ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მატჩის დღეა, თუმცა თითქოს ყველანი შეგუებულები ვართ, რომ ჩვენებურს დასვენების საშუალება უნდა მიეცეს. აქამდე ეს მოლოდინი, როგორც წესი, არ მართლდებოდა. ქართველმა ფეხბურთელმა ფიზიკური მონაცემები ყოველდღიურად გააძლიერა და ის მოედანზე 90 წუთს ატარებს. "კვარა" თამაშით სიამოვნებას იღებს. ვნახოთ, რა იქნება დღეს - ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა, მე-5 ტურში უდანაკარგო (12 ქულა) და პლეი-ოფში უკვე გასული ნეაპოლელები გლაზგოს "რეინჯერსს" უმასპინძლებენ (22:45 სთ).

იტალიურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ სტანისლავ ლობოტკასა და ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე მეტი თამაში უწევთ, უალტერნატივოებო არიან და მთავარი მწვრთნელი მათ დასვენებას გადაწყვეტს. ლუჩანო სპალეტი კარგად გრძნობს, რომ მის გუნდს ახლა ყველაფერი გამოსდის და ორთვიან შესვენებამდე მაქსიმალურად კარგი განწყობით მისვლა სურს. ამავდროულად, თუკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, შოტლანდიელებთან საკუთარ მოედანზე გამარჯვება ამისთვის სერიოზული ნაბიჯი იქნება.

როტაცია იმისთვისაცაა მნიშვნელოვანი, გუნდის მაქსიმალურად ყველა წევრმა თავისი საჭიროება იგრძნოს. მაგალითად, ჯოვანი სიმეონე ბოლო დროს ცოტას თამაშობს და თავდაჯერებისთვის მეტი ნდობა ნამდვილად სჭირდება. აასეთ მატჩებში გამოცდილება უნდა შეიძინოს 22 წლის ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგორმა...

ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ პენალტი მეტად მნიშვნელოვან დროს მოიპოვა, რომელიც გოლად პოლიტანომ აქცია. ეს ის შეხვედრაა, როცა პიოტრ ზელინსკიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, განმეორებითი დარტყმა გახდა საჭირო და ვერც ის გამოიყენა. "ნაპოლიმ" მაინც კომფორტული ანგარიშით (3:0) გაიმარჯვა.

თუკი ჩვენებური არ ითამაშებს, ეს საკუთარი გუნდის თამაშში რამდენად

შესამჩნევი იქნება? - "ნაპოლის" რიგებში ამდენი შემოქმედებითობა, დრიბლინგი და გამამწვავებელი პასი ბევრს ნამდვილად არ შეუძლია. ერთ დროს ხვიჩას დუბლიორი, ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი ზამბო ანგისას არყოფნაში ცენტრში თამაშობს და იქნებ ამ პოზიციასთან უკეთ ადაპტირდეს. საინტერესოა, ირვინგ ლოსანო ან მატეო პოლიტანო მარცხნივ ხომ არ ითამაშებენ? დიდი შანსია, ეს ჯაკომო რასპადორი იყოს. დაველოდოთ სპალეტის გადაწყვეტილებას, ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, როგორაც ხვიჩას ფიზიკური მზადყოფნისა და უახლოესი მატჩებიდან გამომდინარე იქნება საჭირო. ისე კი, ქართველი გარემარბის გამოსვლა მის სამშობლოში ყოველთვის ძალიან აინტერესებთ და განსაკუთრებით ელიან, თუმცა ის ყოველთვის ვერ ითამაშებს.

ახალი სეზონი „ნაპოლიმ“ საუკეთესოდ დაიწყო: 15 წარმატებული მატჩი, მათგან ზედიზედ 11 მოგება და რაც მთავარია, არც ერთი მარცხი. ყველაზე მეტად შთამბეჭდავია თავდასხმის შედეგიანობა – 43 გატანილი გოლით, დაახლოებით 3 გოლი საშუალოდ მატჩში, რაც ვარსკვლავური შეტევის დამსახურებაა.

12 ნოემბრამდე "კვარასა" და "ნაპოლის" დატვირთული პერიოდი აქვთ, 6 მატჩს გამართავენ. შემდეგ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს და 2023 წლამდე ოფიციალურ შეხვედრას არ ჩაატარებს. 15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

სლავიკ
ტოტენჰემი ტუტ პრიჩომ, ჟორა ჯან.
ზაალ
არც ლოსანოა. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე მოხდება დასვენებული ლიდერების თამაშში ჩართვა. ვგონებ რომ მაინც მოუწევს სპალეტის ამის გაკეთება.
გივი
არც ხვიჩაა ძირითადში და არც ოსიმენი.
IKAKOO
Meret; Di Lorenzo, Ostigard, Kim, Mario Rui; Ndombele, Lobotka, Elmas; Politano, Simeone, Raspadori
ნიკა
სტატიებს რომ ამინუსებთ, რაღაცებს წერთ, მწვრთნელზე, ჟურნალისტზე და ყველაზე უკეთ როგორ იცით, რომ ხვიჩამ არ უნდა დაისვენოს? კარგად წერია სტატიაში, გვინდა მარა ჯობია, დაისვენოს
ჰმ
სანაია, ბოღმით რით ვერ გასკდი რით?
სოსო
ალბათ ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება, ეს იქნება,რასაც თქვენ ამბობთ.მეორე მხრივ,ოსიმენი რომ ოსიმენია,თავისი ბრწყინვალე ფიზიკური მომზადებით,მანაც კი კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო,როცა შეუსვენებლად ათამაშა რამდენიმე თამაში.ვფიქრობ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს და ყველას მისცემს დასვენების საშუალებას.ამ კუთხით,შესაძლოა მეორე ტაიმისთვის შეინახოს და თუ გაუჭირდათ,მერე გამოუშვას.რისკია,შესაძლოა თამაშში ვერ ჩაერთოს,მაგრამ მთელ თამაშს,არ მისცემს.ამ ორი ვარიანტიდან ერთს აირჩევს,სავარაუდოდ.
;DDD
ჩაგეთვალა papai DDDD
papai
რა მოხდა აერია ნიუკასლში:)
papai
ისე ჩანს რომ ძალით წერ მსგავს პოსტებს.. ერთობი სხვებს რომ აღიზიანებ
გ.
სპალეტის ხელში ხვიჩა სხვა სიმაღლეზეა.უფრო ელეგანტური თამაშის სტილი შეიძინა,პასები უმაგრესი და რაც მთავარია სისწრაფე და ტექნიკა დახვეწა,ლიდერის თვისებებიც აქვს....ასე რომ არა მგონია ხვიჩას ეს თამაში გამოატოვინოს,თან რეკორდზეც მიდის ნაპოლი.ენდომება მასაც ამ რეკორდის მოხსნა
G.LA
დღეს ელმასი უნდა დააყენოს წესით.ისე ელმასი უფრო ტექნიკურია ვიდრე ხვიჩა.საერთოდ კი მე ჩვენი ბარსაგიანის ფანი ვარ.ყიფიანიც ხო ჩვენი იყო ელი...
ზაზა
ლუჩანო სპალეტი რა დროს ექსპერიმენტებია ათამაშე ყველა ძირითადი მოთამაშე ეს თამაში არის მოსაგები ეს ლიგაა!!! ბიჭებს ამბიციას ნუ დააკარგვინებ! თუ თვითონ მოგთხოვენ მაშინ დაასვენეს!!!
კაპიტან გარდენბურგი
ყველაზე ლოგიკური იქნება ალბათ 1 ტაიმი ათამაშოს და ნახავა მერე საჭირო იქნება თუ არა დასვენება
ALONZO
რა დროს მოშვებაა ? "ნაპოლის" 1986 წლის რეკორდი აქვს გასაუმჯობესებელი
გულშემატკივარი
მგონი მიგიხვდი!!!:))) ყოველი თამაშის წინ წერ რომ ნაპოლი წააგებსო და პირიქით ხდება,ალბათ კარგად გაქვს დაცდილი ხომ???:)))
დავით 67
ტოტენჰემი გადმოიყვანეს ამ ჯგუფში?
ჟორა-ს
ტოტენჰემთან არა, სამგურალთან ჟორაჯან, სამგურალთან..
ბაჩი
არა ტოტემჰემთან არამედ ლივერპულთან
ჟორა
რა ზღაპრებს ყვებით? დღეს ნაპოლიმ პირველი ადგილი უნდა გაინაღდოს ჯგუფში, ამიტომ სასტავიც ბაევოი ჯქნება, გადახალისებული შემადგენლობა კი ტოტენხემთან გამოვა. სპალეტი ჭკვიანი კაცია და სწორედ ეს იქნება ჭკვიანი კაცის ქმედება.
დათა თუთაშხია
შანსი არაა დღეს ხვიჩა დაასვენოს სპალეტიმ - არ ყავს ხვიჩას სრულფასოვანი შემცვლელი, შესაბამისად დამატებით იმდენი ფაქტორია, რომ მათ ვერ უგულებელყოფს. პირველ რიგში, ჯგუფში არ აქვთ ჯერ გამარჯვება განაღდებული და ეს აუცილებლად ამ მატჩში უნდა გააკეთონ. ამის გარდა, ლიგაზე თითო მოგება სადღაც 3 მილიონი ევროა და არც ეს ფაქტორია უმნიშვნელო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა მატჩის წინ ერთი კვირა ქონდათ დასასვენებლად, მაქსიმუმ 1%-ა ალბათობა, რომ ხვიჩამ დაისვენოს. ძირითადად ნახევარდაცვის ცენტრს შეეხება როტაცია - ამ პოზიციის მოთამაშეებს უწევთ ყველაზე მეტი სირბილი, ასევე ლოსანოს და დაბალი ალბათობით, თუმცა არ გამოვრიცხავ ოსიმენსაც. ლოსანოს და ოსიმენს ძლიერი შემცვლელები ყავთ და ამიტომ მგონია, რომ ამ ნაწილში შესაძლებელია გარისკოს სპალეტიმ.

ჩემი ვარაუდით დღეს წააგებს ნაპოლი. ძალიან რთული თამაში იქნება. მართლა შეუძლია ხალხო ამხელა წაუგებელი სერია რაღაც ზღაპარია
G.LA
ხვიჩა აუვცილებლად ითამაშებს. კოპა იტალიაზე არ ათამაშებს და იქ დაზოგავს სპალეტი ზოგიერთ მოთამაშეს. ლიგაზე და სერია A ში სულ ათამაშებს, შეიძლება შეცვალოს თუ საჭიროთ ჩათვლის. ხვიჩამ რომ მოუმატა ფიზიკურად ყველა ვამჩნევთ. ლიგაზე თამაში ყველას ოცნება რომ არის სპალეტიმ ჩვენზე კარგად იცის და ხვიჩას ოცნებას არ წაართმევს. პირველი ადგილიდან გასვლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნაპოლი პირველიდან გასასვლელად იბრძოლებს. დღეს ჩვენი ბიჭი გაგვახარებს.
zura222
ხვიჩა ალბათ პირველ ტაიმს არ ითამაშებს და მიოს ადგილზე იქნება რასპადორი რომელივ თამაშობდა მარცხენა შემტევად და აქვს გამოცდილება ! და თუ ვერაფერი ვერ მოახერხა მაშინ მეორე ტაიმში გამოვა მაპოლის და ჩვენი ჯილა !
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
რატო ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი - VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა