ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრს და არაერთ ქვეყანაში წერენ. ქართველი გარემარბისა და მისი გუნდის შედეგები კრიტიკული პასაჟების უფლებას არავის უტოვებს. ფეხბურთში უამრავი ნიუანსია, გარდა გოლისა, საგოლე პასისა, დრიბლინგისა თუ არაორდინარული მოქმედებისა. ჩვენებურის შესახებ განსხვავებული კუთხით გვინდა საუბარი.

თანამედროვე ფეხბურთში რომ პრესინგსა და ართმევებს ყველა ამპლუის მოთამაშისგან ვხედავთ, ეგ ძველი ამბავია. შესაბამისად, არბიტრებისგან გაფრთხილებას შემტევები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე მზრუნველობისთვის არანაკლებად იღებენ. ამას ემატება თუნდაც ერთგვარი საპასუხო რეაქცია ამა თუ იმ პროვოკაციაზე, მსაჯთან კამათი და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე 40 მატჩია, ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათი (გაფრთხილება) არ მიუღია.

"რომა" - "ნაპოლის" დაპირისპირება განსაკუთრებული სილამაზის და სილაღის არ გამოსულა, თუმცა ფეხბურთი მთელი თავისი სიდიადით ვიხილეთ. კვარაცხელიას ისევ ბევრი ორთაბრძოლა, დაცვაში თამაში და ართმევა ჰქონდა, მისი წყობიდან გამოყვანა სცადეს. ბოლოს ქართველის მიზანი იყო, მის გუნდს დრო მოეგო და ამ კუთხითაც მოქმედებდა. ამის მიუხედავად, "კვარა" ბოლომდე "მშრალად" გამოვიდა.

როგორც ჩანს, ხვიჩა იტალიურს უკვე საკმაოდ კარგად დაეუფლა და სითამამეც მეტი აქვს, მსაჯებთან საუბრობს ხოლმე, თუმცა ჯერ არ ყოფილა, მის წინააღმდეგ თამაშისას განსაკუთრებული აპელირება მოეხდინა. კი, აპროტესტებს მოწინააღმდეგის ხისტ ქმედებებს, მაგრამ რამდენჯერ გვიხილავს, ფეხბურთელები ლამის მაისურიდან "ხტებიან", რამეთუ მის წინააღმდეგ მოთამაშე არ გააფრთხილეს - "კვარა" ასეთი არაა.

კიდევ ერთი ფაქტორია სიმულაცია, რომელიც ქართველ შემტევში საერთოდ არ ზის. ეს ისეთი საკითხია, სახელის გატეხას მართლაც თავის გატეხა რომ აჯობებს. რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ხვიჩას ვერაფერი "დაუმტკიცეს". ასეთ დეტალებს ხომ არბიტრები ყველაზე უკეთ გრძნობენ.

ჩვენებურმა ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა ისეთი დრიბლინგის შემდეგ გადააგდო, რადგანაც მოწინააღმდეგე საფარზე იწვა, კომპლიმენტები რომაელებისგანაც მიიღო. ამაზე კარგი რა უნდა იყოს - ქართველი ფეხბურთელი წმინდა საფეხბურთო და არასაფეხბურთო კომპონენტშიც გამორჩეულია...

40 თამაშია ყვითელი ბარათის არმიღება ვახსენეთ და კვარაცხელიას წაუგებელი სერია (საერთო ჯამში) უკვე 38 შეხვედრამდე ავიდა. რაც რომში არ გაზრდილა, ხვიჩას გოლისა თუ საგოლე პასის ნიშნულია. არადა, შედეგიანობას ისე შევეჩვიეთ, უკვე ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის განცდაც კი დაგვეუფლა.

12 ნოემბრამდე "კვარასა" და "ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვთ, 6 მატჩს გამართავენ. შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და 2023 წლამდე ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

ქ. გ.
ეს მოგეწონებათ https://twitter.com/IFTVofficial/status/1585025745851912199
ქ. გ.
პირველად 1986 წლის შემდეგ ნაპოლის ახლა 11-მატჩიანი მოგების სერია აქვს ყველა ტურნირზე. რატომ არ მიათრევდა ზიელინსკი Osimhen-ს და Insigne-ს წინა სეზონში?

უკეთესადაც შეიძლება გარითმა... ყველა შურიანს მოხვდა ანგისას ზანგისა.
სარკეში ჩაიხედე
და შენ რომ გგონია რომ ხვიჩა მიათრევს ოსიმენს, ზელინსკის, სპალეტის და საერთოდ,,ნაპოლის '' ეგ სწორია?
მამუკა
ჰოდა გამოექანონ ყველანი და ანგისას შეახტნენ ზანგისაზე. ნაბ..რი შურიანები.
ქ. გ.
Fabrizio Romano-მ დაწერა tweet-ი ხვიჩას შესახებ. პოლონელმა ტიპმა უპასუხა, რომ ხვიჩას ზელინსკი მიათრევს. სხვა პოლონელმა ტიპებმა და ნიგერიელებმა დაალაიკეს ეს სისულელე. ნიგერიელებს და პოლონელებს მაგრად უტყდებათ, რომ ყველა ხვიჩას აქებს. https://twitter.com/lfcGoatskiRL9/status/1584832520700727297
Skeleton
სამწუხაროდ მართალი ხართ. ეგ კი არა, ერთ თამაშში გოლს რომ ვერ გაიტანს, ეგრევე თავებს წამოყოფენ და ცდილობენ დააკნინონ. ხვიჩას მაგით არაფერი აკლდება მაგრამ მაინც გულნატკენია ნორმალური გულშემატკივრისთვის.

სულ ისე სუფთად თამაშობს, მისი უხეშობა არსაც მინახავს. დაცვაშიც ხო ჩამოდის ხოლმე და დაცვასაც ეხმარება მარა იქაც არსად ჩაურტყამს არავისთვის. მის წინააღმდეგ კი როგორ მხეცებივით თამაშობენ. რამხელა განსხვავებაა
ქ. გ.
დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=U8mqnhgwx-o
სოსო
ჰო!ასეთია ეს ბიჭი!ალმასი,რომელსაც თანდათანობით ამუშავებენ მწვრთნელები და იდეალური ბრილიანტის თვალი გამოჰყავთ.არა და რამდენი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიიღო ჩვენგან,ერთი წლის წინ.ამ ზაფხულს,საქართველოს ჩემპიონატშიც წამოყვეს თავი,ზოგიერთმა,ვითომ ფეხბურთის გულშემატკივარმა,მაგრამ მალევე იძულებულები გახდნენ,გაჩუმებულიყვნენ.ალბათ ეს არის ქართველების ყველაზე დიდი და უკურნებელი ნაკლი:-სანამ სხვა არ გვეტყვის,ეს ხომ ბრილიანტიაო,ჩვენ თვალს ვიბრმავებთ და გავიძახით,უბრალო შუშის სათამაშოაო.ქებაშიც და ძაგებაშიც,ზომა,წონა და ადგილი არ ვიცით.მწვრთნელები კი,აგრძელებენ ქვის დამუშავებას,უკვე თვალისმომჭრელად კაშკაშებს,თუმცა კიდევ დარჩა ახალი წახნაგები გამოსაყვანი და კიდევ უფრო მეტად აკაშკაშდება.მთავარია, გული არ დავუმსხვრიოთ უმადურობით და სრულყოფილების მიღწევის სტიმული არ დავაკარგვინოთ.ეს ხომ ყველაზე კარგად გვეხერხება,ქართველებს.
გივი ალექსანდროვიჩ
იტალიელებმა იქეთ თარგმნონ ჩვენი სტატიები. ყოჩაღ ხვიჩა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა