უელსური ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი გუშინდელი მარცხი მაინც მწარე მოგონებად დაგვრჩება
14.07. ლანელი. “პარკ სკარლეტსი”. 1 000 მაყურებელი

ლანელი-დინამო 2:1

გოლები: 1:0 ფოლოვსი (8), 2:0 ფოლოვსი (51), 2:1 ოდიკაძე (81. პენ.)

ლანელი დინამო

4-4-2 4-3-3

მორისი ლორია

ტომასი ოდიკაძე

ს. ჯონსი კაკუბავა

სურმენი ჰომოლა

გრისტი რეხვიაშვილი

ბოუენი კვეკვესკირი

კორბისიერო ჯიღაური

ევანსი კოტო

უილიამსი კახელიშვილი

ბონდი კოშკაძე

ფოლოვსი ჩისკო

მოთამაშე-მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

ა. ლეგი ა. გარსია

ლანელი

67. ტომასი - ლეგი

72. ფოლოვსი - რ. ჯონსი

89. გრისტი - ბეტლი

სათადარიგოები: რიჩარდსი, ჯენკინსი, ორმი, სეკერი

დინამო

57. კოტო - ლექვთაძე

65. ჯიღაური - თექთურმანიძე

70. კახელიშვილი - იაგუე

სათადარიგოები: ნადირაძე, თომაშვილი, ფირცხალავა, ფანცხავა

გაფრთხილება: კორბისიერო (23), ფოლოვსი (44), კახელიშვილი (53), სურმენი (77), გრისტი (80), ლექვთაძე (82),

არბიტრი: მ. გესტრანიუსი (ფინეთი)

“მილსამის” დამაჯერებელი ძლევის შემდეგ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ “დინამო” ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გასვლის საკითხს უელსშივე გადაწყვეტდა და ნახევრად-პროფესიულ “ლანელის” სოლიდურად მოუგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევრადპროფესიონალების დონეზე სწორედაც რომ ჩვენებმა ითამაშეს და მოედანზე ისეთი ამბები დატრიალდა, ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც კი სანატრელი გაგვიხდა.

კარგად გვესმის, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას საკმაო დრო სჭირდება და “დინამო” სულ ახლახანს დაადგა ახალ გზას, მაგრამ ალექს გარსიას გუნდმა გუშინ, 14 ივლისს იმ დონეზეც კი ვერ ითამაშა, “მილსამისთან” რომ ვნახეთ. შეიძლება, ქართულ საკლუბო ფეხბურთს საამაყო ბევრი არაფერი ჰქონდეს, მაგრამ “ლანელის” კატეგორიის გუნდთან წაგება მაინც ნამეტანია.

კიდევ კარგი, დავით ოდიკაძის მიერ გატანილმა პენალტმა “დინამო” გვარიანი სირცხვილისგან იხსნა და წყვილის ფავორიტის სტატუსი დაუბრუნა, მაგრამ უელსური ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი გუშინდელი მარცხი მაინც მწარე მოგონებად დაგვრჩება. სხვა რომ არაფერი, ეს შეხვედრა თუნდაც იმიტომ უნდა მოგვეგო, რომ ევროპის საკლუბო რეიტინგში დამატებითი ქულები ჩაგვეწერა.

არაერთი ხელსაყრელი მომენტის განიავების მიუხედავად, ცუდად ითამაშა მთელმა “დინამომ”, განსაკუთრებით დაცვის ხაზმა, არ იგრძნობოდა კავშირი რგოლებს შორის, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და თბილისელები ვერც გარსიას მიერ ნაქადაგევი კომბინაციური თამაშით გამოირჩნენ. კიდევ კარგი, გიორგი ლორიამ შეინარჩუნა კონცენტრაცია, თორემ გამანადგურებელი ანგარიშით მარცხს ვერ გადავურჩებოდით.

თუკი “ლანელის” სწრაფი გოლი შემთხვევითობად მივიჩნიეთ და გამარჯვების იმედიც შევინარჩუნეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში ვინმე ჯორდან ფოლოვსმა დუბლი შეასრულა და “დინამო” უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

მეტოქეს არც “ლანელის” მოთამაშე-მწვრთნელი ენდი ლეგი მოერიდა და 67-ე წუთზე დაცვა საკუთარი თავით გააძლიერა. მოკლედ, რაც დრო გადიოდა, ჩვენი გაოგნება უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა და კიდევ კარგი, 81-წუთზე უელსელებმა საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე წაააქციეს...

ლექვთაძესა და გიორგი კახელიშვილს უელსში მიღებული გაფრთხილებები თბილისში თამაშის საშუალებას არ აძლევს, სამაგიეროდ, “დინამოს” რობერტინიო დაუბრუნდება.

ესპანელები კი კინაღამ დაგვავიწყდა - როგორც შემადგენლობიდან ხედავთ, ჩისკომ და კოტომ “დინამოში” სადებიუტო შეხვედრა სასტარტოში დაიწყეს, იაგუე კი შეცვლაზე შევიდა. თანაგუნდელებისა არ იყოს, ვერც ამ სამეულმა გაიბრწყინა და იმედია, “დინამოსთვისაც” და მისი ესპანელებისთვისაც მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

რადაც უნდა დაუჯდეს, თბილისში “დინამომ” სულ სხვა ფეხბურთი ითამაშოს და ეს ბარიერი უნდა გადალახოს, შემდეგი ეტაპისთვის კი ეგებ, პროგრესიც შეეტყოს, თორემ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება იმ კლუბთან ბრძოლაში გავარდნა, რომლის 44 წლის მოთამაშე-მწვრთნელიც შენს წინააღმდეგ მოედანზე გასვლას არ უფრთხის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo-4ever***
თბილისში გავანადგურებთ, მაგრამ მწვრთნელი მაეჭვებს რა, უფრო უკვე ნაცადი მწვრთნელია საჭირო, მიღწევებით და ასე შემდეგ, ამას აქ მემგონი კატალონია გონია. რავიცი ვნახოთ, დინამო ლანელის გაცდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.
temo
თბილისსში აუცილებლად მოვიგებთ!!!
aba
wignieri შენ ძან განათლებულიხარ და ჩვენ არა ხოო ექ დაცინვაზეა ბაზარი ძმა და არა იმ გუნდზე სუ ჩემ უბნელებთან რო წაგოს კიარ უნდა დასცინო ჯანსაღი კრიტიკა უნდა მისცე მშენებარე გუნდს და ფანები არ უნდა გაღიზიანო თორე კაი ჩიტ ვერ დაიჭერს ასეთ სტატიებით
wignieri
მგონი ავტორის გამკრიტიკებელი კომენტატორების ნაწილი მთლად კარგად ვერ ხვდება ვისთან წააგო დინამომ. უელსის ჩემპიონატი რა არის აქ შეგიძლიათ ნახოთ (http://en.wikipedia.org/wiki/Welsh_Premier_League) მოკლედ- ყველა ნორმალური უელსური გუნდი თამაშობს ინგლისის ლიგებში და უელსის ლიგა ნახევრადოპროფესიონალური სოფლის გუნდების თავყრილობაა (მაგიტომ იყო ასე ცოტა ხალხი სტადიონზე). ქართლ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ იმათი მარცხენა მცველი (მაგალითად) დღეში 8 საათი ბარმენია და საღამოს, ლუდის დალევის წინ თამაშობს ფეხბურთს. თუ რეპორტაჟს უყურეთ ნახავდით როგორ ითვლიდნენ წამებს 'Historical Victory'-მდე უელსელი კომენტატორები.
გიორგი
დავეთანხმები ლაშას. აშკარად ძალიან დამცინავი სტატიაა ... მართლა თუ უყურე თამაშს. ჩისკოც ბრწყინვალე იყო ... და მთელ გუნდს მონდომება არ აკლდა. და ისიც კარგად უნდა დაგენახა თუ ადევნდები თამაშს თვალს ... რომ ის ორივე გოლი რომელიც გაგვიტანეს კონტრშეტევაზე ძალიან გაუმართლათ. მთელი გუნდით ვუტევდით და ხელოვნურ თამაშგარეებს ვცდილობდით. აშკარაა რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამხნევების ნაცვლად ასეთი დამცინავი სტატიები კარგს არაფერს მოიტანს. გახსოვდეთ ხალხო! ... მესამე თამაშია ფაქტიურად ახალი გუნდისთვის!!!
lasha
ავტორ თამაშს უყურეე? რაც უნდა გეხსენებინა ის არ ტქვი და ესპანელებმა ვერ გაიბრწყინესოო ჩისკომ რაც ბურტები ურტყა და ხალხი ათრია მეტი რაღა უნდა ექნა ბოდიში მარტომ ვერ მოიგო დაცვა იყო სუსტი და ერთი არ გიხსენებია არადა შნი სტატიები მომწონდა ახლა კი აშკარა დაცინვა და გულის მოფხანა ჩანდა შენ ამ სტატიაში ისეთი პონტი გამოვიდა აი ესეც თქვენი დინამოო ახლა არ დაიწყოო მეც ქართველივარ და მიყვარს ჩემი კლუბიო არავისზე ნაკლებოო ამ სტატიდან ჩან როგორც გიყვარს დინამო და ობიექტურობით არ გაიმართლო თავი აქ არც ჩვენ შეცდომებზე იყო არაფერი და არც მათ სისუსტეზე ვისაც არ ჯერათ სტატისტიკა ნახეთ ახლა არ თქვა მთავარი შედეგიაო შედეგსაც მიღებ მალე
დათო
მგონი არ ღირს ამ გუნდის ასე კრიტიკა. ბოლოს და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი გუნდია, ახალი მწვრთნელია. გუნდი შეუთამაშებელია. ჩისკოს თამაშს ეტყობოდა, რომ კარგი ფეხბურთელია და თუ გუნდთან კარგად შეთამაშდა შედეგიც იქნება. ერთი რამე შევამჩნიე გუშინ, თითქოს მთელი გუნდი ჩისკოზე თამაშობდა, სულ მას ეძებდნენ და პასს მას აწვდიდნე, ამიტომა თვითონ არ გამოუვიდათ თამაში. მე მგონი, რომ თბილისში მაგარი მოვუგებთ.
თემური
ვაი სირცხვილო!!!!!
ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ