სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გულშემატკივარი აღნიშნავდა, რომ ბოლო დროს გიორგი მამარდაშვილის შესახებ იმდენი აღარ იწერება, რამდენიც ადრე და ამას, გარკვეულწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უკავშირებდა. შესაძლოა, ამას ერთგვარად, დავეთანხმოთ კიდეც. სეზონის დასაწყისში ქართველი მეკარის "ვალენიას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული ჯენარო გატუზოს სტილზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე ვრცლად დავწერეთ. "ღამურების" თამაშში ერთი პერიოდი აღმსავლა შეინიშნებოდა და ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა, მთავარი გამოწვევები კი ისევ ძალაში დარჩა.

გატუზოს ენერგიითა და ვნებით ადგილობრივი პუბლიკა ძალიან კმაყოფილია. იტალიელმა ემოციურობის გამო გაფრთხილება უკვე სამჯერ მიიღო. თუმცა ყველაფერი ეს საკმარისი ვერ იქნება...

"ვალენსიას" წელს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. კლუბის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები გუნდიდან თამამად გაუშვა (იგივე კაპიტანი კარლოს სოლერი პსჟ-ში), რაც კარგ ტონად მაინც ვერ ჩაითვლება. ასეთი მიდგომით სტაბილურობა მართლაც რთულია. მოლოდინების გამართლებაც სათანადო არაა. მაგალითად, "ბარსელონადან" იჯარით დიდი იმედებით აყვანილმა 20 წლის ნიკო გონსალესმა 11 მატჩში ბევრი ვერაფერი შემოგვთავაზა. გატუზომ გუნდის გამოცდილი მოთამაშით გაძლიერება გადაწყვიტა და ურუგვაელი ედინსონ კავანი გადაიბირა, რომელსაც ისევ გააქვს, მაგრამ...

ვალენსიელთა უკანასკნელი 3 მატჩი რომ განვიხილოთ. როგორც "ელჩესთან", ასევე "სევილიასთან" და "მალიორკასთან", გუნდი იგებდა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა. გატუზოს საკუთარ კართან "კედლის აღმართვაც" არ გამოსდის და გუნდი ვერც მწვრთნელის სურვილს ასრულებს, მუდმივად მეტოქის კართან ახლოს იყოს. იტალიელი სპეციალისტის ხედვები და გეგმები მეტოქე მწვრთნელებისთვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. რას ვხედავდით "მალიორკასთან" - ჯენაროს შემტევები შემოჰყავდა, თუმცა მათი ბურთით მომარაგება რთული იყო.

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი თითქოს კომფორტულ ვითარებაშია. როცა პრობლემებზეც საუბრობს, მუდმივად უთითებს, რომ გუნდი ახალგაზრდულია. "ვალენსიამ" თითქოს არ იცის, ანგარიშში დაწინაურების შემდეგ როგორ ითამაშოს. "რინო" თვითკრიტიკულიცაა: "ასეთი თამაშების წაგება მიუღებელია. მე მაქვს ვალდებულება გავაგრძელო, ვილაპარაკო, ვიმუშაო... გამოვასწორო ყველაფერი, რაც ბოლო თვეებში გვკლავს."

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მას გატუზოს მხრიდან განსაკუთრებული ნდობა აქვს და რეალური კონკურენტის გარეშე ასპარეზობს. როცა მეკარეზე დიდი დატვირთვა მოდის, რთულია, "მშრალი" მატჩები გქონდეს. "მამარდა" ბევრი დასამახსოვრებელი "სეივითაა", თუმცა შეცდომებსაც უშვებს, რაც ბუნებრივი ამბავია. ასაკთან ერთად, გიორგი კიდევ უფრო საიმედო და თავდაჯერებული უნდა გახდეს. უკანასკნელი 3 დაპირისპირება რომ ვახსენეთ, "ღამურების" დაცვის ხაზი სხვადასხვა მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, რაც სტაბილურობაზე არ მიუთითებს. გუნდური თავის დაცვის მექანიზმები სათანადოდ თუ არ იქნება ჩამოყალიბებული, მხოლოდ მამარდაშვილის განსაკუთრებული თამაშის იმედად "მშრალი" კარი არ მიიღწევა.

ქართველი მეკარის შემთხვევაში თამამად ვიტყვით - იმედია, "იუვენტუსის", "მანჩესტერისა" და სხვა კლუბების მხრიდან დაინტერესება რეალობად რაც შეიძლება მალე იქცევა - გიორგის უფრო ამბიციური და მაღალი დონის კლუბი სჭირდება!

სეზონის დასაწყისში რასაც ვწერდით, ახლაც დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება - ჯენარომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, მის ფეხბურთელებს რა რესურსი აქვთ და თამაში შესაბამისად წარმართოს.. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ახლა მე-9 ადგილზეა, 29 ოქტომბერს კი "ბარსელონას" უმასპინძლებს.

G.LA
სპორტალზე მე დავწერე მამარდაზე, რომ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით. ხვიჩამ იმხელა გაგვაბედნიერა რომ მამარდას წარმატება ცოტა თავიდან ისე ვერ შევაფასეთ. მამარდას რა თქმა უნდა შეცდომები აქვს ახლაც, მაგრამ მისი წინსვლა აშკარაა და იგრძნობა რომ უფრო მოუმატებს. იმედია მუშაობას არ დაიზარებს და ყველას გაგვახარებს. ნუ გვექნება ჯერ მშრალი თამშების ილუზია ამ ვალენსიაში. მთავარია გიორგიმ ზრდა განაგრძოს. თავიდან არ დავწერე ჩემი აზრი გატუზოზე, რაც ბევრი ჩვენგანიც დამეთანხმება. არაა ის მწვრთნელი გატუზო ეს ვალენსია ძველ ვალენსიას დაამსგავსოს, მითუმეტეს მგონი ფინანსურადაც არ ულხინთ. წარმატება მამარდას.
გიორგი
ნეტა ნაპოლის ჰო არ უნდა ახალი მეკარე?
Lasha
რა ტოპ კლუბი, რის ტოპ კლუბი. აცადეთ ამ ბიჭს ერთი-ორი სეზონი ითამაშოს. ვინ აპატიებს ტოპ კლუბში შეცდომას? ან ვინ უნდა ამოაგდოს შემადგენლობიდან? ედერსონი, დე ხეა თუ ტერ-შტეგენი?! შეარგეთ და შეირგეთ ლა ლიგაში თამაში! ეგ ერთი და მეორეც, გატუზო მასეთი გენიალური მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ნახევარი ევროპა არ ექნებოდა მოვლილი კლუბიდან კლუბში ხეტიალით.
123
მოწინააღმდეგე რომ დააბნიონ
ქომაგს
ადრე მეორე გუნდში იყო რეგისტრირებული. ახლა პირველ გუნდშია. ლა ლიიგის წესებიდან გამომდინარე პიირველ გუნდში 25 ფეეხბურთელი უნდა იყოს დარეგისტრირებული და პირველი გუნდის ფეხბურთელებს მხოლოდ 1-დან 25-მდე ნომრების აღება შეუძლიათ
The
ტოპ კლუბი ახსენით აბა რა არის :)
გიორგი
შეიძლება შინ და გასვლაზე ცვლის ნომრებს
რრრ
საიდან მოიტანე? 28-აა სულ.
bejo
თუ ვალენსია არ გავარდა (რაც რათქმაუნდა არ მგონია) არსად არ უნდა წავიდეს ... მშვენიერ პრაქტიკას იღებს და იზრდებაა ...
ქომაგი
წარმატებები გიორგის და ქართველ ბიჭებს. ერთი გამაგებინეთ ხან 28 და ხან 25 ნომერი რატოა . არ აქვთ მაისურები??? :დ
Givi
Sharshan fexit tamashisas ushvebda shecdomebs da gamoaswora,wels gamosvlebze shecda ramdenjerme esec gamosworebadia dro unda ubralod dzalian axalgazrdaa,warmatebebi giorgis...
მამუკა
სიმართლე უნდა ვთქბათ რომ გიორგი მთლად სტაბილური ვერ არის და ბევრ შეცდომებს უშვებს, განსაკუთრებით მაღალ ბურთზე გამოსვლებით, რამენაირად ამ კომპონენტში უნდა გაძლიერდეს, უნდა შეეძლოს ამა თუ იმ სიტუაციის წაკითხვა და დროული რეაგირება, ისეთი სიმაღლე აქვს წესით ყველა მაღალი ბურთი საჯარიმოში მისი უნდა იყოს, მაგრამ არასწორი გამოსვლებით ყოველთვის პრობლემა ექმნება და ეტყობა რომ თვითონაც დაძაბულია ამ დროს იმაზე ფიქრით რომ შეცდომა არ დაუშვას და ზუსტად ეს დაძაბულობა აშვებინებს შეცდომებს. ბევრი მუშაობა მართებს თავის თავზე, ახალგაზრდაა და იმედია რამოდენიმე წელიწადში სტაბილურობა ჩამოუყალიბდება გამოცდილებასთან ერთად. წარმატებები გიორგის
ბათუმელი ექსპერტი
არსად არ უნდა წავიდეს გიორგი მინიმუმ 2 სეზონი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო