სანაკრებო შესვენების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ბრუნდება. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "ნაპოლისა" და "კოპენჰაგენის" შეხვედრები. სამშაბათს, 4 ოქტომბერს, ხვიჩა "აიაქსის" წინააღმდეგ შეუტევს, დათას კი ოთხშაბათს ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ მოუწევს პაექრობა.

4 ოქტომბერი - სამშაბათი

მიუნხენის "ბაიერნი" - ვიქტორია "პლზენი" (20:45)

C ჯგუფის ლიდერი მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს "პლზენის" წინააღმდეგ გამართავს. იულიან ნაგელსმანის გუნდი ბოლო პერიოდში არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფებოდა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერიაც დაუგროვდა, თუმცა პარასკევს "რეკორდმაისტერმა" "ლევერკუზენის" წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება (4:0) იზეიმა. მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს, ბოლო შეხვედრაში კი ჯგუფის მეორეადგილოსანს, "ბარსელონას" 2:0 სძლია. რაც შეეხება ჩეხურ გუნდს, "პლზენი" 0 ქულით ჯგუფის ბოლოს ადგილს იკავებს და უიმედო აუტსაიდერია.

შეხვედრას დანაკლისით ხვდება ორივე გუნდი. "ბაიერნს" კინგსლი კომანი, ლუკას ერნანდესი და ბუანა სარი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა იოზუა კიმიხისა და ტომას მიულერის თამაშიც. მიხაილ ბილეკის გუნდიდან მატჩს რენე დედიჩი, ფილიპ კასა, რადიმ რეზნიკი და იან შიკორა გამოტოვებენ.

"მარსელი" – "სპორტინგი" (20:45)

D ჯგუფში "მარსელი" "სპორტინგს" უმასპინძლებს. ყველასათვის მოულოდნელად, 2 ტურის შემდეგ პორტუგალიური გუნდი 2-დან 2 გამარჯვებით პირველ ადგილს იკავებს, ბოლო შეხვედრაში კი "მწვანეებმა" ანტონიო კონტეს "ტოტენჰემთან" 2:0 იმარჯვა. ფრანგებმა ორივე შეხვედრა დათმეს და "სტად ველოდრომზე" პირველი 3 ქულის მოლოდინში არიან.

დღევანდელ შეხვედრაში "მარსელს" სეად კოლაშინაცი და პედრო რუიზი ვერ დაეხმარებიან, "სპორტინგიდან" კი მატჩს დანიელ ბრაგანკა და ჯოვანი კაბრალი გამოტოვებენ.

"აიაქსი" – "ნაპოლი" (23:00)

A ჯგუფისა და ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ამსტერდამის "აიაქსი" "ნაპოლის" მიიღებს. ნიდერლანდელები ბოლო შეხვედრაში "ლივერპულთან" 2:1 დამარცხდნენ და მესამე ადგილზე იმყოფებიან, ლუჩანო სპალეტის გუნდი კი ბრწყინვალე ფორმაშია და ჯგუფს 2-დან 2 გამარჯვებით ლიდერობს. გარდა ამისა, "პარტენოპეი" სერია A-ს გათამაშების ცხრილის სათავეშიც იმყოფება. თუ მეტოქეთა სათამაშო სტილს გავითვალისწინებთ, უდავოდ სანახაობრივი თამაშისა და დაძაბული მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

ამსტერდამულ გუნდს აჰმეტჩან კაპლანი და ჟორჟე სანჩესი ვერ დაეხმარებიან, "ნაპოლის" კი ვიქტორ ოსიმენი დააკლდება.

"ბრიუგე" - მადრიდის "ატლეტიკო" (23:00)

B ჯგუფის მესამე ტურში ერთმანეთს "ბრიუგე" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. ბელგიური გუნდი 6 ქულით ცხრილის სათავეშია, ისე, რომ გოლიც კი არ აქვთ გაშვებული. რაც შეეხება "ინდიელებს", მეორე ტურში "ლევერკუზენთან" 2:0 დამარცხდა და მესამე ადგილზე იმყოფება.

დიეგო სიმეონეს გუნდიდან შეხვედრას ფელიპე, ტომა ლემარი და სერხიო რეგილონი გამოტოვებენ, "ბრიუგეს" კი კლინტონ მატა, მატს რიცი და რუდ ვორმერი ვერ დაეხმარებიან.

"აინტრახტი" – "ტოტენჰემი" (23:00)

D ჯგუფში ფრანკფურტის "აინტრახტი" საშინაო კედლებში ლონდონის "ტოტენჰემს" მიიღებს. ორივე გუნდი არასტაბილურად გამოიყურება და 1 გამარჯვებითა და მარცხით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ. თუ გავითვალისწინებთ "დოიჩე ბანკ პარკზე" შექმნილ ატმოსფეროს, "დეზებს" არცთუ ისე მარტივი გასეირნება ელით.

"ტოტენჰემი" შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება, გერმანელებს კი ბუტა, ჟერომ ონგუენი და ალმამი ტურე დააკლდებიან.

"პორტო" – "ლევერკუზენი" (23:00)

B ჯგუფში "პორტო" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს. 2 ტურის შემდეგ პორტუგალიელები 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან, "ლევერკუზენმა" კი ცუდი სტარტისა და "ბრიუგესთან" (1:0) განცდილი მარცხის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკო" 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გუნდები ერთმანეთს ერთხელ, 2016 წელს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

პორტუგალიელთა მხრიდან მატჩს გამოტოვებს ფერნანდო ანდრადე, გერმანელებს კი კარიმ ბელარაბი, ეზეკიელ პალასიოსი და ფლორიან ვირტცი ვერ დაეხმარებიან.

"ინტერი" – "ბარსელონა" (23:00)

C ჯგუფისა და ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ორივე გუნდი თითო მოგებითა და მარცხით მეორე-მესამე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" და "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს მეთერთმეტედ ხვდებიან. ბოლოს "ინტერმა" "ბარსა" 2010 წელს დაამარცხა და 12-წლიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ამჯერად სიმონე ინძაგი ეცდება.

იტალიელთაგან შეხვედრას ალექს კორდაზი, დალბერი და რომელუ ლუკაკუ გამოტოვებენ, ხავის გუნდი კი მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება: რონალდ არაუხო, ექტორ ბელერინი, მემფის დეპაი, ჟიულ კუნდე და ფრენკი დე იონგი ტრავმების გამო "სან სიროზე" თამაშს ვერ მოახერხებენ.

"ლივერპული" – "რეინჯერსი" (23:00)

A ჯგუფში "ლივერპული" "რეინჯერსს" უმასპინძლებს. მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა "ნაპოლისთან" (1:4) მარცხით დაიწყეს და ხასიათი "აიაქსთან" (2:1) გამარჯვებით გამოისწორეს, ჯოვანი ბრონხოსტის გუნდს კი ჯერჯერობით გოლიც არ გაუტანია, საკუთარ კარში კი 7 ბურთი მიიღეს.

"სქაუზერთაგან" შეხვედრას კერტის ჯონსი, ნაბი კეიტა, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი და კალვინ რემსი გამოტოვებენ, შოტლანდიელებს კი იანის ჰაჯი, ფილიპ ჰელანდერი, ტომ ლოურენსი, ნამდი ოფობო, ჯეიმს სანდსი და ჯონ შუტარი დააკლდებიან.

tngh
წარმატებები ხვიჩას და... საქართველოს ნაკრებს!!!
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა