როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მიეცა. მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის ერთ დროს "კვარას" მოედნიდან ადრე გაყვანაზე თუ ვედავებოდით, ახლა საბოლოოდ დავრწმუნდით, მის დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის, როგორც ამბობენ, პულსზე უჭირავს ხელი. ხვიჩას ხომ ბოლო დროს 90 წუთი ეძლეოდა, ახლა კი ამოსუნთქვის უფლება მიეცა.

ნეაპოლელებმა ისევ იოლად ("რეინჯერსი" 3:0 დაამარცხეს) გაიმარჯვეს და ამ გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში უკვე 16-მა მოთამაშემ (ლეო ოსტიგორი) გაიტანა. კვარაცხელიას არყოფნაში შესამჩნევი გახდა, რომ მარჯვენა ფლანგი მეტად აქტიურობდა, მარცხნივ კი განსხვავება ის დავინახეთ, რომ უკანახაზელი მარიო რუი მთელი ფლანგის კონტროლს ახერხებდა, უტევდა და კარშიც დაარტყა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენებურის ნაცვლად მოთამაშე ჯაკომო რასპადორი გარემარბის თვისებებით არ გამოირჩევა. რაც შეეხება ელიფ ელმასს - ჩრდილომაკედონიელი თავს კომფორტულად უფრო მოედნის შუა ნაწილში გრძნობს, ვიდრე ფლანგზე.

წინა ხაზში კონკურენცია ჯოვანი სიმეონეს დუბლმა კიდევ უფრო დაძაბა, ვიქტორ ოსიმენი ხომ ისვენებდა. ნეაპოლელები მართლაც კარგ ფორმაში არიან და წარმატების გაგრძელებას შაბათს, 29 ოქტომბერს (17: 00 სთ), "სასუოლოსთან" საკუთარ მოედანზე ეცდებიან.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი

უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ, ვის შეიძლება შეხვდეს "ნაპოლი" მომავალი წლის დასაწყისში, მერვედფინალში. მასზე მსჯელობა უკვე საკმაოდ დეტალურად შეგვიძლია.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ "ბარსელონა", "სევილია", "იუვენტუსი" - იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც თამაშს რანგით მეორე, ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

რაც შეეხება ხვიჩას "ნაპოლის", შეგვიძლია ძალიან დიდი ალბათობით განვიხილოთ, რომ ისინი ჯგუფში 1-ელ ადგილს დაიკავებენ. ეს ასე რომ არ მოხდეს, "ლივერპულთან" 4-ბურთიანი სხვაობით უნდა დამარცხდნენ (3-ბურთიანი სხვაობისას "ნაპოლის" უკეთესი ბალანსი ექნება), რაც რთულად წარმოსადგენი ამბავი ჩანს.

ახლა განვიხილოთ, ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში, რა ალტერნატივები არსებობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიური "ინტერი" და "მილანი" (ჯერ მეორეობაც არ გაუნაღდებია) საკუთარ ოთხეულში პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ეს სავარაუდო მეტოქეების სიას ხუთამდე ("ლივერპული" გამორიცხულია) ამცირებს. ახლა მათგან საუკეთესო ვარიანტზე ვიმსჯელოთ.

A ჯგუფში ნეაპოლელები გამოდიან, შემდეგ კი თანმიმდევრობით მივყვეთ. სავარაუდო სიაში ბელგიური "ბრიუგე" იქნება ანაც პორტუგალიური "პორტუ". ჯგუფში საუკეთესოს უკანასკნელი ტური გაარკვევს. საკმაოდ დაძაბული ვითარებაა D ჯგუფში, სადაც მერვედფინალში გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს - ინგლისური "ტოტენჰემი", პორტუგალიური "სპორტინგი", გერმანული "აინტრახტი" და ფრანგული "მარსელი".

თუკი რაიმე სასწაული არ მოხდა, მადრიდის "რეალი" ჯგუფის გამარჯვებული გახდება, "ნაპოლის" სავარაუდო მეტოქე კი გერმანული "ლაიპციგი" ან უკრაინული "შახტარი" იქნება (ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან).

დორტმუნდის "ბორუსია" - გუნდი, რომელიც ნეაპოლელების პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პოტენციურ მეტოქეთა სიაში აუცილებლად იქნება. "რეალი" ვახსენეთ და იმის შანსი უფრო დიდია, კვარაცხელიამ პსჟ-ის წინააღმდეგ ითამაშოს. ჯგუფიდან მეორე ვარიანტი ძალიან კარგად მოთამაშე პორტუგალიური "ბენფიკაა".

მთავარია, როგორც "ნაპოლი", ასევე კვარაცხელია, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოწვეული დაახლოებით ორთვიანი შესვენების შემდეგ ისეთივე ფორმაში ვიხილოთ, როგორსაც ახლა ვხედავთ და ეს წარმატებული სვლა როგორც იტალიის ჩემპიონატში (სადაც ლიდერია), ასევე ჩემპიონთა ლიგაზე (უდანაკარგოა) განაგრძოს.

15 მატჩი, 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე და მისი თამაში, რომელიც ამ მაჩვენებლებზე მაღლა დგას.

მეგრელი
აფსუს ბარსა სად გავარდა. კარგი ბულკი იქნებოდა.
გია პაპა
მერვედფინალების კენჭისყრა როდის ჩატარდება? იცით ვინმემ?
რონი
სლოვანის თამაშებს ვუყურებ ეხლაც დაჟე და რასაც კვარას უკეთებენ გუნდში ზუსტად მასე ექცევიან გიოსაც რა უბედურებაა მითუმეტეს 3ქართველია სლოვანში როგორ ვერ დააყენეს პალაჟენია? :/ ხვიჩა კაი მარტოა და ჩაგრავენ სამნი არიან და დარბის ჩაკვე უბურთოდ საერთოდ არ იმჩნევენ ტიპს
Soso
ელმაზ გამოდი გიცანით
Levani
Dzalian kargad tamashobs chveni xvicha da vfiqrob mas konkurenti ar yavs.xvichas sheudzlia erti driblingit tamashi moigos.es dzaan mnishvnelovania rogorc mistvis ise klubistvis.qartvelebo chven xvicha mogvevlina fexburtis gasanvitareblad.mas bevri mibadzavs,moundeba varjishis momateba da bevri bichebi win wavlen...es ras nishnavs??? საქართველოს ნაკრების წიიიიინ სვლააას. აი ეს გვინდა ჩვეენ...სტადიონზე ხომ მაინც გავუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს და მგონი ბედნიერები ვიქნებით არაა??? ასეა ჩემო მოგობარო ეს,სუფთა და სინამდვილე...
G.LA
ძალიან კარგად ითამაშა.განსაკუთრებით ელმასიმ ელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა