"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2015 წლიდან დღემდე, საქართველო ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს ფინალს (2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა). ბოლო სამ ჯერზე ევროპის ჩემპიონის ტიტული სწორედ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოიპოვეს და ტიტულს 9 ოქტომბერს, „ხარები არენაზე“ პორტუგალიასთან დაიცავენ, რომელსაც შარშან გადამწყვეტ შეხვედრაში 27:0 მოუგო. თამაში 16:15 საათზე დაიწყება.

წლევანდელი ჩემპიონატის 1/4-ფინალში პორტუგალიამ გერმანიას 52:3 სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთთან ფრედ – 21:21 ითამაშა და ფინალის საგზური მატჩისშემდგომი შუთაუთებით მოიპოვა.

საქართველოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ქულაც არ მიუღია, ორი წლის ჯამში კი, 5 თამაშში მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა. ჩვენმა გუნდმა 1/4-ფინალში ჩეხეთს 76:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 86:0 დაამარცხა.

წინა თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სულ ორი ცვლილებაა. მეორე ხაზში თამაშს კახა შეყილაძე იწყებს, ლუკა ცირეკიძე კი ფულბეკად ბრუნდება. ძირითადში რჩება ლუკა ხორბალაძე, ოღონდ თამაშს ფრთაზე იწყებს, ხოლო ზურა ნინიძემ მარქაფაში გადაინაცვლა.

„ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით. 26-კაციან განაცხადში ისეთი მოთამაშეები გვყავს, რომ ძირითადში ყოფნას ნებისმიერი მათგანი იმსახურებდა. დარწმუნებული ვარ, რომ შეცვლაზე შესული მორაგბეები კიდევ უფრო გაგვაძლიერებენ, რაც ძალიან კარგია. პორტუგალიას, დაბალანსებული, ძლიერი გუნდი ჰყავს და თანაბარი თამაშის მოლიდინი გვაქვს. ყავთ კარგი მბოჭავები, ცდილობენ სწრაფად თამაშს, ასევე კარგები არიან ფეხით თამაშისას. ვეცდებით მათი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და შეხვედრა ჩვენი კარნახით წავიყვანოთ“.

„დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ბედნიერებაა, როდესაც მშობლებს, ნათესავებს და მეგობრებს აქვთ საშუალება ტრიბუნებიდან უგულშემატკივრონ შვილებს და ახლობლებს. ველით, რომ ფინალისთვის ტრიბუნები ბოლომდე შეივსება და ისინი მე-16 მოთამაშის როლს შეასრულებენ“ – განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ფინალი

9 ოქტომბერი. რუსთავი. „ხარები არენა“. 16:15 საათი

საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. კახა შეყილაძე (ხვამლი), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ანდრო დვალი (ლელო), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).

მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. გიგა თუთისანი (აია), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ჯაბა ოდიშარია (ლელო); 21. ლადო ტყაბლაძე (აია), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 25. ზურა ნინიძე (ბათუმი), 26. ნიკა აბესაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge

სოსო
კარგი იქნებოდა ჩვენს ნაკრებს,ნახევარფინალში,ესპანელებთან ეთამაშათ.წინა ორ თამაშში,მეტოქეები ისე სუსტები იყვნენ,სპარინგადაც ვერ ჩავთვლით,მათთან კი,მეტ ნაკლებად მაინც,ბრძოლა მოგვიწევდა.იმედია, ფინალში მაინც, დაძაბული თამაში გამოვა.კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენს ბიჭებს.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა