გიორგი შერმადინი მოედანს დაუბრუნდა. "ლენოვო ტენერიფეს" ქართველმა ცენტრმა ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო 2 ტური გამოტოვა. მას არც წინასასეზონო, მოსამზადებელ მატჩებში უთამაშია და ამ ერთთვიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მისმა გუნდმა ვილნიუსის "რიტასს" უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად – 89:74 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფე" ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ სეზონშიც ტიტულის დაცვა აქვს დაგეგმილი.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო დ მოედანზე გატარებულ 21:36 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში ტენერიფელებმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ქულა ჩააგდეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 19 ქულითა და 7 პასით, სასუ სალინმა კი 18 ქულა (6 სამქულიანი) ჩააგდო. "ლენოვო ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში მომდევნო შეხვედრას 18 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც საბერძნეთში "პერისტერის" ესტუმრება. ჯგუფში მეოთხე გუნდი ებრაული "ჰირზილიაა", რომელიც პირველ ტურში "პერისტერისთან" 60:76 დამარცხდა.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში