სამკვირიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერთასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი მიჯრით სამი კვირა ითამაშებს და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევს.

საქართველოს ჩემპიონი "ბათუმი" 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე, რუმინულ "ვულვზს" მასპინძლობს, ხოლო 22-ში "ჰითს" ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "შავ ლომს" ორკვირიანი ტურნე ელის. პირველი ქართული ფრენჩაიზი 16-ში ისრაელში, 15 საათზე, "ჰითს" ერკინება, 23-ში კი "ვულვზს" ბუქარესტში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში "შავი ლომი" "ბათუმს" 29 ოქტომბერს უმასპინძლებს.

"შავი ლომი" რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ გასულ კვირაში ქუთაისში შეიკრიბა. მოთამაშეთა ნაწილს ტრავმები აწუხებს და ამიტომ გუნდი ევროპულ ტურნეში 30-კაციანი შემადგენლობით მიდის.

„წვრილ-წვრილი ტრავმები მოგვიმრავლდა. იყო ტვინის შერყევებიც და მოთამაშეებს დასვენება პროტოკოლითაც ეკუთვნოდათ. დასვენების პერიოდში მორაგბეთა გარკვეულმა ჯგუფმა დიდ 10-ში ითამაშა და მზადება 6 ოქტომბრიდან გავაგრძელეთ. 3 დღე მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები გვქონდა, კვირას ბიჭებმა დაისვენეს, ორშაბათიდან კი ვარჯიში განვაახლეთ. პირველი თამაში "ჰითთან" გვაქვს, მზადებას ისრაელში გავაგრძელებთ და რუმინეთში პირდაპირ იქიდან ჩავალთ“.

„სპორტს იღბალიც სჭირდება. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშში მეორეხაზელები – მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი კერვალიშვილი დაშავდნენ. მერაბ შარიქაძეს გახურებისას კუნთი დაეჭიმა და მისი თამაში აღარ გავრისკეთ. დაშავდა ლაშა ლომიძე და თორნიკე კახოიძეც და სამივე ცენტრი მწყობრიდან გამოვიდა. კახოიძეს, მირიან მოდებაძეს, თენგიზ ზამთარაძეს, თემო ჭიჭინაძეს და გრიგორ ქერდიყოშვილს გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. თორნიკე აქუბარდია და სოსო მათიაშვილი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადიან. მოთამაშეთა ნაწილი ისრაელის, ნაწილი კი ბუქარესტის თამაშისთვის დაგვიბრუნდება და წესით, საკადრო პრობლემები არ უნდა შგვექმნას“ – აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

სამი თამაშის შემდეგ "შავ ლომს" 12 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ "ჰითს" 6 ქულა აქვს. ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც პირველ წრეში "შავმა ლომმა" ვერ მოუგო, ქუთაისში ფრე – 25:25 დაფიქსირდა.

„ეს არის გამოცდილი, კარგი ინდივიდუალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ირგებს საჩუქრებს. ქუთაისში მათ ყველა ქულა ჩვენი შეცდომების შედეგად აიღეს. ველოდებით პროვოკაციებს, როგორც დისციპლინის, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. "ჰითს" აწყობს არეული თამაში და ჩვენ მათ სისტემური, დაგეგმილი თამაში უნდა დავუპირისპიროთ. ვეცდებით, იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ“ – თქვა მაისაშვილმა.

შავი ლომი ისრაელსა და რუმინეთში

პირველი ხაზი: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გოგა ქადარია; შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ჯაბა ბრეგვაძე; გიორგი ჩხარტიშვილი, ნიკა პატარაია, ტარიელ დონაძე;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი კერვალიშვილი;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ნიკო აფციაური, პაატა გალდავა, მიხეილ გაჩეჩილაძე, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე;

11-14: აკა ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი;

15: ლაშა ხმალაძე, სოსო მათიაშვილი.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. აღმოსავლეთ კონფერენცია

ბათუმი – ვულვზი (15 ოქტომბერი, 14:30 საათი)

ჰითი – შავი ლომი (16 ოქტომბერი, 15:00)

ჰითი – ბათუმი (22 ოქტომბერი, 12:30)

ვულვზი – შავი ლომი (23 ოქტომბერი, 19:00)

შავი ლომი – ბათუმი (29 ოქტომბერი, 16:30)

ჰითი – ვულვზი (30 ოქტომბერი, 14:00)

Rugby.ge

სოსო
ძალიან ბევრი ტრავმებია,იმდენი თამაშებიც არ ჰქონიათ,რომ ასე გადატვირთულიყვნენ.ფიზმომზადებაში ხომ არ არის პრობლემები?ბიჭებს კარგ თამაშს და გამარჯვებებს ვუსურვებ.მერაბ შარიქაძეზე ადრეც შეიძლებოდა რაიმე ინფორმაციის დადება,განაცხადში არ იყო და არც არავის უთქვამს მიზეზი.მერე ჭორები საიდან გავრცელდაო.
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"