სანაკრებო პაუზა, რომელიც კლუბების მთავარ მწვრთნელებს ძალიან არ უყვართ, დასრულდა და გუნდებს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული სვლა საქართველოს ნაკრებშიც გააგრძელა, მორიგი გოლები გაიტანა, დასამახსოვრებელი ეპიზოდები შექმნა და მისი წაუგებელი სერია უკვე ზედიზედ 32 მატჩს შეადგენს. "ნაპოლი" მე-8 ტურის შეხვედრაში "ტორინოს" უმასპინძლებს.

ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატის თანალიდერები არიან, ტურინელები კი - მე-9 პოზიციაზე, თუმცა იოლი მატჩი არ იქნება, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ზემოთხსენებული სანაკრებო შეხვედრებია. სპალეტის გუნდს გარკვეული პრობლემები ისევ წინა ხაზში აქვს - ვიქტორ ოსიმენის გრძელვადიანი დანაკლისის შესახებ მოგეხსენებათ. ირვინგ ლოსანომ პერუს გაუტანა, კოლუმბიასთან ამხანაგური დაპირისპირება კი ტრავმის გამო გამოტოვა, მატეო პოლიტანოს ფეხის ტკივილი აწუხებს. ისინი თამაშს შეძლებენ, თუმცა სასტარტოში ალესიო ძერბინის მოიაზრებენ. მეორე ვერსიით, კვარაცხელია მარჯვნიდან შეუტევს, მარცხნივ კი ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი იქნება (რაც ნაკლებად გვგონია).

ჯაკომო რასპადორი ბრწყინვალე ფორმაშია, ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების კარი აიღო. რაც შეეხება ჯოვანი სიმეონეს, ის არგენტინის ნაკრებში შანსს ისევ ვერ იღებს.

იტალიის მოედნებზე ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან დასამახსოვრებელ შეხვედრებს შეეჩვივნენ. ქართველი გარემარბი ყველა მატჩში გამორჩეული იყო - 4 გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი (ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი). "ტორინო" 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის და "კვარას" ირგვლივ ორი მოთამაშე იტრიალებს - 29 წლის კოტ'დივუარელი მცველი კოფი ჯიჯი და 26 წლის ავსტრიელი ფლანგელი, ვალენტინო ლასარო. ის ბოლოს "ბენფიკაში" გამოდიოდა, მანამდე კი "გლადბახში", "ნიუკასლში", "ინტერში", "ჰერტაში", "ზალცბურგსა" და "ლიფერინში" თამაშობდა. თუმცა, არავინ იცის, სტუმართა თავკაცი ქართველი შემტევის წინააღმდეგ რა სტრატეგიას ამუშავებს.

ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში როგორც წესი, ბევრი გოლი არ გადის, უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან ნეაპოლელებმა ოთხში გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. საინტერესო ფაქტია, რომ მათ ბოლო ორ მატჩში ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრინიანი ვერ გამოიყენა. თემამ მოიტანა და საინტერესოა, პენალტის მოპოვების შემთხვევაში, სპალეტის გუნდიდან ახლა მას ვინ შეასრულებს?

"ტორინოში" მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ატალანტაში" დიდი იმედებით გადასული ალექსეი მირანჩუკი თამაშობს. მან ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველივე მატჩში გაიტანა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო. შესაძლოა, ის ამ შეხვედრაში დაბრუნდეს და ძველი ნაცნობების დაპირისპირება ვიხილოთ. ნეაპოლელთა სამხრეთკორეელი მცველი კიმი სერია "ა"-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარევ (აგვისტოში ეს პატივი კვარაცხელიას ერგო) და მშვენიერ ხასიასთზე იქნება.

"სტადიო მარადონაზე" მატში დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საკმაოდ ადრე - თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

Xisti
შენ ლივერპულთანაც ეგრე გეგონა რომ წააგებდა კი არა განადგურდებოდა მარა ვინ განადგურდა ხომ დაინახე. მილანთანაც ეგრე გეგონათ ბევრს მაგრამ აზრზე არა ხართ. კიდე ვერ ისწავლეთ ჭკუა დაყენდით და ჭკვიანად იყავით სასტიკად არაპროგნოზირებადია მაგ ჭკუაზე არაა ხვიჩა თქვენ რომ გგონიათ
9
შენ ქართველი ხარ ეხლა შენი
mgeli.
ტორინო არ ვიცოდი რა გუნდი იყო მაგიტომ ბევრი არაფერი გითხარი. ეხლა ხომ გამოჩნდა რომ მშიშრები ხართ და ხვიჩასნაირები არ ხართ, ხვიჩა სულ სხვანაირია და აღიარეთ რომ აზრზე არ ხართ. არავის არ ჭირდება თქვენი პროგნოზები აქ
დავით 67
ვაა ზოგს რა მაგარი პროგნოზის უნარი ჰქონია! ხვიჩამ 90 წუთის განმავლობაში სულ რომ არაფერი გააკეთოს, მაინც სახიფიფათოა. ეს უნდა შეიგნოთ ერთხელ და სამუდამოდ ეგრეთწოდებულო ფეხბურთის მცოდნეებო
გოგი
აგია იგი წერტილი, ყველა რომ ეძებს?
D
გიო ჩვენი ქვეყნის მოშურნე კეთილი გინახავს? ცოტა უახლეს ისტორიას დაუბრუნდი მოგონებით თუნდაც 30 წლით და მიხვდები ეს ბიჭი თვალებს როგორ ჭრის მათ. ალბათ ვერ აცნობიერებ რამხელა ბრილიანტი გვყავს და როგორი ბოღმით სკდებიან ზოგი ვითომ აქ დაბადებული სხვა ტომის ხალხი. აბა ასე ქართველი რომ არ დაწერს კი უნდა ვხვდებოდეთ. არა უშავრს, დაიგესლებიან და გაჩერდებიან.
ზესტაფდონი
დღეს გადუბლავს კვარა ასე მგონია მე...
zura222
ასე დაგაბარა შენმა შეფმა მაქარამ ასე დაწერეო ??

რატომ გამოფიტული? ახალგაზდაა და ძლიერი. მხიათარიანივით ან მირანჩუჯისავით ბებერი ხომ არ არის?
Gio
რამ გაგაბოროტათ???
G.LA
ვერ ეღირსები. რაც მე ხვიჩას გულით ვუსურვო მე დამიბრუნდეს ყველაფერი.
mgeli
მოედანზე წაგებული არ უნდა გახვიდე.
G
ფრედ დასრულდება. გამოფიტული კვარაცხელია უაზრო პირველი ტაიმის შემდეგ სკამზე გადაინაცვლებს

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი ხვიჩას შეჩერება პირადად დაავალა მწვრთნელმა. დღეს ძაან რთული თამაში იქნება და სამწუხაროდ წააგებენ
დათო
62 წლის ასაკში ფეხბურთის ყურება დამაწყებინა
ქართველი
წარმატებები ჩვენს ბრილიანტს!!! უფალი ფარავდეს!!!
გიო
მიდი ჩვენო გული და სული მიდი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან