ინგლისის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდხანს ითამაშებს და ესპანეთში არ გადავა
უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდხანს ითამაშებს და ესპანეთში არ გადავა. ამის შესახებ ინგლისის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა გულშემატკივრებს „ტვიტერით“ უთხრა:

„არ ვაპირებ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას და „ბარსაში“ ან „რეალში“ გადასვლას. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და დიდხანს ვაპირებ „ოლდ ტრეფორდზე“ დარჩენას“.

საიდან მოვიდა ჭორი, თითქოს რუნი ესპანეთში გადადიოდა? საქმე ის გახლავთ, რომ ვარსკვლავის ბავშვობისდროინდელმა მწვრთნელმა, ტონი ფარელმა, რომელიც მას ფეხბურთის ანა-ბანას „ევერტონის“ აკადემიაში ასწავლიდა, დღეს კი ამერიკაში მუშაობს, თქვა:

„რუნის მწვერვალისთვის ჯერ არ მიუღწევია. ის კიდევ უფრო კარგი თავდამსხმელი გახდება. ვითომ, მთელ კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარებს? ვფიქრობ, არა. მას თავად მოუნდება საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე შემოწმება და „რეალში“ ან „ბარსელონაში“ გადავა“.

„იუნაიტედის“ აღმასრულებელი შეფი, დევიდ გილი კი, ამასობაში მილანში იყო და 27 წლის ვესლი სნეიდერის „ინტერიდან“ 35 მილიონ ფუნტად (39,7 მილიონი ევრო) ყიდვის საკითხს აგვარებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო