გუშინ საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის პრიზი, "ოქროს ბურთი", მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მოიპოვა. სიმბოლურია, რომ ჯილდო ფრანგს მისმა კუმირმა და თანამემამულემ, ზინედინ ზიდანმა გადასცა.

34 წლის ფეხბურთელს დაჯილდოებისას თან ახლდნენ ოჯახის წევრები, თუმცა პირველმა სიხარული დედას გაუზიარა. დედას, მალიკა ბენზემას, ქარიმი თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანად თვლის.

1960-იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ ექსპერიმენტს მიმართა: გადაწყვიტეს აეგოთ საცხოვრებელი კორპუსები, სადაც მხოლოდ საძილე პირობები იყო შექმნილი და საზოგადოების დაბალი ფენისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ამგვარად, პარიზის გარეუბანში მაღალი, ყავისფერი, უშნო შენობები გამოჩნდა.

ბენზემას ოჯახი ალჟირის პატარა სოფლიდან ლიონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ასეთ კორპუსში გადასახლდა.

"როდესაც მამაჩემმა დაინახა, რომ ჩემი მეგობრები სახიფათო წრეში ტრიალებდნენ, მაშინვე ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში შემიყვანა, დედა კი, რომელსაც ისედაც უამრავი სანერვიულო ჰქონდა, ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის ახალი ბუცები ეყიდა" - გაიხსენა ქარიმმა France Football-თან ინტერვიუში.

დედა-შვილი ერთად ფეხბურთს ხშირად თამაშობდა. მალიკა მეკარის როლს ირგებდა, "რეალის" მომავალ ვარსკვლავთან თამაში არავის სურდა.

"დედა მისთვის უმთავრესია, მთელი სამყარო" - განაცხადა ბენზემას მეგობარმა ჟურნალისტ ჟაკ ენინთან საუბრისას.

ქარიმისთვის ფეხბურთი არა მხოლოდ გატაცება, არამედ უსაფრთხოების ერთადერთი გზა იყო. "ლიონის" სკაუტებს კი ფორვარდის მონაცემები უყურადღებოდ არ დარჩენიათ და აკადემიაში მიიწვიეს. მოგეხსენებათ, დასაწყისს ყოველთვის სირთულეები ახლავს, 15 წლის ასაკში ხშირად რჩებოდა სათადარიგოთა სკამზე. უამრავი ბავშვი ნებდება და იმედგაცრუებას ვერ უმკლავდება. ბენზემა ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე დაფიქრდა, თუმცა დედამ ეს არ დაუშვა და შვილს სანუკვარი მიზნის ასრულებაში ბოლომდე გვერდით დაუდგა.

"ბავშვობაში სულ სამი ოცნება მქონდა: მეყიდა დედასთვის სახლი, მეთამაშა მადრიდის "რეალში" და "ოქროს ბურთი" მომეგო" - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

როგორც ვხედავთ, ქარიმმა დედას უკანასკნელი დაპირება გუშინ ღამით, პარიზში შეუსრულა...

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

წსს
ეხ რამდენი ვერ უსრულებს დედას დანაპირებს. ბენზემა მალადეც , მისი წყალი გადმოგვსხმოდეს.
მეგრელი
რეალს თუ ვერ იტან მაშინ რთული პერიოდი გიდგას ბოლო ათწლეული
კაკაო
მე მადრიდის რეალს ვერ ვიტან მაგრამ ეს კაცი მართლა იმსახურებს ამ ჯილდოს და ალალად ვიძახი რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია

ეგ წვერები მაინც მოგეპარსა, სუფთა თალიბანია რა?
გიორგი
მაგარი ვინმეა უეჭველი ეკუთვნოდა
სალი
დედიკოს შეხედე თუ გინდა ბებერი დაინახო გიგა
ისე მაინც
მგონი პირიქით, სათვალე უხდება კიდეც. მე ის უფრო გამიკვირდა, ხელზე სახვევი რომ აღარ ჰქონდა...
რა არის სასაცილო
სასაცილო ამ კომენტარის ავტორია,რომელსაც არ უყვარს ფეხბურთი
Tengo
ძალიან მაგარი კაცი და ფეხბურთელი! ბრავო ბენზემა!
გიგა
რა სასაცილოა სათვალით, ბებერი ბენზემა?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს