :დ ჭ კლასი

• Skeleton

კი,ვარჯიშზე უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია, მაგრამ არა უხეში თამაშით. სად არის უხეში თამაში მისაღები და ვისაც უხეშად ეთამაშებიან ისაა გასაკიცხი თუ ვინც უხეშად თამაშობს? თქვენ უფრო ახლოს ყოფილხართ ფეხბურთთან და მე შორს, რასვიზამთ :)))

• ქ. გ.

გამწარებული უნიჭო რუსები ფეხებს რომ დაგიმტვრევენ და იდაყვით სახეში გირტყამენ, გეტკინება, აბა რა იქნება?!

• კახა ქ.

სლუცკიმ როგორ გამოიშკარავა თავი,ყველაფერი მოყვა ხვიჩაზე.ინტერის აგენტი ყოფილა თურმე.....

• კახა ქ.

მე ამ ხალხის გამკვირვებია.თვითონ ხვიჩას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სიომინთანაც და სლუცკუსთანაც.დაჟე ურეკავთო ერთმანეთს და რაღაც რაღაც რჩევებს აძლევენ და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს აზრები ,რომ აძაგებთ და აგინებთ,რუის არ იყოს,მოკვდნენ მაგის გინებით და თვითონ ხვიჩამ,ყველაზე კარგად მაგასთან ვარო,მაგან ამიხსნა პირველად როცა გუნდში მოვედი,რა და როგორო.ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ხვიჩას გულისთვის ორ კაცს შეასკდა მილანთან.აქ კი რაღაცეებს იგონებენ,პასებს არ აძლევს და ა.შ. ასე რომ ეს თქვენი დოვოდები თქვენთვის შეინახეთ რა თუ ძმა ხართ

• STALIN

კაი კაცო ერთი.

• Pretenziebi.

ააპაპაპაპა აქ ვინ წამობლატავდა, ააბა დაწყნარდი ეხლა სანამ მოვიდა ინკვიზიცია. ლოგიკა კი არა წერა კითხვა ისწავლე ჯერ და აზრის გამოტანა სანამ ჩაეჩრები ვინმეს და დეგენერატულ პრეტენზიებს წამოატლიკინებ, აზრზე რომ არა ხარ და ბევრს რომ ტლიკინებ! სპალეტის კრიტიკას ადარებ ამ დეგენერატის ბჟუტურს, თვითონ რომ აღიარებს რომ შეეშინდა რუბინში მისვლა და აზრზე არაა, რომ ხვიჩა მიათრევდა ამას და მარტო ხვიჩას ტალანტის იმედი ქონდა. მაგრამ სხვანაირად ჭიკჭიკებდა! და ზოგი რუსებიც მაგას აძახებენ კომენტარებში ხვიჩამ თავი დააღწია მაგ დებილ სლუცკისო და ნორმალურ გუნდში ფრთები გაშალაო. და შედეგებიც ადასტურებს გავარდა რუბინი ჩაი### ვა საერთოდ. ამის მერე რომ გამოხტები და ამ კრეტინს დაიცავ, რუსის ტროლი ხარ ან 1უჯრედიანი პარაზიტი ხარ. ხვიჩა რახან ელაპარაკება თურმე ჭკვიანი ყოფილა, და ეგაა "ლოგიკა". ტFუ. ხვიჩა კი არა გვარდიოლამ დაურეკოს თუ უნდა. მაგრამ ვის რაში ჭირდება. ამ მათხოვარმა მადლობა თქვას ხვიჩა რომ კონტაქტი არ გაუწყვეტია, და რით გადაუხადა მერე ჟურნალისტს ელაპარაკება და უყვება ტიროდაო ###ობებს ცილისწამებებს 17 წლის ბიჭს ჩეხავდნენ დამპლები ხოკეისტები და თურმე ეგ ყოფილა კაცობა

• თემო

სტატიის წაკითხვის მერე მეც ავტირდი. ეს რა კაცი ყოფილა, ჩვენი ლიონია.თურმე ერთი მტირალა ბიჭი დაინახა და ერთი შეხედვით მიხვდა თუ რა ტალანტია. მოკლედ ეს ქართული ლეგენდები სლუცკისა და სიომინზე, ერთმორწმუნე რუსეთთან "ძმობის" ლეგენდას მაგონებს.საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ორივე "ლეგენდარული " მწვრთნელი, ლოკალური მნიშვნელობის მქონე მწვრთნელები არიან( ჯერ მარტო სლუცკის 2 წლიანი ვოიაჟი ევროპაში რად ღირს),ორივე ალკოჰოლის დიდი მოყვარული,ორივეს დღევანდელი ფეხბურთის აბსოლუტური უცოდინარობა. მაგრამ ჩვენ მოგვწონს ორივე რადგან მათ ქართველები ათამაშეს თავიანთ გუნდებში. კიდევ კარგი იმას მაინც იძახის( შეფარულად) რომ სპალეტი კარგი სპეციალისტიაო,თორემ სხვას არ გავატანდიო. სად რუსეთი და სად ფეხბურთი,ყველა ჯუღელის დონეზე როგორ ხართ.

• ხვიჩა არა და ეს სლუწკები სიომინები საიმანოვები კი ნამდვილად არაა ხუმრობა

• Nu

ოჩენ ოჩენ აშკარაა ძალიან.

• მერაბი

აშკარაა,რომ ხვიჩასთვის ყოველთვის კარგი უნდოდა და ახლაც მხოლოდ საუკეთესო სურს ამ კაცს.აღმერთებდა და ახლაც აღმერთებს,როგორც ფეხბურთელს.აშკარაა,რომ ამაყობს ჩვენი ბიჭის განვითარებაში თავისი წვლილიც რომ აქვს შეტანილი.მის ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანიც იამაყებდა.ისევე,როგორც სიომინის,ასევე ლეონიდ სლუცკის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს სასაყვედურო არა მგონია რაიმ გვქონდეს.პირიქით,მადლობა მათ ყოველივესთვის,საქმისა და სიტყვისათვისაც...მადლიანებსა და მადლიერ სამართლიანებს გაუმარჯოს!

• გიორგი

მე მადლობელი ვარ ამ ადამიანის ხვიჩა განავითარა და კვლავ ეხმარება. სპორტული თვალთაზრისით პატივისცემას იმსახურებს.

• ზურაბ

სლუცკი ვითომ კაცობაზე ლაპარაკობს, თვითონ კი ჭორიკანა დედაკაცივით მოუღია პირი.

• კაპიტან გარდენბურგი

რა ბანძი ტიპი ყოფილა ესა. თუმცა ხციჩას ბევრი რამე მისცა აშკარად, მომწონდა, მარა ასეთი ინტერვიუ მწვრთნელს კი არა კაცს არ ეკადრება. აი რამდენად მაღლა დგას კვარა ამაზე, როდესმე ვინმეზე რამე ესეთი თუ მოუყოლია. ეხლა რომ ხვიჩაც ადგეს და სლუცკის ტუალეტში მობილურზე იუთუბის ყურება უყვარდაო დაწეროს კარგი იქნება? რა ინფორმაცია მიაწოდა სამყაროს ამან, გაიგებენ სხვა მწვრთნელები და ფეხბურთელწბი და უხეშობას უმატებენ ამ უბანძესი ინტერვიუს მერე. გამიტყდა, არის რაღაცეები კაცმა არ უნსა მოყვე. მითუმეტეს ტელეფონზე ვარჩევთ თამაშებსო, ეხლა სპლაეტის ხომ აშკარად არ მოეწონება ეს Pozor gospodin slucki, ne k licu mujchine takoe interviu. Ono xviche tolko vo vred

• დავით 67

Spain-ს თქვა უკვე ეგა. თუ სტატიას ვერ კითხულობ სათაურშივე სწერია ბრილიანტი მყავდაო და არა ცირკონი!

• დავით 67

მაგრად შორს ხარ ფეხბურთთან! რას ნიშნავს გაეფრთხილებინა ფეხბურთელები ხვიჩასთან მიმართებაში? ეს ყველასთან მიმართებაში ასეა! მაგრამ როგორც ფეხბურთში ყველაფერი ხდება,ისევეა ვარჯიშებზე. ვარჯიში თითქმის იგივეა რაც თამაში მოწინააღმდეგის გუნდთან. ყველა ცდილობს დაამტკიცოს რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია.ტირილი და კაცობა საერთოდ ვერ გავიგე. არ გინახავს რონალდო და ასევე სხვა დიდი ფეხბურთელები ატირებული. თამაშის წაგება ტკივილია და ფიზიკური ტკივილიც. ტკივილი ტკივილია. ყველას ერთი ემოცია არა აქვს. სლუცკი ნამდვილი კაცური კაცია. რუბინი რომ გავარდა პრემიერ ლიგიდან უამრავი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის ცსკადან, მაგრამ არსად არ წავიდა. ესაა პასუხისმგებლობა და არა ჩვენი ქართული გუნდების მწვრთნელები რომ იტყვიან ვიღებ პასუხისმგებლობასო,გამანადგურებელი ანგარიშის წაგების შემდეგ ლიგაზე.

გაცვეთილია ეგ იუმორი უკვე:)))

• დ.დ.

აჰა, ყვეეელაფერი გასაგებია ! ამხ. ხვიჩა ისევ ინარჩუნებს რუსულ კავშირებს და ვინმე დამაჯერებს, რომ მას მარტო ვიღაც სლუცკისთან, ვინმე სიომინთან და მხოლოდ რუს ფეხბურთელებთან აქვს კავშირები ? არამც და არამც, მას აუცილებლად ექნება კავშირი ამხ. პუტინთან, მის გარემოცვასთან და ალბათ К Г Б - ს ნომრიანი აგენტიცაა. სასწრაფოდ შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, გამოვლინდეს მისი დანაშაულებრივი ქმედებები და ფაქტები წერილობით წარედგინოს ამხანაგებს: სანაიებს, გვარამიებს და მიხუინის მიმდევართა სხვა დიდებულებს. ქვეყნის ღალატი არავის უნდა ეპატიოს ! უყურეთ, ერთი ამ ლაწირაკს ! თურმე რა დღეშია ბიჭი!

• Skeleton

ზედმეტად ხშირად იხსენებს ამ ტირილის ეპიზოდებს რატომღაც. ჩემი აზრით ხვიჩასთვის კი არ უნდა დაესტვინა, ვინც უხეში ვარდნა გაუკეთა და ფეხები მიალეწა იმისთვის უნდა დაესტვინა და საყვედური ეთქვა. ამხელა დონის ტალანტი ჰყავდა გუნდში და იმის მაგივრად, რომ სხვები გაეფრთხილებინა ვარჯიშებზე არ ეუხეშათ, კიდე ხვიჩას საყვედურობდა. რათქმაუნდა ამ კაცს ამაგს არ ვუკარგავ და არც აუგს ვამბობ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია ეგ ტირილზე და "კაცობაზე" აპელირება...

• K.k

ტვიტონ კვარა ამბობს მაგარი კაციაო სლუცკი ბევრი რამე ვისცავლეო მისგან და სიომინისგან ან ნანახი გაკვტ როგორ ურეკავს კვარა სიომინს,ტვიტონ კვარა ამბობსაჯიგარი არისოდა ზოგ ზოგიერტები რატომ ლანზხავტ,რო არ იციტ რატომ ცერტ,მარტლა შვილივიტ უხვარდა კვარა იმ კაცს.ზოგ-ზოგს გონია რომ რუსი ხველა ბ...ა არარის ეგრე

#წერე ქართულად

• მით უარესი

• L.J .

Wavikitxe bevri komentari da tips asxamt imitom ro rusia arada gardamtexi misi danishvna iyo rubinshi(sharonov sirs skamze yavda)ar shezguda arapershi da sul atamashebda 90 wuts, pasports tavi daanebet da sportuli tvalsazrisit shexedet...me slucki romaa(rusi)tvals ar davxuchav imden kargze rac xvichas gauketa da gvedshi daudga

• Official

რუსეთი იზოლირებული პროვინციული წუმპეა არანაირი საერთაშორისო საზოგადოებრივი კულტურა ეთიკა ქცევის ნორმები. პრიმატები რასაც უნდათ იმათ აკეთებენ, ყველაზე მეტად ტვინში რუსებს უჭერთ

• დავითი

ხო ,სლუცკი აზრზე არაა და ხვიჩა ყოველი თამაშის მერე,დროს კარგავს ამას თან ანალიზსში. ღრუსები ერთია და ინდივიდები მეორე. სლუცკის არსად არ ულაპარაკია ცუდი ხვიჩაზე. კრიტიკა ზრდისთვის სულ სხვა. შენი ლოგიკით სპალეტიც აზრზე არაა,ხშირად რომ აკრიტიკებს. ზოგი რა პროფესორი გვყავს !

• Spain

წინა საუკუნეებში ყველა ქვეყანას ჰქონდა თავიანთი ბნელი მხარეები, ძალიან კარგად ვიცი ევროპის ისტორია. ცივილური იმიტომ ჰქვია, რომ ისინი განვითარდნენ და ახლა აღარ აქვთ აღმართული გილიოტინა და სახრჩობელა ქალაქის ცენტრებში. 21 ე საუკუნეში მხოლოდ რუსეთი ვერ განვითარდა და ისევ დამპყრობლად დარჩა, თავისი იმპერიალისტური მენტალობით. ფეხურთზე ვსაუბრობდი ამ ეტაპზე და საფეხბურთო ცივილური ქვეყნები ვიგულისხმე, საფრანგეთს მხოლოდ იმით თუ აკნინებთ, რომ გილიოტინა აღმართა და სხვა არაფერი გაგიგიათ მაგ ქვეყანაზე და ქვეყნებზე ეგ ძალიან ცუდია... არც ლიტერატურა, არც ხელოვნება, არც მუსიკა, სპორტი და არც არაფერი? მხოლოდ გილიოტინა, ინკვიზიცია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა გაგიგიათ შუა საუკუნეების და შემდეგი პერიოდის ევროპისგან? :)) 21 ე საუკუნეში მხოლოდ ერთი ქვეყანა დარჩა წვდიადში და ეს რუსეთია. წარმატებებს გისურვებთ!

• სოსო

სულ ხვიჩას ტირილზე როგორ უნდა ლაპარაკობდეს ეს კაცი?!გავიგეთ გავიგეთ!!!

• გოიმი ხარ

• Fu

ტყუილი და სიფლიდე რასაც ამბობ

• ხო და ზუსტად ეგ არის მაგის "დანიშნულება". მაგ განხრით მუშობს მწვრთნელი არ არის

• aburjga

ვინაა ცივილიზებული ქვეყნები ატომურ დაბომვებს რომ ახორციელებენ, გაზსადენს აფეთქებენ, ერთ საუკუნეში 2 მსოფლიო ომს რომ გააჩაღებენ, მკვიდრ მოსახლეობას რეზერვაციებში რომ შერეკავენ... რომელი ქვეყანა გაქვს მხედვრლობაში, იქნებ გილიოტინის სამშობლო მოგწონს და მეფის თავის მკვეთელი ინგლისი?!

• 1

ესეიგი აღიარებს რომ მწვრთნელი არ არის, ხვიჩა მიათრევდა და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა იყო. მაგრამ მანამდე სხვანაირად ჭიკჭიკებდა და რუსებიც გაჰკიოდნენ ხვიჩას წასვლით რუბინმა არაფერი დაკარგაო.

• 1964 ავთო

სლუცკი დედით და მამით ებრაელია და პედაგოგიკის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კარგი მცოდნეა .

რა სისულელეს წერ აბა სადაურია პოლონელი თუ ებრაელი? ამის 4 თაობაა უკვე რუსია და ყველაზე მეტად რუსეთი უყვარს. რაშიც არაფერი არ არის ცუდი

• beso

არ გავიზიარებ არასდროს ლუცკის სიყვარულისა და ამაგის დაკარგვას. ხვიჩა შეიძლება ითქვას ლუცკიმ აქცია ფეხმურთელად, ხოლო აწი რას მოუმატებს ამას ცხოვრება გვაჩვენებს, რაც სპორტულ რეჟიმსა და შრომას წარმოადგენს. გაიხარე ხვიჩა!

• qishvardi

ზუსტადაც უნამიოკებს და უნამიოკებენ რუსები. 100%. მაგრამ ხვიჩამ კითხულობს მაგეებს და მაგ სუკებს ეგ "ტაკტიკა" უკვე თავზე გადაახია. მაგ სუკებს კიდე იმედი ქონდათ რომ მილანი ხვიჩას გააჩერებდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა ეგრევე ყვითლები აკიდა. თამაშიდან გაყარა მერე პენალტი მერე ის მერე ეს და 2-1 მილანს დედა ეტირა

• დათო

ეგ დასკვა საიდან გამოიტანე?

ხო კაცობა ამას უსწავლებია თურმე :) უხეში თამაში თუ არ მოგწონს ეს რა შუაშია კაცობასთან ნეტა?

• გიორგი

აფერისტი

• სანდრო

ჯერ ერთი სლუცკი რუსი არაა. მეორე - კაცს ამაგი არ უნდა დავუკარგოთ. მესამე - არ შეიძლება ადამიანზე ასე უდიერად ლაპარაკი, რომელსაც ხვიჩა ძალიან უყვარს. მასე ჩვენც ვიყავით საბჭოთა კავშირში და რუსები ვიყავით?

• ბექა

ანუ შენ გიწავლია ყველაფერი ხვიჩასთვის,ამის თქმა გინდა იტალიელებისთვის,ტიპიური რუსიი!

• rrr

რუსებით ივსება, მაინც ეს ქვეყანა და ეს კაციც ჩამოვიყვანოთ ბარემ და თბილისის ან ბათუმის დინამო ჩავაბაროთ.

• X

"... ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ." მათეს სახარება თავი მე 7 ე

• Spain

ემოციების გამოხატვას ცივილურ ქვეყნებში არ უშლიან, სიხარულის, ტკივილის თუ ბედნიერების ემოცია თავისუფლად უნდა გამოხატოს სპორტსმენმა. ჯერ ერთი მაგ ვარჯიშების დროს პატარა იყო კვარა და მერე მეორე ახლა ეგ რაღა სალაპარაკოა. უფრო მეტი მის უნარებზე რომ ელაპარაკა არ ჯობდა? ან რა ასწავლა, როგორ მუშაობდნენ თავიდანვე, რამდენი რამეა კვარაზე სალაპარაკო და ეს რეებს იხსენებს, 17 წლის ბავშვის წაქცევის ამბებს, კარგი რაა. მეტი პროფესიონალიზმი!!!

• დავითი

კარგია კაცია სლუცკი

• ქუთაისი

კაი კაცი.

• ლშა_იუვენტინო

რა საყვარელი კაცია როგორ უყვარს კვარა ❤️❤️❤️

და ტკივილს რომელი მოთამაშე იტანს? უკვე მერამდენედ თქვა ამ კაცმა, რომ 18 წლის ბავშვს საქონელი რუსი მცველები ფეხებს რო ალეწავდნენ ტირილს იწყდებაო, და ამას თითქოს უარყოფით კონტექსტში ამბობს ხვიჩას მიმართ. რა შუაშია კაცების სპორტი? ეს საბჭოთა მიდგომა როდემდე უნდა იყოს, ფეხბურთი ბალეტი კი არააო რომ აქვთ დაზეპირებული. იმის მაგივრად რომ ფეხების ლეწვა აუკრძალონ ჭ კლასის მცველებს და ბურთზე თამაში ასწავლონ, თურმე პირიქით ,ნიჭიერი და ტექნიკური თუ ხარ ფეხების დალეწვაც უნდა აიტანო და რეაქციაც არ უნდა გქოდეს რადგან ფეხბურთი კაცების სპორტია? რა სისულელეა ეგ.. ამით იტალიელ მცველებსაც ხო არ უნამიოკებს ტკივილს ვერ იტანს და თუ ჩაარტყამთ უფრო გაგიადვილდებათ მის წინააღმდეგო? სხვათაშორის გადაცემა ჰქონდათ მაგაზე რუს ბლოგერებს, რუსებმა ისწავლეს ხვიჩას წინააღმდეგ თამაში და იტალიელებმა ჯერ არ იციანო, თავიდანვე თუ ხისტად ეთამაშები მერე უფრო მეტად უჭირსო :)) ვისაც რომელიმე რუსი მოყვარე და კეთილისმსურველი გგონიათ როგორ მშურს თქვენი :)

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა

სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს