„ასტონ ვილა“ გათავხედდა: „ჩელსის“ „ვესტ ჰემისგან“ 30 წლის ნახევარმცველის, სკოტ პარკერის ქირაობა უნდა, ის კი ეჩხირება და მოთამაშის ყიდვას აპირებს
„ასტონ ვილა“ გათავხედდა: ფულის ტომრად აღიარებულ „ჩელსის“ „ვესტ ჰემისგან“ 30 წლის ნახევარმცველის, სკოტ პარკერის ქირაობა უნდა, ის კი ეჩხირება და მოთამაშის ყიდვას აპირებს - ფაქტობრივად, ცხვირწინ სტაცებს. კიდევ, ბირმინგემელთა თავკაც ალექს მაკლიშს, ამ ზაფხულს გაყიდულების, სტიუარტ დაუნინგისა და ეშლი იანგის ნაცვლად შონ რაიტ-ფილიპსისა და შარლ ნ’ზოგბიას შეძენა სურს. მოგეხსენებათ, 29 წლის რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტის“ წევრია, 25 წლის ნ’ზოგბია კი „უიგანის“.

თუმცა, დავუბრუნდეთ „ჩელსისა“ და პარკერს. დასავლეთლონდონელები კვირას მალაიზიას მიეშურებიან. ახალ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს სურს, ნახევარმცველი აეროპორტში გამგზავრებამდე უკვე მათი მოთამაშე იყოს. მოგეხსენებათ, „ლურჯებს“ პრობლემა აქვთ: მიკაელ ესიენი ვარჯიშზე დაშავდა და ოპერაციის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად ექვსი თვე სჭირდება. ამ დროის გადასაგორებლად პარკერი „ჩელსისთვის“ შესანიშნავი გამოსავალია, თუმცა „დიდ ეკს“ ანუ „ასტონ ვილას“ მწვრთნელ მაკლიშს ჯიბეში 8 მილიონი ფუნტი უდევს და „აპტონ პარკის“ შეფებს გამომწვევად უტრიალებს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიპში გავარდნილი „ვესტ ჰემის“ ვარსკვლავი გუნდთან ერთად შვეიცარიაში იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარი ბედ-იღბლის რაც შეიძლება მალე გასარკვევად ამ დღეებში ინგლისში დაბრუნდა. ცნობისათვის: საფეხბურთო ჟურნალისტთა გამოკითხვის მიხედვით გასული სეზონის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი სწორედ პარკერი გახდა.

მისი ტრანსფერის საქმე ასე იყო: პარკერს, რასაკვირველია, იმთავითვე „ჩელსიში“ გადასვლა ერჩივნა, მაგრამ დასავლეთლონდონელებს ამ ფეხბურთელის იჯარისთვის 4,5 მილიონი არ ემეტებოდათ და არც კვირაში 65 ათასის ხელფასად გადახდა სურდათ. სამაგიეროდ, „ვილას“ გაუჩნდა ფული - დაუნინგისა და იანგის გაყიდვით შემოსული თანხა აქვს დასახარჯი. დიდი ეკი „ჩელსის“ ჯიბეზე ხელის გაკვრაში, რასაკვირველია, ვერ შეეჯიბრება, მაგრამ მზადაა მისთვის სასურველ ფეხბურთელებში სატრანსფერო თანხაც გადაიხადოს და არც ხელფასზე დაიხიოს უკან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა