2022 წელს ქართულმა სპორტმა ბევრი დასამახსოვრებელი მოვლენა აღბეჭდა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ის იყო, რომ ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე, 17-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. Sportall.ge გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2022 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და გავიხსენოთ ის მძაფრი ემოციები, რაც ამ დღის შემდეგ გვქონდა...

ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ლევან კობიაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. 17 წელი მართლაც რამდენი დროა, როცა ქართველი ლეგიონერის გოლს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ველოდით.

"ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა" - წერს ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილებში". ხვიჩას ეს გოლი ქართული ფეხბურთისთვის რაღაც ახალი ერის ათვლის წერტილად უნდა იქცეს. კარგად გამოგვდის ეს საქმე, რასაც ფეხბურთის თამაში ჰქვია, აბა, ისე 1981 წელი და თბილისის "დინამო" არ იქნებოდა, არც დავით ყიფიანზე შეიქმნებოდა ლეგენდები. სადღაც "გავიყინეთ" და ახლა მისი "ლღვობა" მნიშვნელოვანი პროცესია.

საქართველო-გიბრალტარის იმ შეხვედრის დროს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, გულშემატკივრებს შორის ერთგვარ კამათს წააწყდებოდი, სადაც ერთი ამტკიცებდა, რომ ისინი კვარაცხელიას სახით მომავალ ვარსკვლავს უყურებდნენ, საპასუხოდ კი იმ მოთამაშეთა გვარები ჩამოთვალეს, იმავე დროსა და ასაკში მაშინ თუ ადრე უფრო წარმატებულად რომ მიიჩნეოდნენ. ხვიჩას განვითარება გეგმაზომიერად, ყოველდღიური შრომით, ხასიათის სიმტკიცითა და ფეხბურთის დიდი სიყვარულით მოხდა. მას არ სჭირდებოდა ადრეულ ასაკშივე დითირამბები, ზღვარგადასული ქება და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად არაორდინარული ქმედებები. ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას "კვარა" ბოლომდე ჩამოყალიბებულად შეხვდა. ამიტომაც, ჩვენ ახლა ვარსკვლავობის გზაზე მდგარი ფეხბურთელი გვყავს და არა "მარად პერსპექტიული", რაც ადრე არაერთხელ გვინახავს...

შორს არ წავიდეთ და "აიაქსთან" შეხვედრას დავუბრუნდეთ. კვარაცხელიამ მატჩამდე იცოდა, რომ მის მიერ გოლის გატანაზე დიდი ავანსები იყო გაცემული, ლოგიკა თუ დედუქცია ამას მოითხოვდა. ყველაფერმა ამან ხვიჩა არათუ დაძაბა, რასაც თუნდაც გამოუყენებელი მომენტი დაერთო, არამედ უფრო მოტივირებული გახადა, თითქოს თვალებში ემჩნეოდა - "აქედან მშრალად მაინც არ გავალო". მცირე ტრავმის მიუხედავად, მიზანი შეასრულა და მოედანი დატოვა. ამ დეტალებში ის დამოკიდებულებებია, რაც მას განსხვავებულს ხდის.

უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ქება მაინც არას გვარგებს. როგორც ჩანს, ამ დონის ინდივიდუალისტების თამაშში მაინც დგება მომენტი, როცა ეპიზოდის დასრულების სურვილი თავად უჩნდებათ. ეს ისაა, რასაც ნეაპოლელთა დამრიგებელი სპალეტი ასე აკრიტიკებს. ხვიჩას მსგავსი ამბავი ჰქონდა და თავადაც გაიაზრა მისი არსი. სამაგიეროდ, დაცვით ფაზასა და საკუთარ კართან სახიფათო სიტუაციების არიდებაში "კვარა" ყველაზე კარგი იყო, რაც კი აქამდე გვინახავს. როცა ანგარიში კომფორტულია, ამ დროს თანამედროვეობის ვარსკვლავებიც, გარკვეულწილად, ივიწყებენ გუნდურობას. ხანდახან ის ფიქრიც მოდის, რომ უკვე დროა, "კვარასაც" მათ მსგავსად "მოეთხოვებოდეს". ისე კი, ქართველი შემტევი, წინა მატჩის მსგავსად, თითქმის ყველა გოლისა და სახიფათო იერიშის მონაწილე იყო.

გარდა ამისა, არსებობს მცირე დეტალები, რაც თუნდაც თანაგუნდელებთან დამოკიდებულებას, მათთან კომუნიკაციას, კარგი და ცუდი ეპიზოდების შესაბამისად მიღებას გულისხმობს. კვარაცხელია აქაც კიდევ უფრო ისაა, ვინც უნდა იყოს.

"ნაპოლი" კი მართლაც აღარ ხუმრობს და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, დაბალანსებული შემადგენლობითა და გაძლიერების კარგი რესურსით...

შეგახსენებთ, "ნაპოლის" რიგებში წლის ბოლომდე ჩატარებულ მატჩებში, ყველა ტურნირზე ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

ქართველი
პასპორტის გამოცვლაში ვერ დაგეთანხმები ჯიმა მაგრამ "ესენი არ გაგახარებენ" ამაში კი. სამწუხაროა მაგრამ "ესენი" ძალიან მომრავლდნენ (არ ვამბობ ადრე არ იყო ეგრე) ამ ქვეყანაში დივანზე წამოგორებული მთქნარებით ყბა ახეული "პატრიოტები" შხამი და გესლის მეტი რომ არ გადმოდით ს.ღრუდან. ამათი გაბოროტებული .....
ქართველი
სხვა საიტზე მოხვდი ძამი, ეტყობა აგერია
ფეოლა
აბა ბიძინითი ან მიშათი წავიღოთ ტვინი? ერთადერთი ადამიანია რომლის ირგვლივ მთელი საქართველო ერთიანდება, მსოფლიო ხვიჩას მეშვეობით იცნობს საქართველოს, ბავშვები ხვიჩასგან მაგალითს იღებენ და ა.შ. ნუ გვშურს.
alexandre
დიახაც რომ გაბრწყინდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სააკა და მისი ვითომ და მხარდამჭერები ყავს. ამიტომ არ დაიქცევა მათი უდიდესი მცდელობის მიუხედავად! და გაბრწყინდება, იმიტომ რომ ხვიჩა ყავს, ტალახაძე ყავს, ბექაური ყავს... დაბეჭდეთ!!!
ბ. დილანიშვილი
შეგახსენებ, რომ ზახარიანი ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლაზე, რათა ჩელსისში წავიდეს. გიხაროდენ!...
1212
აუ რა წაიღეთ ბიჯო ტვინი ამ ხვიჩათი! ივერია გაბრწყინდება, რადგან ქვეყანას ხვიჩა ყავს
ფეოლა
მიეცით კვარას უფლება გოლები აღნიშნოს ისე როგორც მას გაუსწორდება, ტურები ლომს სტოიკას და ღრიალს ასწავლიან? ვავა, ვავა, ვავა. ხვიჩა გამოიცვალე პასპორტი, ესენი არ გაგახარებენ
დავით
კალაძის რეკორდი მაინც მოუხსნელია!
ქ. გ.
ხვიჩამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
დ
ელგუჯას პასუხი წაიკითხე და ეგაა. კვარა არის ბრილიანტი და სუპერვარსკვლავი, სწორედ მას უნდა მიბაძონ სხვებმა და არა პირიქით, ნუ დაიღლი თავს და თითებს ხვიჩას ჩემგან დასაცავად, დამიჯერე, ეს მას არ სჭირდება.
boria
სამაგიეროდ მეორე გოლი სულ რაღაც 24 სთ-ში გავიტანეთ, დათა ხოჭოლავამ მაგარი გოლი გაიტანა კოპერჰაგერის კარში........
ზახარიჩი
ეს ცხელძაღლოლოგი ავტორი კაი ვინმეა✌️
სოსო
თუ არ ვცდები,ორ მომენტს ედავებიან,როცა პარტყნიორს პასი არ მისცა.აქედან ერთში,დაარტყა,მაგრამ ვერ დაარტყა და მცველს მიუვიდა.მაგ მომენტში,ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა და მისმა პარტნიორმა,მის უკან დაიწყო თავისუფალ პოზიციაზე გასვლა.ხვიჩამ იდეალური დასარტყმელი პოზიცია,მაინც ვერ მიიღო და დარტყმის წინა მომენტში,როცა შენიშნა,პარტნიორი გახსნას ცდილობდა,მისკენ სცადა,უკვე დაწყებული დარტყმის,გადაცემად გადაკეთება.შედეგად ვერც დაარტყა,არც პასი გამოუვიდა და ბურთი დაიკარგა.იმ მომენტში ბოდიში მოიხადა,მაგრამ ,მანამდე,პატიოსნად ხომ სცადა პასის გაკეთება და ესეც დასაფასებელია
გოლები
მაგან გოლები იყანოს ბევრი და თუ უნდა ბრეიქ დანსი იცეკვოს ყურებით
თენგო
არა, დაახატა ზურგზე ბურთი?
კაკაო
ფეხი როგორ ააქვს ხომ ვერ იტყვით საგანგაშო ხომ არ არის არაფერი
ელგუჯა
გაღიზიანების რა მოგახსენოთ, მაგრამ მართლა არ უხდება ხვიჩას სხვა ვარსკვლავების მიბაძვა, ხვიჩა ისეთი ძლიერია რომ დროა უკვე სხვებმა მიბაძონ მას, და მადლობა ქართველების გახარებისთვის.

კონკრეტულად რომელი აღნიშვნა არის მიუღებელი? ყურებზე ხელს რომ იდებს გულშემატკივრისკენ გარბის თუ შეყვარებულს რომ უძღვნის? რავიცი მე არაფერი მაღიზიანებს, არც აღნიშვნა და არც ჟესტები :) ვერ ვხვდები სად და რაში იმსახურებს კრიტიკას
გულშემატკივარი
საღოლ ძმაო დაგიფასდება
დ
ხვიჩა ძალიან მიყვარს, ნამდვილი სასწაულია, ჩვენი სიამაყეა, უბრალოდ მინდა ვთხოვო, რომ გოლები ცოტა უფრო სხვანაირად აღნიშნოს, ისე, რომ არავის გაღიზიანებას არ იწვევდეს, არც მეტოქის და არც თანაგუნდელების, ყველას ბოდიში და პირველ რიგში ხვიჩას, თუ რამე ვაწყენინე, მაგრამ ჩემი აზრი გამოვთქვი. ასე მგონია, რომ უფრო დიადი და ღირსეული გამოჩნდება ამ შემთხვევაში.
არჩილი
ვაა, კიდე მომინდა კითხვის გაგრძელება, შეჩვევა რომ იცის, ისეთი სტატიებია
ვერის ბაღელი
ძალიან დახვეწილი სტატიებით ხართ უკვე კვარაზე
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა