ამჟამად სერბს კომფორტული, 1885-ქულიანი უპირატესობა აქვს ნადალზე, 3925 ქულით უსწრებს ფედერერს და თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს, ვიდრე მიურეის
ორი კვირაა გრძელდება ნოვაკ ჯოკოვიჩის პირველობა ATP-ის რეიტინგში. სერბმა უკვე გაუსწრო ავსტრალიელ პატრიკ რაფტერს და იმ ჩოგბურთელებს, რომელთა ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და გაუთანაბრდა ესპანელ კარლოს მოიას, ვინც 1999 წელს ორი კვირა დაჰყო კლასიფიკაციიის სათავეში.

ამჟამად ნოვაკს კომფორტული, 1885-ქულიანი უპირატესობა აქვს რაფაელ ნადალზე, 3925 ქულით უსწრებს როჯერ ფედერერს და თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს, ვიდრე მეოთხე ადგილზე მყოფ ენდი მიურეის. უახლოეს თვეებში სერბს დასაცავი აქვს 1200 ქულა ამერიკის ღია პირველობაზე, 400 - წლის შემაჯამებელ ტურნირზე და ჯამში კიდევ 990 ქულა სეზონის ბოლომდე დარჩენილ ოთხ მასტერსზე.

შედარებისთვის, ნადალს უწევს შესაბამისად 2000, 1000 და 630 ქულის დაცვა. თუ ჯოკოვიჩი ასეთ დონეზე გააგრძელებს თამაშს, ის კიდევ უფრო გაზრდის რეიტინგში საკუთარ მონაგარს. თუმცა რთული დასაჯერებელია, რომ "ნოლე" სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს ამ დონეს და თავიდან აიცილებს ერთ-ორ ჩავარდნას. მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკს არც ისე ბევრი ქულა აქვს დასაცავი, ის ბოლომდე მობილიზებული უნდა იყოს, რათა მინიმუმ შეინარჩუნოს ჰანდიკაპი ჩოგბურთის ორ ცოცხალ ლეგენდასთან.

ამ სხვაობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე ზრუნვა აქედანვე საჭიროა, რადგან 2012 წელს ნოვაკს ურთულესი ამოცანა აქვს - დაიცვას ქულების არანორმალურად დიდი რაოდენობა, რომელიც ამ სეზონში მოიპოვა. ამიტომაც ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება, რა დროს დაჰყოფს ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგის მწვერვალზე. შეიძლება თუ არა იმის წინასწარმეტყველება, რომ კარიერის ბოლოს მას ლიდერის რანგში უფრო მეტი კვირა ექნება გატარებული, ვიდრე ნადალს? რაფას ახლა ასეთი 102 კვირა დაუგროვდა, ასე რომ, ჯოკოვიჩმა კიდევ 100 კვირა, ანუ ორი წელი უნდა გაძლოს.

ამ გეგმის ასრულებისთვის ჯოკოვიჩს გზად ორი პრობლემა ელოდება. პირველი - მომავალ წელს დაგროვილი ქულათა მარაგის დაცვა. მეორე - თავისი თამაშით ნოვაკი აიძულებს რაფასა და როჯერს პროგრესზე იფიქრონ, თუ მათ სურთ, რომ დაეწიონ და გადაასწრონ სერბს. ასე რომ, მომავალ წელს ძალიან საინტერესო სეზონი გველის. ამიტომაც ღირს გავიხსენოთ, რა შედეგით სრულდებოდა წარსულში ასეთი ტიპის სეზონები.

ATP-ის რეიტინგის შემოღების მომენტიდან შეიძლება გავიხსენოთ 12 ისეთი "სუპერსეზონი", როცა ერთმა მოთამაშემ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა კონკურენტებზე. თუმცა ჩვენ უფრო გვაინტერესებს არა ამ სეზონების მსვლელობა, არამედ მათი შედეგი მოთამაშეებისთვის. აქ შეიძლება სამი კატეგორია გამოვყოთ.

პირველს უნდა მივაკუთვნოთ მოთამაშეები, რომლებმაც "სუპერსეზონის" შემდეგ არ დაკარგეს პირველი პოზიცია კლასიფიკაციაში და გააგრძელეს ტურში დომინირება. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ჯიმი კონორსი, ივან ლენდლი და როჯერ ფედერერი. ამასთან, თუ ჩეხი და შვეიცარიელი უბრალოდ ერთი თავით მაღლა იდგნენ მაშინდელ ოპონენტებზე, კონორსმა 1975 წელს ზუსტად ერთი ნაბიჯით დაიხია უკან - "დიდი სლემის" ტურნირების ყველა ფინალში წააგო, რომლებშიც წინა წელს იმარჯვებდა. მას მხოლოდ იმან უშველა, რომ ილიე ნასტასე, არტურ ეში, ჯონ ნიუკომბი და ვიტას გერულაიტისი არა მხოლოდ კონორსს, არამედ ერთმანეთსაც ამარცხებდნენ. რამდენიმე წელიწადში ბიორნ ბორგიც გაიზარდა და ჯიმბოს ერთპიროვნულ მმართველობას წერტილი დაესვა.

თავად ბორგი ჯონ მაკინროისთან და პიტ სამპარსთან ერთად მეორე ჯგუფში მოხვდა. ეს მოთამაშეები "სუპერსეზონის" დროსაც პერიოდულად კარგავდნენ ადგილს რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე. საინტერესოა, რომ ბრწყინვალე 1978 წელს, როცა ბორგმა "დიდი სლემის" ტურნირების სამ ფინალში ითამაშა და ორი მოიგო, მაინც ვერ მიაღწია რეიტინგში ლიდერობას, რომელიც მყარად ეპყრა ხელთ მაკინროის. ამ უკანასკნელმა კი 1984 წელს გაიმეორა ბორგის მაჩვენებლები, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ადგილს უცვლიდა ლენდლს. დაბოლოს, სამპრასი 1995 წელს მეტნაკლები წარმატებით ებრძოდა ანდრე აგასის, ორი თვის შემდეგ კი საერთოდ დაუთმო ლიდერობა ტომას მუსტერს.

და მესამე კატეგორია, სადაც შეიძლება შევიყვანოთ მატს ვილანდერი და რაფაელ ნადალი. ეს მოთამაშეები "სუპერსეზონის" (თითოეულმა მოიგო "დიდი სლემის" სამი ტურნირი და მეოთხეში მეოთხედფინალიდან გავარდა) შემდეგ ვერ იცავდნენ მიღწეულს და პირველ ადგილს თმობდნენ. განსაკუთრებით მტკივნეული იყო შვედის დაცემა, რომელმაც უკვე შემდეგი წლის იანვარში დაკარგა პირველობა, სეზონი კი საერთოდ ტოპ-ათეულის მიღმა დაასრულა.

რომელ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ჯოკოვიჩი? მას რომ არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი მეტოქეები, როგორებიც არიან ფედერერი და ნადალი, რა თქმა უნდა, სერბს პირველ ჯგუფში შევიყვანდით. მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოვაკი ვერ შეძლებს აბსოლუტურად ყველა ქულის დაცვას და მომავალი სეზონის შუაში დაკარგავს პირველ ადგილს. ამის შემდეგ დაიწყება მისი პაექრობაა ნადალთან, ამჯერად "სუფთა ფურცლიდან", აბსოლუტურად თანაბარ პირობებში. აი ასეთი ბრძოლა, წარსულის დიადი დაპირისპირებების საუკეთესო ტრადიციებით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ასე რომ, 2012 წლის სეზონს უკვე აქვს ძალიან საინტერესო ინტრიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება