4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაა. ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო იყო. მაგალითად, სხვა დროს, ახლა მე-3 ტურის ცენტრალური მატჩის, "ინტერი" - "ბარსელონას" საყურებლად მოვემზადებოდით, მაგრამ ზუსტად ამ დროს (23:00 სთ) ქართველების მთელი ყურადღება ამსტერდამისკენ იქნება, სადაც "იოჰან კრუიფზე" "აიაქსი" იტალიურ "ნაპოლის" დაუხვდება. დასამალი არაა და ამით ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილად არ დავძაბავთ, თუკი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ქართველი გარემარბის სადებიუტო გოლს ველით.

კვარაცხელიას შესრულებით ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ბევრი რამ ვნახეთ - ბრწყინვალე დრიბლინგები "ლივერპულთან" და ჯოვანი სიმეონესთვის შესრულებული ასეთივე საგოლე პასი, "რეინჯერსთან" პენალტის მოპოვება გარდამტეხ მომენტში და დაცვით ოპერაციებშიც მშვენივრად თამაში. ახლა უკვე "აიაქსის" ჯერია.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ისე ომახიანად დაიწყო, ოთხეულიდან პლეი-ოფში გასვლის საკითხის მოგვარება დღესვე (გამარჯვებით) შეუძლია, თუმცა, ამავდროულად, ნეაპოლელთა დამრიგებელს გარკვეული პრაგმატიზმის უფლებაც აქვს. არ ვამბობთ, რომ ჩვენებურის გუნდი ფრეზე თავიდანვე თანახმა იქნება, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ეს მიუღებელი შედეგი არ შეიძლება იყოს. რაც უნდა როტაციაზე იწერებოდეს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კვარას" არ უნდა შეეხოს - ის ახლა მართლაც მშვენიერ ფორმაში და მოტივირებულია.

ბოლო პერიოდში "აიაქსი" შიდა არენაზე ვერ ბრწყინავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნორმალურად (2 შეხვედრაში ერთი გამარჯვება) გამოიყურება. "ნაპოლის" ამბავი მოგეხსენებათ - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია.

მართალია, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მუდამ მოწინააღმდეგის რამდენიმე მოთამაშე ტრიალებს, თუმცა ყოველთვის საინტერესოა, ქართველ გარემარბს ვისთან ექნება უშუალო დაპირისპირება. "აიაქსის" მარჯვენა მცველი 19 წლის ნიდერლანდელი, დევაინ რენშია, რომელიც კლუბის საყოველთაოდ ცნობილი აკადემიიდან მიმდინარე სეზონის წინ დააწინაურეს. დევიანი უკვე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, ერედივიზიონში კი 2 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. ახალგაზრდა ფლანგელისთვის ხვიჩასთან დაპირისპირება ძალიან დიდი გამოცდა იქნება. ამსტერდამელებს ამ პოზიციაზე 24 წლის მექსიკელი, იორგ სანჩესიც ჰყავთ, რომელმაც "ლივერპულის" წინააღმდეგ უკვე იასპარეზა.

"აიაქსის" დაცვაში ახალგაზრდა (21 წლის), თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი იურიენ ტიმბერიც გამოდის და ვეტერანი, უკვე 32 წლის, ყოფილი "მანჩესტერელი", დენი ბლინდი. აქვეა "ლესტერისა" და "რეინჯერსის" ყოფილი წევრი, 22 წლის კალვინ ბასიც. ვნახოთ, "აიაქსის" თავკაც ალფრედ შროდერს დაცვაში რა გეგმები ექნება.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ, "ნაპოლის" 6 ქულა და მშვენიერი ბურთების ბალანსი (7:1) აქვს.

გოგა
სასტარტოშია
ქიტესა
ბოლო-ბოლო შეთანხმდით შემადგენლობაზე და სპალეტის დროზე აცნობეთ, რომ მოასწროს ცვლილებები
ბექა
იმედია ხვიჩას თავიდან ბოლომდე ათამაშებს სპალეტი
mamuka09ze
მიდი ხვიჩა, დღეს ძალიან გვინდა შენი გოლი(გოლები)!
პაატა 1981
მადლობა კარგი პრევიუსთვის, წარმატებები ხვიჩას და მთავარი ცვლილება ნდომბელეს სასტარტო მგონია. ალბათ, ზელინსკი დაისვენებს
ქ. გ.
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა აიაქსის წინააღმდეგ მოსალოდნელია 3 ცვლილება - ოლივერა მარიო რუის ნაცვლად - ლოზანო პოლიტანოს ნაცვლად - სიმეონე რასპადორის ნაცვლად
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა