ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ქეცბაიას წინააღმდეგ - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ევრო 2024-ის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის 23 მარტს დაიწყება.

მთლიანობაში ჯგუფები ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.

B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.

C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდ. მაედონია, მალტა.

D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი,

E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები,

F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი,

G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი,

H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი,

I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო,

J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი,

• აქ

აქ ისეთი კომენტარებია დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ლიგის არცერთი ფინალისთვისაც არ იყურებიან,მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ხო საერთოდ,ზოგს კიდე უარესი ფეხბურთის გულშემატკივრებად თავი მოაქვთ და კლუბი და ნაკრები ვერ გაურჩევია, ამას ნაღდად ვამბობ იმიტომ რომ რახან კვარა ნაპოლიშია გონიათ მსოფლიოზე ეხლა ითამაშებს, ნაპოლი ხო ითამაშებს მსოფლიოზეო,აი ეგეთ ხალხსაც ვიცნობ ფეხბურთის "ბალეშჩიკებს" ზოგადად კი წილისყრაზე არასოდეს არ უნდა იწუწუნო იმიტო რომ სხვაც შენ დღეშია, ამიტომ წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ცოტა იღბალიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში და სპორტში საერთოდ

• სამწუხაროდ

კვიპროსის გარდა,ყველა ნაკრები ჩვენზე ძლიერია.

• QT

D ჯგუფიდან მოყოლებული 4 გუნდიანი ქვეჯგუფები წერია და ეს ასე არ არის. გამოასწორეთ შეცდომა.

• რრრ

საბერძნეთს ისეთ ჯგუფშია შანსი არ ააქ ასე, რომ ერთა ლიგიდან მაგათ ვერ მოვიცილებთ, თურქებს აქვთ შანსი, რომ გავიდნენ შესარჩევიდან.

• 1

საზონოვს დაუძახეთ დროზე მთავარ ნაკრებში

• xinkalii

ჰაა, დაწიოკდით? ეგრეც ვიცოდი რომ ნორვეგიას გვხევდნენ ჯგუფში, პირველ რიგში ეგ არის რუსების დაკვეთა და მეორეც ეგეც ყოველთვის ვიცოდი რომ პირადად ჰალანდთან მოუწევდა დაპირისპირება ადრე თუ გვიან როცა ჯერ კიდევ რუბინში იყო ხვიჩა. მსოფლიოში მაყურებლები უკვე მოითხოვენ მაგას, კომენტარებშიც წერენ ვიღაცეები ნაპოლი და სიტის დაჯახება გვინდაო ხვიჩა და ჰალანდი (რატომღაც) ხალხს შოუ უნდა. პირადად მე მაგრად გამისწორდა ნორვეგია რომ "გამოუშვეს", ეხლა ჰოლანდის უპატივცემულობაში არ აგერიოთ იმის მიუხედავად რომ იმენა მონსტრია აი ზუსტად მაგასთან დაპირისპირება ძალიან მაგარი და საინტერესო იქნება. აი მანდ გამოჩნდება კაცი ვინ არი ეს მარტო ფეხბურთელებს კი არა თქვენც გეხებათ. ხვიჩას არა მგონია რომ ვინმესი ეშინოდეს ძალიან მაგარია და ყველა შემთხვევაში თავს ღირსეულად წარმოაჩენს დარწმუნებული ვარ, მაგრამ აქ "გადარჩენაზე" საუბარი არ არის! კაცურად უნდა შევიტიოთ დივერსიები უნდა მოვუწყოთ.

• რაც ვართ ის გვყავს ჟურნალისტები

ეტყობა ნოუჰაუა 4 გუნდუანი ჯგუფები შესარჩევში, თურმე მარტო რუსეთი კი არ ჩაუხსნიათ

• А.У.Е.

რატომ წერტ არ გაგვიმარტლაო აკ უნდა დამტკიცონ რომ ხირსები ვარტ ვიტამაშოტ ევროფაზე,ესფანეტი არის ერტი ფაორიტი დანარჩენი გამოკვეტილი ფავორიტი არ არის,ხველასტან შეილება მოგება.აკ ტუ არ დამტკიცე რო კაი გუნდი ხარ მაშინ რა გინდა ევროტაზე იკ გიბრალტარი,მალტა,ფარერები არ იკნება ჩემი აზრიტ ამ ჯგუფიდან გავლენ

• სამწუხაროდ

მიზერული შანსები გვაქვს.ჩემი აზრით,ესპანეთი და ნორვეგია გავლენ.გადახედეთ ნორვეგიელთა შემადგენლობას და თავად დარწმუნდებით(სასუოლო,ნაპოლი,მან.სიტი,არსენალი,ბრებტფორდი,საუთჰემპტონი,უნიონ ბერლინი(ორი კაცი),ლაიპციგი,ბენფიკა,სოსიედადი,ფეიენოორდი და კიდევ ყავთ ფეხბურთელები ბელგიის,თურქეთის,საფრანგეთის ლიგებიდან).თანაც,რომ წერთ,სერბეთმა მოუგოო,ჩვენ გყვავს კი სერბეთის დონის გუნდი?!კიდევ ერთი ფაქტი სტატისტიკიდან;შოტლანდია და ნორვეგია ყოველთვის ექვს ქულას იღებდნენ ხოლმე კვიპროსთან…ასე,რომ წარმატებები საქართველოს ნაკრებს და თუ აქ ვერაფერს გავხდით,იმედია ერთა ლიგის ფლეი ოფიდან მაინც გავალთ!

• nika

შევაჩერება რას გულისხმობს? ... გაგვიტანს თუ ვერ ?! დიდია ალბათობა რომ გაგვიტანოს, მაგრამ ზუსტად ასევეა დიდი ალბათობა რომ ჩვენც გავუტანთ. თუ ცენტრში ჩაკვე და კიტე კარგ ფორმაში იქნებიან სხვებთან ერთად, ესპანეთიც კი ვერ იქნება თავდაჯერებული რომ მოგვიგებს.

• Omikron b2

ეხლა თურქეთს Uნდა უბალელშიკოთ საბერძნეთან თურკეტს შჰანსი Aქ გასვლის

• Gura

პირველ ადგილზე გასვლა ნებისმიერ ჯგუფში იქნებოდა ერთნაირად ძალიან რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. უნდა ვეცადოთ, ბურთი მრგვალია. გუნდების გამოქვეყნებული თქვენი სია სრული არ არის, რას ერჩით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, წინასწარ წაგებები ჩაუთვალეთ ყველა მათგანს ( D,F,G ჯგუფებში) ?

• Givi

Shotlandia maindamainc exlaa agmavlobis gzaze ramdeni welia araferi gauketebiat...qecbaias imedi maqvs tavs sheaklavs kvelas chvens garda...

• რრრ

ჰალანდი ჩავაბაროთ ლოჩოს თუნდაც წითელი აიკიდოს გავარდეს და ჰალანდიც გაიყოლოს საკაცით და ნორვრგია ჩვენია.დდდდ

• გივი

მწვრთნელად ხომ არ იმუშავებდი?

• რაბუ

რა არ მოგეწონათ ვინც დისლაიქი დაწერეთ. გაიხარეთ და გამოფხიზლდით, წაგებულის მენტალიტეტიდან ნუ აზროვნებთ. კარგ შედეგს დავდებთ დაიმახსოვრეთ

• რაიო

დათო, რისი თქმა გინდა? 30 წელია, შენ გგონია ფეხბურთს ვთამაშობთ?

• Aleko

Movida dro espanets unda movugot rodemde unda gaumartlot chventan

• ზაზა

ჩვენ ბიჭებს შეუძლიათ ყველასთან მოგება მთავარია მოინდომო არავისზე არაფრით ნაკლები არ არიან და ზოგჯერ მეტიც კი თუ წინ ხვიჩა ბუდუ და მიქაუტაძე შუაში ჩაკვე კიტე ზურიკო და წიტაიშვილი უკან კაშია ლოჩოშვილი ხოჭოლავა მეკარე ორივე მაგარია უნდა ითამაშონ ნაპოლის სტილში და წარმატებაც ჩვენია ბოლო ბოლო გვყავს ამბიციური ფეხბურთელები და დროა ჩვენც გაგვახარონ!!!

• pepe

კვიპროსი დაახევს ბურტს ბევრს მეცოდება საქარტველო

მოკლედ,არ გაგვიმართლა,თანაც მერამდენედ! D,E,G,H,I და ბოლო ჯგუფში,რომ მოვხვედრილიყავით,გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა!ასე კი,გაგვიჭირდება,მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით,რომ შოტლანდიისა და საქართველოსგან განსხვავებით,ნორვეგია ერთა ლიგის ფლეიოფშიც არ არის და შესაბამისად,ბოლომდე იბრძოლებს,რომ ბოლოს და ბოლოს ეს თაობა გავიდეს დიდ ტურნირზე.კი,დიდი ალბათობით,სერბეთი პირდაპირ გავა ევროზე და ერთა ლიგის ფლეიოფში მას სწორედ ნორვეგია ჩაანაცვლებს,მაგრამ ნორვეგია ეცდება პირდაპირ,ყოველგვარი ფლეი ოფების გარეშე გავიდეს.მეხუთე კალათიდანაც არ გაგვიმართლა!კი,კვიპროსს კრიზისი აქვს(რაზეც მათი შედეგებიც მეტყველებს ერთა ლიგაზე),მაგრამ იგივე საბერძნეთის ძლევით,მათ დაამტკიცეს,რომ იოლად იქ ვერავინ გაისეირნებს!შოტლანდია არ იყო ნამდვილად ცუდი ვარიანტი,აი რაც შეეხება ესპანეთს,ყველა მეტოქეზე მაღლა დგას და წესით,ორიდან ერთი საგზური მისია.რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს:გვაქვს შანსი?მცირე,მაგრამ გვაქვს!ბევრი რამ უნდა აეწყოს ჩვენდა სასიკეთოდ(ავცდეთ ტრავმიანობას,მნიშვნელოვანი მოთამაშეები,ფორმაში იყვნენ,მეტოქეებმა ერთმანეთს მაქსიმალურად დააკარგვინონ ქულები),რომ ევროზე გავიდეთ!და ბოლოს,ჯგუფიდან(ესპანეთთან ერთად) გავა ის გუნდი,რომელიც ესპანეთს შინ დაამარცხებს!

• TanoLife

თუ ამ ჯგუფში, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილს დაიკავებს ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს.

• დავით 67

მეც მაგას ვნატრულობ სულ. იქნებ მერე მაინც მიხვდნენ, რომ ასეთ გუნდებთან ერთი კაცის იმედად თამაში არაფერ შედეგს არ მოიტანს. და პროგნოზირებას რატომ გვიშლი? საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა რომ გამორიცხულია თავადაც კარგად იცი. ისე თავის მოტყუება ხანდახან კარგიცაა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში

• fu

ამ მართლა გორილას ( ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს) ჩავუყენოთ კუნთმაგარი კალათბურთელი, სხვა გამოსავალი არ არის!

• რაბუ

ნუ გეშინიათ ძმებო კვარა გაგვიძღვება გამარჯვებისკენ

• nika

100% - ით სწორი აზრია, უბრალოდ შეშინებული კომენტების ძალიან მიკვირს )) თურმე ჰოლანდის შიშით ცხვარი უნდა გავწყვიტოთ )))

• თომა

თუ დააკვირდებით აქ ზოგ ჯგუფს მე-5 გუნდები აკლიათ, იგივე ბალტიისპირეთის გუნდები არ ჩანს, რაც მექანიკური შეცდომაა და ალბათ ჩაასწორებენ. ეხლა რაც შეეხება წილისყრას, ჩემზე რომ იყოს სიამოვნებით ჩავსვამდი ჩვენს ნაკრებს I ჯგუფში კოსოვოს ნაცვლად. თუმცა როგორც ჩვენ გვინდა, ისე სადაა, რაცაა ეგაა. ესპანეთი გამოკვეთილი ფავორიტია, შოტლანდია და ნორვეგია კი ნამდვილად არ არიან ცუდი გუნდები, რაც შეეხება ჰალანდს, ის სიტიში ძალიან კარგია თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იგივენაირად პროდუქტული იქნება ნაკრებშიც, მასე ჩვენც გვყავს აგერ კვარა. ასე რომ ვნახოთ, მთავარია ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ.

• a a

ჰალანდს ლუკა ლოჩოშვილი გააჩერებს!!! ლოჩო რა ბიჭია და რა შეუძლია ჯერ კიდევ კარგად არ იცის გულშემატკივარმა.

• დავით 67

ჰოლანდს შევაჩერებთო? მართლა გჯერა? ესპანეთს რას უშვები? ყველაზე ცუდ ჯგუფში მოვხვდით, რაც კი შეიძლება ყოფილიყო. შოტლანდიაც ჩვენზე ძლიერია.

• ანტა

ჩემი აზრით ამ გუნდს ჩაკვე და კიტე საუკეთესო ფორმაში მყოფი და ნებისმიერ მეტოქესთან ჩვენ ჯგუფში კონკურენტ უნარიანია

• nika

დროა ამ თაობამ დიდი ამოცანები ჰადაწყვიტოს და თუ ტრამვიანობას დავასრულებთ ჩაკვეს და კიტეს ფორმაში შესვლით, მეორე ადგილი სრულიად რეალურია. რაც შეეხება ჰოლანდს ის მოსი შეკავება დამოკიდებულია ჩვენს ნახევარდსცვაზე. ცენტრს თუ გავაკონტროლებთ ამით ჰოლანდი ხვიჩახე მეტს ვერაფერს შეძლებს. არაფერია დასაძაბი. ჩვენ შევძლებთ მაღალი შედეგის ჩვენებას. ყურები ზემოთ და წინ წარმატებებისკენ!

• ლაშა

იმის ფონზე, რომ ნაკრებმა თამაშის დონეს მოუმატა, ეს ჯგუფი სწორედ რომ ზედგამოჭრილია. დროა ზოგ-ზოგიერთ ბაქიბუქა ნაკრებს ადგილი მიეჩინოს. კარგი იქნებოდა კვიპროსის ნაცვლად თუგინდ უკრაინა ყოფილიყო. ვნახავდით ერთი რას წარმოადგენს შოტლანდიასთან წამგები უკრაინა!

• კიეზა

ბოლო ჯგუფებს რომ დავაკვირდი ნამდვილად სუსტია ჩვენს ჯგუფთან..აზერები და სომხეთიც ყისმათი აქვთ..თუმცა გამოჩნდება რეალური ძალა ჩვენი ნაკრების...სუკ წილისყრაში ვერ და არ გაგიმართლებს...წარმატებები საქართველოს

• ანტა

გვითამაშია და ორივე თამაში წავაგეთ მათ შორის ერთი 4:1 ევროპის თუ მსოფლიოს შესარჩევი იყო და მემგონი გუცაევი იყო მწვრთნელი

• G.LA

თუ აგვარჩევინებდნენ უკეთეს ჯგუფსაც ავარჩევდით მარა მასე სად არის? ყველაზე ძნელი ჯგუფშიც არ ვართ. მე იქიდან გამოვდივარ რომ შოტლანდია და ნორვეგია ყოველთვის ვერ გადიან შესარჩევიდან ევროპაზე თუ მსოფლიოზე. ვერც შოტლანდია და ნორვეგიაც ისე არ აღემატება ჩვენ ნაკრებს რომ უშანსოდ ვიყოთ. უფრო ცუდი ის მოხდა რომ მე-5 კალათიდან კვიპროსი მოხვდა ჩვენთან. კვიპროსთან ურთიერთ შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გვაქვს და ჩვენთვის აუტსაიდერიც საფიქრალია. ოფიციალურ შეხვედრაში მათ 4 ქ აიღეს ჩვენთან, ახლა კი ქეცბაიაც ყავთ.

• Z

შევხვედრივართ, 2000 წლის EURO-ს,შესარჩევში თბილისში 1:4 წავაგეთ, ოსლოში 0:1. მაშინაც ასეთი აგდებული დამოკიდებულება გვქონდა, ნორვეგიელები მოთხილამურეებად მიგვაჩნდა და მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავური შემადგენლობა გვყავდა: აიაქსელი არველაძე, მანჩესტერელი ქინქლაძე და ნიუკასლელი ქეცბაია, ასეთი სამწუხარო შედეგი მივიღეთ

• სოსო

სწორედ მაგიტომაა ცუდი,რომ მსოფლიოზე არ თამაშობენ.მსოფლიოს შემდეგ,ყველა ნაკრებში ცვლილებები იწყება.ვეტერანები მიდიან და მათ ახალგაზრდები ანაცვლებენ,ფსიქოლოგიურადაც დაღლილები არიან.მათთვის ევროპის ჩემპიონატი,შედარებით დაბალი ინტერესის მატარებელია.მსოფლიოზე ვერ მოხვედრილი ნაკრებები კი,ევროპის ჩემპიონატზე აკეთებენ აქცენტს და აქ ცდილობენ შედეგების მიღწევას.ნორვეგიას,იმის გარდა რომ ჰალანდი ჰყავთ,ისეთი მაღალი შემადგენლობა ჰყავს,ძაღლი ყეფით ვერ ასწვდება.მათთან ჩვენი დაცვა,სტანდარტების დროს,ვერაფერს გააწყობს.ამის მწარე გამოცდილება გვაქვს,როცა თბილისში,ნახევარ საათში 4 გოლი გაგვიტანეს.არც კვიპროსია საჩუქარი,ბოლო ჯგუფიდან,ყველაზე ძლიერია და თან ქეცბაიაც დაამატე.ნეტავი რაიმე მოხდეს და ნაკრებიდან წამოვიდეს

• ვანჩოპე

მომწონს ოპტიმისტური კომენტარები. თუ ჰოლანდის შიში გაქვთ არ ფიქრობთ რომ ისინი კითხულობენ კვარა როგორ შევაჩეროთო? იმ მუტანტს ნახავთ ლოჩოშვილი (შეიძლება საზონოვიც) რასაც უზამს. არც ესპანეთს გაუმერთლებს ყოველთვის ჩვენთან. დანარჩენებსაც ტოლს არ დავუდებთ. პ.ს. შიშით გამოვედით მაკედონიასთან და შედეგი ყველამ ვიცით. რიხიანად გამოვედით და კუდით ქვა ვასროლინეთ მაგათ. მორაალი....ყველა გრანდთან შეიძლება თამაში. მთავარია ჩვენი ლომები იყვნენ კარგად. ისე მგონია მარადიშვილი ძაან დაგვხატავდა. არ დამიწყოთ ოკუპანტიაო

• მამუკა

ჩვენი ჯგუფი ბი და სი ჯგუფებზე სუსტია, მაგრამ დანარჩენებზე ძლიერია აშკარად, 5-ე კალათიდანაც ალბათ კვიპროსი ყველაზე ძლიერი შეგვხვდა, ჰალანდი კარგია სიტიში, სადაც მეკარესთან პირისპირ ტოვებენ დე ბრუინი და კამპანია, ნორვეგიას კი არ ჰყავს მასეთი შემსრულებლები და თვითონ ჰალანდიც შემქმნელი არ არის,უფრო გამტანია, ამიტომ არ ღირს ნორვეგიასთან შიშით თამაში, ჩემი აზრით შეიძლება მეორე ადგილზე ფიქრი, ფიზიკური მომზადება მაშინებს ჩვენი ნაკრებისა, არ არიან მიჩვეულები 90 წუთიან მატჩებს ყველანი. ეხლა გამოჩნდება სანიოლი როგორი მწვრთნელია და რეალურად რას წარმოადგენს ჩვენი ნაკრები

• Gia

Shotlandia da kipri kaia,norvegia didi araferi,espanettan tamashi gamogvdis,ase ro varessi sheidzleboda.tan qecbas gasvlas veravin mostxovs da chven dagvexmareba sxvebs qulebi daaxios.

• G.A.L.

კარგი საყრდენი გვინდა და თამაში ყველასთან შეიძლება! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!

• Givi

Dato norvegiastan rogor ar gvitamashia tanac samjer da kvela wavaget...gansakutrebit mwared maxsovs saxlshi 0-4 vagebdit naxevar saatshi mashin stadionze vikavi da koshmari iko pirdapir...solskiaeri da flo kavdat mashin...

• ქომაგი

აუ რა მაგრა მეწყინა რაა,ბოლო დღეებში ამაზე ხაან არაფერი გამტყდომია :(

• Gurami

ბაალტიის ქვეყნები რატომ არ არიან?

• თემო

როგორ ვერ ვიტან, როცა წინასწარ განვეწყობით პესიმისტურად! ბოლოსდაბოლოს არ მოგვბეზრდა, ფარერებთან და ეგეთ დაბალ გუნდებთან თამაში? დროა დავიწყოთ შებრძოლება ნორმალურ გუნდებთან და გამოვცადოთ ჩვენი შესაძლებლობა, ხოდა ტყვილად და შემთხვევით არაფერი ხდება! მჯერა ჩვენი ბიჭების, მაგრად მოემზადებიან და გამოცდასაც მაგრად ჩააბარებენ!

• კახა

მშვენიერი ჯგუფია ქეცბაიას გამოკლებით, ვის არ მოგწონთ ესპანეთიც კი დაღმასვლას განიცდის რათქმაუნდა არა იმ დონეზე რომ ჯგუფს ვერ მოიგებს მაგრამ ქულაც რომ დავაკარგინოთ წარმატებაა დანარჩენებთან ყველასთან შეიძლება თამაში უბრალოდ საცოდაობა იქნება ქეცბაისთანა პატრიოტმა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა კაცმა რაღაცით ხელი რომ შეგვიშალოს თბილისში ისედაც არ უყვართ პირდაპირობის გამო და მერე ხომ მთლად გაწირავენ. მიდი მაინც უნდა მოვიგოთ.

• Მახვში

ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ჯგუფია, არა სასურველი მაგრამ საბრძოლველად და გამოცდილებისთვის კარგი ჯგუფია... კარგია რომ 5 გუნდიან ჯგუფში ვართ, ამხანაგურები ახალი სახეების მოსაძიებლად და გუნდთან შესათამაშებლად მშვენიერი შანსია... დანარჩენს დრო გამოაჩენს, წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ეურო 2024 ჯგუფში გვენახეთ!

• დათო

მაგ გუნდების ვერ მოგება მართლა სირცხვილია, ეგ ამბიციაც თუ არ გვაქ დავანებოთ ყურებას თავი იმათმა კიდე თამაშს

• გიუშა

თურქეთი და სომხეთი ერთ ჯგუფში???

• tngh

ურთულესი ჯგუფია!!! მაინც არ ვართ უშანსოდ!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!

• გიუშა

აუუ ახლა რა გააჩერებს იმ ცხენკაცა ჰოლანდს)))

• დათო

ნორვეგიაზე ვერაფერს ვიტყვი არასდროს გვითამაშია მაგათთან, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ შოტლანდიასთან თამაში გამოგვდის ხოლმე არც ეს ესპანეთია ძველებურად დამანგრეველი მე ამ ჯგუფში არაფერს გამოვრიცხავ თუ თამაში წაგვივა მეორეზე გასვლის კარგი შანსი გვექნება თუ ბიჭებს თამაში მაგრად წაუვათ შეიძლება პირველზეც გავიდეთ(ოცნება არაა)

• გიუშა

ეს ესპანელები და სქოთები ხომ ვერ მოვიშორეთ)იბერია და რამე ჰო მარა სქოთები?!)ეს ალბათ აჭარული ჭიბონის ბრალია)))

• ბესო

არ მესმის რატომ ხართ წილისყრით უკმაყოფილო?? არც შოტლანდია და არც ნორვეგია არ თამაშობენ მსოფლიოზე ყატარში, საშუალო დონის გუნდები არიან. მასეთ გუნდებს თუ ვერ ეთამაშე ტოლ სწორად, რა ჯანდაბა გინდა ევროპაზე??! ვფიქრობ გვაქვს რეალური შანსი რომ დავიკავოთ მოერე ადგილი ესპანეთის მერე. თუ არა და ეს ძალიან კარგი შანსია გამოცდილების დაგროვების და 2024 წლის მარტში ბერძნების ან თურქების მოგება რომ შევძლოთ!

• გიუშა

ვაახ ეს /ტასო ბებიას/ კლიჩკა, რა კარგად შეარქვი, ამ ოქლაქ ჰალანდს?

• აუეეე

გასაკვირია რააა …დღეს კომპთან ხევენ ყველას ყველაფერს ვინ ფეხებია ჰოოლანდი არა და ის თამაშობს სიტიში წელიწადში 50-60 მოლიონს ღუნავს და არა 1 მილიონს…აი მერე როცა საბოლოო ცხრილში მხოლოდ 4-5 ქულა გვექნება და 4 ადგილი ზუსტად ესენი დაიწყებენ ყველაზე მეტ გინებას ვინც დღეს ყველას გლიჯავენ …))) არ შეგიძლიათ ცოტა მოკრძალებულნი იყვეთ და ასევე მოკრძალებული მოლოდინი გაიჩინოთ ..?! უბრალოდ გახეულები დარჩებით თქვენვე და მეტი არაფერი …თორემ თქვენ პაიდესაც და იმ ფარერების გუნდსაც ხევდით და რამდენჯერ დავრჩით ეგრე ………….?!

• გია

ძლიერი ჯგუფია მაგრამ ბრძოლა შეიძლება,თუ არაფერი არ გამოვიდა მაშინ ფლეიოფი და მისი ჯანი,იქ ასეთი ძლიერი გუნდები მაინც არ გვეყოლება

• Devkalioni

გეთანხმები ,კვარა ჰოლანდზე ნაკლები არაა, მთლიანად ნორვეგია კი ჩვეულებრივი მეტოქეა.

• ედენგორიიი

ვინ ყავს და ნახე ნორვეგიის ნაკრები სად თამაშობეენ

• zura222

არ ვივი რა უხარია ამ ხალხს ? რომელი გუნდია საჩუქარი ? შოტლანდიის გამოკლებით ყველაზე არასასურველი გუნდები შეგვხვდა ყველა კალათიდან @ და ის შოტლანდიაც არაა ხელწამოსაკრავი მითუმეტეს სტუმრად ! ამას პლიუს 5 გუნდიან ჯგუფში ვართ და როცა სანაკრებო ფანმჯრებში სხვებს მაგარი თამაშები ექნებათ ჩვენ ამხანაგურისთვის უნდა ვეძებოთ მეტოქეები და შევხვდებით ტრინიდადს ან პაპუა ახალ გვინეას ამხანაგურებში @@

• ნოდო

თავიდანვე ნუ ვიქნებით პესიმისტები. მთავარია გვჯეროდეს და გვინდოდეს რაღაც და აქ შეუძლებელი არაფერია, როდესაც შენ უკან საქართველოა. ეს ჯიგარი აქვს დღევანდელ ნაკრებს შემართება და მოტივაცია.

• აბაა

იმ სამ ქულასაც ქეცბა გვაჩუქებს თბილისურ თამაშში ….ვისგან იღებთ ქულებს …??? ესპანეთთან -ნოლი !!! შოტლანდიამ ჩვენ კი არა სამჯერ გადაახია ბურთი თავზე უკრაინას …ასე რომ აქაც ნოლი …ჯანდაბას 1 ქულა იყოს !!! ნორვეგიასთან ღმერთს მადლობა თუ ორივე თამაშში 0: 10 -ს არ წავაგებთ ( ვინ აჩერებს ჰოლაანდს ..? კაშია , ხოჭოლოვა თუ ვინ …??) იქ ჰოლანდის გარდა 15 ფეხბურთელი ყავთ ჩვენზე უკეთესები ნახეთ სად თამაშობენ ნორვეგიელი ფეხბურთელები …ნაპოლიც არის არსენალიც და ბევრი სხვა კიდევ და დარჩა კვიპროსი ნუუუ ქეცბა კარგი აქ მოგვცემს სამ ქულას მაგრამ იქ წაიღებს და თან ობიქტურად წაიღებს მშვენუვრად იცის ქეცბამ ჩვენი პლიუსი და უამრავი მინუსები !!! ასე რომ 3-4 ქულა …მიაწვეს ყაზახეთის და მერე საბერძნეთის დამარცხებას !!!

• Irakli

გეთანხმები, საკმაოდ დიდი ალბათობაა!

• ქართველი

რა ნაკრებში საერთოდ ვერთამაშობს ხუმრობ? 22 თამაში 21 გოლიაქ ნაკრებში. ხო ჰოლანდია ბანძი ნაკრებში და ქვილითაია მაგარი. გეგონება ვიღაც უკლასო ფეხბურთელზე საუბრობდე. ჰეტრიკს როვერ აკეთებს თამასში გუარდიოლა აკრიტიკებს უნდა გაეკეთებინაო

რა იყოთ ხალხნო! ერთმა ვერზილა "ტასო ბებიამ" უნდა შეგვაშინოს?! არავითარ შემთხვევაში!!!!!!!!!!!!! მთავარია, ჩვენი გუნდი ჟინით დაიმუხტოს და შედეგი აუცილებლად მოვა! მეორე ვერზილა ზლატანი ხომ გავაქრეთ მინდვრიდან, რომელიც მამლაყინწასავეთ დადიოდა და ყველას ისე უყურებდა, თითქოს 10-თ ნოლს მოიგებდა, მაგრამ ეგეც ხომ მოვსვით ერთ ადგილას. ასე დაემართება ამ "ტასო ბებიასაც" დამიჯერეთ!!!!!!

• დათო

მთავარია 2 გრანდი არ შეგვხვდა. თუ ევროპაზე თამაშის პრეტენზია გვაქვს, მაშინ ესპანეთის გარდა ყველას უნდა მოვუგოთ. ხოლო თუ შოტლანდიის, ნორვეგიის (თუნდაც ჰოლანდიანად) და კვიპროსის დონის გუნდებს ვერ ვუგებთ, მაშინ არც ევროპაზე გვესაქმება რამე.

• irakli81

საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ჯგუფია. თუ რამის თავი გვაქვს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. ჩემი აზრით მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

• დრო

გაიტანოს ჰოლანდმა, მთავარია ჩვენ ერთით მეტი გავიტანოთ, ნორვეგიას გაუვალი დაცვა ნამდვილად არ აქვს

• roma bejanidze

ზუსტად ყველაზე მეტად ჩვენთან გაუჭირდება ჰალანდს. იფიქრებს მაინც მოვიგებთო და გადავახევთ ბურთს თავზე. მთავარია ჩვენი მგლები ყველა ფორმაში შეხვდეს თამაშებს და დაუმარცხებელი არავინაა. ჰალანდი მაგარია სიტიში იმიტომ რომ ბურთის მიმწოდებელი ყავს. ნორვეგიაში ვინ ყავს? კიტე გვჭირდება ფორმაში მყოფი და ნახავთ ევროპაზე აქედან თუ არ გავალთ. ღმერთი ჩვენსკენ.

• 75*

სადაც კვარა თამაშობს ის გუნდი პირველზე იქნება

• ბერეკაშვილი

რისი მეშინია როცა კვარა მყავს ! რისი მეშინია როცა ჩაკვე ფორმაში შედის! რისი მეშინია როცა მამარდაა კარში? ეს იქნება კვარას ლამაზი ფეხბურთის გაბრწყინება ჰალანდის რობოტ ფეხბურთზე .. და ამას მთელი მსოფლიო ნახავს! აი ეს განწყობა მაქვს

• ქართველი

ჰოპანდ რათქმაუნდა დებრუინის ნაირი მომმრაგებელი არ ყავს ნაკრებში მაგრამ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებს. ნაკრებში 22 თამასში 21 გოლიაქ. აირავი თავიუნდა შეაკლას ჩვენმა დაცვამ მაგას თორე მაგის ფარდა როჰორც ესეთი ნორვეგია ნორმალური გუნდია. არარი ჰაი კლასი

• Rossi

მოვემზადოთ ბერძნებთან სათამაშოდ!!!

• გელა

ნამდვილად ეგრეა, საერთოდ არ შეუძლია ბურთის ფლობა, მარტო დარტყმა და სირბილი იცის.

• რა მაფიაა?

ინგლისში ხო თამაშობს ის ჩემისა და ინგლისური მარილი დავახვედროთ, სასტუმროში ვინმე შევაგზავნოთ და ყველაფერი კარგად იქნება

• ბასკი

100%

• რობი

საბა კვირკველია თუ შეძლებს რობოტ ჰოლანდის შეჩერებას უეჭველი პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გახდება :))

• ბასკი

ურთულესი ჯგუფია, არ გაგვიმართლა, რა თქმა უნდა შოტლანდიასთან მოგებაზე უნდა ვითამოშოთ და ნორვეგია ესპანეთთან ბოლომდე, ჟინით და შემართებით, დასაკარგი არაფერია, ჰალანდი ნაკრებში საერთოდ ვერ თამაშობს და ესპანეთისთვის ქულის წართმევაც არარის შეუძლებელი. წარმატებები ჩვენს ჯიგრიან ნაკრებს...

• Vai

ჩვენი ბედის… ერთი ნაღდი და ისიც ქართველის წინააღმდეგ..

• რა მაფიაა?

გაორებული შეგრძნება მაქვს, უკეთესიც შეიძლებოდა მატა უარესიც ასევე... სახლში ნორვეგისათან ჰალანდს მოულოდნელად კუჭი თუ აეშლება, საკმაოდ საბრძოლო შანსი გვექნება ვფიქრობ... ერთა ლიგის გამო წნეხიც ისეთი არ უნდა იყოს და საინტერესო საყურებელი იქნება მთელი შესარჩევი... #ForzaGeorgiaSiempre

• Გიგი

ეგ იმიტომ ვერ აჩერებენ რომ სიტიში თამაშობს თორე ვინც ნახეთ ნორვეგია დიდი არაფერი გუნდია დამიჯერეთ სერბეთს შვედეთს და უკრაინას ნამდვილად ჯობს

• las

რა კოეფიციენტი აქვს საქართველოს გასვლაზე? დღესვე დავდებ :) ნორვეგიის და შოტლანდიის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია

• მდაა

სამი ქულის აღებაც კი ამ ჯგუფში უკვე გმირობა იქნება ….ოღონდ არ დაიწყოთ ახლა ..ნაპოლი და ასე შემდეგ …ნაპოლი კი არა გადატენილი იყო გუნდი მილანის შალკეს, სიტის აიაქსის და რა ვი კიდევ რამდენი გრანდის ფეხბურთელებით მაგრამ რაა …თან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და არა ერთი კაცის გასროლაზე იყვნენ …კარგია ის რომ თურქეთი გავა პირდაპირ და საბერძნეთზე მოგება დაგვჭირდება …..არის კიდევ ორი რამ ან მწვრთნელი შეცვალონ ან ახალგაზრდები ამოწიონ პირველ ნაკრებში …უცნაური არის ის რაც უჭირს პირველ ნაკრებს საყრდენი ზონა და ფლანგების მცველები არიან ახალგაზრდულ ნაკრებში თუ 19-20 წლის კვარას დავითაშვილს, წიტაიშვილს მიქაუტაძეს ეძახდნენ პირველ ნაკრებში რატომ არ ეძახიან გაგნიძეს რომელიც კვეკვეს და გვილიას ორთავეს სჯობს რატომ არ ეძახიან გოჩოლეიშვილს რომელიც მაგარი ფლანგის მცველია …და ბოლოს ისევ ჩემი აზრით ნაკრებმა გადაასწრო უკვე სანიოლის დონეს …მეტი დონის მწვრთნელია საჭირო რომელიც მთელ გუნდს აათამაშებს და არა კვარას იღბალს დაეყრდნობა !!!!

• dato

მშვენიერი ჯგუფია ესპანეთს თუ არ ჩავთვლით დროა უკვე ნორვეგიას და შოტლანდიას დაუმტკიცით სიძლიერე ცალკე თემაა კვარაცხელია ჰალანდის დაპირისპირება და სულ ცალკეა კიდე საქართველო ქეცბაიას დაპირისპირება მაგარი სეზონი გველოდება ..პ.ს ევროპაზე გასვლას რომ ვოცნებობთ თუ ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან რამე არ დაამტკიცე მაშინ არც გასვლას აქვს აზრი .

• Givi

Mokled kenwiskrisas ar gvimarlebs...pirveli sami jgufi iko dzneli da pirdapir iq movxvdit...kidev uaresi sheidzleboda meoreshi an mesameshi rom movxvedrilikavit...

• აბო

მოვუგებთ ესპანეთსაც და პირველზე გავალთ.

• 123

მინიმუმ 5 ჯგუფი ჯობია ჩვენ ჯგუფს მარა რასვიზამთ უნდა ვიბრძოლოთ

• რონი

პირველი კითხვა რაც დამებადა ჰალანდს ვინ შეაჩერებს ჩვენი მცველებიდან??? მუტანტია ეგ ვინაა?!!! კაი ჯგუფია ბევრი ქულები დაიკარგება..ესპანეთს არ გაუხარდება ჩვენთან მოხვედრა ერთხელ კიდევ უნდა ავაყირაოთ ეგ ტიკიტაკას მიმდევრები!!! მთავარია კიტე კვარა ჩაკვე ზუკა ბუდუ ფორმაში იყვნენ და ნებისმიერთან გავლენ საბრძოლველად!!!!

• ალექს

ვინ,როგორ, რანაირად უნდა შეაჩეროს კაცმა ის მუტანტი.. მთელი დედამიწა ვერ აჩერებს

• გიო

თქვენ წარმოიდგინეთ ცხოველთან შეხვედრა უფრო არ მესიამოვნა ვიდრე ესპანეთთან))) წარმატება ჩვენ საქართველოს

• ირაკლი

იქით თუ ჰალანდი არის, აქეთ კვარაა და ვიბრძოლოთ. რატომაც არა?!

• ქ. გ.

თუ ყველა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იქნება, პირველ ადგილს დავიკავებთ. თუ თქვენ ფეხბურთი გესმით, ამას წაიკითხავთ და არ იცინებთ.

• ალექს

ამაზე უარესი ალბათ ბ და ც ჯგუფიც არ იქნებოდა.. სამწუხაროდ, საბერძნეთიც ურთულეს ჯგუფშია, პრაქტიკულად გამორიცხულია მაგათი გასვლა. თურქეთსაც არ ელის იოლი თამაშები უელსთან მაგრამ შანსი გაცილებით დიდი აქვს. მგონი ფინალში ბერძნებთან მოგვიწევს დაპირისპირება, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გველის..

• დათა თუთაშხია

მთელი ევროპა დასდევს მაგას და ვერ შეაჩერეს, ჩვენ რა უნდა ვუყოთ, რა გითხრა აბა )) უნდა ვეცადოთ იმაზე მეტი გავიტანოთ, ვიდრე ჰალანდი გაგვიტანს.

• siuu

გოოოოოლ, ჰალანდს ვნახავ დინამოზე

• ქართველი

არარი მარტივი ჯგუფი. ეს ესპანეთი ვერ მოვიშორეთ მოკლედ. შოტლანდია ნორვეგიას არაუშავს მარა ჰოლანდი უნდა შევაჩეროთ რამენაირად.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..