"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბელგიას 14 უპასუხო ლელო გაუტანა, 86:0 დაამარცხა და 9 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონის ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავს.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველო ზედიზედ მე-7-ედ ითამაშებს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" გადამწყვეტი თამაში ზედიზედ სამჯერ მოიგო და შარშან ფინალში სწორედ პორტუგალია 27:0 დაამარცხა.

ნახევარფინალში, რუსთავში, პორტუგალიისა და ესპანეთის ჯახი ფრედ, 21:21 დასრულდა და პირველი ფინალისტის ვინაობა კარში დარტყმებით გაირკვა. მეორე ნახევარფინალი თბილისში, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა და მასპინძლებმა მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბელგიას ყველა კომპონენტში ჯაბნიდა, აქცენტს ხელდახელ სწრაფ თამაშზე აკეთებდა და თითქმის ყველა ლელო ამ სტილში გაიტანა. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, ლუკა ჭინჭარაულმა ცენტრში გაჭრა ხაზი და ბურთი თორნიკე ღანიაშვილს გაატანა. ტატო ბურთიკაშვილმა მარცხენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ოფლოუდით ლელოში ლუკა კობაური შეუშვა. მე-8 წუთზე ჭინჭარაულმა ერთხელაც გაჭრა ხაზი. ოვალი მარჯვნივ ჩათამაშდა. ლუკა ხორბალაძე 5-მეტრიანში შეაჩერეს. საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და ნიკა ლომიძემ ლელო ძელებშუა გაიტანა. მალევე შებრუნებული პასით გიორგი ხაინდრავამ გაჭრა ხაზი. მას ლუკა კოტორაშვილი მიჰყვა და მესამე ლელო გაიტანა. ხორბალაძემ ორი გარდასახა – 19:0.

მე-16 წუთზე ლელო თამაზ ჭამიაშვილმა მიითვალა. 21-ე წუთზე აქტიურმა კობაურმა გაჭრა ხაზი და ლელო ბურთიკაშვილმა გაიტანა, 23-ეზე კი შეტევა ჭინჭარაულმა დაიწყო და მისი ოფლოუდით უკვე თავად კობაურმა იხეირა. ტაიმის ბოლოს ხელდახელ შეტევა ბურთიკაშვილის მეორე ლელოთი დასრულდა, მერე კი ხორბალაძემ გაინავარდა, მეტოქეს მე-8 ლელო გაუტანა – 48:0.

შესვენების შემდეგ თამაშის დასალაგებლად მასპინძლებს გარკვეული დრო დასჭირდათ. მერე ხორბალაძემ მთელ დაცვას შემოურბინა და ლელოში ზურა ნინიძე შეუშვა. მალე კვლავ ბურთიკაშვილის ჯერი დადგა და მესამე ლელო მიითვალა, 50-ე წუთზე კი, შერკინების შემდეგ, ალექსანდრე ჯიღაურმა თავად შეუტია და მას კარგად მიჰყვა ლუკა ცირეკიძე – 65:0.

ორიოდე წუთში ოფლოუდებით დახუნძლული ხელდახელ შეტევა გიორგი მჭედლიშვილის ლელოთი დასრულდა. 61-ე წუთზე მან უკვე რაქიდან შეუტია და მცველი ძალისმიერ ორთაბრძოლაში დაჯაბნა. 66-ე წუთზე მოლი გიგი ჭუმბურიძის ლელოთი დასრულდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 86:0.

18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

5 ოქტომბერი. თბილისი. „რაგბი პლატო“

საქართველო – ბელგია 86:0 (48:0)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე, 14. ზურა ნინიძე, 13. ლუკა კობაური, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. ლუკა ჭინჭარაული, 9. ალექსანდრე ჯიღაური;

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. მიხეილ ხახუბია, 3. დავით მჭედლიძე, 4. თორნიკე ღანიაშვილი, 5. გიორგი გერგედავა (კაპ.), 6. ანდრო დვალი, 7. ნიკა ლომიძე, 8. თამაზ ჭამიაშვილი.

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. გიგა თუთისანი, 19. კახა შეყილაძე, 20. ჯაბა ოდიშარია; 21. ლადო ტყაბლაძე, 22. გელა ხელაძე, 23. ლუკა კეშელავა, 24. ნუგზარ ქევხიშვილი, 25. ლუკა ცირეკიძე, 26. ნიკა აბესაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე