არ ვიცი ზუსტად როგორ დაგვწყევლეს ან რისთვის გვსჯიან ფეხბურთის ღმერთები, მაგრამ როცა ჩვენი ნაკრების ამდენხნიან წვალებასა და ამაო გარჯაზე ვფიქრობ, ყველაზე ხშირად სიზიფეს მითი მახსენდება. ჰომეროსი გვიამბობს რომ კორინთის მეფე, სიზიფე ღმერთებმა მძიმე დანაშაულისთვის დასაჯეს, ჰადესთან გაგზავნეს და უზარმაზარი ლოდის მთის წვერზე ატანა დაავალეს. სიზიფე ეჭიდება ლოდს, მთელი ძალით ცდილობს, აწვება, მაგრამ ყოველ ჯერზე ლოდი შუა გზიდან ქვევით უგორდება და ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს. ასეა, დაუსრულებლად..

ჩვენც სიზიფეს მდგომარეობაში ვართ. ჯვაროსნებმა უკვე თოთხმეტ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს და ყოველ ჯერზე წარუმატებლად. ვიწყებთ, არ გამოგვდის, ისევ თავიდან ვიწყებთ, ისევ არ გამოგვდის, ისევ თავიდან... და ასე გრძელდება უკვე თითქმის სამი ათეული წელია. იყო შემთხვევები, როცა მიზანთან უფრო ახლოს ვიყავით. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლებში მესამე ადგილი დავიკავეთ, 2020 წელს კი სულაც "ნახევარი ნაბიჯი" დაგვაკლდა ევრო 2020 - მდე. იქ მაკედონელმა გორან პანდევმა გვიკრა ხელი იმ ქვაზე, რომელიც უკვე ლამის მწვერვალზე გვქონდა ატანილი. ძალიან მტკივნეული მარცხი იყო! ჩრდილოეთ მაკედონიამ შეძლო და გაარღვია ეს მოჯადოებული წრე. ჩვენ კი ისევ იქ ვართ - ჰადესის სამფლობელოში.

გვქონია ლამაზად გასახსენებელი მატჩები და მომენტები, მაგალითად: ხუთბურთიანი სხვაობით განადგურებული უელსის ნაკრები, 1996 წლის თბილისური გამარჯვება ბულგარეთთან, გასვლაზე ძალიან ლაღი და ლამაზი ფეხბურთით დამარცხებული ლიეტუვა, მალხაზ ასათიანის თავური დარტყმა რუსეთის ნაკრების კარში, ოქრიაშვილის ელეგანტური ბრუნი და ერთმანეთს შეჯახებული ორი ბელარუსი ფეხბურთელი, გიორგი ლორიას ქულის მომტანი ნახტომები საფრანგეთის ნაკრებთან, რა თქმა უნდა, კობიაშვილის გამარჯვების გოლი ხორვატიასთან და ბედნიერი კომენტატორის ჩახლეჩილი ხმა, რომელიც ალბათ ახლაც, ამ გახსენებისას, ყურში ჩაგესმათ. მაგრამ როცა უკან ვიხედებით, უფრო ხშირად ზუსტადაც რომ ქვის ლოდის სასტიკ სიმძიმეს, ტანჯვას, წვალებასა და იმედგაცრუებას ვგრძნობთ. თითქოს მართლა ვიღაცამ დაგვწყევლა.

მართალია, აქამდე ჩვენი ნაკრები ყოველთვის საიმედოდ გვიცავდა ფინალური ეტაპის მატჩების ყურებასთან დაკავშირებული ღელვისა და ნერვიულობისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ახალი ციკლი იწყება, მაინც ახალი იმედებით ვივსებით. ოცნება არასდროს შეგვიწყვეტია. ფეხბურთი ასეთი თამაშია.. ბურთი მრგვალია და გულის სიღრმეში ყოველთვის გვჯერა რომ ამ სიმრგვალით ერთხელ ჩვენც ვიხეირებთ. თუმცა შეიძლება ახლა რამდენიმე მიზეზით მეტიც გვაქვს ოპტიმიზმისთვის, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენს ნაკრებს მშვენიერი დროება უდგას. კარგად მოგეხსენებათ რომ 2022 წელს ჯვაროსნები არც ერთხელ არ დამარცხებულან. წარმატებული სერია კი ჯერ კიდევ გასულ წელს, კოსოვოს ძლევით დაიწყო და უკვე ჩვენთვის სარეკორდო, თერთმეტმატჩიან ნიშნულსაც მიაღწია. მეტოქეებად ევროპული გრანდები ნამდვილად არ გვყოლია, მაგრამ შევერკინეთ და ვაჯობეთ ტრადიციულ საფეხბურთო ქვეყანას - ბულგარეთს, დავამარცხეთ ზლატანის შვედეთი, ედინ ჯეკოს ბოსნია, ორივე მატჩში დავჯაბნეთ მაკედონია, რომელმაც ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალია დატოვა მოახლოებული მუნდიალის მიღმა.

კიდევ ერთი რამ გვახარებს - გვყავს ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი, შემდგარი იმ ბიჭებისგან, რომელთაც აღარ აქვთ წაგებულის მენტალიტეტი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია! შეიძლება ჩვენს დაუსრულებელ მოლოდინზე ბევრს ბიბლიური მოსეს ისტორიაც გახსენდებათ, რომელმაც თავისი ხალხი ტყვეობიდან გაათავისუფლა და მათ აღთქმული მიწისკენ გაუძღვა, მაგრამ უფლის ნებით არცერთ იმ ებრაელს, ვინც მონობაში დაიბადა, არ ეღირსა ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმა. მთლად 40 არა, მაგრამ უკვე 30 წელია ჩვენც უდაბნოში დავხეტიალობთ. თუმცა ახლა ნაკრებში თითქმის აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც წაგებათა რუტინის ძველი სიმწარე გამოუცდია. ასე რომ, შეიძლება უკვე ძალიან ახლოსაც ვართ აღთქმულ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატთან.

სულ ცოტა ხანში მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი დაიწყება, ამჯერადაც საქართველოს გარეშე. რაც არ უნდა იყოს, მუნდიალი მაინც საფეხბურთო დღესასწაულია და ფეხბურთის ქართველი მოყვარულებიც დავდგებით სადღესასწაულო განწყობაზე, თუმცა აქ ისევ სხვა ქვეყნების მაისურებში გამოვეწყობით. ისევ აქტუალური გახდება შეკითხვა - "ნაკრებებში ვის ქომაგობ?" ამ ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, სულ სხვა სიხარულით, აზარტითა და ემოციით შევხვდებოდით, მონაწილეთა შორის ჩვენი ნაკრებიც რომ ყოფილიყო. მაგრამ თუ აწმყო აქამდე დიდად არ გვწყალობდა, იქნებ მომავალი აღმოჩნდეს ჩვენი. იქნებ შემდეგ ჯერზე გავხსნათ ის ბოთლი, რომლის თავსახურზეც "კიდევ სცადეთ" აღარ ეწერება. შემდეგი დიდი ტურნირი 2024 წელს ჩატარდება - ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და იმედი მაქვს, მაშინ მაინც დადგება ის დრო, როცა ქართველები "სკუადრა აძურასა" და "ფურია როხას" ქომაგებად კი არ დავიყოფით, არამედ ჯვაროსნების საქომაგოდ გავერთიანდებით. ევრო 2024 - ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს გაიმართა. განგებამ მეტოქეებად ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი გვარგუნა. როგორც ჩანს, ისევ საკმაოდ ციცაბო იქნება ის აღმართი, რომელზეც ჩვენი ლოდის აგორებას კიდევ ერთხელ შევეცდებით. ვნახოთ ამჯერად რა გამოგვივა.

sportall.ge-სთვის სპეციალურად მოამზადა საბა ობოლაძემ

აჩი
მჯერა, რომ 2024-ში უეჭველი ვითამაშებთ!!!
კახაკ
საქართველოს ნაკრების თამაშების ამ ფილოსოფიურ კატეგორიასთან შედარება, ცოტა არ იყოს გდამეტებულია, რა შუაშია სიზიფეს ლოდი და კიდე დანტე ალიგიერის მეცხრე .. რაღაცა... ფეხბურთის თამაში თუ გვინდა შოტლანდიას, ნორვეგიას და კვიპროს არ უნდა მოვუგოთ.. აბა რა რა გვინდა ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში???.. უბრალოდ ვინც ამას წერთ არ ფიქროფბთ???.. რა სიზიფეს ლოდი , ფეხბურთელი, რომ ამას წაიკითხავს რას იფიქრებს??? .. ხვიჩამ რო არნოლდი და კიდე ვიღაცეები.. რო დაიხია სიზიფეს ლოდი იქით გდააგდო???
ლაშა
ისეთი აღმავლობით მიდის ნაკრების წინსვლა, რომ მეორე ადგილზე გასვლა უკვე კანონზომიერი იქნება მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბ დივიზიონში ვართ! მარტო ნორვეგიასთან მოგება (რატომაც არა, ნორვეგია ხომ სერბეთმა დაამარცხა?) უამრავ სკაუტს დააინტერესებს, რეიტინგზე რომ არაფერი ვთქვათ... კი, გარკვეულწილად მოულოდნელობა იქნება მეორე ადგილზე გასვლა, მაგრამ არა სენსაცია.
ვგონებ...
ბურთი მრგვალია და პოტენციალი გვაქვს, თუმცა ობიექტურად ჩვენი 2 ზე გასვლაც კი დიდი სენსაცია იქნება, არადა დარწმუნებული ვარ 3 ტურის შემდეგ უშანსოდ აღარ ვიქნებით როგორც წესად გვქონდა აქამდე, ვნახოთ, ბიჭებმა თავისი სცადონ და იბრძოლინ, გულშემატკივრები ამას დავაფასებთ. P.S. ერთი კი ვიცი რომ ბულგარელები აქტიურად უგულშემატკივრებენ ჩვენს ჯგუფიდან გასვლას
მამუკა
ყველაფერი კარგად იქნება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Lebron
კარგია, რომ ნაკრების სათამაშო სტილი და ფილოსოფია გამოკვეთილია!! აგრეთვე კარგია, ძირითადი ბირთვის არსებობა!! ძალიან კარგია ნაკრებში არსებული განწყობა ბიჭების ერთმანეთთან და გულშემატკივრებთან დამოკიდებულება!! კარგია, რომ მთავარი მწვრთნელი ჩამოყალიბებულია ტაქტიკასა და შემადგენლობაზე!! რა თქმა უნდა ნაკრებს ბევრი შეცდომა აქვს თუმცა ხემი აზრით ამდენი პოზიტიური ფაქტორი გადაწონის ცუდ ასპექტებს!!
შულაია
კარგია რომ არის კომენტების ნაწილი რომლებიც ობიექტურად აფასებენ ჩვენი ნაკრების შანსებს,რამდენადაც შესაძლებელია როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება,მაგრამ უმეტესობა მაინც ბაქი-ბუქი და სადღეგრძელოებია, არ ვიცი საიდან ამხელა ამბიცია,გვარებს არ დავწერ,მაგრამ დღემანდელი ნახევარ დაცვითა და დაცვით აპირებთ ესპანეთს, ნორვეგიას თუ შოტლანდიას გინდათ მოუგოთ პრინციპული თამაში? მითუმეტეს კლასიკური ერთი კაცის გუნდი გვყავს, კვარასთან ერთად და კვარას გარეშე თვისობრივად სულ სხვა და სხვა გუნდია. ესპანელებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ნორვეგიას რომ ჩვენი კვარას საპირწონე ჰყავს ჰოლანდის სახით-ფაქტია,ალბად ნახეთ ამ რამდენიმე დღის წინ რა დღე აყარა ჩვენი დაცვის ლიდერს ხოჭოლავას. ასე რომ იმედი ბოლოს კვდება,მაგრამ..... შეიძლება რომელიმე სენსაციურად მოვივოთ, გაგვივარდეს ყარაულის თოფივით ან კვარამ ჩაიდინოს მორიგი სასწაული,მაგრამ პრინციპულ თამაშს სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით თითქმის...... ამ წაუგებელ სერიაში მაღალი დონის გუნდი დავამარცხეთ ოფიციალურ თამაშში,მხოლოდ შვედეთი, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის,სატურნირო თვალსაზრისით. ის თამაშიც მხოლოდ კვარამ მოიგო პერსონალურად.......
ერი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია უეჭველი!
მოსეხონელი
და შვედეთი ს დონეზე ხარ?მაგრამ მოვუგეთ ესეიკი შოტნდიაზეც შეგვიძლოა მითუმეტეს არ გვაქ ცუდუ ბალანსი მათთან.რაც შეხება ნორვეგიას მათ ჰოლანდი ყავთ ჩვენ კვარა.და ჩვენი ბიჭები უმატებენ და უმატებენ.და კიდევ ესპანეთან მსიქოლოგიიურ წნეხი არა გვაქ და თამაში გამოგვდის რაც დამატებითი პლიუსია.და კიდევ საქართველო კარგად თამაშობს ცოტა მაღლა მდგარ გუნდებთან ნორვეგია და შოტლანდია სწორედ ასეთი ვარიანტია კონტრ შეტევაზე ვითანშებთ.გამოჩდა გვიჭირ პირველ ნომრად შედეგის მიხწევა.ასე რომ იდეალური ჯგუფია დასამტკიცებლად რომ წინ წავიწიეთ.
გელა
ეს ჯგუფი ნამდვილად რთული ჯგუფია თუმცა იდეალური ჯგუფია იმისთვის რომ დავინახოთ საქართველოს ნაკრების რეალური დონე მართლა მოვუმატეთ თუ არაა. შეიძლებოდა უფრო უარეს ჯგუფში მოვხვედრილიყავით სადაც ფაქტიურად შანსი არ გვექნებოდა აქ რეალურად მხოლოდ ერთი გრანდია ესპანეთი და არის ჯგუფები სადაც ორი გრანდია ერთად თუ ნორვეგიას ჰალანდი და ოდეგორი ჰყავს ჩვენ კვარა და ჩაკვე გყავს ისიც ახალგაზრდული ნაკრებია და ჩვენიც და ზუსტად ასეთ ნაკრებთან უნდა ითამაშო და ასეთ ნაკრებებთან უნდა აჩვენო შენი დონე ვფიქრობ შვედეთი უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე ნორვეგია და ნამდვილად გვექნება ამ გუნდთან შანსები მე უფრო მეშინია შოტლანდის რადგან კლასიკური ბრიტანული გუნდია ბრიტანულ გუნდებთან ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა(მაგალითად ირლანდია) კარგად არიან მომზადებულები ფიზიკურად მეორე სართულზე და სტანდარტებზზე კარგად თამაშობენ უხეშად თამაშობენ და ჩვენ ამ კომპონეტში გვიჭირს სამწუხაროდ კვიპროსთან მძიმე მატჩები გველის რათქმაუნდა რთული ჯგუფია მაგრამ უშანსოდ არ ვართ თუ ყველა ფეხბურთელი იქნება ფორმაში ექნებათ სათამაშო პრაქტიკა ძველი ჩაკვე დაბრუნდება და არავინ დაგვაკლდება და კიდე დაგვემატებიან მაგალითად გაგნიძე შუაში ნამდვილად გვექნება ამ ჯგუფში მე 2 ადგილის აღების შანსი. უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ ამ ერთალიგის იმედზე არ უნდა ვიყოთ.
ზურა
რათქმაუნდა რთული ჯგუფია ორი აზრი არ არსებობს ესპანეთზე საერთოდ რომ არაფერი ვთვათ იგივე ნორვებიას ჰყავს თითქმის ყველა ფეხბურთელი ტოპ ლიგებში კაი გუნდებში და პლიუს ჰოლანდი ასევე შოტლანდიას მთელი ნაკრები პრემიერ ლიგას და ჩემპიონშიპს თამაშობენ საკლუბო დონეზე ასე რომ ნადვილად რთულია ამ ჯგუფში 1-2 ადგილზე გასვლა მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ რათქმაუნდა თუმცა მე 3 ადგილი ამ ჯგუფში იქნება ჩვენთვის ძალიან მაგარი შედეგი ობიექტურად რომ შევაფასოდ და მე 2 ადგილი სენსაცია იქნება ყველავარიანტში ჩვენ ჯერ არ ვართ სამწუხაროდ არც შოტლანდის და არც ნორვეგიის დონეზე და ნუ შევიქმნით ცრუ ილუზიებს.
G.LA
ფეხბურთის ღმერთმა ხვიჩა და მამარდა მოგვივლინა. რას ერჩით ფეხბურთის ღმერთს? მათ მნიშვნელობას ჩვენ ყველა უფრო გავაცნობიერებთ 2024 წელს როცა ევროპაზე გავალთ. მე დარწმუნებული ვარ ისე როგორც არასდროს. იქნებ სპორტალმა ან აქ ვინმე დამისახელოთ რომელიმე გუნდი პირველი ან მეორე კალათიდან საბერძნეთზე სუსტი? თურქეთი ალბათ ჯგუფიდან გავა სომხეთს აჯობებს და უელს თუ ვერ აჯობა მაშინ თავის თავს დააბრალოს, მათაც მოვუგებთ თუ სუსტები ყოფილან. ეს პლეი ოფიდან რაც გვერგება ჩვენი კარგი მიღწევით. ამ ჯგუფშიც ვნახოთ, ჩვენ ყველას ასეთი დაწყება რაც ბიჭებმა დაიწყეს ბულგარეთან, მაკედონიასთან არავის გვეგონა. რატომ გონიათ ეს მაკედონია სუსტი იგივე ნორვეგიაზე? ახლა ჩაკვეც უმატებს და კიტეც ფორმაში შედის. ასე რომ ოპტიმისტობა გვამრთებს ამ ჯგუფშიც. მე გავიმეორებ ძალიან მჯერა რომ ევროპაზე ვიქნებით 2024 ში. თუ ასეთ ბერძნებსაც ვერ გავცდით მაშინ იქ რაღა გვინდა?
ჯგური
, წინიდან ჩვენ მივაჯაჯგუროთ,, ფლანგიდან ჯაჯგური არაუშავს (გვერდიდან ვერას დაგვიშავებენ), აი უკნიდან ჯაჯგური არის სახიფათო!
რაბუ
უკეთესი ნაკრებია და უკეთესის იმედი მაქვს. რავიცი სხვა რა ვთქვა
ლევანი
ესპანეთან არ ვიცი .მაგრამ შოტლანდიასთან გამოგვდიოდა ყოველთვის თამაში.ეს ნორვეგია ცუდათ გაგვეჩხირა....ძალიან კარგი ნაკრები ყავთ...გაგვიჭირდება აქედან გასვლა...

გულით მინდა,რომ ასე მოხდეს და შეიძლება ასეც მოხდეს,მაგრამ ასეთი დაუბალანსებელი ნაკრებით გაგვიჭირდება მთელი ციკლის მაღალ დონეზე ჩატარება.მოკლედ,ჩვენი კვარტეტიდან ვინც ესპანეთს მოუგებს,ის გაემგზავრება გერმანიაში.
კაპიტან გარდენბურგი
პირველი გაგემეტებინა
დავითი
ამ ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გავალთ !!! ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ემყარება ჩვენი ნაკრების მზარდ პოტენციალს…..
beqa
შოტლანდია ნორვეგიაა ძაან ფიზიკურად ძლიერები და სუულ დარბიან დარბიან ფლანგებს იყენებენ გამწარებულები :) სულ ჩაწოდებები და ჯაჯღური.
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..