"ფეიენოორდის" 21 წლის თურქმა ნახევარმცველმა და ამავდროულად გუნდის კაპიტანმა ორქუნ კოკჩუმ LGBT სამკლავურის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ეს ყველაფერი ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-10 ტურის მატჩში მოხდა, სადაც კოკჩუს გუნდმა გასვლაზე "ალკმაარს" 3:1 სძლია.

თავად ფეხბურთელმა, რომელმაც შეხვედრაში თავი გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა, მატჩის შემდეგ თავისი ქმედება ასე ახსნა:

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პატივს ვცემ ყველას, განურჩევლად რელიგიისა, წარმომავლობისა თუ პრეფერენციისა.

მჯერა, რომ ყველა თავისუფალია აკეთოს ის, რაც სურს ან გრძნობს. სრულიად მესმის ამ კამპანიის არსის, მაგრამ ჩემი რელიგიური მრწამსის გამო არ ვიქნები მართალი ადამიანი, რომ მას მხარი დავუჭირო.

ამიტომ, არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად, თუ LGBT სამკლავურს გავიკეთებ... შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანში ჩემმა ქმედებამ იმედგაცრუება გამოიწვიოს. ეს არის აბსოლუტურად ჩემი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ჩემს გრძნობებსა და რელიგიურ არჩევანსაც პატივს სცემთ", - ამბობს კოკჩუ.

ინფორმაციისთვის, "ფეიენოორდის" მხრიდან კოკჩუს ნაცვლად სამკლავური 30 წლის ავსტრიელ მცველ გერნოტ ტრაუნერს ეკეთა.

ბერდია
პრინციპებიც ხომ რელიგიურობის გამოვლინებაა, მაგრამ, ციციკორემ იცის რო ?…
zura222
მაგარი კაციი !!!
სოსო
ნიკოლოზ მჟავანაძეს.ნიკოლოზ,ცოტა ხნის წინ,ზუსტად იგივე ბრალდება მეც მესროლე და მაშინ გიპასუხე,რომ შენ შენი დაბალი ინტელექტის გამო,ნიკოლოზ მჟავანაძე,ვერაფრით იქნები.ვიღაცა ხარ,ჯერ წერა-კითხვა ისწავლე,ერთ წინადადებაში,7 შეცდომა დაგითვალე.მერე, შენი თავი თუ წესიერი კაცი გგონია,სხვისი სახელით ნუ სარგებლობ და მერე,თავი გაანებე,სხვებისათვის ტალახის სროლას,რადგან ეს ტალახი,მხოლოდ შენსავე სიბინძურეს უსვამს,ხაზს.
ნიკოლოზ მჟავანაძეს.
ნაცობისგან ღმერთმა დამიფაროს! რაზე მეცინება იცი? ევროპაზე თუ იტყვი რამეს ისეთს, ეგრევე იარლიყს აგარტყავენ, რომ ხარ რუსეთის პუტინისტი. აგერ ევროპის ლიბერასტები არ აძალებენ ფეხბურთელებს, რო აუცილებლად უნდა გაიკეთონ ქალაჩუნების სამკლავური? ერთსქესინების ქორწილები ვინ დააკანონა, ისევ ევროპამ და ამერიკა არა?. ისე, რომ იარლიყების მოკერებას რუსეთუმეობაზე შეეშვით. გური.
ციციკორე
კაი კაცოოო... რელიგიას ეწინააღმდეგება?! შენ წითელი ფანრების უბანშიც არ იქნები გავლილი და ჰოლანდიაში რატომ მოღვაწეობ, მაგ ,,ცოდვით სავსე" ქვეყანაში. ეს ლჭპტ სამკლავურები და ბლექ ლაივზ მეთა სირობები მეორე უკიდურესობაა, მაგრამ რელიგიით აპელირება და მორალისტობაც ტეხავს. უბრალოდ, თქვი , რომ პრინციპის გამო არ გაიკეთებ და მორჩა!
ნიკა
საკუთარ ქვეყანას მივხედოთ ჯობია, აშშ მიხედავს თავს, მაგან შეიცვალა შეხედულებები და ახლა აბორტის და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა.
Soso
წაიკითხე კაშია ყოფილა შესაძლებელი ვიტესში რომ გაიკეთე ათასი ზყაპრები მოყევი რომ უნდა გკეთებოდა აუცილევლად, ითამაშე რა ფეხბურთი არ ჭირდება შენი დაცვა არც დასაცავი აქვთ არაფელი
ჰეჰე
გურამიკოს წააკითხეთ ეს,თუ რამე გაიგო და შეიგნო საერთოდ.
არ დაბლოკო
კაშიას წააკითხეთ და მის მადიდებლებს
დავით 67
ხომ ხედავ რამდენი დისლაიქი გაქვს? ეხლა დასკვნა შენ გამოიტანე ვინ არის ბნელი
დავით
რაში არ გვჯობნის რო...? ვერ აგვაფრცქნეს ტერიტორიები თუ რა?
ნიკოლოზი
კითხეთ ამ "განათლებულ" ლადოს სად ამოიკითხა რომ ქრისტემ მარიამ მაგდალინელს ფეხები დაბანა? უვიცობასაც ხომ აქვს საზღვარი!!!!

ნიკს რო დავხედე შენს ირონიას ჩავწვდი :)
ნიკოლოზი
აი კაცი!!! კაშიას წააკითხეთ!!!
რრრ
ბებია ეყოლებოდა ამას ქართველი.DDD
ნიკოლოზ მჟავანაძე
გური შენ ხარ ნაცი, ნუ იგონებ თითქოს ევროპა არ გინდა რათ გვინდა ევროპა როცა გვერძე უდიდესი სახელმწიფო გვიდგას, მალე რუსეთთან ერთად
მამუკა
კაშიას წააკითხეთ ეს სტატია და ნუ ბლოკავთ ჩემ კომენტარს
ლაშა
ცოტა, დროღა დარჩათ ამ ლიბერსტანიანებს, რადგანაც კონსერვატიული ძალები მაგრად უტევენ ევროპაში!
ლადოს
ბიბლია იმასაც გვასწავლის, რომ მამათმავლობა უდიდესი ცოდვაო! ბიბლია იმასაც გვამცნობს, როცა იესო ქრისტე ტაძარში შევიდა და იქაურობა ვაჭრებით და ათასი უმსგავსოებით იყო სავსე, ადგა და რა ქნა იესომ? ჯოხით სულ მიუმტვრია ყველაფერი და იქიდან გამოყარა ეს გარეწრები. ისე, რომ სადაც საჭიროა უმსგავსოებას უნდა დაუპირისპირდე, განსაკუთრებით როცა ძალით გახვევენ თავს, სოდომს და გომორს!
Kutaisski
Sportall.ge პირველ რიგში თქვენ დიდი მადლობა, რომ ეს სტატია გამოაქვეყნეთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვიდა. ამ მასიური ბულინგიზაციისას. გენაცვალეთ ჯიგარში. ლომჯარიამ თუ იცის?
aburjga
ამერიკაში გამოჩნდა ერთი ძალიან მაგარი ქალბატონი პოლიტიკოსი, ყოფილი კონგრესმენი, ამერიკის არმიის პოლკვნიკი, რომელმაც ვეღარ აიტანა ეს უმდგავსობა - ლგბტ მორალის ძალადობრივი საზოგადოებისათვის თავს მოხვევა და დატოვა დემოკრტიული პარტია. შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის და დიდი შანსია ამერიკას ჰყავდეს ახალიღირსეული პრეზიდენტი. ის ახლა 41 წლის მშვენიერი, ჯანმრთელი ქალბატონია! მისი სახელია ტულსი გაბბარდი (Tulsi Gabbard). დაგუგლეთ ნახეთ, ვინც ინგლისური იცით მოუსმინეთ!
რეალისტი
წარმოგიდგენიათ ხალხო? ე.ი. მე, რიგითი ადამიანი, ან თუნდაც უცნობი ან ცნობილი, ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო ლგბტ-ს? ეს ძალადობა არ არის? ჩემი ნებაა ვის დავუჭირო მხარი! მე არ მომწონს ეს ადამიანები, არც მხარს დავუჭერ არასოდეს, მაგრამ ვგმობ ყველანაირ ძალადობას!!!
გური
ისე გათავხედნენ ეს ლიბერასტები, რომ მალე ალბათ ფეხბურთელებს "კაბების ჩაცმას" მოსთხოვენ.
ეეე
კობიაშვილსაც, კაშიას ჯილდო მაგ საქციელის გამო, რომ გადაეცა მაგან ჩაიხუტა ფიფას დაჯილდოებაზე, თუმცა უკვე ჩავლილი ამბავია ეგ და აღარ ღირს ხელახლა წამოწევა.
რეზო
ეგრე რა! ამოიღეთ ხმა
დდდ-ს
შენ ნაღდად ნაცების "გადადექის" აქტივისტი იქნები.
ლადო
აქ რელიგიაზე ასაუბრდა ხალხი და ჩვენთან ბევრს ქრისტეს სახელით ტაბურეტკით სირბილი ჰგონია ღვთისმოშიშობა. :)) ქრისტეს სახელით ჟურნალისტების ცემა ჰგონიათ ქრისტიანობა. ის არ წაუკითხავთ, ღმერთი მიტევებას და ტოლერანტობას რომ გვასწავლის. რომ ქრისტემ მარიამ მაგდალინელს ფეხები დაბანა, საერთოდაც მგონია რომ არაფერი წაუკითხავს ამ ხალხს. პრინციპში რატომ მიკვირს, მრევლს კურთხევის გარეშე ბიბლიის კითხვას უკრძალავენ, მერე ცხვრებივით რომ გარეკონ ხოლმე. მიდი დამაყარეთ უარყოფითი შეფასებები და კომენტარები, მაგრამ დაფიქრდით კონკრეტულად რაში ვარ არასწორი და ისე :))
niko
ისევ თურქმა გვაჯობა :(
ვოოტ
კაცობა ისეთი რამ გახლავთ, ამბობენ - არ ისწავლებაო, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, შეიძლება, თურქისგან და ყიზილბაშისგანაც ისწავლო.. ვგონებ, ამას გულისხმობდა დიდი ილია, როცა "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს" გვიტოვებდა...
დდდ
კალაძე იმ შუაშია, რომ ერთ-ერმა პირველმა მოუწონა საქციელი, თუმცა იმდენი ჭკუა კი ეყო, საქართველოში მიბაძვაზე არ ეზრუნა - არჩევნები ოხერი რამეა...

ჯიგარი ხარ, პრინციპული კაცი.
კაშია
ფუ რა ბნელია! რა საუკუნეშია!
გურამ კაშია
ა, კაცი!
tngh
ძალიანაც კარგი!!!
ვაჟას
100% მართალი ხარ!
ქომაგი
ყოჩაღ ამ ბიჭს. არც შეურაცყოფა მიუყენებია ვინმესთვის და არც თავისი აზრი დაუმალავს. რას ატენიან ამ სამკლაურებს ამ ფეხბურთელებს ,რომც ჩამოართვან კაპიტნობა უფრო ღირსეული და დაფასებული კაცი იქნება კიდევ. ყველა სამკლაურს გუნდის სიმბოლიკა უნდა ეხატოს და გუნდის სახეს გამოხატავდეს და არა ლგბტ და სხვა რამეებს.
ვაჟა
ვაჟკაცებისთვის, ეგეთი სამკლავურის გაკეთება, უბრალოდ შეურაცყოფაა!!!
ყოჩაღ!!!!!!!!!!!
აი ნამვილი კაცი! საერთოდ რას შეგვიკიკინეს ამ ცისფერებით და შავების წინ მუხლოდრეკებით?! ნორმალური ადამიანი არ გაიკეთებს მაგათ სამკლავურს და შინაგან ვინც ეგეთია და "მალავს" ყველა გაიკეთებს!
ქუთაისკის
კალაძე რა შუაშია?!
nika
როგორც ჩანს ქართველების პრობლემა არასწორი რელიგიაა. ხან თურქს აქებენ და ადიდებენ, ხან ირანული ცხოვრების წესს აღმერთებენ. როგორც ჩანს, ამდენი ბრძოლებით მაინც მოახდინეს ჩვენზე გავლენა. ხოდა, ბარემ გადავიდეთ ისლამზე, სხვისი ცხოვრების კონტროლი ასე თუ მოგწონთ. ქრისტიანობა არაა ამისთვის განკუთვნილი, მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისგებაა.
Kutaisski
გენაცვალე კაცობაში და ღირსებაში. კაშიას წააკითხეთ ეს სტატია. მერე კალაძეს.
giga
ბრავო! იგივე გააკეთა ერთმა ხორვატმა და თავად დელ პიერომაც კი. სამაგიეროდ ჩვენ კაპიტანს არ მოსვლია აზრად მომავალი თაობისთვის მაგალითი მიეცა
გულშემატკივარი
კაცი ყოფილა! სატანისტებს არ დაუხარა თავი!
ggg
გასაგებად ახსნა ამ კაცმა ყველაფერი.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ამ გოგონას სექსუალურობამ, თამამმა ჩაცმულობამ და სილამაზემ მსოფლიო აალაპრაკა - ნახეთ, რა ხდებოდა მექსიკური სპორტული არხის პირდაპირ ეთერში [VIDEO]
ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს
ევროპა ლიგა. II ტური: მიქაუტაძის გარეშე - "ლიონმა" "რეინჯერსს" დამაჯერებლად მოუგო
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
"ფეინოორდმა" "მილანთან" მატჩის წინა დღეს მწვრთნელი გაუშვა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"მილანი" არ ჩერდება - "როსონერი" სანტიაგო ხიმენესის შეძენას კვლავ შეეცდება
ევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი - იკარდი დაბრუნდა და გაიტანა
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
ტენ ჰაგი შესაძლოა, სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდეს