“ვილიარეალის” 22 წლის ფორვარდს “ბარსელონაში” სურს გადასვლა, მაგრამ ჯუზეპეს სხვა ვარიანტების განხილვაც უწევს
დიდი ხანია, რაც სერხიო აგუეროს “იუვენტუსში” შესაძლო გადაბარგების საკითხი განიხილება, თუმცა შეთანხმება არა და არ შედგა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მართალია, ამჟამად ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს და კონტრაქტს ხელს ვერაფრით მოაწერდა, მაგრამ მის აგენტს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ თუ ტურინელები მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეთანხმებას მიაღწევენ, ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება. მხარეებს შორის შეთანხმება აშკარად არ შედგა და თუ “კორიერე დელო სპორტს” დავუჯერებთ, ტურინული გრანდის მესვეურები ჯუზეპე როსის მიმართულებით გააქტიურდნენ.

“ვილიარეალის” 22 წლის ფორვარდი გუნდის შეცვლას ეშურება და ამას მისი პირადი აგენტის არაერთი კომენტარი ადასტურებს. როსის ყველაზე მეტად “ბარსელონაში” სურს გადასვლა, მაგრამ კატალონიელთა ფავორიტი ალექსის სანჩესია - შესაბამისად, ჯუზეპეს სხვა ვარიანტების განხილვაც უწევს.

“იუვეს” სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას თქმით, როსის ტურინში გადასვლის შანსები საკმაოდ დიდია:

“როსის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გვსურდა, მაგრამ მაშინ “ვილიარეალის” მესვეურებმა არარეალური თანხა მოითხოვეს. ჩემი ინფორმაციით, ვითარება შეცვლილია და ესპანელები მზად არიან მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდეთ. ჩვენ კონკრეტული წინადადება გვაქვს მომზადებული, რომლის დეტალებსაც დღეს ვერ გავახმაურებთ. თუმცა, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, პირენეელებს უარის თქმა გაუჭირდებათ”.

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, მაროტას მართლაც მაცდური წინადადება აქვს მომზადებული – ლაპარაკია 25 მილიონ ევროს პლუს კარვალიო ამაურიზე. იტალიელ-ბრაზილიელი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული და წესით, ესპანეთში გადაბარგებაზე უარი არ უნდა თქვას. მოკლედ, დიდია შანსი, ჯუზეპე როსიმ “იუვენტუსში” ამოჰყოს თავი და ამ თემაზე ჟურნალისტები უკვე თამამად საუბრობენ. მაგალითად, “კორიერეს” ჟურნალისტი ფაბიო კვალიარელას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აშინებს როსისთან შესაძლო კონკურენცია… აქვე ფაბიოს პასუხი:

“როსი ბრწყინვალე ფეხბურთელია და თუ “იუვენტუსში” გადმოვა, ეს მხოლოდ გამახარებს. დიდ გუნდში კონკურენცია ჩვეულებრივი ამბავია და თუ ეს გაშინებს, მაშინ ფეხბურთში არაფერი გესაქმება. “იუვე” ძლიერდება და ეს ძალიან მიხარია, რადგან სხვაგვარად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, რათა გულშემატკივრებს შარშანდელი წარუმატებლობა დავავიწყოთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა