თითო გასროლა ევროპასა და ბალტიაში, ორიც კავკასიაში

რუსეთის დედაქალაქის თავზე, გახშირებული ხანძრების გამო, სმოგია, რის გამოც მოსკოვში ორი თამაში გადაიდო. ასე დარჩნენ უქმად ჯანო ანანიძე და მისი თანაგუნდელები, რომელთაც, წესით, გათამაშების ლიდერისთვის უნდა ემასპინძლათ, მაგრამ მხოლოდ ვარჯიშით დაკმაყოფილდნენ.

ყაზანის "რუბინმა" ტრავმირებული ლაშა სალუქვაძის გარეშეც აჯობა "ტომს" - 2:1. თათრულმა კლუბმა 32 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ვლადიკავკაზში ჩრდილოკავკასიური დერბი ვიხილეთ - "ალანიამ" ნალჩიკის "სპარტაკს" უმასპინძლა. სტუმართა ქართველი ლეგიონერები გოგიტა გოგუა და დავით სირაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. სირაძე თავიდან სუპერაქტიური იყო, მე-6 წუთზე მან თავით ძელს გაარტყა ბურთი, მე-15 წუთზე კი კარიდან გამოსული მეკარე დროულად შენიშნა, თუმცა გატანა ვერ შეძლო. მე-18 წუთზე კი სტადიონზე განათება ჩაქრა და თამაშიც გარკვეული ხნით შეწყდა. 62-ე წუთზე ქართველი ფორვარდი შეცვალეს. "სპარტაკი" 0:1 დამარცხდა და 28 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა.

"ანჟისა" და "ამკარის" შეხვედრაში (1:0) მხოლოდ ბოლო 8 წუთი ითამაშა ქართველმა და ისიც თინეიჯერმა გიორგი ილურიძემ (შეფასება - 5,5), სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ ნუკრი რევიშვილი და ზურაბ არზიანი. სანაკრებო ბატალიები ახლოვდება და საგანგაშოა, რომ ნაკრების ნომერ პირველი გოლკიპერი უთამაშებელია, რევიშვილმა ბოლოს 10 ივლისს ითამაშა. "ანჟი" 19 ქულით მე-11 ადგილზეა. მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად "კრილია სოვეტოვს" დაუზავდა, მალხაზ ასათიანმა, რომელიც ახლახან 29 წლის შესრულდა, 90 წუთი ითამაშა (შეფასება - 6). ქართველი მცველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რკინიგზელთა შორის. მატჩის მიწურულს კი გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან. "ლოკომოტივი" 23 ქულით მე-6 ადგილზეა.

უკრაინაში ვიშალიგის V ტური ჯერ კიდევ პარასკევს გაიხსნა, როცა "ილიჩევეცი" 0:0 დაუზავდა ზაპოროჟიეს "მეტალურგს". ამ თამაშზე ბევრიც არაფერია სალაპარაკო გარდა ერთისა, ჩემპიონატი დაიწყო და გვეგონა ზამთარში "ილიჩევეცში" გადასული გიორგი გაბედავა ათამაშდებოდა, მაგრამ მსგავსიც არაფერი ხდება, ეროვნულ ჩემპიონატში გამორჩეული ფორვარდი, სათამაშო პრაქტიკის უქონლობას უჩივის, ამ თამაშშიც ის სათადარიგო იყო.

საერთოდ უკრაინაში აგერ უკვე მერამდენე წელიწადია ქართულ ლეგიონს მწვავედ უდგას სათამაშო პრაქტიკის საკითხი. "კრივბასის" განაცხადში კვლავ არ გამოჩენილან ალექსანდრე კობახიძე და ბექა გოცირიძე. "ზესტაფონის" მძლეველმა "კარპატიმ" სამშობლოში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა, ლვოველებმა შინ 2:1 მოუგეს კიევის "არსენალს". მატჩის მე-10 წუთზე შეცვალეს სანდრო გურული.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც უკრაინაში ჩვენებურთაგან სათამაშო პრაქტიკა არ აკლია უჩა ლობჟანიძეა, მისმა "დნიპრომ" სტუმრად 1:0 მოუგო "ტავრიას", რომლის შემადგენლობაშიც არ გამოჩენილა ვასილ გიგიაძე. ლობჟანიძემ კი შეუცვლელად ითამაშა. "დნიპროს" შესაშური სტარტი გამოუვიდა 5 მოგება 5 მატჩიდან, არც "კარპატი" ასპარეზობს ურიგოდ, 8 ქულით მე-5 ადგილზეა.

სომხეთის პირველობაზე ქართული გოლი გავიდა - მე-16 ტურის მატჩში "ულისი" კაპანის "განძასარს" ეწვია და 3:0 გაანადგურა. მატჩის 76-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი შოთა ჯიქიამ გაიტანა. "ულისი" 35 ქულით მე-3 ადგილზეა ჩემპიონატში.

ჩემპიონატი დაიწყო ჩვენს კიდევ ერთ სამეზობლოშიც, აზერბაიჯანელებმა ზუსტად ერთი კვირით დაგვასწრეს. ყველაზე ქართულმა გუნდმა "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, სტუმრად უპრობლემოდ აჯობა "თურანს" - 3:0. ცხადაძემ თოვუზში სასტარტოში გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე დააყენა. ეს უკანასკნელი 52-ე წუთზე შეცვალა. სათადარიგოთა სკამზე დარჩა ვალერი აბრამიძე. ისე, აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი გოლი ქართველის ანგარიშზეა, თავი "ინტერის" წევრმა, მაგრამ "სიმურგში" განათხოვრებულმა ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა, რომელმაც "განჯასთან" სტუმრად 72-ე წუთზე გახსნა ანგარიში და კინაღამ ჩაუშხამა მასპინძლებს პრემიერლიგის დებიუტი. მატჩს 5 ათასი მაყურებელი დაესწრო, ბოლოს "განჯამ" გათანაბრება მაინც შეძლო - 1:1. მასპინძელთა რიგებში ითამაშეს გიორგი სეთურიძემ (68-ე წუთზე შეცვალეს) და ზურა ძამსაშვილმა. სტუმართა რიგებში კი მხოლოდ ბაჩანა ცხადაძეა ქართველი, რომელიც გოლის გატანისთანავე შეცვალეს.

I ტურის მთავარი სენსაცია "ბაქის" მარცხი იყო დებიუტანტ აზალ-თან - 2:3. "ბაქიში" არა და გამარჯვებულთა შორის კი ითამაშა ჩვენებურმა, ნუგზარ კვირტია 67-ე წუთზე შეცვალეს. მოიკ-მა შინ 3:2 მოუგო "მუღანს". მასპინძელთა კარში ვეფხვია გვენცაძის ვაHჟი ამირან გვენცაძე იდგა, სტუმართა შორის სათადარიგო იყო დავით სვანაძე. ტურის ცენტრალურ მატჩში "ნეფთჩი" 1:1 დაუზავდა "ყარაბახს". სტუმართა ფორვარდი გიორგი ადამია მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა. "ხაზარმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "გაბალა" - 1:0. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით იმედაშვილი, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრები კი კაპიტნის სამკლავურით გოგა ბერაიამ გამოიყვანა. მოკლედ, აზერბაიჯანში მოთამაშე ქართულ ლეგიონში ბევრი ვცლილებაა.

დანიის რანგით მეორე დივიზიონში ახალი პირველობა დაიწყო, უმაღლესიდან გავარდნილი "ორჰუსი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ვეილეს", სტუმართა რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშა დავით დევდარიანმა. ასეთივე ანგარიშით ითამაშა სტუმრად გიორგი ფოფხაძის "ვიბორგმაც" "კოლდინგის" წინააღმდეგ. "შტურმში" სინჯებიდან მიბრუნებულმა ქართველმა მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 6:1 მოუგო "ტულევიკს". ზაქარია სათადარიგო იყო.

ფინეთის მეორე ლიგაში ლიდერმა "როვანიემიმ" ვერ მოუგო "ესპოოს" - 0:0. პავლე ხორგუაშვილი სასტარტოში იყო, მისი ძმა ვალტერი კი უკვე მე-19 წუთზე შევიდა მოედანზე. ირაკლი სირბილაძის კპვ სტუმრად 0:1 დამარცხდა "კლუბი 04-თან".

უნგრეთის ჩემპიონატის II ტურში გახსნა გოლების ანგარიში რატი ალექსიძემ, მისმა "დიორი ეტომ" 1:0 მოუგო "შიოფოკს". აღსანიშნავია, რომ ალექსიძე მხოლოდ 56-ე წუთზე გამოჩნდა. 13 წუთში კი მან 10 მეტრიდან მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. "ეტოს" რიგებში მე-2 ტაიმი ითამაშა თეიმურაზ შარაშენიძემ. ლატვიაში თავი გამოიჩინა "ოლიმპსის" ფორვარდმა დავით ჯანელიძემ, რომლის გუნდმა 2:1 მოუგო "ბლაზმას".

ლელო

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა