"სლოვანში" გიორგი ჩაკვეტაძის პირველი ნაბიჯებისთვის თვალის მიდევნება უფრო აქტიურად მოგვიწია, ვიდრე წარმოგვედგინა - ბრატისლაველები ხომ ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდნენ. გიორგი ბათუმურ შეხვედრაში სასტარტოში ვიხილეთ, ვლადიმირ ვაისმა ჩვენებურს ნდობა გამოუცხადა და ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმის შანსი მისცა - ფორმის აღდგენის შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრების თვალწინ. "ჩაკვე" ერთ ეპიზოდში "აფეთქდა", ისე კი აქტიური ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მას მწვრთნელმა მნიშვნელობა კიდევ ერთხელ, ამჯერად კლუბში, დაანახა.

ისე არ გამოვიდეს, ეს წერილი საქართველოს ნაკრების ექსთავკაცის ქებისთვის იწერებოდეს, მაგრამ ვაისის დამოკიდებულებები და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ გზაზე გასავლელად, რასაც ქართველი ნახევარმცველი გადის.

თუკი თავდაპირველად ჩაკვეტაძეს ფლანგზე ვხედავდით, ბოლო მატჩებში მოედნის შუაში თამაშის "დამლაგებელი" გიორგი ვიხილეთ, რომელმაც შვეიცარიულ "ბაზელთან" ორ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შემოგვთავაზა და მუდმივად თამაშის გამწვავებას ცდილობდა. ისე ჩანს, ბრატისლავურ გუნდში ის ახლა გამორჩეულად მაღალი დონისაა და მისი დიდი დამსახურებაცაა, "სლოვანმა" ფავორიტთან 4 ქულა რომ მოიპოვა.

პირველ დაპირისპირებაში გიორგი მოედნიდან დაზიანების გამო გავიდა, არადა, ის 90 წუთს უკვე თავისუფლად თამაშობს. შესაბამისად, ფსიქოლოგიურთან ერთად, ფიზიკურადაც უკეთესად გამოიყურება. აქამდე თითქოს რისკს უფრო ერიდებოდა, "ბაზელთან" კი ძველებურად თამამი ვნახეთ. წინა შეხვედრაში ტრავმამ კი ერთხელაც დაგვზაფრა - ამ ბიჭმა ხომ მის გამო ისედაც ბევრი დაკარგა.

გოლი - აი, რა სჭირდება ახლა "ჩაკვეს", რათა ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დაბრუნდეს. ის ართმევისა და ჩაშლის ნაწილშიც გაცილებით კარგად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბელგიურ "გენტში" გვინახავს.

ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ არსებულ ტაქტიკასა და კონკურენციაში გიორგი ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში რთული იქნებოდა, თუმცა, თუკი გიომ ასე გააგრძელა, ვილი სანიოლს (რომელიც ფეხბურთელს ასევე მხარს უჭერს) იმის ფუფუნება ნამდვილად არ ექნება, ერთ დროს "ჯვაროსნების" ლიდერმა პირველივე წუთებიდან არ ითამაშოს.

როცა ჩაკვეტაძის სწრაფ და შედეგიან აკლიმატიზაციაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, ამაში საკუთარი წვლილი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას არ ჰქონდეთ, რომლებიც თავის მხრივ, მშვენივრად გამოიყურებიან. უკანასკნელი სანაკრებო მატჩებისას საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თქვა, რომ "ჩაკვე" ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობსო.

ჩაკვეტაძე ის კაცია, "ბაიერნი" და "ბარსელონა" რომ აკვირდებოდნენ. შესაბამისად, სლოვაკეთის ჩემპიონატი მისი მაქსიმუმი ვერ იქნება, თუმცა ახლა რაც ხდება, ძალიან კარგი და სასიამოვნო ამბის საწყისი უნდა იყოს.

lapsha068
chakves sheudzlia axali dato yifiani gaxdes.
ქ. გ.
თექნიკა, კოორდინაცია, სივრცის გრძნობა, საფეხბურთო ინტელექტი ყოველთვის კარგი ჰქონდა და აქვს. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უნდა მოუმატოს. ადრე მოედანზე მხეცივით (ამ სიტყვის კარგი გაგებით) თამაშობდა. მოედანზე გადიოდა, და ვიცოდით, რომ მცველებს "შეჭამდა". დღეს ასე ხვიჩა თამაშობს. მცველებს ეშინიათ ხვიჩასი.
ქ. გ.
ამ ეტაპზე "სლოვანი" იდეალური გუნდია ჩაკვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით რომ განვითარდეს. გუნდში 100% დაცულია ყოველგვარი პრობლემებისგან. კანკავა, კაშია, ვაისი და მისი შვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ გუნდში, და ყველას ესმის მათი დამოკიდებულება გიორგის მიმართ.
უშანგი
ნაკრების მწვრთნელად ვაისის მუშაობამ ყველაზე კარგი რაც მოგვითანა ის არის, რომ ჩაკვეტაძის შესაზლებლობებში დარწმუნებულმა უკვე სლოვანის მწვრთნელმა გიორგის დიდი შანსი მისცა.პრაქტიკულად ხელახლა დააწყებინა ფეხბურთის თამაში.წარმატებები ვაისაც და გიორგისაც.
zura222
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი--ჩაკვეტაძე თუ ძველ ფორმას დაიბრუნებს და უფრო წინ წავა მაშინ ვაისს თბილისში ძეგლი უნდა დავუდგათ !
შაკო
ბოლო პერიოდში ძალიან მონდომებულია ჩაკვე და ბრძოლისუნარიანი, რაც ადრე (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში) არ შემიმჩნევია. მისი პირდაპირი მოვალეობა არაა მაინცდამაინც გოლების გატანა, რადგან მისი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა ჩემი აზრით ცენტრალური ნახევარმცველია პირლოს, მოდრიჩის, კროოსის და ა.შ პოზიცია. კიტე და ჩაკვე ცენტრში ერთად იქნებიან სასწაული.
ლაშა
რა კარგი ამბავია ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლა! ეხლა ერთი რამ სჭირდება, განვითარება, ნაკრებში ძირითადში დაბრუნება და გოლის გემოს გასინჯვა. როგორც კი საქართველოს ნაკრებში შედეგიანად ითამაშებს, უმალ კარგი კლუბი დაუკავშირდება!
პლეხანოვზე გაზრდილი
ჩავთვალოთ, რომ ჩაკვემ გოლი უკვე გაიტანა - ისეთი დაურტყა ბაზელის მეკარეს. ცოტა სათამაშო იღბალიც და მერე ნახონ ევროპელებმა არაევროკავშირელების კვინტეტი: კვარა - კიტა - ჩაკა - წიტა - ჟორა (ნე ზაბუდუ = ბუდუ).
პლეხანოვზე გაზრდილი
ჩავთვალოთ, რომ ჩაკვემ გოლი უკვე გაიტანა - ისეთი დაურტყა ბაზელის მეკარეს. ცოტა სათამაშო იღბალიც და მერე ნახონ ევროპელებმა არაევროკავშირელების კვინტეტი: კვარა - კიტა - ჩაკა - წიტა - ჟორა (ნე ზაბუდუ = ბუდუ).
ლევანი
უზარმაზარი მადლობა ვლადიმირ ვაისს! უკვე ემსგავსება გიო, ძველ ჩაკვეს. კიტეც მომჯობინდა, გუშინ სასტარტოში იყო. ყოჩაღ ბიჭებო, გაზაფხულიდან ვიწყებთ, და დიდი გუნდებისაც აღარ მეშინია. დიდება საქართველოს!
zurabi
თუ გიო და ხვიჩა ფორმაში იქნებიან ევროპაზე ჯგუფიდანაც გავალთ .
ჩვენი ენა ქართული
შეცდომაა-გაიტრამვოს, სწორია-გაიტრავმოს. სიტყვიდან ტრავმა. ზოგიერთი ტრანვას ეძახის
კახა
ჯერ მხოლოდ ნახევარიც არარი იმისა რაც იყო ამას სინანულით ავღნიშნავ და არა ნიშნისმოგებით! ნეტა მართლა ვიხილოთ ის როცა დაფრინავდა წინა ერთა ლიგა მაგან მოგვაგებინა!
უვიცი
აბსოლიტურად სწორად წერია ყველაფერი. გუშინ ჩაკვე არ ერიდებოდა თამაშს. პირველად ვნახე ბოლო ორ წელში რომ ითამაშა
გიორგი
გიორგის იღბალი, ჯანმრთელობა, წინსვლა და იმედების გამართლება, ვაისს მადლობა.
თერჯოლელი
მადლობა ვაისს,ჩაკვეს დიდი ფეხბურთისკენ შემობრუნებისათვის
ირაკლი
მთელი საქართველო განსაკუთრებულად სენსიტიურად არის განწყობილი ჩაკვეს მიმართ. საშინელი ტრავმა გადაიტანა ამ პატარა ბიჭმა და ვისაც პროფესიული ფეხბურთი ოდესმე უთამაშია მიხვდება როგორ ურტყამს ფსიქოლოგიაში ასეთი სახის დაშავება სპორტსმენს, ძველებურად თამამი ვერ არის და მუდამ მომავალი ტრავმისა და ტკივილის შიშია ქვეცნობიერში. სათქმელად ადვილია ამის დაძლევა და რეალურად ძალზედ რთული. მაგრამ ჩაკვე იბრუნებს ფორმას, ეს აშკარაა. ვაისს უღრმესი მადლობა ეკუვნის გიორგიზე ასეთი მამობრივი ზრუნვისთვის და ნდობისთვის. მჯერა ჩაკვე იმ ძველებურ ოპტიმალურ ფორმაში ძალიან მალე შევა, მას ხომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთში ისტორიაში ჯერ კიდევ ჩასაწერი აქვს თავისი წარმატება ოქროს ასოებით . ჯანმრთელობა და წარმატებები ჩაკვეს და ყველა ქართველ სპორტსმენს!
alexandre
წარმატებები გიორგი! მაგარი ხარ! გაიხარე და გაგვახარე!
L.J .
Ratom unda wavides ianvarshive shegidzlia axsna an sad unda wavides???tamashobs pormas ibrunebs dsaxla rato unda miagdos isini vinc endo???
ირაკლი
როგორ მახსოვს ჩაკვეს პირველი გოლი ნაკრებში,ლიეტუვას ვეთამაშებოდით ამხანაგურს,თან არჩილ ტატუნაშვილს გლოვობდა მთელი საქართველო!!
zaz197
იპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არის, ძველებურად აქტიური, თამამი, მებრძოლი ჩაკვე ჩანს ბოლო თამაშებში ისევ, ხასიათზეც მშვენივრად არის, ფსიქოლოგიურად არ გატყდა. ეხლა ცოტა იღბალიც უნდა - არ უნდა გაიტრამვოს, სასწრაფოდ კარგი გოლი უნდა გაიტანოს და უცბათ გაახსენდებათ კარგ გუნდებს ისევ, რომ არის ძალიან ნიჭიერი, სწრაფი და გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. ძალიან მინდა იანვარშივე გადავიდეს სადმე კარგ გუნდში
papuna
ძალიან გამიხარდა გუშინ თამაშშ ვუყურებდი და აქტიური იყო ძალიან, ჩაკვეს ვგულშემატკივრობ და მინდა ძველ ფორმას მალე დაუბრუნდეს და გააგრძელოს განვითარებაც, ფაქტია მძიმე ტრამვის მერე ჩაკვე არ დაეცაა პირიქით დაბრუნდა იმისთვის რომ უფრო ძლიერი გახდეს წარმატებები ამ რთულ გზაზე, მინდა ვუსურვო ჯამრთელობა სხვა ყველაფტრისთვის ფაქტია მზად არის :))
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ