ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“

კრემონეზე - ნაპოლი 1:4

გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

• დავით 67

დიდი მწვრთნელი არც ახლაა.

• tngh

ხვიჩამ საუკეთესოდ ითამაშა... ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს... მას და საქართველოს ნაკრებს!!!

• გიორგი

https://www.as-goal.com ბევრ თამაშს ნახავთ. არაბულ ენაზეა თავიდან ნაწერი, მაგრამ გუგლიდან შეიძლება ენის შეცვლა.

• თემური

ფეხბურთელებს შორის ყოველთვის არის რაღაც ფორმით შური, თუმცა მე არ მგონია ხვიჩას ბურთს შეგნებულად არ აძლევდეს ვინმე, ამას სპალეტი არც დაუშვებს! ხვიჩა ამ საგოლე პასის შემდეგ (არ გაგახსენდათ ბუდუს პასი ხვიჩაზე?) უფრო დაფასდება ნაპოლის ფანებსა და თანაგუნდელებს შორის, ვიდრე თვითონ რომ გაეტანა!!! ხვიჩას თვითონ რომ დაერტყა და ვერ გაეტანა, მაშინ კი ნამდვილად არ იქნებოდა კარგ სიტუაციაში თანაგუნდელებთან! ისე პოლიტანო (ძაანაც ნუ განვსჯით!) მიხვდება ან მიახვედრებენ რა არ გააკეთა სწორად!

• გიორგი

მილიონით მართალი ხარ

• ქ. გ.

სპალეტის უნდა, რომ გუნდმა მოიგოს, და არა ინდივიდუალისტმა ფეხბურთელმა. ხვიჩამ ინდივიდუალიზმის ხარჯზე რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, სპალეტის ეს არ მოეწონება. ამიტომ ედავება იტალიელ ჟურნალისტებს და ამბობს, რომ არ არის საჭირო ხვიჩაზე ყურადღების გადატანა.

• papai

რას ნიშნავს წელსვე უფრო ძლიერ გუნდში? იტალიის ჩემპიონატის ლიდერი კლუბი არ გაკმაყოფილებთ? ან რატომ უნდა გადავიდეს ან საერთოდ ვინ გაუშვებს.. და საერთოდ ამ შეთქმულებების თეორიებით არ დაიღალეთ? კვარა იქნება ნაპოლიში რამოდენიმე წელი და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი და ლიდერი

• ქ. გ.

ხვიჩა რომ წავიდეს ნაპოლიდან, სპალეტი საშუალო იტალიელი მწვრთნელი იქნება.

• papai

რასაც ვუყურებ და წერენ სოციალურ ქსელებში უკვე სრული დილეტანტიზმია.. დიასახლისების და ახლად გამოჩეკილი ფანების სრული ანშლაგია.. რატომ პენალტს არ არტყმევინებენ, რატომ პასს არ აძლევენ, რატომ ცვლის სპალეტი, რატომ კარგად არ მიულოცეს გოლი.. ორი თვეა ხალხნო ჯერ გასული რაც ტოპლიგაშია, მხოლოდ ორიი თვე.. მოკლედ ამგვარი კომენტარებით კვარას უფრო გაუფუჭებთ საქმეს და ნეიტრალურ გაულშემატკივრის თვალში სასაცილოები აღმოვჩნდებით... ამიტომ ყველა უნდა დავმშვიდდეთ და ვაცალოთ ჩვენს ბიჭს წინსვლა. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა

• ubralodkaci

გეთანხმები 100%-ით! ყველაფერი სწორად ვითარდება ხვიჩას გარშემო ნაპოლიში! სპალეტიც ნელნელა აჩვევს გუნდსაც და ხვიჩასაც, რომ კვარა ამ გუნდის უპირობო ლიდერი გახდეს! და ჩვენ არ გვინდა აქ რამე შეთქმულების თეორიების მოგონება, რომ ვითომ ხვიჩას რამეში ჩაგრავენ! ფეხბურთი არის გუნდური თამაში და მწვრთნელმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რომ სწორედაც მთელი გუნდისგან მიიღოს შედეგი! FORZA KVARA! FORZA NAPOLI!

• mirosan

არავითარი სუბიექტური! სწორად ამჩნევ ძმა, მეც მაგას ვუყურებ და გუშინდელი თამაში იყო მაგის აპოთეოზი...იმენნა ჺშკარად არ აძლევდენ პასს, მარჯვენა ფლანგიდან იწყებდენ სულ შეტევას და ჩემი ფეხებიც გამოსდიოდათ ვიდრე კვარა არ გადავიდა მარჯვნივ და პენალტი არ გააკეთა

• ტატო

ხვიჩა და ლუჩანო სპალეტი ერთად ქმნიან ნაპოლის მსოფლიო ისტორიას გეტყვით პირდაპირ, რომ ნაპოლის თამაში შედგება ორი აქტისაგან - მოედანზე, და ეს ხილული ნაწილია და მოედნის მიღმა. ხვიჩა და სპალეტი ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და უხილავი ძაფით არიან გადაბმულნი ერთმანეთთან უკდურესად ზემოტივირებული მოთამაშეებით დაკომფლექტებულ ნაპოლიში. ამის უგულვებელყოფა ნებისმიერ მწვრთნელს დაამხობს და გუნდთან დააპირისპირებს. ის რასაც ჩვენ მოედანზე ვხედავთ სპალეტის ჯადოსნური შემოქმედების საოცრებაა, მისი გადაწყვეტილებები მაყურებლისათვის შეუმჩნევლად გასახდელის ფაქტორით აიხსნება. ის აგებს დიდ გუნდს ურთულეს ვითარებაში, თუმცა ეს ნამდვილად არ ჩანს შეიარაღებული თვალით - შესანიშნავი მოთამშეები დაფრინავენ მოედანზე და ბდღვნიან ყველაფერს. მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო საინეტერესოა და ამავე დროს რთული... მწვრთნელი ხვიჩას ფრთხილად, დელიკატურად ამზადებს უპირობო ლიდერად აღიარებისათვის იმ მოთამაშეთა ანსამბლში, რომლებიც ამ ეტაპზე ამისათვის მზად არ არიან. ეს უაღრესად საინტერესო გზა იქნება, რომელიც ხვიჩას ამ ეტაპზე მსოფლიოში მართლაც ერთ ერთ საუკეთესო ფეხბერთულად აქცევს, რომელიც მოედანზე ერთდორულად თამაშობს წამყვან როლს ჩრდილშიც და მოვლენათა ეპიცენტრშიც - ასეთი რთული გზა ცოტა ვინმეს თუ გაუვლია. გუშინდელი მატჩი კრემონეზესთან სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ეტაპური და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ხვიჩას ყველაზე დასამახსოვრებელი გოლები და დრიბლინგი - ეს ყველაფერი ისედაც მისია. სპალეტი, დარწმუნებული ვარ ძალიან კმაყოფილი იყო. თუმცა გარდატეხისათვის არც ეს იქნება საკმარისი - სულ ცოტა მოთმინება და იღბალი და ეს დრო ძალიან ახლოა. ასე რომ ხვიჩას გაცილებით მეტი სირთულის დაძლევა უწევს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და სპალეტი მისი მთავარი მფარველი და მოკავშირეა - მისი კრიტიკა, ხვიჩას შეცვლა, თამაშის დროს მითითებები და კვარა-კვარა შეძახილი ამ ლატენტური (შენიღბული) სქემის ნაწილია ნაპოლის წინ ურთულესი გზა ელის და თუ ამ ტამდემა ყველა რიფის დაძლევა მოახერხა ეს გუნდი თანამედროვე ფეხბურთის ახალ ისტორიას შექმნის ასე რომ უყურედ კავარას თამაშს სწორად და უფრო დააფასებთ მასში საოცრად დიდ ნიჭს და მომავალს! Forza Kvara!!! Faorza Milan! Auguri Luciano !

• gio

ხვიჩა შენ გაიხარე, დარწმუნებული ვარ წელსვე ვიხილავთ უფრო ძლიერ გუნდში. პოლიტანო ერთი საშუალო დონეზე დაბალი ფეხბურთელია და მარიაჟა ტიპი. არ ღირს მასზე ყურადღების მიქცევა. ნაპოლის რომ ხვიჩას გარეშე გაუჭირდებას ეს ჩვენზე კარგად იცის სპალეტიმ. ვერ ჩააქრობს ხვიჩაში ვერავინ დიდ ფეხბბურეთელს, სულ ცოტა მოთმინება გვმართებს და ყველაფერი მაგრად იქნება. ამ პატარა ბიჭმა რაც გააკეთა ის დასაფასებელია. გაგვაგიჟა მთელი ქვეყანა, ის ჩვენი საგანძურია. გაიხარე ხვიჩა.

• გია

მინდორზე მეორე ქართველი ლოჩოშვილიც იყო იმაზე რატომ არაფერს ამბობთ.

• ქ. გ.

ნიჭიერი ბევრი იყო. ასეთი ფეხბურთელი კი პირველად გვყავს: ნიჭი + შრომა + მებრძოლი + პსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძლიერი. მოედანზე მოსაგებად გადის როგორც გმირი მეომარი. აიაქსთან მძიმე ტრავმა რომ მიაყენეს, გაბრაზდა, გოლი გაიტანა, და მხოლოდ გოლის გატანის შემდეგ მოითხოვა შეცვლა.

• Semi

რა ჩაიხვიეთ ეს პენალტი ხვიჩამ დაარტყას, პენალტი ხვიჩამ დაარტყას. მწვრთნელი წყვეტს და ალბათ პოლიტანო უკეთ ასრულებს ხო? ან რა ჯნდაბდ გინდთ ეს პენალტები, ხვიჩამ თშიდან შეყაროს და პოლიტანოს ასე უქნია 20 პენლტი შეაგდოს. მესი არ ურტყავდა პენალტებს თავიდან და რა ტრაგედიას ქმნით.

• Napoli

ზუსტად მაგაშია საქმე გუნდში უხერხულია ვითარება როცა მთელი ნეაპოლი ხვიჩაზე გიჟდება მარტო, არადა არიან ფეხბურთელები რომელთა არდაფასება არ შეიძლება და სპალეტი ცდილობს დააბალანსოს სიტუაცია არაფერს ცუდს არ აკეთებს, ხვიჩა თვითონაც მაგრად უქია მარა ხალხს უნდა შეახსენოს რომ სხვებსაც პატივი სცენ. მარტო ხვიჩას გუნდი ნაღდად ვერ იქნება ნაპოლი თუნდაც მესი იყოს, აი ზუსტად ბარსაში არ გახსოვთ როგორ იყო მესი? კი მესიმანია ყოველთვის იყო მაგრამ ბარსას დანარჩენი ფეხბურთელებიც მაგრად იყვნენ აღიარებული ხალხში ხავი და ინიესტა კი არა ბუსკეტსი რომ ბუსკეტსია ეგეც ლეგენდად ითვლება დღემდე. ნეაპოლელებს ეს ეშლებათ და მართალია სპალეტი, აი ნაპოლი უნდა იყოს ზუსტად ბარსას ნაირი გუნდი და ეგ იქნება საჩემპიონო გუნდი

ვინ გითხრა რომ სპალეტისგან აქვს დავალებული

• MJ.

ლოზანოზე დაიწყეს ბოლო დროს იუტუბში წავიდესო რას აკეთებსო ბედნიერი არ არიო ნაპოლიში თვითონ მექსიკელებიც აყრიდნენ კრიტიკას მაგარს და მოკლედ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო ლოზანოსთვის. ლოზანო მაგარი მოთამაშეა მექსიკელია ეგ კიდე გაიხსნება და მაგარი იქნება. ძალიან დიდი რესურსი აქვს ნაპოლის იქით სიმეონე ბევრი ტალანტი ერთად ყავს. ყველაზე მაგარი კაიფი ის არის ოსიმენი ისვენებს ჯერ და მაგგის გარეშე რეებს აკეთებენ, უცხოელებიც მაგაზე ღადაობენ ლივერპულის განადგურების მერე მაგალითად ბიჭო ოსიმენის გარეშე რა უქნესო და ის რომ დაბრუნდება მერე რა იქნებაო საერთოდ. შეიძლება ჩემპიონობას მართლა ხელი გამოკრან

• nika

მადლობა არ გამოუხატავს და ეტყობა, მაგაზე დაწერეს

• Las

ხვიჩა არ ყავდეთ ეხლა 10 ეული სანატრელი ექნებოდად. უნამუსოები პენალს როგორ არ არტყმევინებენ

• სიმართლე

ხვიჩას ფასსმა გუნდში ათასჯერ აიწია, ლოზანოს პატივისცემისთვის, პოლიტანოს ფასმა კი პლინტუსს ქვემოთ დაყვინა, გაბძენძილი ნაგავი

• gori

ეს საგოლე პასი, გოლს სჯობდა ასჯერ, ყველა ხვიჩას ულოცავს თუ დააკვირდებით, თავად ლოზანო გადაირია სიხარულით, მაგას ასი წელი არ დაივიწყებს განსხვავებით უვარგისი პოლიტანოსგან, ესე სჯობდა ხვიჩა , საღოლ

• დავით 67

ვერ ვხვდები პოლიტანოსთან რა გინდათ? მას სპალიტისგან აქვს დავალებული რომ პენალტი მან დაარტყას. რაც მთავარია ხვიჩა დღითი დღე უკეთესი ხდება. ნუ გშურთ პოლიტანოსი. ის საშუალოზე დაბალი ფეხბურთელია. ოსიმენი რომ გამოჯანმთელდება, მას მოუწევს სკამზე დაჯდომა.

• ქ. გ.

არ არის პოლიტანოსთვის პენალტისტობა სამუდამოდ გარანტირებული. ადრე თუ გვიან პოლიტანო გააფუჭებს თერთმეტმეტრიანს, და ხვიჩა გახდება პენალტისტი.

• ჯუჯი

გუნდმა სუსტად ითამაშა,მაგრამ ხვიჩამ მაინც გააკეთა თავისი საქმე.ბრავო!!!

• kaxa

მარიო რუის, არასდროს აუტიდან ხვიჩასთვის პასი არა აქვს მიცემული და არც ისე იკლავს თავს, დავიჯერო სპალეტი ბრმაა?????????? მაინც სასიკეთოდ დაუბრუნდება ხვიჩას ყველაფერი. ვინც ითმენს - ის იგებს...........

• სტალინი

ლოზანომ მადლობა ისე გამოუხატა ხვიჩას, მე ვინერვიულე მის მაგივრად და ეს ქაჯი პოლიტანო ხვიჩას ხარჯზე ლამის ბომბარდირი გახდეს და იბრიქება ,,, -ვით. დაუფასდება ასად ხვიჩას სწორი საქციელი

• ვიდეო

მე იუთუბებში ვერ ვერკვევი და ვინც ერკვევით ან შეგიძლიათ მიმართოთ იმას ვინც ამას კარგად აკეთებს ან სულაც იმათ ვისაც ბევრი გამომწერი ყავთ საერთაშორისო ანალიტიკოსებს, რომ გააკეთონ თამაშის ვიდეოები თავისი ხაზებით და დეტალური ანალიზით, რათა საჭირო ყურადღება მიექცეს ხვიჩას რამდენიმე კოლეგის არაკოლეგიალურ საქციელს. დღეს სპეციალურად განსაკუთრებით ვაკვირდებოდი და ხვიჩას მიმართულებით არც კი იყურებოდნენ. არა მარტო დღეს თან. ან მე ვარ ინტრიგანი და მაგ გუნდის ჩუმ ჩანაფიქრებს ვერ ვხვდები ან ფეხბურთი სართოდ არ მესმის ან მართალი ვარ(თ) რომ ზოგზოგიერთი მისი კოლეგა-დამრიგებელი მაგრად მაიმუნობენ.

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

როგორ ჩანს მარცხენა მხარეს ხვიჩაზე გადატანილი ყურადღების გამო ნაპოლი სულ მარჯვნიდან უტევდა და მანამ არაფერი გამოუვიდათ, სანა ჩვიჩაც მარჯვნივ არ გადავიდა. მართალია ბურთს არ აძლევდნენ მაგრამ მაინც მან გააკეთა ყველაზე მეტი.წარმატებები ჩვენს მაგარ კაცსს.

• Soso

ამ პოლიტანოს ცოტა ში… ხომ არ აქვს კვარას მოპოვებული პენალტებზე გიჯივით რომ დარბის თითქოს წლის გოლი გაეტანოს ავტორთან მაინც მიდი. კვარა ისეთი იყო როგორიც უნდა იყოს მაღალი დონის ფეხბურთელი ყოველ თამაშზე უფრო დახვეწილი და შედეგიანი არი

• გულშემატკივარი

ხვიჩა აკეთებს თითქმის ყველა თამაშს, დავწერე პასს არ აძძლევენთქო და ამიკლეს, მაგრამ რეალობა ეგაა, მარცხენა ფლაგზე ბურთი არ გადააქვთ, პოლიტანო კიდე ან მადლობა მოუხადე ან რამით გამოხატე, და კიდე სპალეტი თუ ასეთი მაგარი იყო ამდენი წელი რა მოიგო ან პასს რომ არ აძლევენ ვერ ხედავს ჭურში ზის? ყველა თამაშს ხვიჩა ვერ მოიგებს, კვარაცხელიას დაიგნორებით რას მოიგებენ ნახავენ, ნაპოლი ასე ვერ გააგრძელებებს, ძალიან უჭირთ შეტევა კვარას გარეშე...

• ნაღდია

ერთ მომენტში ლობოტკამ ბურთი რომ დაითრია, დემონსტრატიულად ხვიჩას ფლანგზე გადაიწია და პირდაპირ ხვიჩასკენ წავიდა და პასი გაუკეთა, მომეჩვენა, რომ თითქოს პროტესტი გამოუთქვა იმ სასტავს, ვინც ხვიჩას აიგნორებდა. პ.ს. რაც მე დღეს პოლიტანოს ვაგინე, ხვიჩას გამო არა, დაბალი კლასის გამო. ეგ მგონი ყველაზე სუსტია ამ ნაპოლიში.

• ეს პ-ბი

მანამდე სილქიც გადასცემდა ნაპოლის თამაშებს, ახლა აჭარა 1 მაგივრად სეტანტა 3 დაამატეს ფასიანად პაკეტად, სილქი საერთოდ აღარ აჩვენებს?! ფუჰ მართლა რა.

• ზურა

მე მაინც მგონია რომ ტოპკლუბი უფრო იყიდის, ბარსელონას მაგის თავი სად ექნება ან ხვიჩას რატო ენდომება?!

• დათო

ჯერ ერთი , ნაპოლი არაა სოფლის გუნდი, რამოდენიმე მაგარ ფეხბურთს თამაშობს ამ სეზონში, ლობოტკა , ჟელინსკი, ანგისა, და კიმ, რაც ცოტა არაა ასევე ოსიმენი, როცა დაბრუნდება, მეორე არ აძლევენ ასე არაა, უბრალოდ რო ნახეს ხვიჩა ძალა და ხომ ხედავთ მუდმივად დასდევს ერთი და მეორე ცდილობს ზონები დაუკეტოს ასეთ დროს პასის მიცემასაც დიდი აზრი არააქვს როგორც კი გადმოიწევს ცენტრში ან მარჯვნივ ეგრევე ქმნის მომენტს, პატარაა მაინც, სპალეტი ცდილობს დააბალანსოს გუნდში სიტუაცია როცა ასეთი აჟიოტაჟი იქმნება გუნდში ახალ მოსულ ფეხბურთელზე ამან შეიძლება მართლა შექმნას გუნდში არაჯანსაღი ვითარება ესაა და ეს, ყველაფერი კარგადაა, მთავარია ასე უნდა გააგრძელოს ხვიჩამ, სუპერ ბიჭი გვყავს

• ჯონი

მაგის დედა …

• ჯონი

ბოდიშით მაგრამ ამ პოლიტანოს დედა.... მადლობაც რომ არ იცის!

• gulshematkivari0703

ნაპოლის თამაშებს სულ მოუთმენლად ველოდები. დღეებს,საათებს,წუთებსა და წამებს ვითვლი როცა თამაში იწყება. მთელი თამაშის განმავლობაში პულსი გაორმაგებული მაქვს. ხვიჩა, შენ ხარ კაშკაშა - ამომავალი (სუპერ) ვარსკვლავი! ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებას გვიფერადებ...

• ზურა

პოლიტანოს საქციელი მეც თვალში მხვდება. მალე მიყენდება ადგილზე თუ ამას სპეციალურად აკეთებს.

• გიორგი

მე მგონია რომ ხვიჩა სწავლობს სპალეტისგან და უფრო ეფექტური ხდება, მისი გავლენა თამაშზე თუნდაც იმ საგოლე პასით მარტო იზრდება. იზრდება კვარა როგორც მოთამაშე. თვითონაც ამბობს საზღვარი არ გამაჩნიაო. ღმერთი მისკენ და ჩვენსკენ!

• ბაჩი

მე კი ვფიქრობ კვარას მიმართ არ გაკეთებული პასებიც მის ზედმეტად არ გადატვირთვას ნიშნავს რადგან წინა თამაშზე ძლივს გადაურჩა მძიმე ტრავმას,ვფიქრობ ეს მწვრთნელის დავალებაა რადგან ხვიჩა დაზღვეული იყოს ზედმეტი დარტყმებისგან,როცა გუნდი იგრძნობს როდის უნდა გამოიყენოს კვარა აი ზუსტად იმ დროს გაკეთდეს მასზე პასი და სწორედ ასეც მოხდა დღეს და წინებზეც ასე იყო,ეს უბრალოდ ჩემი აზრია,არ არის აუცილებელი ვინმემ გაიზიაროს...

• გიორგი

აი, ძალიან მაგარი ბიჭია რა, ვენაცვალე!

• T.q

მე ვფიქრობ პოლიტანო კვარას აიგნორებს და კისერს მოიტეხავს მაგის გამო!

• 100%

კიდევ ერთი თამაში გააკეთა, კვარაცხელიამ.

• მეგრელი

შენი ვერ გავიგე. ტოპ კლუბი იყიდის თუ ბარსელონა? )))

• ლაშა

კვარასთვის რომ მეყურებინა ჩავრთე სეტანტა, სეტანტა 1, სეტანტა 2 , 3,4,5, 37 და სეტანტა 48 ზე რატომ აჩვენებთ ნაპოლის თამაშებს. ტეხავს უბრალოდ, კვარა გაგა გუგუს რო გაიძახით და ამ დროს ასეთ რაღაცას კადრულობთ. ასეთი ბინძური ხელის მოთბობა რა უბედურებაა, აყურებინეთ ხალხს თამაში მაინცდამაინც ბილეთის ფასი ხოარ უნდა გადაახდევინოთ.

• რონი

კაი ნერვები ჰქონია ხვიჩას მე მის ადგილას პოლიტანოს და რუის შუაზე გავხევდი!!! აშკარად ჩანს რომ ბევრი ფეხბურთელი ძალით უკეთებს იგნორს... რეალში თითქმის ყველა შეტევა ვინიზე მოდის ნაპოლიში პირიქით საუკეთესო ფეხბურთელის ასეთი იგნორი გაგონილა? რაც ჩანს ხვიჩას კორეელთან აქცს კარგი ურთიერთობა კაპიტანთან ანგისასთან და სიმეონესთან სხვა ფეხბურთელები ისეთ იგნორს უკეთებენ სპალეტის თვალები სად აქვს ამას აქედან ვხედავთ ამდენი ხალხი და ის ადგილზე ვერ ხედავს? ან ქართველი ჟურნალისტი ვიღაც ხოა კითხვებს რო უსვამს ხოლმე მაგ თემაზე კითხოს რამე დებილობებს რო ეკითხება!!!! გუნდის ლიდერის ასეთი იგნორი დაუშვებელია!!!!!!!

• ზაზა

ესეც ასეე ხვიჩა ყოველ თამაშზე ამტკიცებს რომ ნაპოლის ლიდერია და თამაშის ბედსაც წყვეტს უფრო მეტიც უკვე მგონია რომ ის საერთოდაც ერთ ერთი საუკეთესოა ყველას შორის!!!

დღეს ყველას გვეგონა, რომ დაასვენებდნენ და სრული მატჩი დატოვა. ბიჭი მძიმე ტრავმას ბეწვზე გადაურჩა წინა თამაშზე და სადღაც მომდევნო მატჩებზე მაინც დაასვენოს იქნებ. გადაიწვება ასე ცოდოა. რამდენი ხანია არ დაუსვენია

• Charley

სიტყვები ზედმეტია ლიმონივით გამოწურულ გადაღლილი და მაინც მთავარი შემოქმედი კვარა ყველაზე კრიტიკულ წუთებში ნაპოლისთვის. გავა დრო და კვარაზე იტყვიან ასეთი ფეხბურთელები აღარ არსებობენო.

• G.LA.

ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️

• G.LA.

ორი გოლი ხვიჩამ შექმნა და მაგაზე აშკარა რაღა უნდა იყოს? ბრავო ხვიჩა. ❤️

• ვოოტ

სასტიკად არ ვიზიარებ იმ ე.წ.მოსაზრებას, რომ ხვიჩას გარეშე ნაპოლი სოფლის გუნდია და ა.შ. მაგრამ მის გარეშე დღეს ნაპოლი არ იყო ამ თამაშის მომგები... ასევე სასტიკად არ ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ სპალეტი ცუდი მწვრთნელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმდენი ეწუწუნა კოლექტიურობაზე და გუნდურობაზე, რომ ახლა ხვიჩას გარდა ყველა კარში დარტყმაზე ფიქრობს... თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ამით არაფერს კარგავს, პირიქით....

• თერჯოლელი

გეთანხმებით,ნაპოლის ძალიან გაუჭირდება თამაშების მოგება კვარას გარეშე,ეს აქსიომაა და მან ეს მრავალჯერ დააუმტკიცა მავანთ,თუნდაც დღევანდელ მატჩში,ნაღდი პროფესიონალია,ჭკვიანია და მგელმუხლაა. უფალი შეგეწიოს ბაბუ,შენს ჭკუაგონებას და ფეხებს ვენაცვალე. ღმერთო!დაიფარე და დაიცვე ეს ბიჭი:ავისაგან,ბოროტისაგან,ეშმაკის მოსწრაფებისაგან,ცოდვებში დაცემისაგან,ყველგან გამარჯვებები აზეიმე,დიდი საფეხბურთო მწვერვალები დააპყრობინე,საქართველოს სადიდებლად და მოყვასის გასახარად ამინ!

• dato

ვითომ სპორტული საიტი ხართ ძაან ჩამორჩენილი,დღეს ჩაკვე განაცხადშიც არ იკო 3 დGის უკან ტრამვა მიიგო არც მოგიკითხიათ ციტაიშვილმა გოლი შეაგდო მაინც დაცერეთ რამე

• კახაბერი

ხალხო, მარიო რუი ხაზგასმით არ აძლევდა პასებს, მარჯვნივ გადაქონდა ყოველთვის და იმიტომაც უჭირდათ მერე. მარიოსნაირი არარაობაა პოლიტანოც, უკვე მეორე შემთხვევაა ხვიჩას მოპოვებული პენალტის შენდეგ გოლის აღნიშვნისას ხვიჩას არ იკარებს და თავის პატარა კაცობას უსვამს ხაზს. ეს ჩემი პირველი კომენტარია, უსამართლობა და შური რა საშინელი სანახავია. დღეს ივერიის ღვთისმშობლობაა და ჩვენს სუფთა ბიჭს შეეწიოს დედაღვთისა.

• იოსებ

Magaria xvicha ori azri araa magram pasebs iavnad ar adzleven mteli tamashi nervebi damawyda ese ar sheileba rodemde unda iyos lodinis rejimshi tvitonac igruzeba emchneoda magram ar gamoxatavs egac magis profesionalizmze metyvelebs warmatebebi

• ბექა

ბრავო ხვიჩა, ბრავო, ერთი დიდი სიამოვნებაა შენი თამაშის ყურება. მადლობა ამ ემოციებისთვის. როგორ ველოდები სპალეტი რას იტყვის, სულ პასის არ გაკეთების გამო გაკრიტიკებს და ახლა თუ სხვა რაღაც მოიფიქრაა, ვაიი:დ აბა შენ იცი ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება. უფალი შენსკენ კარგო ადამიანო

• Semi

თამაშიდან თამაშამდე იზრდება ხვიჩას სარგებლიანობა. მთელი სიძლიერით სეზონის მეორე ნახევარში წარმოგვიდგება, როცა ბოლომდე შეთამაშდება გუნდთან და ფორმას აკრეფს. ეს ზღაპრული სტარტია და ასეც გაგრძელდება ხვიჩა კარიერა.

• Givi

Xvicha roca saxifato xdeba tamashis bolos kontrshetevebze zustad mashin cvlis spaleti,dgesac shemtxvevit datova da ager shedegic 1-2 magivrad 1-4...erti is aris cudi rom codoa kremoneze at gavardes lochos cudat ar utamashia nagdat...

• სპალეტის

ლუჩიანო კიდე კვარა კვარას რო გაყვირი მთელი თამაში, ანგისამ ითამაშა გუნდურად რასპადორიმ თუ პოლიტინომ? კიდე კაი არ შეცვალე კვარა. ხო მოათავა თამაში ?

• ქომაგი

ამ მანუელ რუის დაგინებული აქვს, რომ პასი არ მისცეს? ზანგიც მაგ ჭკუაზე იყო, დომბელეა თუ ვინცხაა. რა ბალაგანია, მწვრთნელი ამას არ უნდა ხედავდეს? მართლა სოფლის გუნდია კვარას გარეშე და კიდევაც იქნება მომავალი ზაფხულიდან. უპასოდ ამდენ სირბილს ეს ანგელოზივით კაციც არ აიტანს. პასი - არა, თავისი მოპოვებული პენალტი და ჯარიმა - არა, ვირის მუშაა ტო? თან პოლიტანო მადლიერებასაც კი არ გამოხატავს ამ დარმავოი გოლებისთვის, თავისი თავი ჰგონია გმირი და ერთხელ თვითონაც მოეპოვებინა, ტყვილა რომ დარბის. ეგენი ყველანი საშუალო ევროპული დონის ვარსკვლავებია და ერთი კვარაა მანდ მეგავარსკვლავი, ან დროზე შეიგნებენ და წარმატებებს მიაღწევენ, ან შეიგნებენ, როცა ის - რეალში, ნაპოლი კი რუბინივით ტრაკში იქნება.

ეს სეზონი თუ ამ ტემპით დაასრულა 99% ახალ სეზონს ტოპ კლუბში დაიწყებს. ჩემი აზრით ბარსელონა იყიდის.

• კახა ქ.

რა დღეშია ეს სოფლის გუნდი......მე წარმომიდგენია ქალაქის გუნდი რას იზამს,სოფლის გუნდი რომ ასე თამაშობს.

• იბერია

4-1 მოგების მიუხედავად ვინც თამაშ უყურა ალბათ გაიზიარებს იმ აზრს რომ ნაპოლის შეტევაში თამაში არ ჰქონია.მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს მაგრამ ისიც ყველამ ნახა რომ გუნდმა საერთოდ უარი თქვა მარცხენა ფლანგზე. არ ავყოლილვარ საერთო მღელვარებას მასზედ რომ სპალეტი "ჩაგრავდა" კვარას - მეტიც ვიძახდი რომ გადაჭარბებული ყურადღებისაგან იცავდა მაგრამ დღეს არათუ მარცხენა ფლანგის გათიშვა არამედ სრული იგნორი იყო კვარაცხელიას მიმარტებით. არ ვიცი, შეიძლება ვცდები. რთულია მწვრთნელი გააკრიტიკო როდესაც გუნდი ასე მუსრს ავკებს ყველას მაგრამ ყველაფერი ასე ტკბილად ვერ გაგრძელდება. სადღაც ჩავარდნა იქნება და სპალეტის მოუწევს პასუხის გაცემა იმაზე თუ რატომ ხდება გუნდის ნათელი წერტილის მიბულინგება. საერთიდ რაღაც შთაბეჭდილება იქმნება ისეთი რომ ახლები და ძველები რაღაცას ვერ იყიფრნ ამ გუნდში. რაც ჩანს მოედანზე არი ის რომ კვარას მიმართ თბილ დამოკიდებულრბას სიმეონე და ანგისა იჩენენ. ვნახოთ, შეიძლება უბრალოდ არასწორი დაკვირვრბაა სუბიექტური მიდგომიდან გამომდინარე

• ქომაგი

აშკარად პას არ აძლევდნენ უკმაყოფილობას გათქვამდა ხვიჩაც მოდენზე მაიც მარტო გაკეთა გასაკეთებელი ბრაო ხვიჩა ეგრე გაგძელე ხვიჩას გარეშე ნაპოლი არ ივარგებს ეს დხესაც დამტკიცა წარმატებები ჩვენო ლომო

• zurabi

ყოჩაღ კვარას ის რომ მოედანზეა დიდი უპირატესობა ექმნება ნაპოლის მოვა დრო პენალტსაც და ჯარიმებსაც ხვიჩა დაარტყამს ნაპოლიში თუ არა რეალში ან ლივერპულში ან სულაც ბაიერნში .

• zaza

ბრავო კვარა მაგრად ითამაშა, თამაშის ბოლოს რა სიჩქარე განავითარა! არ მიდიოდა მარცხვნივ თამაში ეგრევე შევარდა მარჯვნივ და პენალტი, მერე რა სისწრაფით შევარდა და როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს ეკადრება ისე ითამაშა ორი ერთზე მეკარესთან პასი უნდა გააკეთო, უეჭველი გოლია.

• გია

კარგად რომ ითამაშა აღარაა სიახლე. მიგვაჩვია. კარგი ის მოხდა რომ შეცვლას უპირებდნენ.მაგრამ მცველი შესაცვლელი გახდა და გადაიფიქრა სპალეტიმ. ხვიჩამ კი საგოლე დახატა და თამაში დაამთავრა.

• Felisio

არ ვიცი ეს ჩანაფიქრი იყო თუ რა მაგრამ მთელი თამაში არ ტვირთავდნენ ხვიჩას ფლანგს. პენალტიც მეორე ფლანგზე გადასვლის დროს მოიპოვა.

• ალექს

სულ რამოდენიმეჯერ მისცეს პასი მთელი თამაში და შედეგი: საგოლე პასი, პენალტი, რამდენიმე ჯარიმა და წესით კიდევ ერთი გოლიც უნდა შეეგდოთ მისი პასით. ასევე- ზიელინსკი ნამდვილად ქმნის დიდ განსხვავებას, ძრავა და ტვინია გუნდის

• ჯონი

ეს ბიჭი ჩვენი საგანძურია !!!! პასებს არ აძლევენ მაგრამ თავის საქმეს 5 ასრულებს. ბრავო ხვიჩა!!!

• მამუკა

მგელია რა ეს ბიჭი, ნაპოლი რომ თამაშობს სამსახური მიცდება

• ზურაბ

გაიხარე ხვიჩა. კვარა ერთ გუნდს უდრის.

• ზურა

აი ეს იყო 100% საგოლე პასი და ამით ხვიჩამ დაუმტკიცა მთელ გუნდს, რომ გუნდური მოთამაშეა. კვარაცხელიას გარეშე ნაპოლის ნებისმიერი თამაშის მოგება გაუჭირდება. ხვიჩა იძლევა უპირატესობას, ძაან აშკარად ჩანს ეს

• გულშემატკივარი

უმაგრესი ბიჭი გვყავს!!! ჩვენი სუპერ ვარსკვლავი!!! ყოჩაღ!!! წინსვლა და წარმატებები!!! უფალი გფარავდეს!!!

• რრრ

ხვიჩას წარმატებები, მარა წიტაიშვოლმა. როგორც იქნა გაიტანა და მაგაზეც დაწერე რამე.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს

ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო

საუკეთესო ლოჩოშვილი და "ნიურნბერგის" პირველი ქულა

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" თასზე რეგიონული ლიგის გუნდთან დამარცხდა

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" პირველ ტურში მარცხი განიცადა

შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..