წლის დასაწყისში სიკვდილს გადარჩენილმა პილოტმა ხუთი დღის განმავლობაში თითქმის ორი ათასი ელექტრონული წერილი მიიღო
პოლონელმა რობერტ კუბიცამ გადაწყვიტა "ლოტუს-რენოსა" და თავისი გულშემატკივრების შეკითხვებისთვის ეპასუხა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა თუ ეს აქცია უდიდეს აჟიოტაჟს გამოიწვევდა.

წლის დასაწყისში სიკვდილს გადარჩენილმა პილოტმა ხუთი დღის განმავლობაში თითქმის ორი ათასი ელექტრონული წერილი მიიღო. რა თქმა უნდა, ყოველ მეორე წერილში პოლონელს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ, თუმცა კუბიცას თაყვანისმცემლებს სხვა საკითხებიც აინტერესებდათ.

- როგორ გრძნობთ თავს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად?

- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ფიზიკურად კი ჯერ სუსტად ვარ, თუმცა თავს ნორმალურად ვგრძნობ. თითქმის დავიბრუნე ძველი წონა და რამდენიმე კვირაში დამოუკიდებლად სიარულსაც შევძლებ. საერთო ჯამში, ყველაფერი წესრიგშია.

- გაქვთ თუ არა ისეთი შეგრძნება, რომ იმ ავარიამ შეცვალა რბოლებისადმი თქვენი შეხედულება?

- არ მგონია. თავად ავარია არ მახსოვს, მხოლოდ მის მიერ დატოვებულ კვალს ვხედავ. ასე რომ, ის ისტორია თითქოს არც გადამხდენია თავს.

- როგორ ფიქრობთ, მომხდარი საშუალებას მოგცემთ უფრო მაღალი კლასის პილოტად ჩამოყალიბდეთ?

- ამის იმედი მაქვს. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ იგივე დავრჩები, რაც ადრე ვიყავი.

- რომელ გუნდში დაბრუნდებით მომავალ სეზონში?

- მე "ლოტუს რენოს" წევრი ვარ. რა თქმა უნდა, ახლა არ მაქვს ტრასაზე დაბრუნების საშუალება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ენსტოუნში საქმე ჯერ არ დამიმთავრებია.

- რამდენად კარგი იდეაა მართვადი უკანა ანტიფრთის შემოღება?

- ვფიქრობ, მან გაამართლა, რადგან ტრასაზე უფრო ბევრი საინტერესო ხდება.

- როგორ მიმდინარეობს თქვენი რეაბილიტაციის პროცესი?

- როგორც უკვე გითხარით, კმაყოფილი ვარ აღდგენითი კურსის ტემპითა და ხარისხით. მდგომარეობა ექიმების პროგნოზების შესაბამისად უმჯობესდება და საბედნიეროდ, არანაირი გართულება არ ყოფილა. ჯერჯერობით რთულია იმაზე ლაპარაკი, რამდენი დრო დამჭირდება ტრასაზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ამ საკითხში აჩქარება მიუღებელია.

- ამ ეტაპზე ვერც სიმულატორის გამოყენებას ახერხებთ. გონებაში რა ვარჯიშებს აკეთებთ პილოტის ინსტინქტების შესანარჩუნებლად?

- თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ ველოსიპედის მართვა. ამ შემთხვევაშიც იგივეა. ასე რომ, არ მჭირდება დამატებითი ვარჯიშები. მომწონს ვიდეოთამაშები და ამისთვის დროს ყოველთვის ვნახულობ.

- მზად ხართ მომავალ სეზონში სტარტზე გახვიდეთ და ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებათ?

- პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია. რაც შეეხება მეორეს, უნდა დავიცადოთ მინიმუმ ზამთრის პირველ ტესტებამდე.

- როგორ შეაფასებთ წელს "ლოტუს-რენოს" გამოსვლას?

- ცუდი არ არის, თუმცა შედეგები ოდნავ მცირეა, განსაკუთრებით კვალიფიკაციის დროს. ვიცი, რომ უახლოეს რბოლებში ტექნიკური სიახლეები იგეგმება, რომელიც იმ დონეზე დაგვაბრუნებს, რაც სეზონის სტარტზე გვქონდა.

- რას გააკეთებთ პირველ რიგში, როცა რბოლებს დაუბრუნდებით?

- მშვიდად დავჯდები საკუთარ ინჟინრებთან ოთახში, ცოტას ვილაპარაკებთ და სამუშაოს შევუდგები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა