გუშინ, 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხვიჩა კვარაცხელიასა და "წითლების" განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დუელის შესახებ ისაუბრა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის კარგი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფია. ორივე კარგი მოთამაშეა. როდესაც ხვიჩას პირველ მომენტში უპირატესობა აქვს, მოწინააღმდეგე მის შეჩერებას ვეღარ ახერხებს. ხვიჩას საფეხბურთო "სითავხედე" გააჩნია, შეუძლია საჯარიმოს შიგნით შეიჭრას. ქართველის პირისპირ თამაში ყოველთვის რთულია. როგორც კი ბურთს მიიღებს, მცველი ახლოს უნდა ეთამაშებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ფეხბურთელი დაზღვევისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.

ტრენტმა კარგი მატჩი ჩაატარა, შესაძლოა ერთ-ორ მომენტში შეცდა, თუმცა ბოლომდე თამაშში დარჩა" - განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველი ადგილი "ნაპოლიმ" დაიკავა, "ლივერპული" მეორე პოზიციას დასჯერდა, "აიაქსი" ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, შოტლანდიურმა "რეინჯერსმა" კი გამოსვლა 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

ALONZO
აბა რააა.ბიჭი ახალი მისულია და რა წასვლაზე ლაპარაკობთ. ჯერ 2-3 ტიტული მოიპოვოს და მერე შეიძლება ტრანსფერების რეკორდიც დაამყაროს.
თქვენს პარტონს
ფეხბურთის თამაში უკვე სითავხედეთ ფასდება.. მაგარ სწორ გზაზე მდგარა ამდენი წელი ევროპული ფეხბურთი
ვანჩოპე
და იმ უსაქმურ ნუნიესში 100 მილიონი გადაიხადა კლოპმა. ვფიქრობ უეჭველი წაიყვანს კლოპი. თან ხვიჩას ნათქვამი აქვს მწვრთნელებთაგან კლოპი რომ ევასება. ახლა პირველზე იქნებოდნენ მერსისაიდელები ხვიჩა რომ ჰყოლოდათ
დავით2101
ეგეთი ოფსაიდის გამო 4 გოლი გაგვიუქმეს შარშან თანაც რამდენიმე მილიმეტრიანი იყო საბოლოო ჯამში 1 ქულით წავაგეთ პრემიერლიგის ტიტული, ასე რომ ენფილდია ისაა და ესაა რიჯა ბაზარია. რაც შეეხება ნაპოლის ამჟამად რომ ლივერპულზე უკეთესი გუნდია ამას რათ უნდა ტვინის ბურღვა? ლივერპულმა ლიდსთან და ნოტინგემთან წააგო.
ამაშია საქმე
პენალტი ან არის ან არ არის რას მიქვია 100%-იანი.ფეხბურთში ხელის კვრა თუ მოსულა მაშინ არ იყო.რაც შეეხება სხვაგან წასვლას.მთელი ნეაპოლი შეყვარებულია ხვიჩაზე,მასზე ლოცულობენ,ბავშვები მღერიან,გუნდი კარგად თამაშობს ამაზე დიდი ბედნიერება რაღა არსებობს?ხელფასსაც მოუმატებენ და იქნება სრული ბედნიერება.
ლაშა
როგორც საბჭოთა გამოთქმაა, ჯერ საღამო არაა. ნაპოლიმ თუ წააგო, მაინც პირველ ადგილზე გავიდა მიზანი მინიმუმი მიღწეულია, წინ მერვედფინალია!

არმინდა ლივერპულში. მხოლოდ ლა ლიგაში უნდა გადავიდეს, პრემიერ ლიგა მისი არაა. ან ნაპოლიში დარჩეს დიდი ხნით. მშვენიერი გუნდი კეთდება ნაპოლისგან და ნებისმიერი გრანდისთვის იქნებიან ძლიერი მეტოქეები. თუ გგონიათ არ შეეძლოთ ლივერპულისთვის გუშინ მოგება ძალიან ცდებით. მსაჯმა გააფუჭა თამაში. პენალი უნდა დანიშნულიყო, იდ გოლი უნდა ჩათვლილიყო. მარადონაზე როგორც უშანსოდ მოუგეს იმას აღარ ვლაპარაკობ. ენფილდი იყო და არ მოაგებიეს რა
LIVERPOOL
იყიდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!
Charley
მთლიანობაში მშვენიალური თამაში ქონდა ხვიჩას. - ჯერ ერთი არნოლდი როგორც მცველი ხო დაიპყრო და ააოხრა და მერე მეორე შეტევაში ჩართვის საშუალება არ მისცა. შესაბამისად, სალაჰი დე ფაქტო გამოთიშული იყო თამაშიდან. კუთხურის შემდეგ გატანილი ტაპინი არ ცვლის ამ სურათს. - ხვიჩაზე პენალტის დადება შეიძლებოდა. ასპროცენტიანი პენალტი არ იყო, მაგრამ მსაჯს რომ დაედო ვინ შეედავებოდა რო? პენალტის ყველა ფორმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეგ ეპიზოდი. - ძალიან მაგარი ასისტის მომენტში უბრალოდ არ გაუმართლა. პასივში შეგვიძლია ჩავუთვალოთ ის, რომ რამდენიმე ეპიზოდში არადასარტყამი პოზიციიდან დაარტყა... ასევე, გუშინ კვარა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე ნაკლებად გადადიოდა. სავარაუდოდ, ეგ სპალეტის სიფრთხილის ამბავია. წიპა, არნოლდი მთელი თამაში სტროგად უნდა ყოფილიყო თავის ნახევარზე, რასაც კვარას მარცხენა ფლანგზე მუდმივად ყოფნა ჭირდებოდა. ერთი მხრივ, არის ლოგიკა სპალეტის გადაწყვეტილებაში. არნოლდს თუ დაცვაში გააჩერებ, ლივერის შემტევი პოტენციალი ეცემა, რამეთუ არნოლდი ბოლო წლების საუკეთესო მცველია შეტევაში, პლუს სალაჰსაც ეზღუდება თავისუფლება. მეორეს მხრივ, ხვიჩას გადასვლა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე სერიოზულად გიზრდის შემტევ პოტენციალს. ერთი სიტყვით, პრიორიტეტების ამბავია.... აი სასუოლოსთან ცენტრშიც შეიწევს მარცხენა ფრთაზეც გადავა და ვნახავთ რა ჯაფა დაადგებათ ბერგამოელთა მცველებს.
გია
კლოპის სღტაცება 100 სპეციალისტის აზრს მირჩევნია!
რონი
მერე თვალები სად გქონდა გეყიდა თავის დროზე დიასს რო მიათხლიშე 45 თუ 60 მილიონი ყველა ბრაზილიელი და პორტუგალიელი რონალდო ფიგუ რო გგონიათ მაგათ იქითაც თამაშობენ ფეხბურთს..... ისე რატომღაც მგონია რომ სიტი მოისურვებს ხვიჩას ყიდვას და მართლა იფრენს გვარდის ხელში.... სად სილვას და დებრუინის გაჩითული პასები და სად ნაჯახა ანგისას და ნდომბელეს ნაწვალები ვაი პასი...
Რერო
დიდებული კომენტარია,. ხვიჩამ უდიდესი სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭა. სიტყვებით ვერ აღვწერ ეს რა მოვლენაა ჩვენთვის.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან