ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რატომაც არ უნდა მოიგოს "კვარამ" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა? - მფრინავი "ნაპოლი", რომელიც გზად ყველას აცამტვერებს

რატომაც არ უნდა მოიგოს "კვარამ" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა? - მფრინავი "ნაპოლი", რომელიც გზად ყველას აცამტვერებს

ლორენცო ინსინიე ტოვებდა "ნაპოლის" და იყო ცრემლები - ბოლო მატჩი Stadio Diego Armando Maradona-ზე... ნეაპოლელთა საყვარელი ფეხბურთელი იტანს პენალტს ბოლო საშინაო შეხვედრაში და ცრემლებს ვერ იკავებს... ეს დიდი სიყვარულის აღმნიშვნელი ცრემლებია, იმ სიყვარულისა, რომელიც ფეხბურთელმა და გულშემატკივარმა ერთად გატარებულ 12 წელში შეისისხლორცეს...

ნეაპოლი აცილებდა კუმირს, რომელსაც გულშემატკივარი არაერთხელ გაუხარებია და თან "ნაპოლის" ფანები ფიქრობდნენ, ვის უნდა ჩაენაცვლებინა და ამოევსო ის სიცარიელე, რომელიც ლეგენდარულმა იტალიელმა დატოვა.

შემდეგ კი გამოჩნდა ბიჭი - ბიჭი თითქოს არსაიდან, კეთილი სახით, ბრწყინვალე ტექნიკით, მოედანზე შოუს დადგმის უნარითა და თავისი უბრალოებით...

ნეაპოლში იმ დროიდანვე დაიწყო ფიქრი... რა გვარი იყო ის? - "კუარაშელია"? - არა, ეს პრობლემა გუნდის პრეზიდენტმა მარტივად გადაწყვიტა და მოდი, მას უბრალოდ 'ზიზი" დავუძახოთო...

ხვიჩას იტალიაში ჩასვლის შემდეგ მისი გვარის სწორად მოხსენიებაზე არაერთი სასაცილო მიმი შეიქმნა. დანიელ ბელინიც კი ამბობდა, დილით საწოლიდან ვდგებოდი და სარკესთან ვმეცადინეობდი, როგორ უნდა წარმომეთქვა ამ ფეხბურთელის სახელი და გვარიო...

დღეს ნეაპოლში ხვიჩას სახელისა და გვარის წარმოთქმა აღარავის უჭირს... მორცხვი, კეთილი ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი, თავის ქვეყანას სახელი გაუთქვა და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც დიდი საქმე გაუკეთა.

და ვისი მაისურებია დღეს მოთხოვნადი ყველაზე მეტად ნეაპოლში? - რა თქმა უნდა, დიეგო მარადონასი, მაგრამ ვინ მოდის შემდეგ? - დიახ, არ ცდებით! - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა! "კვარას" მაისური ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის მაისურზე 5 ევროთი იაფი ღირს.

იტალიის სერია A-ს პირველი ტური... "ნაპოლი" ჩადის ვერონაში და ყველა რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინშია...

37-ე წუთი... ირვინგ ლოსანო აწვდის საჯარიმოში და... თავური დარტყმა - ნეაპოლურ-ქართული სიყვარულის ისტორია დაიწყო...

ხვიჩამ გახსნა, ხვიჩამ გააგრძელა და მის მიმართ სიყვარული დღითი დღე იზრდება. მასზე საუბრობენ საფეხბურთო ლეგენდები, უბრალოდ სპორტსმენები, ექიმები და ის ადამიანებიც კი, ვისაც საფეხბურთო მატჩისთვის ერთხელაც კი არ უყურებიათ ცხოვრებაში.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ იტალიური პრესა ვარაუდობდა, რომ წამყვანი ფეხბურთელების წასვლის გამო ნეაპოლელებს ევროტურნირების საგზურისთვისაც გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ...

სპალეტის გუნდი წელს უბრალოდ მონსტრია... მსგავსი რამ ფეხბურთში ალბათ იშვიათად გექნებათ ნანახი... მოედანზე თითოეულ შეხვედრაში გამოდის 11 ისეთი მოთამაშე, რომლებიც მზად არიან, მინდორზე დაიხოცნენ, ოღონდაც მათმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

ფრინავენ კიმ მინ ჯე, ზამბო ანგისა, ლობოტსკა, რასპადორი და სხვები... უკვე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ "ნაპოლიმ" წელს სკუდეტო უნდა მოიგოს. ის სკუდეტო, რომელიც დიეგო არმანდო მარადონას შემდეგ ამ ქალაქს სანატრელი აქვს.

"კვარას" გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ასპარეზობს და სამივე ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქეები გააცამტვერა... თანაც, ისეთი დონის გუნდები, როგორებიც "ლივერპული", "რეინჯერსი" და "აიაქსია"...

ფაქტია, რომ წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე მაგარ ფეხბურთს "ნაპოლი" თამაშობს და ამის ფონზე დავსვათ კითხვა - რატომ არ უნდა მოიგონ წელს ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგა?

რა თქმა უნდა, ჯერ საუბარი ამაზე ძალიან ადრეა... გუნდი ჯგუფიდან თითქმის გასულია... თუ სპალეტის კლუბს ცოტა გაუმართლებს კიდეც და მსგავსად შესანიშნავ ფორმას შეინარჩუნებს, მსოფლიო გრანდებთან ჭიდილი და მათი დამარცხება თავისუფლად შეუძლია.

"კვარა" კი თავის ოცნებას მიჰყვება... იმ ოცნებას, რომელიც მან ჩაიფიქრა, ბევრი იშრომა, ივარჯიშა და ყველამ ვიცით, რომ ის დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს...

ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი მისივე სიტყვები გავიხსენოთ - "გულით რაც გინდა, იმას ყოველთვის გააკეთებ..."

• რა მაფიაა?

ერთია კიდე, პრესეზონზე ყველა ამბობდა ოფიციალურები დაიწყოს რა ამბავი ატეხეთო, მერე დაიწყო და მონცაა ესო, აგერ ფიორე შეხვდება და ვნახავთ რა ბიჭები არიანო, მერე ლაციო ნახეთ აგერო, მერე ლიგა სულ სხვა განზომილებააო, მერე მილანიო... ანუ ყოველ ნაბიჯზე იმაზე უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტს ექნება მოლოდინი, ხოდა კიარავინ გაკიცხავს თუნდაც ბოლოს მხოლოდ ოთხეულისთვის იბრძოლონ... ეგრეც იყო ნავარაუდევი, მარა თუ ბოლოსკენაც პირველი ადგილებისთვის იბრძოლებენ, რატომაც არა...

• ისე მაინც

არ ვარ რეალის ფანი, მაგრამ, მაგათი გამორიცხვა მაინც არ შეიძლება.

• ეეე-ს

სანაია და მაქარაშვილი ხომ არიან მზეები და შენ მესამე დაემატე მაგათ, სანაია არ იყო რომ იძახდა გინდა რეალშიც ითამაშოს მე კვარაცხელიას არ ვუგულშემატკივრებო, დაგავიწყდა მზეო

• master-s

ძალიან მაგრად დაწერე ყველაფერი, ფაქტიურად ჩემი სათქმელი თქვი დაწვრილებით

• ეეე

საიდან მოიტანეთ, რომ სანაიას ან მაქარაშვილს არ უნდათ ხვიჩამ ლიგა მოიგოს, მაგათმა ხვიჩა უსამართლოდ გააკრიტიკეს რა თქმა, მარა პოლიტიკური პოზიციის გამო და არა იმის გამო, რომ, როგორც ფეხბურთელი არ მოსწონთ.

• რა მაფიაა?

ეხლა წარმოიდგინეთ, ეს შემადგენლობა არ დაიშალოს 2-3-4 წელი, სერია ა ორჯერ მოიგოს და ლიგის მეოთხედ-ნახევარფინალებს გაუშინაურდეს... გუნდს შემოსავალიც გაუჩნდება იმდენი რო კონტრაქტები ისე გაუუმჯობესოს ფეხბურთელებს რომ სხვაგან წასვლა არ მოუნდეთ იმ ფონზე, რომ მთელი ნაპოლისთვის ღმერთები იქნებიან... ლეგენდები შეითხზება ამ გუნდზე და წარმოუდგენელ დიდებას მიაღწევენ... სიგიჟეა და ამ ყველაფრის მონაწილე რო ხარ... დიდი იმედი მაქვს რომ ესაა გეგმა და არა 10 მილიონად ნაყიდი კვარას 100 მილიონად ზამთარშივე გასუხარება...

• გია

კვარას ძლიერი ფეხები აქვს და ტრავმის ალბათობა ძალიან მცირეა. კვარა სატრენაჟორო დარბაზში უნდა იცხოვრო და ივარჯიშო მანამ,სანამ კუნთური მასა არ მოგემატება, როგორც კი ფიზიკურად "მოიხოდები" მსოფლიოში უძლიერესი ფეხბურთელი იქნები. (ფიზიკური კონტაქტის დროს ადვილად არ უნდა ეცემოდე მინდორზე)

• რა მაფიაა?

თითქმის ყველაფერში გეთანხმები... უტოპიად მხოლოდ იმიტო მოჩანს რო მარტო ასე, სეზონის სტარტით ლიგის მოგება მოთხოვო სრულიად ახალ და ახალგაზრდა გუნდს აბსურდია... მარა მოგებას არც ადავინ სთხოვს, პირიქით, ყოველ შემდეგ თამაშში ელის მთელი მსოფლიო რო ეხლა წააგებს, ეხლა გაუჭიდება, ეხლა დაეწყება ჩავარდნა... ანუ იმას რა ვამბობ რო არასდროს დაეწყება ჩავარდნა, უბრალოდ მოთხოვნის მაგივრად, პირიქით ყველა ელოდება რო წააგებს ნაპოლი... და როცა მართლა წააგებს, მერე დაიწყება "ხო გეუბნებოდით"... ეს კი დამატებით წნეხს კიდე მოუხსნის და პირიქით მოტივაციას მიცემს ფეხბურთელებს... ბევრი მსჯელობაა და შეიძლება არარეალურიც, მარა პორტუს და მონაკოს მოგებული ლიგაც არარეალური ჩანდა სეზონის წინ და საბერძნეთის მოგებული ევროპაც და ბევრი მაგალითია კიდე ეგეთი... აქ სუაბარია იმაზე, რომ თუ მთელი სეზონი შეუნარჩუნეს ასეთი ბალანსირებული შემადგენლობა და ფორმა, ცოტა გამართლების პირობებში ნებისმიერ გუნდთან ექნება შანსი... ხვალ რო პსჟ-ს შეხვდეს, სახლს გაყიდი და დადებ პსჟზე? კაი კუში ექნება თან )))) ვერ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული თამაში ექნება პსჟს და ნაპოლისაც თამაში რი წაუვიდეს დასაწყისში, მაგის გამჩერებელი აღარვინ იქნება

• სოსო

რატომაც არა?ჰოდა რატომაც არა!ოდესმე,ვიღაცამ ხომ უნდა გაისროლოს!გუნდს გამოცდილება,თითქმის არა აქვს და ეს მის შანსებს,ამცირებს.შეუძლებელია მთელი სეზონი,ასეთი აღმაფრენით ითამაშო,დაგროვილი ტრავმები და დაღლილობა,გამოუცდელობა,გადატვირთული გრაფიკი,სეზონის მეორე ნახევარში აუცილებლად გამოიწვევს ფეხბურთელების ხაბგრძლივად მწყობრიდან გამოსვლას.ლიგასთან ერთად,სერია ა-შიც ხომ უკიდურესად დაძაბული ბრძოლები ელით.თვითონ ფეხბურთელებზე,მათ მწვრთნელზეა დამოკიდებული,რას გადაწყვეტენ:მიაწვნენ ბოლომდე ორივე ფრონტზე,თუ აქცენტი ერთზე,ალბათ იტალიის ჩემპიონატზე გადაიტანონ?შარშან,არავის ეგონა,მილანის გამარჯვება კალჩიოში,რესურსი არ ეყოფათო,თუმცა ისინი ბოლომდე მიაწვნენ და შეუძლებელი შესძლეს,ჩემპიონატი მოიგეს.რას იზავს ნაპოლი?-არავინ იცის.მხოლოდ სეზონის ბოლოს გავიგებთ,რამდენს მიაღწევს,ეს გუნდი,თუმცა რაც არ გინდა მოხდეს,ერთი ცხადია,ნაპოლი დღეს თამაშობს ისეთ ფეხბურთს,რომლის მსგავსს ყველა ნატრულობს და სიხარულით უყურებს,რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ და სიამოვნებით გაიხსენებენ.ასე რომ ჩვენც ვუყუროთ და ვისიამოვნოთ,დღევანდელი დღით.ხვალისა,ხვალემ იფიქროს და ხვალე რომ მოვა,ვინ იცის,იქნებ ყველაზე თამამი ოცნებაც აგვიხდეს.კალჩიო?-რატომაც არა!ჩემპიონთა ლიგა?-რატომაც არა! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე?-აუცილებლად!

• ზურა

მჯეროდა, რომ მოიგებდნენ და ხვიჩაც გაიტანდა...მაგრამ, ასეთ თამაშს გასვლაზე არ ველოდი.ყველა ასპექტში დაჯაბნეს.მგონი ამ ბიჭებზე არ აქვთ არც სხვისი მოედნის და არც სერიოზულ გუნდთან თამაშის სინდრომი.ეტყობა გუნდს კარგი ფსიქოლოგიც ყავს.

• irakli81

ისე მაინც-ს ისე კი ვიფიქრე, არ ჩამოვთვლი, ვინმე გამომრჩება და ეწყინება მეთქი :) მგონია, რომ ეს სამი გუნდია წელს ფავორიტი.

• master

ოქტომბრის დასაწყისში სერია ა ჯერ გახურებულიც არაა,ლიგა ხომ მითუმეტეს.აშკარად ცაში დაფრინავთ და რეალობის შეგრძნება დაკარგეთ.კი მაგარ ფეხბურთს თამაშობს ეს ნაპოლი და უძლიერესი ფეხბურთელები ყავს და თითქოს უძლეველი ჩანს.მაგრამ ასე მარტივად არაა საქმე.ფეხბურთში წიწილებს გაზაფხულზე ითვლიან.გახსოვთ ბოლოს როდის მოიგო იტალიურმა კლუბმა ლიგა?დაფიქრების გარეშე გაგიჭირდებათ გახსენება.ან წარმოგიდგენიათ ეს ნაპოლი რას იზავს სიტისთნ,ბაიერნთან,ბარსასთან,რეალთან.არ თქვათ ეხლა ლივერპულს რა უქნა ვერ ნახეო.ის ლიგის პირველი ტური იყო თან ლივერპული ცუდ ფორმაში შეხვდა სეზონს.ეს აიაქსი კი ფულის შოვნას გადააყოლეს.მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთში არაფერია გამორიცხული,მაინც მგონია რომ ნაპოლისთვის ლიგის მოგება უტოპიაა.აი სერია ა-ს მოგება ნამდვილად რეალური ჩანს ამ რესურსით.იუვე ჩამოწერილია,ინტერი და მილანია კონკურენტებად,გაჭირდება მაგრამ სადაც შარშანდელმა მილანმა მოიგო სკუდეტო,იქ ამ ნაპოლმა რო მოიგოს გასაკვირი არ იქნება.სკუდეტო კი ნეაპოლისთვის ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია.

• lasha

ტადიჩ-ერთი არ აქცდეს!!!!

• მამუკა

ერთი ადამიანი მაჩვენეთ ვისაც არ უნდა რომ კვარამ ლიგა მოიგოს? არ ვგულისხმობ სანაიას და მაქარაშვილს, ადამიანებს ვგულისხმობ, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ შანსები იტალიის ჩემპიონატის მოგება უფრო რეალურად ჩანს წელს ვიდრე ჩემპიონთა ლიგის, მილიარდებს ხარჯავენ სიტი და პსჟ და ვერა და ვერ მოიგეს ლიგა, ღმერთმა ხელი მოუმართოს კვარასაც და ნაპოლისაც, იქნებ საბერძნეთივით გაისროლონ და საერთოდაც დუბლი დადონ

• ისე მაინც

რეალი მონსტრებში არ გადის?

• irakli81

ჩემი აზრით, ნაპოლი წელს სერია ა-ზე უნდა კონცენტრირდეს. ძალიან მინდა, მაგრამ არ მგონია ლიგის მოგება შეძლოს. ისეთ მონსტრებთან, როგორიცაა სიტი, პსჟ და ბაიერნი, ამ ეტაპზე გაუჭირდება კონკურეცია.

• roni

ხან ლოსანო არ იყო ხან ის შავი თავდამსხმელი მაგრამ კვარა მუდამ კვარობს... ნაპოლის რაც აკლია მარცხენა კაი დამცველის ყოლაა.. თეო ერნანდესი რო ყავდეს ან მაგის ტიპის დამცველი.... ნდომბელეც დიდი ძალაა მალე ჩაჯდება სასტარტოში.. სიტისთან და პსჟ გაუჭირდება სხვა გუნდებთან აქვს მოგების შანსი

• ნოდო

ეგრე თუ დაბწრილმანდებიტ მოგების ღირსი პიველად ისტორიაში დღევანდელ მონაწილეებში ბევრია ბრიუგეს რომელსაც ჯგუფში ყავს ატლეტიკო პორტო ლევერკუზენი 9 ქულიტ 7-0ზე ბურთებით პირველზეა ინტერი საზიზღარ ფორმაშია მარა მფრინავ ბარსას მოუგო რეალმა წინა სეზონში როგორ მოიგო გემახსოვრებატ დაფრინავდა კი არა 2 ხელჯოხით დადიოდნენ 3 ტურის შემდეგ როგორც ქართველებს გვიყვარს ნუ შევქმნით ილუზიებს რასაც ლიგის მოგება ქვია ლივერმა 9-0ს რო მოიგო პრემიერლიგაში შემდეგ ტურებში ვერც იცნობდი ამიტო რატო გვეცქარება ივნისამდე ფინალი მაინც არ იქნება და ილუზიების შექმნა ყველაზე დიდი მტერია მაგის მაგალითია ნაპოლი რომლისგანაც არავინ ელოდა არც იტალიაში არც ლიგაზე მაგრამ როცა უკვე შენგან ელოდებიან ეს ხანდახამ ცუდ სამსახურს გვიწევს

• Givi

Napoli zustad im fexburts tamashobs ramac milionobit adamians sheakvara sportis es saxeoba,es gundi titqos 70-80 wlebidanaa mosuli dgevandel dges,am epoqashi sadac moedanze mxolod widaobaa umetes shemtxvevashi da uniato ulamazo 1-0 ze tamashi,xalxs am gundma gaaxsena rom fexburti upirvelesad sanaxaobaa da ara ubralod shedegze tamashi,ratqmaunda shedegis gareshec ar ivargebs da am napols vusurveb skudetos da chempionta ligis mogebas,warmatebebi am didebul gunds da chvens lamaz biws!!!!

• ქ. გ.

"ნაპოლი" კარგი გუნდია. თან სულ აუმჯობესებენ თამაშის დონეს და უფრო კარგად თამაშობენ. უფრო კარგად ესმით, როგორ გამოიყენონ თანაგუნდელების საუკეთესო თვისებები. უფრო კარგად შეთამაშდებიან და უფრო კარგად ითამაშებენ.

• დ

შესანიშნავი სტატიაა, ბრავო!

• papai

დიდ ოთხეულს: რეალი, ბაიერნი, პსჟ და მან.სიტის ნამდვილად უნდა დავუმატოთ წელს ნაპოლი.. ამ გუნდს ასეთი თამაშით უბრალოდ უფლება არ აქვს დიდი მიზნებისთვის არ იბრძოლოს... ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ მინახავს, ფორცა ნაპოლი

• ლუკა

ნაპოლის მაქსიმუმი მეოთხედფინალია, ისიც თუ გაუმართლებთ. პლეი-ოფებიდან სულ სხვა დონეა და იქ არავის აინტერესებს, სექტემბერ-ოქტომბერში ვინ დაფრინავდა.

• ILIA

გივი, გაიხარე! მეც იგივე შთაბეჭდილება მრჩება.

• რა მაფიაა?

თავისთავად ლიგის მოგებას, გარდა კარგად თამაშისა უნდა შესაბამისი გამოცდილება და კლასი, რაც ამ სუპერ ბიჭებს ჯერ არ აქვთ, მაგრამ ეს ჭირდება 90% ში, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამათ თამაში, 1 და 2 მატჩის მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეეძლებათ, ანუ სტატიაში კითხვის არსს მე ვეთანხმები, რო რამე იყოს, რატომაც არა... არავინ თხოვს წელსვე ლიგის მოგებას, მარა ცოტა გამართლება და... დაფრინავს მთელი გუნდი... მარტო კვარაზე ან ლობოტკაზე არაა საუბარი, უკლებლივ ყველა მოთამაშე... ერთი ორგანიზმივით არიან, ასეთ დაბალანსებულ და ლამაზ, სტაბილურ და გამანადგურებელ ფეხბურთს, ამ მომენტამდე არცერთი გუნდი არ თამაშობს...

• გივი

წლევანდელ ნაპოლის რომ ვუყურებ, ბრაზილია-82 ნაკრები მახსენდება. ულამაზესი გუნდი. მათ მერე ასეთი ლამაზი ფეხბურთი არ მინახია.

• შოთა

კვარა დაბადებულია ჩემპიონად!

• ნიკა

მეც ძაან მინდა მაგრამ მე3 ტურში ვინ იგებს ლიგას? სიტი რიმელიც წლებია 1 ტურიდან უპირობო ფავორიტია ვერაფერს ვერ ახერხებს .. რეალს რო უყურებ ლიგას ძირითადად 99% იგებენ გუნდები რომლებსაც გამოცდილება გააჩნიათ. ნაპოლი როგორც მახსოვს ისტორიაში არ ყოფილა მე4 ფინალში და ამ გუნდისთვის წელს 1/4 ან 1/2 ფინალები უდიდესი წარმატება და ისტორიული იქნება …

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა