დღეს, 10 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მერვედფინალში იაპონიის მოქმედი ჩემპიონი კოსუკე მაშიიამა დაამარცხა, მეოთხედფინალში ბრაზილიელ რაფაელ მასედოს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი 37 წამში იპონით დაამარცხა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ლაშა მსაჯების გადაწყვეტილებით უზბეკ დავლათ ბობონოვთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს იპონით სძლია.

ლუკა მაისურაძემ ტურნირი ლიბანელის სახელით მოასპარეზე საგაიპოვთან გამარჯვებით გახსნა, მერვედფინალში მონღლ ალტანბაგანა გატულგას სძლია, მეოთხედფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იპონით დაამარცხა, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიელ კრისტიან პარლატთან შეხვედრის მიწურულს იპონით დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დამატებით დროში ვაზარით სძლია.

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-5 დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია. ხვალ, 11 ოქტომბერს, ტატამზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე წარდგებიან.

temo
თავით როდესაც ეცემა ყველა ვარიანტში ხსნიან მაგრამ ვერ გამიგია ასეთ დროს თავი სად უნდა დამალო.მოკლედ არასამართლიანი მგონია ასეთ დროს ძიუდოისტის პირდაპირ მოხსნა.რომ არა ეს უიღბლობა ბექაურის დამარცხება შეუძლებელია.
Givi
Shecdomebze swavloben araushavs...mtavari is iko rom faqtiurad erti wlis tramvirebuli da magar formashi ar mkofi(male igleboda tu sheatkvet) beqauri mainc minimum erti tavit magla idga kvelaze...da 4 oqro ar vici olimpiadebze rom shegvpirda,eg marto gmertma icis,magram 2024 shi umtavresi kandidati rom iqneba 100%...
SOS!!!
რისთვისაც მოხსნეს ითქვა, მაგრამ საკითხავი სხვა რამ არის!
SOS!!!
თქვენ როგორ გგონიათ, ლაშა ბექაურმა არ იცის ძიუდოს წესები ?! მანდ რაღაცაშია საქმე, ბექაურს ნამდვილად შესწევდა უნარი, რომ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მისი მხრიდან ეგ ტექნიკური "შეცდომა" ბევრ კითხვას აჩენს! დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდია!
სოსო
დაწყებული ქონდა ილეთი ვაზარს იღებდა მინიმუმ ტატამზე თავით შეიმაგრა წონასწორობა მერე აკეთებდა კონტრ ილეთს რა არი დაუნახავი რომ ვერ დაინახეთ ოლიმპიური ჩემპიონია რიგითი მოჭიდავე კიარ არი ეგრე დაჩაგროს ვინმემ, მე პირადად ლაშა მომეწონა ძალიან დაღვინებული ჭიდაობდა ეს იყო ელემენტარული შეცდომა აქ ჯობდა მომხდარიყო ვიდრე ერთ წელიწადში ოლიმპიადა იქ , ბრინჯაოს ჭიდაობაზეც შეეტყო რამდენად დაღვინდა და კიდევ ბევრი წარმატება ექნება
rable
ვლადიმერ ნუცუბიძიძე მეტად კვალიფიციური მსაჯი, არაერთი ფინალი აქვს ნამსაჯი -არაერთგან დაიდო მისი კომენტარი -ლაშა ილეთისას ტატამს პირველად თავით შეეხოვო და ეს აკრძალულია და ჰასოკომაკეთი ისჯებაო. -ანუ არ აქვს მნიშვნელობა -თავს იცავ თუ უტევ
zura222-ს
უსამართლობას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ანალოგიური შემთხვევისთვის მოხსნეს ბობონოვი შარშან ბექაურთან ბრძოლაში ოლიმპიადაზე. ბობონოვი მიზანმიმართულად ატარებდა ამ ილეთს და სამწუხაროდ ბექაურმა მესამე ცდაზე შეცდომა დაუშვა. არ არის საჭირო შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში როდესაც ის იქ არ არის.
zura222
მე კიდევ ის მიკვირს ჩვენმა ტელეწამყვანებმა რატომ არ გააპროტესტეს თერში მაინც ? კი ბატონო მთავარი წამყვანი გაგებაში არ იყო ძიუდოსი (ისევე როგორც არაფრის გაგებაში არ აიიან საერთოდ) მაგრამ მიწვეული სტუმარი ხომ იყო სპევიალისტი იიმან რატომ არ გააპროტეტსტა ? თუ მე დავბრმაცდი და ვერ დავბინახე რაშივ იყო საქმე ?? მაგ მომენტის გაგებას სპეციალისტი მეტად ნორმალური მხედველობა იყო საჭირო რომელიც მსაგებს "არ აღმოაჩდათ"@ აშკარად ჩანს რომ ბობონოვი დადგა ხიდზე (რომელიც ბოლო წლებში აკრძალეს რატომღაც) და არა ბექაური ! და მიზეზი მარტივია --ბობონოვი ! მასპინძლების იმედი იმ მასპინძლების რომლებმაც 100 % საჩუქრებით აავსეს ირგანიზატორები და ფედერაციის შეფები @ ბექაური განწირული იყო წაგებისთვის (ეს შეხვედრამდევ დავწერე) სულ იპონების გდებებით რომ ეგორავებინა ბობონოვი ლაშას მაინც მოხსნიდნენ--არასწორ ჩავლებას და ათას მიზეზს მოუძებნიდნენ @@@
zura222
მაგ მომენტის გაგებას სპეციალისტზე მეტად ნორმალური ნხედველობა იყო საჭირო რომელიც მსაგებს "არ აღმოაჩდათ"@ აშკარად ჩანს რომ ბობონოვი დადგა ხიდზე(რომელიც ბოლო წლებში აკრძალეს რატომღაც) და არა ბექაური ! და მიზეზი მარტივია --ბობონოვი ! მასპინძლების იმედი იმ მასპინძლების რომლებმაც 100^ საჩუქრებით აავსეს ირგანიზატორები და ფედერაციის შეფები @ ბექაური განწირული იყო წაგებისთვის (ეს შეხვედრამდევ დავწერე) სულ იპონების გდებებით რომ ეგორავებინა ბობონოვი ლაშას მაინც მოხსნიდნენ--არასწორ ჩავლებას და ათას მიზეზს მოუძებნიდნენ @@@
zura222
ის რაც ბექაურს გაუკეთეს იყო სრული უნამუსობა და უსამართლობა @ და ჩვენ იმის შნოც არ გავქვს რომ გავაპროტესტოთ @@ ლაშა კი არა ბობონოვი დადგა ხიდზე და ამას მარტო ბრმა და უნამუსო "ვერ დაინახავდა" @ კი ბატონო ლაშაც შეეხო თავით ტატამს და რა ? ასე თუ წავიდა მაშინ საერთოდ აკრძალონ ტატამზე თავით შეხება ! ფინალამდე რასაც ვწერდი ზუსტად ის ახდა-- ბობონოვს ძალით მიათრევენ ჩემპიონობისკენ @ საერთოდ ბოლო 20 წელია დიდი უნამუსობა და მაფია ტრიალებს ორთაბრძოლის სახეობებში (კრივში გაცილებით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ ლასლო პაპის დროს) და ასე თუ გაგრძელდა საერთოდ უნდა აიკრძალოს ყველა სახეობა ! რა აზრი აქვს ბლატებით და ფულით ჩემპიონობას ?? @@
ILIA
მიმიფურთხებია იმ ფედერაციისთვის, ვინც ამგვარ, აშკარა უსამართლობას სათანადოდ არ გააპროტესტებს!
ოთარი
მეც მაინტერესებს სპეციალისტის განმარტება, რისთვის მოხსნეს ლაშა. მე რაც დავინახე იყო ის, რომ ბობონოვმა თავის დახმარებით აიცილა ტატამზე ბეჭების დარტყმა ანუ იპონი. რამდენადაც მახსოვს მსგავსი მოქმედებისათვის რამდენიმე წლის წინ ბექა ღვინიაშვილი მოხსნეს შეჯიბრიდან. ერთი რამე კიდევ აწონვის ინციდენტის მერე ძალაუნებურად გიჩნდება ეჭვი.... გთხოვთ ვინმე სპეციალისტს აახსნევინეთ რეალური მიზეზი
dato
თუ არ ვცდები იგივეზე მოუხსნეს ჩვენს მაისურაძეს მეტოქე .. პ.ს თუმცა როცა მასპინძლის ბოლო იმედთან ჭიდაობ პატარა რამესაც არ გაპატიებენ ,.
ILIA
ამდენი სპეციალისტი გვყავს და იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ წაგვაგებინეს უზბეკთან!
მამუკა
ეს ბიწები ისეთი მომზადებულები იყვნენ რომ ეხლა 2 ოქრო და ერთი ვერცხლი უნდა გვქონდეს
კახაბერი
ძიუდოს კარგად მცოდნეთ გთხოვთ გაგვიმარტოთ- რა შეცდომა დაუშვა ლაშამ და ოყო თუ არა მოსახსნელი(?!)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე