ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე კანადის ღია თასის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები არიან მიწვეული
ბათუმის მერიისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ერთობლივი ინიციატივით აჭარის დედაქალაქში მეორედ გაიმართა ბატუტზე მხტომელთა ღია პირველობა, რომელშიც მასპინძლებთან ერთად ახალგაზრდა ქუთაისელი და თბილისელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

"შეჯიბრებაზე თბილისიდან შპს "კასტელი-საქართველოს" თანადგომით გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის ბატუტზე მხტომელებით დაკომპლექტებული ორი გუნდი გაემგზავრა. მათი უმრავლესობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ისინი წლევანდელი მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან. ამ ტურნირს მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვარჯიშებზე დამუშავებული რთული ელემენტების გამოსაცდელად.

უნდა ითქვას, რომ ლია ხრიკულის, რევაზ გამხოშვილის, ვლადიმირ გოლოვინის, შალვა კალოევის, შალვა კიკნაძისა და ირმა თანდილაშვილის შეგირდებმა იმედები გაამართლეს. აბსოლუტურ შეჯიბრებაში ტოლი არ ჰყავდა თეონა ჯანჯღავას. მას მცირედით ჩამორჩა 12-წლიანებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, მესამე ადგილი ნანა გოგაშვილს ხვდა. ბიჭებში უძლიერესი იყო ზურაბ ნოზაძე. მეორე-მესამე ადგილებზე დიმიტრი ზუტიკოვი და ლაშა გაბაშვილი გავიდნენ.

ახალგაზრდული ნაკრების წევრები ბათუმშივე გაივლიან საწვრთნელ შეკრებას", - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.

აქვე გაუწყებთ ასაკების მიხედვით, ბათუმის ღია პირველობის გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:

11 წლამდე. გოგონები. 1. ნუცა ჭკუასელი (თბილისი, 27,1 ქულა), 2. ქრისტინა სალნიკოვა (ბათუმი, 23,8), 3. დიანა ფოთელიძე (ბათუმი, 21,4). ბიჭები. 1. გიორგი ნაცვლიშვილი (თბილისი, 28,7), 2. თორნიკე ბარ ბაქაძე (ქუთაისი, 25,0 3. ონისე თვალავაძე (ქუთაიაი, 24,3).

14 წლამდე. გოგონები. 1. ანა ოდიშვილი (თბილისი, 33,9), 2. მერი გვიანიძე (ბათუმი, 32,0), 3. ქრისტინე სორდია (თბილისი, 28,5). ბიჭები. 1. ზურაბ ნოზაძე (34,1), 2. ლაშა გაბაშვილი (29,9), 3. გიორგი ავლოხაშვილი (სამივე-თბილისი, 29,2).

18 წლამდე. გოგონები. 1. თეონა ჯანჯღავა (33,1), 2. ნანა გოგაშვილი (31,0), 3. თიკა ჩადუნელი (სამივე-თბილისი, 30,5). ვაჟები. 1. დიმიტრი ზუტიკოვი (33,8), 2. თემურ სონღულაშვილი (31,1), 3. რუსტამ კალოევი (სამივე-თბილისი, 29,9).

რაც შეეხება უფროსი თაობის ბატუტზე მხტომელებს - ლუბა გოლოვინასა და თენგიზ კოშკაძეს, ისინი ახლა თბილისში ვარჯიშობენ და კანადის ღია თასის გათამაშებისთვის ემზადებიან, რომელშიც ივლისის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები არიან მიწვეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა