ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს მეცხრე ტურში "კრემონეზესთან" სტუმრად გამარჯვებამ (4:1) გაახარა, განაცხადა, რომ საქმისადმი ფეხბურთელების ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერი მარტივი და სასარგებლო ხდება და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავად კი არ გაიტანა, არამედ უკეთეს პოზიციაზე მყოფ ირვინგ ლოსანოს გადააწოდა ბურთი. მისი თქმით, ეს კვარაცხელიას გოლია, ამას არ დაუვიწყებენ, სიკეთე უკან დაუბრუნდება, ხოლო რაც შეეხება პენალტს, "კვარას" სულ ეუხეშებოდნენ და იმ ეპიზოდშიც წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მოკლედ, რაც უნდა მეურვეობდნენ ხვიჩას, რაც უნდა ეუხეშებოდნენ, რაც უნდა უგულებელყონ მატჩისას პარტნიორებმა, ის თავისას მუდამ აკეთებს და გადამწყვეტ მომენტში "თამაშსაც აკეთებს" - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგია, მით უმეტეს, დებიუტანტისთვის.

• papai

მოკლედ ისე ნუ ვიზამთ, რომ პენალტის დარტყმა-არდარტყმის გამო იტალიელების საღადაო გავხდეთ.. და რა არის ამ პენალტის დარტყმის ხიბლი? ნაპოლის გვერდზე იქაურმა ფანებმა ერთერთი ჩვენიანის მესიჯს თუ რატომ არ არტყმევინებენ ხვიჩას პენალტს ძალიან ნათლად უპასუხეს რომ გუნდში ამას სტაჟიანი, გამოცდილი და ამისთვის შერჩეული ფეხბურთელი აკეთებს და ეს არ უნდა გვწყინდეს... წლებია ნაპოლში ამას ინსინიე აკეთებდა და ბოლოს მაგასაც მიაძახეს პენალტჩიკი მეგოლე ხარო და ისე თამაშიდან გოლებს ვეღარ იტანო... ასე რომ ძალიან კარგია თუ არ ურტყამს, თამაშიდან გატანილი გოლებით უფრო დაფასდება და ნახავთ ამას ყველა მიაქცევს ყურადღებას.. წარმატებები კვარას

• qomagi

პირისპირ გასულმა კვარამ ყველას დაანახა რომ, გოლი მისთვის მნიშვნელოვანი არაა და პასი გაუკეთა ლოსანოს,ასევე სპალეტიც დაარწმუნა იმაში რომ მას გუნდურად თამაშიც შეუძლია.

• papai

მოკლედ ისე ნუ ვიზამთ, რომ პენალტის დარტყმა-არდარტყმის გამო იტალიელების საღადაო გავხდეთ.. და რა არის ამ პენალტის დარტყმის ხიბლი? ნაპოლის გვერდზე იქაურმა ფანებმა ერთერთი ჩვენიანის მესიჯს თუ რატომ არ არტყმევინებენ ხვიჩას პენალტს ძალიან ნათლად უპასუხეს რომ გუნდში ამას სტაჟიანი, გამოცდილი და ამისთვის შერჩეული ფეხბურთელი აკეთებს და ეს არ უნდა გვწყინდეს... წლებია ნაპოლში ამას ინსინიე აკეთებდა და ბოლოს მაგასაც მიაძახეს პენალტჩიკი მეგოლე ხარო და ისე თამაშიდან გოლებს ვეღარ იტანო... ასე რომ ძალიან კარგია თუ არ ურტყამს, თამაშიდან გატანილი გოლებით უფრო დაფასდება და ნახავთ ამას ყველა მიაქცევს ყურადღებას.. წარმატებები კვარას

• სოსო

გოგი,პროვინციალიზმს შენ თვითონ მოეშვი-ს,თუ ძმა ხარ,სად გინახავს ასეთი წესი?ეზო რომ ეზოა,იქაც ხანდახან შემხვედრია,მსგავსი რამ,თორემ ნამდვილ ფეხბურთში,თბილისის დინამოში,1936-46 წლებში,პირველი ფორმაციის თბილისის დინამოში,რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა,უკვე გვყავდა შტატიანი პენალტისტი,ლეგენდარული მიხეილ ბერძენიშვილი.მასზე ადრე,საქართველოში ფეხბურთი არ იყო და საინტერესოა,სად ნახე ეგ წესი?!

• ჟორა გაბრიჭიძე

ამ თამაშზედაც შესამჩნევი იყო მარჯვენა ფრთის უმეტესად დატვირთვა, ანუ თუ მეტი არა, ორი სამზე მაინც იყო. ხვიჩა მარჯვენა ფრთაზე რომ გადმოდის, რისთვის გადმოდის, ეს მწვრთნელს რატომ უნდა გამოეპაროს? იმიტომ გადმოდის, რომ მარცხნივ ბურთს არ აძლევენ. მიუხედავად ამისა, ხვიჩა, თავისას მაინც აკეთებს და გააკეთებს ყოველთვის, რადგან ორი მუშა ფეხი აქვს და სულ ერთია საიდან შეუტევს.

• სოსო

გუცაევის ვერ გატანილი პენალტიც მინახავს და გატანილიც.რაც გაუტანია,პირდაპირ ცხრიანში ურტყამდა ხოლმე.თამაშის დროს დარტყმული იყო თუ პენალტების სერიაში,ვერ დავაკონკრეტებ.აღარ მახსოვს.პენალტებს ის შეასრულებს,ვინც ვარჯიშებზე უკეთ ურტყამს.როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილია,ან შტატიან პენალტისტს არ აქვს საკუთარი თავის იმედი,მხოლოდ მაშინ დაარტყავს სხვა ფეხბურთელი.1976 წლის თასის ფინალში,არარატთან თამაშის დროს,ფირუზ კანთელაძემ ითხოვა პენალტს მე დავარტყამო და პენალტისტი,რომელიც ძალიან ღელავდა,უსიტყვოდ დაეთანხმა.ფირუზმაც დაარტყა და გაიტანა.სხვა რაც გიწერია,ყველაფერში გეთანხმები.მშვენიერი მსჯელობაა.

• გიგი

მოკლედ, ჩატარებული მატჩებიდასნ და სპალეტის მიერ გაკეთებული კომენტარებიდან, შთაბეჭდილება მრჩება რომ სპალეტი 10000% პროცენტით კმაყოფილია ხვიჩას თამაშით და ასეთ სიტუაციებში უბრალოდ თვალთმაქცობს. მთავარია თავისი თვალთმაქცობით (ვითომ ჯოკერი არ მოუვიდა) ხვიჩას მოტივაციაზე არ იქონიოს გავლენა. ხვიჩა შეუდარებელი და გამორჩეული ფიგურაა მთელს სერია A-ში და ამას მარტო უტვინო ვერ დაინახავს. თავი ზევით ხვიჩა - ჩვენ შენით ვამაყობთ.

• მიშა

მადლობა :)

• იაკობ

მიშა… ესეთი ზუსტი შეფასება, და ანალოგიური მისადაგება, მარტო ფეხბურთის კი არა და, სხვა ნებისმიერ თემაზე, ბოლოს როდის წავიკითხე არ მაააახსოვს…

• ზაზა

წავიკითხე კომენტარები და ყველას ლაიტმოტივად გასდევს, რომ კვარას არ აძლევენ პასებს. მართლა ასეა , ბრმა უნდა რომ ვერ შეამჩნიო ... და მაინც ხვიჩას ყველა თამაშის მოგებაში ლომის წვლილი შეაქვს. ძალიან არ მომეწონდა "დაუფასდება" , არ ათამაშო ხვიჩა 1 თამაში და მერე აღარ იტყვი მაგ სიტყვას "დაუფასდება"... რა დაუფასდება, ან აქამდე რატომ არ აფასებ თუ აფასებთ.....

• gogi

100%

• joni

რაც ბუდუმ გაუკეტე იგივე გააკეტა თვითონაც ბრავო ხვიჩა

• მიშა

პენალტის თემაზე დავწერ თბილისის დინამოს მაგალითზე. უფრო ობიექტურ შეფასებაში დაგვეხმარება. 70-იანი, 80-იანი წლების მიჯნაზე, გუცაევი რომ პენალტებს იკიდებდა, იმდენს ვერავინ ახერხებდა, მაგრამ გინახავთ გუცაევის მიერ დარტყმული პენალტი? (მე მხოლოდ მოსკოვის დინამოსთან თასის ფინალში მახსოვს პენალტების სირიაში და ისიც ვერ გაიტანა. გუცაევს კი არა, ყოფილა, პლატინის ვერ გაუტანია). ძირითადად, ჩელებაძე და მერე ჩივაძე ურტყამდნენ. დინამოს შემთხვევაში ხომ არ ვაპროტესტებდით გუცაევის მიერ არშესრულებას? მიზეზი გასაგებია. მთავარი იყო პენალტი გაგვეტანა და დინამოს მოეგო. აბა , რატომ გვგონია, რომ სპალეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია ხვიჩას სტატისტიკა, ვიდრე ნაპოლის მოგება? ხვიჩა ჯერ ახალია გუნდში. პენალტი მაინც ლატარიაა ნაწილობროვ და ვერგატანილი პენალტი ემოციურ მოთამაშეზე უფრო ძლიერად მოქმედებს უარყოფითად. პოლიტანო კი ქეჩაა. სულ რომ ვერ გაიტანოს, მომდევნო პენალტის ნიშნულთან ყოველგვარი უხერხულობას გარეშე მივა და ისევ დაარტყამს. დამიჯერეთ, იმაზე მალე ჩამოყალიბდება ხვიჩა ნაპოლის პენალტების შემსრულებლად, ვიდრე ბევრს ჰგონია.

• ზაზა

მეგობრებო მე სამართლიანობაზე რომ დავწერე დილას იმ იმედით იქნებ სპალეტის წაიკითხოს ან ვინმემ უთხრას მეთქი ეს რჩევის სახით თორემ მთავარი მწვრთნელია და თვითონ როგორც უნდა ისე მოიქცევა ამის თქმის უფლებას კი ჩემი ასაკი განვლილი გზა მაძლევს უკვე 60 ს გადავაბიჯე და იქნებ ჩვენი ყველას გულისტკივილი ხშირ შემთხვევაში სიკეთით ნათქვამია და არა ნიშნისმოგებით ? რადგანაც ყველა ჩვენგანი ხვიჩას და ნაპოლის გულშემატკივრები ვართ

• დათო

…რისი შანსები???!!! ბიჭი ახალი მისულია გუნდში და ახლა მკიდრდება!!! პენალტის გაფუჭება რამხელა სტრესი იქნება მისთვის გესმით???!!! რა ეგოიზმია არ მესმის!!!

• ირაკლი

ლუჩიანო ჯობია რუის და სხვა ფეხბურთელებსაც დაელაპარაკო იგივე თემებზე

• ვოოტ

პენალტისტები ვერ დაასახელებთ ვერც ერთ დასაბუთებულ მიზეზს, რატომ უნდა გააკეთოს ეს ხვიჩამ, სამაგიეროდ არავის უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, თუ რატომ არ უნდა გააკეთოს... რაც შეეხება მილოცვას, როცა პენალტს გამოიმუDავებ, მაშინ მთელი გუნდი გილოცავს და აქ მთავრდება მილოცვები და მადლობები, ხოლო შემდეგ დგება შემსრულებლის მილოცვის (ან მისამძიმრების) ჯერი... დამიჯერეთ, პენალტის ამკიდებელი ფეხბურთელი ყველა გუნდში განსაკუთრებულად ფასობს და არავითარი დამატებითი სიგელ-გუჯრები და მადლობის წერილები ხვიჩას არ სჭირდება... თუ მაინცდამაინც კრიშტიანოსთან მსგავსებას ეძებთ, მაშინ პენალტებს გაეშვით და საჯარომოებს მიაწექით, ამას კიდევ გავიგებთ როგორმე... და კიდევ ერთი, ვინც ნაპოლის ფბ გვერდს ატალახებთ და ნაირ-ნაირ იდეებს აწვდით სპალეტის, თუ სიკეთე გინდათ, მაგ კაცს ჩააწვეთეთ, რომ ბრატისლავის სლოვან-ში შეუძლია, ისეთი ფეხბურთელი ჩაიგდოს ხელში კაპიკებად, რომლის ფასი ცოტა ხანში იქნებ, ხვიჩას ფასსაც გაუტოლდეს... ამაზე ყველანი ხელს მოგიწერთ და თუ გინდათ, ერთად შევადგინოთ არზა-პეტიცია სპალეტის და დე ლაურენტისის სახელზე...

• დათოს

თუ ასე გაგრძელდება და ხვიჩას არ დაარტყმევინებემ პენალტებს, არასოდეს ექნება შანსები.

• მეგრელი

ცხოვრებაში ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა: -ამას არასოდეს არ დავივიწყებ. მაგრამ მერე ყველას ყველაფერი ავიწყდება, ასეა ეს.

• გიორგი

დარწმუნებული ვარ ხვიჩა ჩვენს კომენტარებს კითხულობს და რა ბედნიერიც არის როგორც ჩვენ ის ჩვენ გვაბედნიერებს ჩვენ კი ხვიჩას ვაბედნიერებთ

• დათო

…და რატომ უნდა დაარტყას ასეთ ანგარიშზე???!!! ხომ არის იმის შანსი რომ. ვერ გაიტანოს და ეს მასზე ძალინ იმოქმედებს!!! დიდი ანგარიშის დროსკი ბატონო!!!

• გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

ხვიჩამ თვითონ უნდა, ურტყას პენალტები!!!!!!!!!!!

• gio

ვერავინ ვერ ჩააქრობს კვარაში დიდ ფეხბურთელს. ის მოვლენაა მსოფლიოს ფეხბურთში და მალე მას ვიხილავთ ბევრად უფრო მაგარ გუნდში. პოლიტანო კი ერთი საშუალო დონეზე დაბალი დონის ფეხბურთელია. არც ღირს მასზე ნერვიულობა. ისე ხომ გაგგვაგიჟა ამ პატარა ბიჭმა. ხვიჩა შენ ჩვენი იმედი ხარ და ამ ერთფეროვანი ცხოვრების გამხალისებელი. მთელი ქვეყანა ელოდება შენ მოედანზე გამოსვლას. დიდი ტვირთი აგკიდეთ მაგრამ რას იზამ ჩვენო იმედო. სხვა ამ ქვეყანაშუ კარგი არაფერი არ ხდება.

• მერაბი

ინდივიდუალიზმიცა და გუნდურობაც გენიალურადაა მასში შერწყმული.ფასდაუდებელი მოთამაშეა ნიბისმიერი გუნდისთვის.ათმაგად სასიხარულოა ჩვენი ჯიშ-ჯილაგის რომაა!უფალი ჰფარავდეს მას ყველგან და ყველაფერში!!!

• მალაქია

შეიძლება უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ხვიჩას მოპოვებული პენალტებით პოლიტანო ან ზილენსკი რომ ბომბარდირი გახდეს, სამართლიანი იქნება?. პოლიტანომ ისე შეიფერა ხვიჩას მოპოვებული პენალტები გეგონება რამე წვლილი მიუძღოდა.

• aburjga

ძალიან გონივრულად მსჯელობ! ალბათ ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით და ეს ძალიან მახარებს! სამართლიანობა არის ყველაფერი სიკეთის მშობელი და შემქმნელი. ღმერთს სამართლიანობის გარდა სხვა რამე თვისება არ გააჩნია! ჩვენც გვინდა რომ ხვიჩას სამართლიანად მოექცნენ, სხვას არაფერს ვითხოვთ! არა და შეუარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ნაპოლის ფეხბურთელებს მისი შურთ, მაგრამ რას ვიზამთ, ყოველთვის ასეთი ყოფილა ნიჭიერი კაცის ბედი. ხვიჩას დიდი იმედი მაქვს, ის ამას გაუძლებს და ყველას დაუმტკიცებს (უკვე დაუმტკიცა) ვინ ვინ არის! ჯანმრთელობა, მხოლოდ ჯანმრთელობა მინდა მას ვუსურვო. დანარჩენი ყველაფერი თითონ იცის და კიდევ უფრო გაძლიერდება. ის უბრალო კაცი არ არის, ის კვარაცხელიაა!

• mirosan

კი...ზუსტად ეგრეა... თუნდაც გუშინდელ თამაშში... მთელი თამაში მარჯვენა ფლანგს აწვებოდნენ...კვარას შეგნებულად არ აძლევდნენ პასს, ვიდრე თვიტონ არ გადმოიწია მარჯვნივ და ეგრევე პენალტიც აჰკიდა კრემონეზეს

• ubralodkaci

გეთანხმები 100%-ით! ყველაფერი სწორად ვითარდება ხვიჩას გარშემო ნაპოლიში! სპალეტიც ნელნელა აჩვევს გუნდსაც და ხვიჩასაც, რომ კვარა ამ გუნდის უპირობო ლიდერი გახდეს! და ჩვენ არ გვინდა აქ რამე შეთქმულების თეორიების მოგონება, რომ ვითომ ხვიჩას რამეში ჩაგრავენ! ფეხბყრთი არის გუნდური თამაში და მწვრთნელმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რომ სწორედაც მთელი გუნდისგან მიიღოს შედეგი! FORZA KVARA! FORZA NAPOLI!

• გოგი, პრონციალიზმს შენ თვითონ მოეშვი!

იყო ეგეთი წესი და სულელებმა შეცვალეს, რაც გაღიზიანებას იწვევს ბევრ ფეხბურთელებში. მაგალითები: (ნეიმარი-კავანი და ნეიმარი-მბაპე) და შენ როგორ გგონია, გულში არ სწყინს ხვიჩას, თავის გამომუშავებულ პენალტს სხვა, რომ ურტყამს? უბრალოდ არ იმჩნევს. მერე რა არის იმაში ცუდი, რომ ვინც მოგაპოვებინა პენალტი და იმის წყალობით გოლს იტან, ელემენტარულად მადლობის ჟესტი გამოუხატო? ისე, რომ ჩვენ კი არ ვსტრესავთ ხვიჩას, ეგ სულელური წესი სტრესავს ნებისმიერ ფეხბურთელს!

• პენალტების დარტყმაზე, როგორც იყო ადრე, ის წესი უნდა დაბრუნდეს!

სპალეტი! სიკეთე იცი რა იქნება? ხვიჩას, რომ დაარტყმევინო პენალტები! რა ვერ გაიტანს, არ იცის, თუ ვინმეზე ნაკლებად ურტყავს?!

• ტატო

ხვიჩა და სპალეტი უხილავი ძაფით არიან გადაბმულნი უკდურესად ზემოტივირებული მოთამაშეებით დაკომფლექტებულ ნაპოლიში ის რასაც ჩვენ მოედანზე ვხედავთ სპალეთის გადაწყვეტილებეში გასახდელის ატმოსფეროს აფქტორით აიხსნება ის აგებს დიდ გუნდს ურთულეს ვიტარებაში, თუმცა ეს ნამდვილად არ ჩანს შეიარაღებული თვალით და ხვიჩას ფრთხილად, დელიკატურად ამზადებს უპირობო ლიდერად აღიარებისათვის მოთამაშეებში, რომლებიც ამ ეტაპზე ამისათვის მზად არ არიან ეს უაღრესად საინტერესო გზა იქნება, რომელიც ხვიჩას ამ ეტაპზე მსოფლიოში მართლაც ერთ ერთ საუკეთესო ფეხბერთულად აქცევს, რომელიც მოედანზე ერთდორულად თამაშობს წამყვან როლს ჩრილშიც და მოვლენათა ეპიცენტრშიც - ასეთი რთული გზა ცოტა ვინმეს თუ გაუვლია. ასე რომ ხვიჩას გაცილებიტ მეტი სირთულის დაძლევა უჭევს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და სპალეტი მისი მთავარი მფარველი და მოკავშირეა - მისი კრიტიკა, ხიჩას შეცვლა, თამაშის დროს მითითებები ამ ლატენტრუი (შენიღბული) სქემის ნაწილია ნაპოლის წინ ურთულესი გზა ელის და თუ ამ ტამდემა ყველა რიფის დაძლევა მოახერხა ეს გუნდა თანამედროვე ფეხბურთის ახალი ფენომენი გახდება

• Gogi

ხვიჩას პასი ბუდუს დამსახურებაცაა! რაც შეეხება პენალტების დარტყმას, მოვეშვათ ამ პროვინციალიზმს, არ არსებობს ეგეთი წესი რომ ვინც მოიპოვებს ის ურტყავს და მერე რომ გაიტანს იმას ეხვევა პირველად ვინც პენალტი მოიპოვა. ნუ გავაბუქებთ ამ ამბებს. არ ჭირდება ხვიჩას ეს, ისე როგორც სპალეტის ლანძღვა - გინება. ნუ დავსტრესავთ ამ ბიჭს და ნუ შევაგულიანებთ სისულელების გასაკეთებელად.

• ფეხბურთის გულშემატკივარი.

მართალია, აშკარად თამაშში არ რთავდნენ. საინტერესოა, სპალეტი სხვებს, დარიგებისას, რას ეუბნება ხვიჩა, ძუ მგელივით დადიოდა, ადგილს ეძებდა.

• ფეხბურთის გულშემატკივარი.

მართალია, პენალტი გამოიმუშავა, არსად იწერება. ვინც გამოიმუშავებს, ის უნდა არტყამდეს, როგორც კალათბურთშია.

• G.A.L.

პენალტი მოიპოვა ხვიჩამ, დაარტყა პოლიტანომ და საზეიმოდ გაიქცა ვიღაცეებისკენ! დი ლორენცომაც და ზელინსკიმაც იგივე გააკეთეს როცა ხვიჩამ საგოლედ უპასა!? შიგ ხომ არა აქვთ? ყველა ნირმალური აფასებს და სიხარულს იზიარებს პასის მიმცემ ან პენალტის მომპოვებელთან, როგორც მოიქცა ლოსანო (თუმცა ჩემი აზრით, მას ცალკე, თავისთვის უნდა გაუბერო ბურთი და სათამაშოდ მისცე). გახსნები, ზონაში ჩარბენები, ცარიელი სივრცის შექმნა და დროული პასი აი რა უნდა ასწავლო ნაპოლის იგროკებს. ნაკლები ეგოიზმი და მეტი გუნდურობა, რისი ნათელი მაგალითია ბოლო თამაშებში კვარა. პასიც მაგისი დემონსტრირება იყო! კვარას გაცილებით მეტი შეუძლია, როგორც მენტალურად ისე მორალურად და ფიზიკურად. მის ირგვლივ შეიძლება გუნდის აგება! სპალეტი მიტომ დასძახის მეტ გუნდურობას. იგივე თვისება აქვს ლობოტკას და ნაწილობრივ ზელენსკის და ანგისას! კრეატივი კი ცალსახად კვარაა!!! წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს და საქართველოს ნაკრებს!

• თენგო

პირველი, მე 2, მე 3 გოლები ხვიჩამ გამოძერწა, როგორც ყოველ თამაშში გამარჯვების მთავარი შემქმნელი ეგ არის. არა კი არ ვაყვედრი, მთელი გუნდი ძლიერად თამაშობს მაგრამ, ხვიჩა რომ ყოჩია უნდა აღინიშნოს. მადლობა უფალს ხვიჩა გამოგვიგზავნა ჩვენი დაჩაგრული გულების გასახარებლად!

• გიო

ეს ასისტი ბუდუს დამსახურებაა.ბრავო კვარა.მაგარი ბიჭი ხარ

• ზაზა

ლუჩანო სპალეტის კარგი გუნდი ჰყავს და თუ უნდა რომ გახდეს გუნდთან ერთად ტრიუმფატორი უნდა მოიქცეს სამართლიანათ ეს ნიშნავს იმას რომ როცა ხვიჩა აიღებს პენალტს მასვე დაარტყმევინოს როცა ხვიჩა დაიღლება შეცვალოს როცა ხვიჩას თამაში არ წაუვა არ ათამაშოს ასევე უნდა მოიქცეს სხვების მიმართაც ეს ძალიან მარტივია და ერთადერთი სწორი გზაა წარმატებისკენ სხვა შემთხვევაში გუნდი იქნება ეგოისტური და მწვერვალებს ვერ დაიპყრობს და ბოლოს ჩვენი ხვიჩას შესახებ :ხვიჩა შვილო შენა ხარ ქართველების სიამაყე არ მოეშვა მანამ პირველად არ გაღიარებენ ესეც მალე მოხდება ჩვენთვის დიდი ხანია რაც ეს ასეა სხვებმა გინდა ტრ..ზე იკოცონ შენ სიძლიერეს ტელევიზორით მილიონობით ადამიანი უყურებს ღმერთი იყოს შენი მფარველი !!!

• გიორგი

ხო რა დაარტყმევინონ რა ვიზე ნაკლებად ურტყავს

• Givi

Sul vfiqrobdi da gushin davrwmundi, rom nakrebshi win kvara dzalian magari iqneba da marcxniv chakve...sheidzleba am sistemis gamokeneba noembris amxanagur tamashebshi...

• აქვსენტი

ყველა თამაშს უყურე კვარას მონაწილეობით და შევამჩნიე რომ მაინცა და მაინც კვარას თანაგუნდელები პასებით არ ანებივრებენ თუ სხვა გამოსავალი აღარ ააქვთ ან კიდევ კვარა თვითონ იბრძოლებს და მოიპოვებს ბურთს. აბა დააკვირდით კარგად

• Spain

იქნებ მოვიშოროთ ქართველებმა ეს კომპლექსები. თავად ხვიჩა აქებს სპალეტის, მაესტროს უწოდებს და მისგან ყოველდღე ბევრს ვსწავლობო იძახის. თავს დაჩაგრულად რომ თვლიდეს მინიმუმ აღფრთოვანებით არ ისაუბრებდა მასზე. გუშინაც როგორ ჩაიხუტა სპალეტიმ და როგორი სიტყვები თქვა კი ხედავთ მაგრამ მაინც რაღაც შეთქმულების თეორიებს იგონებთ. პენლის დარტყმას რაც შეეხება იქნებ შევეგუოთ, რომ გუნდში ვინც არის პენალტისტი ის ურტყამს და კვარას მოპოვებულ ყოველ პენალტზე ნაპოლის გვერდზე პაპუასებივით შევვარდეთ, "ბავშვს დაარტყმეინეთ ბიჭოს" ძახილით. ბოლო ინტერვიუთი ხვიჩამ გვითხრა , რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა და სპალეტი ბევრს ასწავლის, თავის შეცდომებზე მიუთითებს, გარედან ხედავს და პირდაპირ ეუბნება რას აკეთებს არასწორად. რატომ ფიქრობს ვინმე, რომ სპალეტის სპეციალურად არ უნდა ხვიჩამ კარგად ითამაშოს და რაღაც კონსპირაციებს იგონებს?! გუშინ რამდენჯერაც ხვიჩა ბურთს შეეხო, იმდენჯერ შედეგიანი იყო და თუ რაღაც მომენტში არ იტვირთებოდა ამას მიზეზი ექნებოდა. 90 წუთი ათამაშა , თან მაშინ, როცა ყველა მის დასვენებას ვარაუდობდა და წინა თამაშზე ტრავმას ბეწვზე გადაურჩა. იქნებ ისეთი თამაშებიც, სადაც ბოლომდე დაავალებს ხვიჩას დატვირთვას, სპალეტი თქვენი აზრით ვერ ხვდება, რამხელა დონის ფეხბურთელი ჰყავს გუნდში ხვიჩას სახით? კომენტარებს ვკითხულობ და გამაოგნებელია, რამდენი წერდა , წავიდეს ამ გუნდიდანო და არ აფასებენო :) ვინ არ აფასებს, რატომ მოგწონთ მისი ჩაგრულად გამოყვანა, როდის მოგცათ ხვიჩამ ამის მიზეზი? პენალტები საერთოდ არ მინდა დაარტყას, გუნდში ახლა მივიდა და ფსიქოლოგიურად უდიდეს დარტყმა იქნება ერთის გაფუჭებაც. პოლიტანო ჩაეხუტა თუ არა ეგ რატომ არ გკიდიათ? ხვიჩა თავად არის უდიდესი პროფესიონალი და მსგავს წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევს. კი ვხედავთ როგორ ყველა თამაშზე შედეგს ადებინებს გუნდს

• დათო

პასს თითქმის არ აძლევენ და მინც არ იკარგება თამაშში, ნაპოლი რო ამ ფორმაშია ხვიჩას როლი ძალია ბევრ გადამწყვეტ მომენტში გაიტანა გოლი ან პენალი აიკიდა ან საგოლე პასი გააკეთა, ყველაზე კარგი საგოლე პასის გაკეთება იყო ლოზანოზე კიდე რამდენიმეს თუ გაუკეთებს იმენა ლოზანოს კარგი იქნება იმიტო რა გაცილებით უკეთესი თანაგუნდელი ჩანს ვიდრე პოლიტანო, ტიპი ხვიჩას მოპოვებულ პენლებზე ზის და მადლობაც კი არ უთქვამს დემონსტრატიულად

• Charley

ვფიქრობ კვარა უფრო მეტს აკეთებს გუნდისთვის ვიდრე გუნდი მისთვის აქ ბალანსი უნდა გათანაბრდეს, ხო გამოჩნდა უკვე მერამდენედ რომ კვარა ამ გუნდის კრეატივი, შემოქმედების უმთავრესი ისკრაა კრიტიკულ "ჩაკეტილ" გუნდებთან. სპალეტი იმდენად ენდობა მას რომ რისკავს და მაინც ესოდენ გადაღლილ კვარას ამჯობინებს დასვენებულ მის კონკურენტებს ეს პასუხს ყველაფერზე ცემს. როცა ნაპოლის თამაშში ქუფრი და ავდარია სწორედ კვარას ამოჰყავს მზე და მისი სხივებით ფანტავს ციდან ბურუსს და ღრუბელს.

• tem

დაუფასება ის იქნება თავისი მოპოვებილი პენალტი მაინც რო დაარტყმევიოთ

• ჯუჯი

ძალზე სუსტად ითამაშებს. ალბათ ძალებს ზოგავდნენ ხვიჩას პას ვერ ან არ აძლევდნენ.საოცარია ,მაგრამ ხვიჩა მაინც აკეთებს მის საქმეს.ბრავო.!!!

• რატი

1000%

• G.LA

ლუჩიანო ამას კაი ხანია შენც ხვდებოდი და ჩვენც ვხედავდით. როგორც იქნა ამოღერღე. რაც არ უნდა მოხდეს ხვიჩა მაინც გააკეტებს თამაშს. ნუღარ დაუშლი მაგ ბიჭს დრიბლინგს თორემ კი ვხედავთ სამიდამ ერთხელ საჯარიმოში ხვიჩას ბურთით შესვალა ან გოლია ან პენალტი. ისე პენალტსაც ვინმეზე ნაკლებად არ ურტყავს იცოდე.

• მწრთვნელი

ხვიჩა და რასპადორიმ დაიწყეს ერთმანეთთან შეთამაშება და ვხედავთ, რომ როცა რასპადორი ცენტრში ამოდის ხვიჩა მის ადგილეზე გადადის თავდასხმაში, თუ რასპადორი თავის ადგილზეა თავდასხმაში ხვიჩა ძირითადად მარცხნიდან უტევს, იშვიათად, თუ ბურთს ვერ იღებს მარჯვნივ გადადის და პოლიტანოსთან ან დი ლორენცოსთან ერთად უტევს! პენალტი ზუსტად მარჯვნიდან შესვლის დროს გამოიმუშავა!

• ლომი

პასი მიეცეთ თამმაში და დრიბლინგს ნუ უკრძალავთ მეტი არ უნდა მაგას არაფერი თქვენგან.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა

ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს

ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე

შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა