საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უნგრული "ფეჰერვარის" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მის ირგვლივ განვვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის საშუალებით, განცხადება გაავრცელა:

"მსურს, კლუბ "ფეჰერვარის" და ჩემს გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს "უიპეშტთან" მატჩის შემდეგ მოხდა.

თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რაც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტინქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ "ფეჰერვარის" გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც "უიპეშტში" თამაშის დროს "ფეჰერვარის" კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა, სასტარტო შემადგენლობაში ვარ თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი, სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს და "ფეჰერვართან" ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს."

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი დასჯილია და ძირითად გუნდს ჩამოაშორეს.

tngh
იმედია, მალე ამოიწურება ეს მართლაც გაუგებარი ინციდენტი... წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს!!!
las
სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მაინც არ ყავს მაღალი კლასის ცენტრფორვარდი. არადა ამ მხრივ ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამორჩეული იყო. რა ხალხი გვყავდა - არველაძე, ჯანაშია, აშვეთია
კახა ქ.
ძაან სწორი ფ გადაწყვეტილება იყო ბუდუ.გა.გები გაიგებს,ვინც ვერა და წყალს რა გამოლევს,გინდა საქართველოში და გინდა უნგრეთში.წარმატებები ბუდუ!პ.ს.ისე მაგ გუნდს (სახელიც სასწაული აქვს)ბიდუსნაირი თავდამსხმელი კაი ხანს არ ეყოლება
ნოდო
რა არი საბოდიშო მაისური გადაცმაში? პეესვე კვირას გასვლაზე ტამაშობდა და ტრიბუბაზე ორივე გუნდის მაისურში გამოწყობილი ადამიანი გვერდი-გვერდ იჯდნენ და საერთოდ ვერ ხედავდნენ პრობლემას მაისური თუ მაცვია ესეიგი ორმაგი აგენტი ვარ? ფული აიღო თამაში გაყიდა თუ რა ქნა? მილიონი სხვა ისეთი რამის მოფიქრება შეიძლებოდა რაც კლუბს ნამდვილად მიაყენებდა შეურაწყოფას
Givi
Bodishi kiara droze gamoakwie dzmao maqedaan...
ირაკლი
ჩვენ, ქართველებს, სხვაგვარი გულშემატკივრობა გვახასიათებს. ჩვენი - ქართული! … მე, მაგალითად რუსთავიდან ვარ და როგორც ჩემს გუნდს ვქომაგობ, ისე განვიცდი და მიხარია ნებისმიერი ჩემი ქვეყნის წარმომადგენლის მარცხი და წარმატება. ეს არის ქართველის ბუნება, მენტალიტეტი… ევროპა სხვაგვარად აზროვნებს. შეურაწყოფას არ ვაყენებ მათ, მაგრამ ისინი ჩვენგან განსხვავებით, საპირისპიროდ აღიქვავენ ამ ყველაფერს. სწორედ ეგ არის მიზეზი, რაც ბუდუს შემთხვევში მოხდა. თუმცა ორმაგი სტანდარტები არსებობს და აზარის მაგალითის მოყვანაც ფაქტებიც შეგვიძლია
კაპიტან გარდენბურგი
სუსტი ნაბიჯი იყო. არ გეწყინოს ბუდუ, არ მომეწონა, ახსნა კი მარა, ბოდიში რა ბოდიში, რის ბოდიში, ეგეთ გულშემატკივრებს რა ვუთხარი მაისურების გახდას რომ ითხოვენ, თუ სიმართლეა. და თან სულ რომ შენი ბრალი ყოფილიყო, არ ღირდა. ამისგან არავის არაფერი შეემატა... სისუტის გამოვლინება იყო სამწუხაროდ და მეტი არაფერი
G.LA
მაინც ვერ ვხვდები ისეთი რა გააკეთა ბუდუმ რაც ფეხბურთელებს არ გაუკეთებიათ? წააგეს რა პირველად წააგეს თუ უკანასკნელად, ომი ხომ არ წააგეს უიპეშტთამ? შენიშვნა მიეცათ რა გასაკეთებელია მეორე გუნდში გაშვება ამ ქმედებისთვის. კი შეიძლება არც იყო სასიამოვნო ეს ფაქტი, მაგრამ კლუბის ქმედება არ დაფასებაა ფეხბურთელის და დამამცირებელიც. ამას დიდი კლუბი არ გააკეთებდა, რაც ამ ფეჰერვარმა გააკეთა. ჩემი მხარდაჭერა ბუდუს.
რრრ
ზადნი მიეცი ბიჭო.DDDD ვხუმრობ რა თქმა უნდა ალბათ უთხრეს მოიხადე ბოდიში და დაგაბრუნებთო.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"