ბრემენულ კლუბს სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება, მაგრამ ტრანსფერებისთვის თანხის გამოყოფა შეუძლებელია - „ვერდერს“ ფული არ აქვს
ბრემენის „ვერდერში“ უმძიმესი მდგომარეობაა. კატასტროფული სეზონის შემდეგ (ვერდერმა ბუნდესლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა), ბრემენულ კლუბს სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება, მაგრამ ტრანსფერებისთვის თანხის გამოყოფა შეუძლებელია - „ვერდერს“ ფული არ აქვს!

შესაბამისად, მენეჯერ კლაუს ალოფსს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე ვილი ლემკეს ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბათ.

„ვერდერს“ პირველ რიგში დაცვაში სჭირდება გაძლიერება, რადგან ყველა წამყვანი უკანახაზელი ტრავმირებულია. ამიტომაც ითხოვა მწვრთნელმა თომას შააფმა, ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი მიყიდეთო, მაგრამ ლემკემ 23 წლის მცველის შეძენაზე უარი უთხრა - ფულის არქონის გამო. სწორედ ამაზე განრისხდა მენეჯერი ალოფსი, რომელიც ამბობს, ვალის აღებაც რომ დაგვჭირდეს, ახალი ცენტრალური მცველის ყიდვა აუცილებელიაო. ალოფსი მართალია, რადგან ნალდო, პერ მერტეზაკერი, მიკაელ სილვესტრი და სებასტიან პრიოდლი ტრავმირებულები არიან და „მუსიკოსებმა“ დღემდე მხოლოდ ერთი ახალი მცველის, ექს-ნიურნბერგელი ანდრეას ვოლფის გადაბირება მოახერხეს.

კლაუს ალოფსი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ასეთების მოსმენა „ვერდერში“ ცოტა ხნის წინ გამორიცხული რომ იყო. ამბობს, თუ სამეთვალყურეო საბჭოს მე და შააფი აღარ მოვწონვართ, შეუძლიათ, კონტრაქტები შეგვიწყვიტონო. ალოფსსა და შააფს „ვერდერთან“ ხელშეკრულებები 2012 წლის ივლისამდე აქვთ გაფორმებული. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი იმასაც რ გამორიცხავენ, რომ ალოფსმა პოსტი ახლავე დატოვოს და მას შააფიც მიჰყვეს. შეგახსენებთ, რომ კლაუს ალოფსი „ვერდერის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 12 წელია მუშაობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე