ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროპისთვის ბაქოში მოემზადებიან

ევროპისთვის ბაქოში მოემზადებიან

ქართველი ტყვიის მსროლელები აგვისტოში ბელგრადში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ბაქოში მოემზადებიან
ქართველი ტყვიის მსროლელები - მსოფლიოსა და ოლიმპიური, ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე ხვალ ბაქოში მიდიან შეკრებაზე. მათთან ერთადვე გაემგზავრება მესტენდური მაია გუბიევა ასევე შეკრების გასავლელად.

მსროლელები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც აგვისტოს პირველ ორ კვირაში ბელგრადი უმასპინძლებს. ოღონდ ის ტყვიის სროლაში მხოლოდ სპორტული პისტოლეტიდან ასპარეზობაში ტარდება, ვინაიდან პნევმატურში უკვე გაიმართა გაზაფხულზე იტალიურ ბრეშიაში.

ბელგრადში სპორტულში მხოლოდ ეს ორი მსროლელი გამოვა, ვინაიდან ამ დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ ბევრი მოვარჯიშე არც გვყავს. რაც შეეხებათ მესტენდურებს, იქ გუბიევას გარდა (ის სასანგრეზე ისვრის), მრგვალ სტენდზე სროლაშიც გვეყოლებიან მონაწილეები - დავით ქვათაძე და მოსკოვში მცხოვრები პავლე ლაკია.

საქართველოში სათანადო ბაზის - ღია სასროლეთის არარსებობის გამო სალუქვაძისთვის მთავარი მოსამზადებელი ბაზა ჯერ გერმანია იყო, ბოლო წლებში კი ასეთად სომხეთი იქცა. რამდენიმე წლის წინ იქ ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით და მისივე ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ულტრათანამედროვე ტიპის ბაზა აშენდა სასროლეთით, სასტუმროთი, კვების ბლოკით, ძალების აღმდგენ-სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსით. ცხადია, ინვენტარიც უახლესია - ელექტროფარებით აღჭურვილი და თავიდან ბოლომდე კომპიუტერიზებული. მაგალითად, იქ ყოველი გასროლის შედეგს შენსავე მაგიდასთან დამონტაჟებული კომპიუტერი მყისვე გიჩვენებს და თან ამ გასროლის მერე საერთო ცხრილში მომხდარ ცვლილებასაც გამოგიტანს ეკრანზე, ჩვენთან კი ჯერ ეს დონე არაა.

ერთი სიტყვით, იქაურობა სავსებით მისაღები იყო ჩვენებისთვის - ბაზის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითაც, საცხოვრებელი პირობებითაც და რაც მთავარია, ფასით - სომხეთში გადასვლა კაპიკები ჯდება გერმანიაში გადაფრენასთან შედარებით, მაგრამ ბოლო წლებში ეს იაფი სიამოვნებაც მოუწვდომელი გახდა. მიზეზი საკუთრივ სომხეთის ფედერაციაში შექმნილი არეულობაა, რის გამოც ელემენატრული ოფიციალური დოკუმენტების მოგვარება ვერ ხერხდება და ვერც ჩვენები ჩადიან შეკრებაზე.

სანაცვლოდ მათ ახალი ბაზა მოძებნეს - ბაქო, სადაც პნევმატურში გამართულ ევროპის პირველობამდეც გაიარეს შეკრება, ოღონდ მას შემდეგ აზერბაიჯანელებმა ახალი ბაზა ააშენეს და ჯერ ჩვენებმა არ იციან, როგორი პირობები დახვდებათ იქ. მაშინ მხოლოდ 10-მეტრიან დისტანციაზე სასროლი ბაზა ჰქონდათ, 25-იანისა კი ახლა დაამატეს.

აზერბაიჯანმა სპორტული ბაზების მშენებლობის თვალსაზრისით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია და იმედია, ეს ახალი სასროლეთიც იდეალური იქნება, რაც ჩვენებურებს ევროპის პირველობისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს. რაც შეეხებათ მესტენდურებს, ბაქო მათთვის ნაცნობი ადგილია - იქ ხშირად დადიან შეკრებაზე.

ჩვენი სპორტსმენები 29 ივლისს დაბრუნდებიან თბილისში, მეორე დღეს კი ბელგრადში გადაფრინდებიან.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა