ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

კვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.

ლივერპული. "ენფილდი". 50 077 მაყურებელი

ლივერპული - ნაპოლი 2:0

გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

• rolo

სპალეტი სასუელოდან გამომდინარე ფიქრობდა ოსიმენთან ხვიჩას დაწყვილებაზე ისევ გამოცდას, მიხვდა,რომ იჩქარა და შეცვალა სავარაუდოდ შემდეგში სიმეონეს დაუწყვილებს...

• irakli

მისტერ სპალეტიმ მატჩამდე თქვა, რომ ამ მატჩის ბედს მნიშვნელოვანწილად სალაჰი და კვარაცხელია გადაწყვეტენო. მაგრამ 81 წუთზე რატომღაც არ მოეწონა კვარაცცხელიას დარტყმა და შეცვალა, რა სულ კვარაზე ბრაზობს ეგ თავტლიპინა:) კიდეც შეუგდო მერე სალაჰმა და გამთამაშაბელი და გამტანი არავინ დარჩაა კვარაცხელია-ლობოტკა-ოსიმენის სახით და რაღას იზამდა მერე, აქეთ მიიღო მეორე...

• გელა

ცხადია,ხვიჩამ თავისი ფიზიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

• kaxa

სტო-პრო პენალი იყო

• ზურა

ეხ ლუჩანო არ უნდა გაგეყვანა ხვიჩა :)

• არტ

ბურთმა მთლიანად უნდა გადაკვთოს კარის ხაზი, ანუ ძალიან მცირე ნაწილიც რომ იყოს ხაზს აქეთ, არ ჩაითვლება.

• კახას

და რატომ გამოცვალა ცხადი არ არის? სამ დღეში ერთერთი უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ატალანტასთან, რომლის წაგებაც ძალიან გაურთულებს საქმეს ნაპოლის. ადრეც უნდა გაეყვანა ლობოტკაც და კვარაც, გადაღლილები ჩანან ისედაც. საერთოდ არ მახსოვს კვარას ამდენჯერ დაეკარგოს ბურთი რაც გუშინ, იმას არ ვამბობ ცუდად ითამაშა მეთქი, მაგრამ დაღლილობა თავისას შვება , ისიც საგულისხმოა ასეთ დროს ტრამვის საშიშროება იზრდება და ნეტავ რატომ უნდა გაერისკა?

• დავით67

რაჟა-ს! და ამის გამო წააგო ნაპოლიმ?

• სოსო

ამ თამაშში,სპალეტის ერთადერთი აუცილებლად შესასრულებელი მიზანი,4 გოლით არ წაგება იყო და როცა დარწმუნდა,რომ ლივერპული ამდენის გამტანი,შემთხვევითაც კი აღარ იყო,ხვიჩასთან ერთად,სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც დაასვენა.წინ ატალანტასთან უმძიმესი მატჩია და მასთან სრულ მზადყოფნა,გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე რეკორდის გულისათვის, ფეხბურთელების გადაღლა.ისე,რუბინიდან წამოსვლის შემდეგ,ხვიჩას წაგებული არ ჰქონდა და ეს რამდენად ჩაეთვლება წაგებაში პირადად მას,არ ვიცი.როცა შეცვალეს,მაშინ ხომ ნულოვანი ფრე იყო და ესე იგი,პირადად კვარაცხელიას,არც ეს მატჩი წაუგია. რაც შეეხება დაცვაში ჩამოსვლას.ნაპოლი,მთელ თამაშს პრესინგზე აგებს და ამ დროს,ყოველი ფეხბურთელი,თავის კაცს იყვანს,თავდასხმაშიც და დაცვაშიც.სხვა შემთხვევაში,მეტოქე რიცხობრივ უპირატესობას შექმნის და უპირატესობას მოიპოვებს.ხვიჩა თავის ფლანგზე,ორ კაცს მაინც აკავებს,მაგრამ თუკი ალექსანდრე არნოლდი,წინ წამოვა,რა თქმა უნდა,ხვიჩა უნდა გამოჰყვეს და თავისუფლება შეუზღუდოს.სხვა თუ არაფერი,ის ხომ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო საგოლე ჩაწოდებების გამკეთებელია.ღრმა დაცვაში ჩამოსვლაც,სიტუაციურია,.როცა ხედავ,რომ შენს გარდა,საფრთხეს ვერავინ აიცილებს,ეს შენ უნდა გააკეთო.გუნდმა ასე უნდა ითამაშოს.მგონი იმაში მაინც დამეთანხმებით,რომ ხვიჩას სიტუაციის შეფასება არ ეშლება და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში ჩამოდის,ღრმა დაცვაში.წუხელაც მოხდა მსგავსი და ხვიჩამ მშვენივრად განმუხტა სიტუაცია.

• ამაშია საქმე

ბურთიანი ხვიჩა საჯარიმოში ხელის კვრით დააგდეს და მსაჯი პენალტს არ ნიშნავს.ვარიც დუმს.გამოდის ფეხბურთში ახალი წესებია ხელის კვრა მოსულა.

• Superman

100000%-ით გეთანხმები

• Каха

რატ უნდა ამას გარჩევა გაიხვანა კვარა,ოსიმენი,ლოფოტკა მტელი დაცვა ლივერფულის ცავიდა ცინ და კეც მოიგეს,ეს ტამაში ცაგო სფალეტიმ,ან სეიცლება იხომარეს არც ესა გამორიცხული

• Soso

რა მოხდა რომ წააგეეს მთავარია ატალანტასთან არ წაგება მინიმუმ და ორი სახლში მოგება წავიდა შესვენებაა

• გრიგოლი

ვინც კარგად ერკვევით ფეხბურთის წესებში, იქნება გამარკვიოთ რატომ ჩაეთვალა გოლის გატანა სალაჰს ? მომეჩვენა, რომ სანამ სალაჰი დაარტყვდა, ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.

• ვახო სანაია.

ჩემმა სვისტოკმა გაამართლა, ვუყურებდი ხვიჩას და თან ვუსტვენდი, შემდეგ თამაშებშიც დავუსტვენ!

• ბუჯანგა

ზოგიერთი მარცხი გვაძლევს საშუალებას რომ მეტად გავიზარდოთ და განვითარდეთ.ნაპოლიმ თანასწორზე ეთამაშა ლივერპულს..ზოგიერთ ეპიზოდებში სჯობდა კიდევაც..მათთვის ეს ძალაინ დიდი გამოცდილებაა..თვითრწმენას და თავდაჯერებულობას შესძენს მოთამაშეებს. მიუხედავად მარცხისა ნაპოლიმ თავისი ამოცანა შეასრულა და ასეთ ძლიერ ჯგუფში პირველი ადგილია დაიკავა..ყველას დაანახა რომ ამ გუნდს მეტი შეუძლია და უბრძოლველად არაფერს დათმობს..ნამდვილად არ ვიტყვი რომ კვარას ჩავარდნა ჰქონდა..მისი მხარე აკლებული ქონდა..სამხედრო კრეისერივით დასრიალებდა ფლანგზე..კლოპი თავში ირტყამდა ხელებს..არნოლდს უღელი უნდა დავადო ფეხებზეო..პასები აკეთა...პენლატი არ დაუდეს..საგოლე საჯარიმო ტავზე დაასვა..ისე დამაჯერებლად თამაშობდა თითქოს ენფილდზე კი არა ვაკის სტადიონზე თამაშობდა...არავინ თქვას რომ ენფილდზე თამასი ადვილია..ეს დიდი გრანდებსაც უჭირს...მაგარმა გუშნ ნაპოლი წაგებას თან ასეთი კურიოზული გოლებით არ იმსახურებდა ნამდვილად.წარმატებები ვუსურუვოთ ხვიჩას და მის გუნდს...ახლა ორი სერიოზული თამაში აქვთ ატლანტასთან და უდინეზესთან სადაც აუცილებლად უნდა მოაგროვონ ქულები რათა მშვიდად შეხვდნენ ჩემპიონატის განახლებას იანვარში..

• სამართალი

რომ სწერთ პენალტი არ იყოო, ყურადღებით დააკვირდით განმეორებას, დამცველმა შეუნიღბავად, ძლიერად ჰკრა ხელი. ხვიჩა ნამდვილად არ არის სიმულიანტი

• ფირუზა

არ ცალია გიორგის, ორჯონიკიძეშია საქმეებზე))))))))))

• ხვიჩას რა უნდა დაცვაში?

ათასჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ უნდა ჩავიდეს ხვიჩა დაცვაში. აბსოლუტურად უსარგებლოა, ძალიან იღლება და წინაც ვეღარ არის უკვე ისეთი სწრაფი და შედეგიანი. არ ააქვს ოსიმენივით ვირივით ჯანი რომ 2 ტაიმი წინ და უკან ირბინოს. და კიდევ: სლუცკი სრულ თავისუპლებას აძლევდა. სპალეტი ზღუდავს და გუნდურად ათამაშებს, ამიტომაც მოუკლო დრიბლინგებს. ხვიჩას გარეშე ნაპოლი კიდევ ბევრჯერ წააგებს, იმიტომ რომ მაგისნაირი იმპროვიზაცია და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღების უნარი სხვებს უბრალოდ არ გააჩნიათ. აკავებდა 2-3 ფეხბურთელს თავის ფლანგზე, გაიყვანა სპალეტიმ და გაილაღეს იმათაც. წაგება მთლიანად სპალეტის კისერზეა. ჯობდა ძირითადი ოპტიმალური შემადგნლობით ეთამაშებინა პირველი ტაიმი მაინც და შეცვლები მერე გაეკეთებინა.

• ზაქრო

"კეთილმოსურნენი" რა შენიღბულად კბენენ ხვიჩას

• ზურა

წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე, ელმასი რა ნაკლებად თამაშობდა?

• pop

გიორგი ჭანტურია დააბრუნეთ, კვარას ბევრად ჯობს.

• semi

ხვიჩა რომ ყოფილიყო შესაძლოა მაინც წაეგო და უფრო დიდი ანგარიშითაც, ხვიჩა კი არა მესი ნეიმარი და მბამპეა ერთად მოედანზე და მაინც აგებს თამაშებს პსჟ.

• papai

ხალხნო რად უნდა ამდენი გარჩევა და ნერვიულობა.. წააგეს და მორჩა, ნახეთ სოციალური ქსელები თვითონ ნეაპოლის გულშემატკივრებიც ძაან წყნარად და ღირსეულად შეხვდენ ამ მარცხს.. მშვენივრად იციან რომ წაგება ოდესღაც გარდაუვალი იქნებოდა და ჯობდა ამ არაფრის მომცემ მატჩში და გრანდთან წაეგოთ.. ასე რომ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია.. ფორცა ნაპოლი, ფორცა კვარა

• რონი

ისე არ გამოვიდეს სპალეტის ვაკრიტიკებ მაგრამ რეალობაა ეს! სპალეტი ჩვეულებრივი საშუალო დონის მწვრთნელია სადაც კარგ დროს კარგ ადგილას მოხვდა.. თორემ სად რისთვის მიუღწევია? თუნდაც გუშინდელი შეცვლა ავიღოთ... დაცვის გაძლიერების ნაცვლად ლობოტკა გამოყავს და უფრო შემტევი გამოყავს.. ხვიჩა გაყავს ვისაც 2-3 ფეხბურთელი მეურვეობდა სულ და შემოყავს ელმასი რომელიც დაცვის ასპექტში დიდი არაფერია და თან არც ლივერპულის მცველები მიეჯაჭვებოდნენ ეს ვინ შემოვიდაო..ამ ორი ცვლილების შემდეგ გადათელეს ნაპოლი.. ლობიტკაც და კვარაც დაკვანძო ფეხბურთელები არიან. ოსიმენი კარგია მაგრამ ხვიჩას გარეშე ის არიქნება რაც ეხლაა. ხვიჩა მეცოდება სპალეტის ხელში და კიდევ იმ მხრივ რომ არ ყავს ისეთი ცენტრი რომელიც საჭირო და კარგ პასებით მოამარაგებს.. გავის პედრის დებრუინის მოდრიჩის კროოსის დონის ცენტრი რო ყავდეს მერე ვნახავდით ხვიჩას ფრენას... გუშინ რამდენჯერმე კარგ პოზიციაში იყო ხვიჩა ერთი პასი და გაფრინდებოდა მეტოქის საჯარიმოში მაგრამ ნაჯახა ნდომბელემ და ანგისამ თუ არ გააკეთეს ორი სამი უაზრო არაფრის მომცემი ტრიალი ცენტრში ისე პასს არ იძლევიან... სიმეონეც კარგი ფორვარდია და ალპობს სკამზე მიკვირს მამამის რატო არ მიყავს მაგ დონის 9იანი არ ყავს ამჟამად კატლეტებს

• დათა თუთაშხია

უფრო ემოციური გადაწყვეტილება მგონია ხვიჩას გაყვანა, ვიდრე გააზრებული - ბოლო კარში დარტყმის გამო გამოცვალა აშკარად. იმ მომენტში არ უნდა დაერტყა ხვიჩას, სამი კაცი ფეხზე აჯდა და პრაქტიკულად კარში ბურთის წასვლის ტრაექტორია არც არსებობდა და ამ დროს ორი კაცი ეხსნებოდა - ჯერ ოსიმენის ერთი ერთზე დატოვება შეეძლო, შემდეგ ლოსანოსი. თუმცა ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდა და ადამიანია, რობოტი ხომ არა - დარწმუნებული ვარ, დღეს სპალეტი ნანობს კიდეც მის გაყვანას, მაგრამ სამომავლოდ ხვიჩასთვის ასე ჯობია ალბათ, სპორტული ეგოიზმი რაციონალურობით უნდა დახვეწოს და დროთა განმავლობაში ბევრად უფრო ძლიერი გახდება გამოცდილებასთან ერთად.

• რაჟა

83-ე წუთზე შეცვალეს ხვიჩა და 85-ზე გაიტანეს პირველი გოლი. მისი შეცვლის შემდეგ არ გამოდის აბა გოლის გაშვება?

• ჩელეს-გულშემატკივარი

ვერ დაგეთანხმები! ნამდვილად იყო პენალტი,ეს არ იყო მხრით კონტაქტი,ზურგზე შეეხო ხელით!განმეორებაზე კარგად ჩანდა და ამას მხოლოდ მე არ ვამტკიცებ რათქმაუნდა.თუმცა არანაირი აზრი არა აქვს ახლა ამის განხილვას,სამწუხაროაა,თამაში სხვაგვარად განვითარდებოდა…

• Givi

Aset tamashebshi modis gamocdileba rac kvaras ar aqvs jer,momavalshi ufro solidur tamashebs achvenebs,ise dges marto flangze iko miwepebuli arafrit shevida centrisken an marjvena frtaze,albat davaleba iko maseti,ise politano ra tkvila kavt da elmasi xom saertod ver mivxdi ras tamashobs?erti mokle uazro arafrismomcemi pasis gaketeba icis swrafad da mand morchaa...

• ჟორა გაბრიჭიძე

დასახული მიზნის მინიმუმი ორივე გუნდმა შეასრულა. ორივე ბურთი მეკარის ბრალი იყო, მეკარის მოედანში ჩაგდებულ ბურთზე მეკარე უნდა გამოვიდეს და ბურთი მუშტებით მაინც მოიგერიოს. კვარა როცა მოედანზეა გუნდი სხვა ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ არ უნდა შეეცვალა თუ გამარჯვებაზე ან ფრეზე თამაშობდა სპალეტი.

• თორელი

გუშინ ვერ მოვახერხე თამაშის ყურება და ვიფიქრე შევალ საიტზე პირდაპირ კომენტარებიდან გავიგებ თამაშის ხასიათს მეთქი, მარა აქ კომენტარები დამხვდა ვატყობ ზოგიერთი ძალიან შორს ხართ საფეხბურთო ნიუანსების ცოდნისგან. პირველ რიგში ერთგვარი წნეხისგან განთავისუფლებაა ნაპოლისთვის ის , რომ დაუმარცხებელი სერია შეწყდა მაშინ, როცა ფრეც კი არაფერს ცვლიდა ამ გუნდისთვის. ვნახე შემდეგ ასევე თამაში და უმოტივაციო გუნდმა მოტივირებულ ლივერპულს ისე ეთაშა , რომ ქების გარდა არაფერი ეკუთვნის, კვარა უდაოდ თამაშიდან თამაშამდე იზრდება, მაგრამ ნაპოლის დანახვა მარტო კვარაცხელიას კუთხიდან ვინც ცდილობთ და ფიქრობთ , რომ კვარა, რომ არა ეს გუნდი გუნდი არაა ეგ ხალხი ცალკე ფორუმად , რომ ჩამოყალიბდეთ ჯობია და რამე არაგუნდურ სპორტზე ისაუბროთ , მაგალითად ჭიდაობაზე. ასევე სპალეტის ვინც აკრიტიკებთ , ვფიქრობ , რომ იმსახურებთ მთელი ცხოვრება გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდების თამაშს უყუროთ.

• ენძო

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ყველაზე მეტად ამ წაგებულმა თამაშმა აჩვენა რა დიდი პოტენციის გუნდია "ნაპოლი".ამ პოტენციას მალე საკუთარ ტყავზე გამოცდის "ატლანტა".ძალიან სასიხარულოა,რომ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა,გამარჯვებების გზაზე დამდგარი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.

• თენგაბი

ბევრჯერ აღვნიშნეთ ხვიჩას ფაქტორი და ამას მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებიც არ უარყოფენ - ხვიჩა ორ-სამ ფეხბურთელს „იჭერს“ და მისი მოედანზე ყოფნა მეტოქის დაცვას წნეხში ამყოფებს. როგორც კი ხვიჩა გაიყვანა სპალეტიმ ლივერპული მასირებულ შეტევაზე გადავიდა. გოლის გატანის დროს მარტო ნაპოლის საჯარიმოში 7 ლივერპულელი იყო. სახიფათო მომენტებს ძირითადად ხვიჩა ქმნიდა და კარსაც ყველაზე მეტად ის დაემუქრა. მართალია დღეს ისეთი ეფექტური ვერ იყო, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მის მიმართ ყურადღება და მეურვეობა უფრო გაიზრდება, ამან სხვა ფეხბურთელებს უნდა გაუხსნას გზა, რომლებიც, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი შემქმნელები არ არიან, როგორიც ჩვენი ხიჩაა. მე ვთვლი რომ პენალტი იყო, იმიტომ რომ კონატე მარტო კი არ დაეჯახა, არამედ ზურგზე ხელი მიაყოლა. ზოგი მსაჯი იმ პენალს დანიშნავდა, ზოგი არა, ამიტომ ვარზე უნდა გასინჯულიყო და მერე გამოეტანათ განაჩენი. ჩემი აზრით, სპალეტის ხვიჩა ძაან ღრმა დაცვაში არ უნდა ჩამოყავდეს. ამას დიდი ფიზიკური მომზადება ჭირდება და ჯერ-ჯერობით ხვიჩა ამისთვის მზად არ არის და მეორე, ამით მოულოდნელობის ეფექტი იკარგება. ჯობია მაინც დაცვის წინა ხაზზე დარჩეს და მეტი ენერგია დარჩეს შეტევის სწრაფად გასაგრძელებლად. ცხადია, სპალეტის ჭკუას არავინ ასწავლის, მაგრამ დიდ გუნდებთან შეხვედრაში უკეთ ჩანს ზოგი ხარვეზი. თუმცა ამ წაგებით გუნდს მარტო სტატისტიკა გაუფუჭდა და მეტი არაფერი. ამასთანავე, სპალეტიმ კიდევ ერთხელ უკეთ დაინახა ხვიჩას მნიშვნელობა და მან უკეთ იცის, სტატისტიკა ჯობს, ფეხბურთელის ჯანმრთელობის გაფრთხილება თუ შეცვლების განხორციელება. და ბოლოს, ჩვენ აზრის თავისუფლად გამოთქმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველას შეუძლია სხვა გააკრიტიკოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, მაგრამ ეს ზრდილობის ნორმებს არ უნდა გასცდეს. არ შეიძლება შენთვის მიუღებელ აზრს ეგერევე სულელური უწოდო და ხალხს ამით შეურაცყოფა მიაყენო. ამისათვის ლაიქ-დისლაიქი არსებობს. მე პირიქით ის მიმაჩნია სისულელედ და სიბრიყვედ, როცა შენი შეხედულება ერთადერთად და განუმეორებლად მიგაჩნია.

• 100%

ცუდია, მაგრამ დროული. შემდეგ იწყება უფრო რთული და მნიშვნელოვანი თამაშები. წარმატებები ჩვენს ბრილიანტს.

• დავით67

წაგებას ყოველთვის აქვს მიზეზი, მაგრამ არ ისეთი სისულელე, როგორც ზოგი წერს, რომ ვითომ ხვიჩას შეცვლის შემდეგ წააგო გუნდმა.ესეთი ხალხი ალბათ შელოცვებსაც აღიარებს თუ გამოლოცვებს. არ ვიცი სწორი როგორაა. მე არ გამიკვირდა წაგება. ბოლო ბოლო ლივერპულია და სახლში თამაშობდა. ყველა თამაშს ხომ ვერ მოიგებს გუნდი

• 1

ცოტა გაიზარდეთ

• მერა-ს

თამაშს იგებს გატანილი გოლი და არა რამდენს "აჭმევ" მოწინააღმდეგეს

• ვოოტ

ერთიც საინტერესოა ძალიან - რატომ ვერ ვიხილეთ ამ შეხვეფრაში კვარას საფირმო გადაფრენა მარჯვენა ფლანგზე, როცა ეს იმდენად მოულოდნელია ხოლმე, რომ მარცხენა ფლანგზე მიმაგრებული მცველები ვერ ბედავენ თუ ვერ ასწრებენ უკან გამოდევნებას?!... იქნება, იმ ქართველმა ჟურნალისტმა გოგონამ მიაწოდოს ეს შეკითხვა სპალეტის - მისი აკრძალვა იყო თუ ხვიჩას დაავიწყდა, რომ მარჯვნიდანაც შეუძლია ფეხბურთის თამაში?!...

• დდდ

თილისმა თუა, მხოლოდ იმიტომ, რომ მაგარია... ასე, რომ ჯერ მაგარია და მერე თუ გინდა, თილისმა დაარქვი და თუ გინდა სიმბოლო, არც ერთი გვეწყინება...

• Charley

უსწრაფესი და უძლიერესი იყო ხვიჩა. შორი პასებიც რა ზუსტი ჰქონდა. დაცვაშიც მაგრად დაეხმარა. ყველაფერჩიკი იყო. ყველა ვთანხმდებით მგონი, რომ ხვიჩას გაყვანით წააგო სპალეტიმ. იმედია, სპალეტიც ხვდება. რაც შეეხება კარში დარტყმებს, 1 ფეხბურთელი მაინც იცით, არაზუსტად რომ არ დაურტყამს კარისკენ? ძაან კაია რომ ცდილობდა და თავის თავზე იღებდა. შემდეგში გამოუვა.

• მერა

ხვიჩას თამაშს ეტყობოდა,რომ ძალიან უნდოდა გოლის გატანა და ამიტომაც ცდებოდა ზოგჯერ,მაგრამ მაინც კარგად ითამაშა.რამოდენიმეჯერ კარგადაც "აჭამა" ლივერპულის ვარსკვლავებს.

• ჩელე

არავითარი პენალის მსგავსი არაფერი ყოფილა, ვარ-ზე გადამოწმების ღირსადაც არ ჩაუთვლია არც ერთ მსაჯს. წასაგები თამაში რომ არ იყო, მაგაში გეთანხმები.

• იოსებ

სპალეტიმ დჹეს მაგრად ჭამა ხვიჩას გაყვანით ლივერპულის მთელი მარჯვენა ფრთა ყავდა დაბმული საჯარიმოსთან გაყვანიდან ეგრევე აიწვიტეს და მაგ ფლანგელებმა გაიტანეს და კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს და კიდევ გაყვანა თუ უნდოდა და დასვენება უფრო ადრე უნდა გაეყვანა იმედია ესე აგარ მიქარავს კარგი მწვრთნელია წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის

• დდდ

კი, უეჭველს ბაზრობ, სპალეტიმ თუ საერთოდ რამე გაარტყა ამ შეხვედრაში, ეს სწორედ კვარას შეცვლის დრო (82 წთ) იყო... ალბათ, იცოდა, რომ 7 წუთზე მეტს ვეღარ დაამატებდა ის ჩვენის ინგლისურად მომსაჯო გერმანელი სუდია....

• კახა ქ.

მთავარია კვარას არ წაუგია ბოლო-ბოლო.ის ხომ არ იყო მოედანზე როცა გოლები გავიდა

• ქართველი

არაუშავს. მთავარია სერია ა ში მოიგონ ატალანთასთან. ეგ თამაში იქნება აი ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაპოლისთვის,მაგრამ რთული იქნება ამიტომ ბოლომდე უნდა შეაკლან ბერგამოში თავი.

• დავითი

სად ათამაშა კვარა ამ მართლა მატრაკვეცამ?რა ექსპლუატაციას უწევს ხვიჩას, ესე აქტიურად დაცვაში რომ აძალებს თამაშს,ამით ხომ შეტევის პოტენციალს ამცირებს, ვეღარ ასწრებდა ბიჭი შეტევაში გადასვლას, თან მკაცრად მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე არცერთხელ არ გადასულა, არც ცენტრში ე.ი.აუკრძალა და შებოჭა ხვიჩა სპალეტიმ. არ ათამაშა ბიჭს ფეხბურთი, ოსიმენსს ყარაულის თოფივით კიდევ გაუვარდება და გოლს გაიტანსო...იგივეს ვიტყვი ლობოტკაზე, თან მთელი შავი სამუშაო შეასრულებინა და ისე დაღალა ორივე, რომ შეცვლა მოუწია და ქეც გაურჭეს ეგრევე ორი გოლი, იმენნა სპალეტი! ეს რა უტვინო ყოფილა, არ მეგონა, იმედია მიხვდება რა უმძიმესი შეცდომები დაუშვა ტაქტიკაში,რასაც კლოპის ლივერპული, სალახის თამადობით არავის პატიობს.

• ვოოტ

ლივერპულს დამსახურებულად ნამდვილად არ მოუგია, თუმცა ნაპოლიმ აბსოლუტურად დამსახურებულად წააგო... ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ სპალეტის მხრიდან ხვიჩას შეცვლას უფრო იდეურ-აღმზრდელობითი (დდდ) ხასიათი ჰქონდა, ვინემ ტაქტიკურ-სტრსტეგიულ-არიქაკვარასმოსაფრთხილებელი... ხვიჩას დასჯის ნაცვლად კი დასჯილი ნაპოლი დარჩა... ჩვენ ვნახეთ დამარცხებული ნაპოლი, მაგრამ არ გვინახავს დამარცხებული ხვიჩა, თუმცა წაუგებელი სერია ორივეს გაუფუჭდა და სპალეტის თამამად შეუძლია ეს წაგება საკუთარი გუნდურობის პრინციპის სამსხვერპლოზე შეწირულ ზვარაკად განიხილოს. შესაძლოა, ხვიჩამ რამდენჯერმე მართლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კარში დაარტყა ( კომბინაციურად არაფერი გამოსდიოდათ), მაგრამ ის ერთადერთი იყო, ვინც რეალურ ხიფათს და დაძაბულობას ქმნიდა, შეტევის რიტმს და რაც მთავარია, ნაპოლისთვის სასურველ ტემპს აკონტროლებდა.. ელმასი რომ არაფრის ( ნუ, ვერაფრის) გამკეთებელი იყო, ყველაზე უკეთ სპალეტიმ იცოდა, მაგრამ მაინც შეგნებულად გაყო მატჩი ორ ნაწილად - კვარათი, რომელშიც ნაპოლი დომინირებდა და კვარას გარეშე, რომელშიც ლივერპულმა იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ცოტა დააკლდა პირველ ადგილამდე... კარგი ის არის, რომ სპალეტი მოაზროვნე მწვრთნელია და სიჯიუტის მიუხედავად, იმედია, სამომავლოდ მაინც სწორ დასკვნებს გააკეთებს, მაგრამ უფრო ცუდი კი ის გახლავთ, რომ სენიორ პრინციპულობამ საკუთარი გუნდის მომავალ მეტოქეებს თვალნათლივ დაანახა, რომ ნაპოლის დამარცხება ისეთი სანახევროდ გამართული გუნდითაც შეიძლება, როგორიც დღევანდელი ლივერპული გახლავთ...

• დავითი

სად ათამაშა კვარა ამ მართლა მატრაკვეცამ?რა ექსპლუატაციას უწევს ხვიჩას, ესე აქტიურად დაცვაში რომ აძალებს თამაშს,ამით ხომ შეტევის პოტენციალს ამცირებს, ვეღარ ასწრებდა ბიჭი შეტევაში გადასვლას, თან მკაცრად მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე არცერთხელ არ გადასულა, არც ცენტრში ე.ი.აუკრძალა და შებოჭა ხვიჩა სპალეტიმ. არ ათამაშა ბიჭს ფეხბურთი, ოსიმენსს ყარაულის თოფივით კიდევ გაუვარდება და გოლს გაიტანსო...იგივეს ვიტყვი ლობოტკაზე, თან მთელი შავი სამუშაო შეასრულებინა და ისე დაღალა ორივე, რომ შეცვლა მოუწია და ქეც გაურჭეს ეგრევე ორი გოლი, იმენნა სპალეტი! ეს რა უტვინო ყოფილა, არ მეგონა, იმედია მიხვდება რა უმძიმესი შეცდომები დაუშვა ტაქტიკაში,რასაც კლოპის ლივერპული, სალახის თამადობით არავის პატიობს.

• ზაზა

დგეს თამაში წააგო სპალეტიმ და არა ნაპოლიმ. ამისთანა უაზრო გადაწყვეტილების გამო მან ფაქტიურად გამარჯვება ლივერპულს აჩუქა... დარწმუნებულივარ ხვალ პრესაში მაგრად გადაუვლიან ამისთანა იდიოტობის გამო...

• David

ლობოტკა არ დაგავიწყდეთ

• david2101

ტიაგო რომ არ მიყავთ მსოფლიოზე ამოუხსნელია.

• ირაკლი

ეს თამაში წააგო სპაკეტიმ. როგორ შრიძლებოდა კვარას შეცვლა??? მთელი თამაში მასზე იყო აგებული… გაიყვანა და ეგრევე გაუტანეს ორი გოლი. კიდევ კარგი უფრო ადრე არ შეცვალა, თორე დავკარგავდით პირველ ადგილს

• Pizzaa

პოლიტანოს რა უნდოდა ძირითადში არაა ეგ ჩემპიონთა ლიგის კაცი

• 1

სპალეტი პრაგმატულად მოიქცა თავი აღარ შეაკლა და მაგიტომ გაიყვანა ხალხი. რაღაც რეკორდებს და დაუმარცხებელ სერიებს არ გამოეკიდება, სულ ფეხებზე კიდია ჩვენ ბიძია გვაქ საქმე და როგორც საჭიროა ისე ვიზამთო. რო დაინახა რო ფეხებს ვერ მოჭამდნენ რაღა 4 გოლს გაიტანენ ეხლაო ეგრევე გაიყვანა ხალხი

• დავიდ

სპალეტი ბევრის უფლებას აძლევს თავს და წაიმტვრევს ცხვირს. მთავარი მიზეზი ნაპოლის წარმატების არის კვარაცხელია.

• Thomas

4:1 უშანსოდ მოუგეს მარადონაზე და კიდე რო ერთ ამბავში არიან ლივერპულის ფანები, აბა რა ეგონათო, მაგრად მეცინებააა :)) ნაპოლი მაინც პირველი ადგილით გადიოდა ჯგუფიდან. მოგება კარგი იქნებოდა მარა სადღაც ხო უნდა შეწყვეტილიყო ეგ წაუგებელი სერია. ისე ამ თამაშის მოგებაც სრულიად ჩვეულებრივად შეეძლოთ.

• ლაშა-გიორგი

შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ბევრს, მაგრამ ხვიჩა ნაპოლისთვის არის ერთგვარი თილისმა. არ იქნება ხვიჩა?-არ იქნება მოგება. წერტილი.

• Lasha

სამი კაცი ყავდა დაბმული და ვაში კვარას. როგორც კი გაიყვანეს კლოპმა შეცვალა ფერნანდო და დანარჩენი ორი მცველი წინ წავიდა. ანუ ლივერპული გადავუდა მასირებულ შეტევაზე

• გულშემატკივარი

ვერ ვინელებ რომ ნაღდი პენალტი არ მოგვცეს,სპალეტი მართლაც შეცდა ამ შემთხვევაში ხვიჩას გაყვანით… დღეს ნაპოლის მაინც არ ეკუთვნოდა წაგება,არანაირად არ ქონდა ლივერპულს უპირატესობა.ოლივერამ სასწაულად ითამაშა.თუ კი უნდა წაგვეგო მაინც ჯობდა დღეს წაგვეგო(ბოლო იყოს) პირველ ადგილზე ვრჩებით,ყველაფერი კარგადაა!!! ჩვენს ვარსკვლავს წარმატებები და წინსვლა!!! უფალი ფარავდეს!!! შევხვდებით შაბათს და მოგილოცავთ გამარჯვებას!!! ნახვამდის…

• კაპიტან გარდენბურგი

კვარას შეცვლა იყო სპალეტის რაღაც უაზრო პაკაზუხობა და მატრაკვეცობა. სრულიად ლოგიკურად მიიღო გოლი ნაპოლიმ. როგორ შეიძლებოდა, ცხადია იყო სრულიად, რომ გუნდი გადავიდოდა შეტევაზე, წნეხი მოიხსნა სრულად. სპალეტიმ იცის ასეთი უაზრო ამბები და იმედია მიხვდები მის დიდ შეცდომას! უაზროდ გაუფუჭა კაცს მოგებული სერია

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ნიუკასლმა" ვოლტემადე 90 მილიონად შეიძინა - ისაკს გზა გაეხსნა?

გადაწყდა - ისაკი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულში" ითამაშებს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება