გუშინ, 18 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიამ" "ვალენსიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, ქართველმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა და ურთულესი ბურთები მოიგერია.

"მამარდას" ბრწყინვალე მატჩს ცნობილი ესპანური გამოცემები ეხმაურებიან.

"ქართველის მოქმედებები პიკასოს ნახატის შეძენას ჰგავდა, როცა გენიოსმა 13 წლის ასაკში ლა კორუნიაში პირველი გამოფენა მოაწყო. გატუზო კარგად მოიქცა, როდესაც "ელჩესთან" მატჩის შემდეგ ახალგაზრდა მეკარე გაამხნევა და ბოდიშის მოხდის გამო უსაყვედურა, "მამარდას" გუნდისთვის ქულები მოაქვს. მოგერიებამ, რომელიც პირველ ნახევარში შემოგვთავაზა, თანაგუნდელებს რწმენა შეუნარჩუნა და მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა. გიორგის გუშინდელი თამაში "სანჩეს პისხუანზე" მის ღირსებაზე მეტყველებს, რადგან გასულ სეზონში ანდალუსიელთა წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, რის გამოც ბორდალასმა სათადარიგოთა სკამზე გადასვა" - AS.

"გიორგი მამარდაშვილს ჩვეულ დონეზე დასაბრუნებლად ცოტა დრო დასჭირდა, "ღამურების" მეკარემ გუნდი გაშვებული გოლისგან პირველ ტაიმში ორჯერ იხსნა, მეორე მოგერიების ეპიზოდში გიორგიმ კატის რეაქცია გამოავლინა და რაფა მირს კიდევ ერთხელ აჯობა, ქართველი საჰაერო ორთაბრძოლებშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ერიკ ლამელას გოლის ეპიზოდში მისი დადანაშაულება არ შეიძლება, არგენტინელმა დარტყმა ახლო დისტანციიდან შეასრულა. "ელჩესთან" არც ისე კარგი მატჩის შემდეგ "მამარდამ" ყველა ეჭვი გააქარწყლა. იგი გუნდისთვის ქულების მოტანას აგრძელებს და დაამტკიცა, რომ გასულ ტურში ჩაგდებული მატჩი უბრალოდ შემთხვევითობა იყო" - Superdeporte.es

გურული
უძლიერესი ბიჭი ხარ შვილო! მასე გააგრძელე!წარმატებები და წინსვლა იყოს შენი მუდმივი თანამგზავრი! ქართველებს შენს კარში ბურთი აღარ გვენახოს შეგორებული! :)
თენგაბი
საოცარი ობიექტურობა და გვერდში დგომა იციან პროფესიონალმა ევროპელმა ჟურნალისტებმა, გატუზომაც და გულშემატკივრებმა. ასეთ დალაგებულ სიტუაციაში ფიქრობ კაცი განვითარებაზე, ახლის შემატებაზე. ღმერთო, გვაღირსე ჩვენც ქართველებს ნორმალური, დალაგებული ქვეყანა
ირაკლი
ძალიან დიდი და უნიკალური მოვლენაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთ უმაღლეს დონეზე ესპანეთის პრიმერაში ქართველი მეკარე, საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ეს არარის ზღაპარი ეს რეალობაა, ეს ზღაპარი გიორგიმ გვიქცია რეალობად, რაც ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს! წარმატებები მამარდას!
გიზოგ
ყოჩაღ, სულ წარმატებებით გევლოს გიორგი.
alexandre
წარმატებები, გიორგი! მადლობა გატუზოს! მადლობა ესპანურ პრესას, რომ ამხნევებენ ჩვენ კიდევ ერთ ოქრო ბიჭს!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ოფიციალურად: "ლივერპულის" კარს სეზონის ბოლომდე მამარდაშვილი დაიცავს
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო