რანგნიკს "შტუტგარტიდან" გამოგდებული მარიკა მოსწონს
ერთადერთი რამ, რითაც „შალკეს“ ვარჯიშებზე (გელზენკირხენული კლუბი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გადის) 25 წლის ესპანელი გამთამაშებელი ხოსე მანუელ ხურადო გამოირჩევა, მისი 200-ევროიანი ჭრელი ბუცებია.

ერთი წლის წინ 13 მილიონ ევროდ ნაყიდი ნახევარმცველი საფეხბურთო თვალსაზრისით ისეთს ვერაფერს ახერხებს, მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის გული რომ მოიგოს. 53 წლის „პროფესორი რალფი“ აქცენტს პრესინგის დამუშავებაზე, აგრესიულ სირბილზე აკეთებს და როგორც ჩანს, ხურადოს ეს ყველაფერი მაგრად ეზარება.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ამიტომაც ვარაუდობენ, რომ რანგნიკი ხურადოს ტრანსფერზე დაყენებას აპირებს. ამას წინათ „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა გულახდილად თქვა, ხურადოსგან ყველანი გაცილებით მეტს ველითო. თუკი პირველ სეზონში ესპანელმა ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, ჰელდტმა და რანგნიკმა ასეთი მოკრძალებული შედეგი იმით გაამართლეს, რომ ის სეზონი ხურადოსთვის სადებიუტო იყო და ბუნდესლიგასთან შეგუება სჭირდებოდა, ახლა კი ესპანელს გაცილებით მეტს სთხოვენ - მინიმუმ იმდენს, რომ მასში გადახდილი 13 მილიონი გაამართლოს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხურადო არაფერს ცდილობს და ამ ეტაპზე მასზე უკეთესად 17 წლის იულიან დრაქსლერი გამოიყურება. რანგნიკი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშს აპირებს და შემტევი ნახევარმცველების ტრიოს პოზიციებზე ამ ეტაპზე ჯეფერსონ ფარფანს და დრაქსლერს (მარჯვნივ), რაულს (ცენტრში) და ლუის ჰოლტბის (მარცხნივ) ანიჭებს უპირატესობას.

„ბილდი“ ირწმუნება, რომ „შალკე“ მზადაა, ხურადო პირველივე მსურველს მიჰყიდოს, თუკი ვინმე 9.5 მილიონს გადაიხდის. ესპანელის ფასი არცთუ კარგი სეზონის შემდეგ სწორედ 3.5 მილინით დაეცა. მიუხედავად ამისა, 9.5 მილიონი ევროს გადახდა სადღეისოდ არავის უნდა.

ამასობაში, „ბილდი“ წერს, რომ „შალკეს“ ძალიან აინტერესებს რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა, რომელიც ორიოდე დღის წინ „შტუტგარტიდან“ დაითხოვეს და ახლა უფასო აგენტია. ჰელდტი, რომელიც „შტუტგარტის“ ყოფილი მენეჯერია, არ მალავს, რომ მარიკასთვის კონტრაქტის შეთავაზებაზე სერიოზულად ფიქრობს - ეს არის თავდამსხმელი, რომელიც ყოველთვის მომწონდაო. 2007 წელს მარიკა დონეცკის „შახტარიდან“ „შტუტგარტში“ სწორედ ჰელდტმა გადაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა