დღეს, სერია A-ს მე-12 ტურში "ნაპოლიმ" "სასუოლო" 4:0 დაამარცხა და კვლავ გათამაშების ლიდერია.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია, დღეს დაცვაშიც ბევრი იმუშავა. ზოგჯერ თავდამსხმელები ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდი მანძილის დაფარვას და დაცვითი სამუშაოს შესრულებას, მაგრამ ეს მათ თანაგუნდელებს ძალიან ეხმარებათ.

გუნდის თამაში მომეწონა, ყოველ ჯერზე მეტის გაკეთება უწევთ, რადგან მეტოქეები ორმაგი მოტივაციით ემზადებიან. ასე რომ, მადლობას ვუხდი მათ, შექებას ნამდვილად იმსახურებენ.

ხელიდან ბევრი მომენტი გავუშვით. ორბურთიანი სხვაობით წინ მალევე გავედით და შესაძლოა, სიზუსტის დაკარგვა ამან განაპირობა.

ჩვენ პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი გვყვავს, ბიჭები, რომლებიც მოედანზე სიამოვნებას იღებენ და ამავდროულად სურთ, ყოველთვის გაიმარჯვონ. წარმატების გასაღებიც სწორედ ესაა" - განაცხადა სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში.

"ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ენფილდზე" "ლივერპულს", ხოლო 5 ნოემბერს იტალიის პირველობაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

ზაზა
ჩვენ სომეხ ძმებს ნუ ეწყინებათ მაგრამ კახეთში ამბობენ სად ერეკლე და სად ჩემი ყ**ო.სად ხვიჩა და სად მაგათი ჰენრიხა!!!
რრრ
კაით რა ხალხო რას ვარდებით ღადაობს ტიპი, თქვენ რა მართლა სომეხი გგონიათ ეგ ვიღაცაა,
gio
ამ პატარა ბიჭმა დაგვიბრუნა სიხარულის და სიამაყის გრძნობა ქართველებს. ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ მის თამაშს. კი ბატონო ფანატიკები გაგვხადა ისე გვიყვარს ხვიჩა. არა და იმსახურებს ყველანაირად მაგარი ადამიანია,
Vasili
მხითარიანი კაი ფეხბუთთელია მაგრამ შედარება რო მხითარიანივით მაგარია, ეს უკვე არასწორია,, იმიტომ რო ხვიჩა უფრო ზედა საფეხურის ფეხბურთელია.// კომენტატორებს რაც შეეხება ნუ არ ვიცი, რა შეუძლება ითქვას, როგორც კი ბურთს იღებს ტიპები ცოცხლდებუან,,ხმას უწევენ, რა სიტყვებით აღარ აქებენ, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობს და თან რა გადაცემებში და თან რა ხალხი…
G.LA
სუ ყველაფერში ჩვენ მხითარიანს ბაძავს.იქნებ ჩვენი მხითარიანის მსგავსი კარიერა ჰქონდეს კიდეც
კუ კობსონი
nu mazgachob
გეგი
მოიცა და აქამდე რა არ იყო?რას ერჩით?მაგ კაცმა იცის თავისი საქმე და ხვიჩას იდეალურად უკვალავს გზას.დანახვა უნდა რაღაცეებს.
Dyablo
ხვიჩამ ბოლო დეკადა დაკნინებული სერია ას დონე აამაღლა და ჩემპიონატს ინტერესი გაუორმაგა. ამას რომ უცხოელები დაგიკომენტარებენ ეს უკვე აღიარებაზე მეტია.
Charley
ერთი ნაპოლის გულშემატკივარია იუთუბზე Napoli Talk და ოსიმენი vs ჰაალანდიო დღეს კითხეს ლაივში. მაგ 2ს შორის არ ვიცი, მარა კვარა ორივეზე მაგარი ფეხბურთელია და საერთოდ მსოფლიოში #1იაო. მბაპე გაახსენეს და მაგაზე თქვა, რომ სწრაფია და მაგარი შემსრულებელია, მარა ხვიჩა სხვა დონეა, მარტო სისწრაფის ხარჯზე კი არ დებს შედეგს, ინტელექტით და დახვეწილი საფეხბურთო უნარებით თამაშობს და ამით ცოტათი რონალდინიოს უფრო ჰგავსო. კვარაში ერთროულად გაერთიანებული არის სწრაფი ვინგერის და ინტელექტუალი პლეიმეიკერის უნარები. ფაქტიურად ერთი ფეხბურთელი მოედანზე ორი ამპლუით გამოდის და ორივეში მონსტრია. ესეთი ექსტრა კლასის ფეხბურთელის ყოფნა ფუფუნებაა ნებისმიერი გუნდისა თუ მწვრთნელისთვის, რაც უდიდეს უპირატესობაში გაყენებს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან. თანამედროვე ფეხბურთში კი ასეთი კალიბრის მოთამაშეების კრიტიკული დეფიციტია. ყოველგვარი ურაპატრიოტული აფორიზმების გარეშე თამამად შეგვიძლია ვთქვად რომ კვარა უკვე შემდგარი ვარსკვლავია. გადახედეთ ევროპულ სპორტულ მედია პორტალებსა თუ სპორტ არხებზე რა ჰაიპშია ხვიჩა ყველგან მისი სახელი ისმის.

მოკლედ მეგობრებო, ვინც არ იცით, ხვიჩა თამაშის მერე მივიდა ქართველებთან და თავისი მაისური გადასცა, რომელიც ნეაპოლელებმა გამოსტაცეს ხელიდან ქართველებს და გაიქცნენ. ახლა ნეპოლურ გვერდზე დაიდო ეგ კადრები და უნდა ნახოთ ხალხი როგორ განიცდის. ბოდიშებს უხდიან ქართველებს და სასწრაფოდ ითხოვენ იმ პიროვნების ამოცნობას და დასჯას, ვინც მაისური მოიპარა. ჩვეულებრივი საგიჟეთია. ჩემი კუმირის მაისურის გამო შემიძლია ვინმე მოვკლაო და ეგ როგორ გაუკეთეს ქართველებსო, ეს ნეაპოლის სირცხვილიაო და მოკლედ, ცოტა კი გავხალისდი კომენტარებზე მაგრამ ხალხო, ასეთი ფანატიზმი როგორ შეიძლება, მე მეშინია ასეთი ხალხის, ვინც არუნდა იყოს. შეიძლება მართლა მოკლან ადამიანებმა ერთმანეთი, ეს რაარის.
კობა
ჩვენნაირები ყოფილან ნიგერიელებიც! რამდენჯერ ითქვა პასს არ ძლევენ, პენალტს არ არტყმევინებენ, სპალეტის მისი ჯინი სჭირს, მალე ცვლის და ა.შ. და რაა გასაკვირი რომ კაცმა ჰეკ-ტრიკი შეასრულა და არ წერენ მასზე. ხშირად ხდება ჰეკ-ტრიკი თამაშზე?
G.LA
ყველა თამაშს ასეთ დონეზე ხომ ვერ ჩაატარებს, შეიძლება და მჯერა კიდევაც რომ ამაზე უკეთესების იქნება. მარა რასაც ჩავარდნა ქვია და თანაც რამოდენიმე თამაში ეს გამორიცხულია. ხვიჩა ჯერ კიდევ ზრადს გააგრძელებს. ფეხბურთელის პიკი 25-26 წელზე მოდის. ეს ამდენი ქებაც ექსპერტებისაგნ ისე ცარელზე არ მოდის. ხედავენ და ატყობენ კიდევაც მის ზრადას.
Spain
რაც თამაში დასრულდა იმის მერე შევარდნილი ვარ სხვადასხვა უცხოურ საიტებზე და კომენტარებს ვკითხულობ, ასევე სტატიებს. ყველაფერი კვარათი არის აჭრელებული. ფაბრიციო რომანომ გამოქვეყნა ძალიან მაგარი პოსტი კვარაზე, რითიც ოსიმენის ფანების რისხვა დაიმსახურა. კაცმა ჰეთრიკი გაიტანა და ყველა მაინც კვარაზე წერთო, რასისტები ხართო და ასე შემდეგ. სინამდვილეში მარტო კვარასნაირ მოთამაშეს შეუძლია ჰეატრიკის ავტორები გადაფაროს და ყველა მასზე ალაპარაკოს. ხო მართლა, ჰეთრიკიც ვისი წყალობით შედგა ეგეც საკითხავია. ძაან მაგარი თავდამსხმელია ოსიმენი მაგრამ კვარას გარეშე ვერ ექნებოდა ეგ სტატისტიკა. სიმართლე უნდა ითქვას. და ბოლოს, ცოტა არიყოს მაშინებს ამ ბიჭის მიმართ ასეთი ფანატიკური დამოკიდებულება. რამდენიმე თამაში რომ ჩაუვარდეს, აღარ აპატიებენ ნეაპოლელები და პირველი რიგში ქართველები!
კახა ქ.
იმდენი იძახილეს რუი პას არ აძლევსო,აძლევს, დაუხატა,დაუმატა, პასი მისცა.ასე რომ.....
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
არავინ, არცერთი პოლიტიკოსი თუ სხვა სფეროში მოღვაწე,იმდენს არ აკეთებს ქვეყნისთვის,რამდენსაც ხვიჩა! უფალი გფარავდეს! ჩქინ გერგეზ კოჩ! ❤️
სოსო
მარიო რუიც
ვაჟა მასწავლებელი
მეტი რა გააკეთოს კვარამ? უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს და თვითონაც ხომ იღებს და იღებს - იგივე სიამოვნებას თამაშისგან, ხიბლავს მაყურებელს, იტალიელებს შეაყვარა ქართველები. მისი მონაწილეობით ნაპოლი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და ნელ-ნელა მსოფლიოში საუკეთესო კლუბად ყალიბდება.(ვიღაც-ვიღაცეებმა შეწყვიტონ ჭორაობა კვარას სხვაგან გადასვლის აუცილებლობაზე და შეირგონ ის რაც დღეს ხდება რეალურად!) რა გააკეთოს და: - ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი! შენ ხარ იტალიელების ქართველი ყოჩი!
ზაზა
ლუჩანო სპალეტი უკვე ნელ ნელა მოსაწონი ხდები ქართველებისთვის!!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?