ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მიმდინარე სეზონში პირველად, ყველაზე "სასურველ" შემთხვევაში დამარცხდა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დაიკავა. თამაშით მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კმაყოფილი დარჩა, თუმცა მას ამ შეხვედრაში ბევრი ისეთი რამ უნდა დაენახა, რაც მოგვიანებით აუცილებლად გამოადგება. თუკი ნეაპოლელებს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა სურთ, "ლივერპულთან" მარცხნიდან სასიკეთო დასკვნების გამოტანა დასჭირდებათ.

რა დავინახეთ "ენფილდზე"? მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რიგებიდან თითქმის ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და გოლებიც არაერთს გააქვს, გუნდი მაინც გარკვეულ საყრდენ წერტილებზე დგას და თუკი ისინი შესაბამისი ენერგიით არ ამუშავდნენ და თამაში არ "გახსნეს", საერთო ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ გამოასწორეს, ისე დამაჯერებლად თამაში მაინც რთულდება. ვინაა ასეთი? ერთ-ერთი პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა შემტევმა ჯარიმიდან ბრწყინვალედ ჩააწოდა და ერთხელაც დაგვაფიქრა, რომ თამაშგარეს წესი გარკვეულ გადახედვას უნდა დაექვემდებაროს. ის გოლი თამაშის შინაარსს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. "კვარას" წინააღმდეგ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, რაც ასევე, შეხვედრას სხვა კალაპოტში გადაიყვანდა. ხვიჩას კარში დარტყმები ისე არ წაუვიდა, როგორაც სჩვევია, თუმცა ყოველთვის ვერ გაიტან. შეგვიძლია რამდენიმე მატჩი გავიხსენოთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში, სადაც ჩვენებურის შედეგიანმა მოქმედებამ თამაშის სცენარი მთლიანად სპალეტის გუნდის სასარგებლოდ წარმართა. ასე რომ, კვარაცხელიას მნიშვნელობა, ამ გუნდურობაზე ხაზგასმით მიუხედავად, დიდია. ისევ გვინდა აღვნიშნოთ, რაც ადრეც ვახსენეთ - ქართველი გარემარბი სტანდარტულების შესრულებაში უფრო აქტიურად უნდა ჩართონ, მას ეს კარგად შეუძლია.

სტანისლავ ლობოტკა - ადამიანი, რომელიც ამ გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშეა და მისი მოედნიდან ცოტა ადრე გასვლა პრობლემების მატარებელი გახდა. გასაგებია, საქმე "ლივერპულთან" გასვლით დაპირისპირებასთან გვქონდა და იტალიურ კლუბს მიზანი უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა სლოვაკის არყოფნაში უკანასკნელი წუთები ჩავარდა. ამ საკითხზე სპალეტის ბევრი ფიქრი დასჭირდება. ლობოტკას შემცვლელი, რეალურად, არ არსებობს და ეს ის იშვიათი პოზიციაა (მარცხენა გარემარბთან ერთად), სადაც ალტერნატივები, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ ბევრი ინგლისური კლუბია და მათთან წარმატების მისაღწევად ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო ხშირად გამარჯვება იქნება საჭირო. ლივერპულელების ორივე გატანილი გოლი მეორე სართულზე დაპირისპირებისას შექმნილ პრობლემას მოჰყვა. სამხრეთკორეელი კიმი ძალიან კარგად გამოიყურება, მინდვრის ყველა მონაკვეთში თავგანწირულად იბრძვის და თამაშს კარგად კითხულობს, თუმცა სტანდარტულების დროს მხოლოდ მისი მონდომება საკმარისი ვერ იქნება.

კიდევ ერთი საკითხი როტაციის სწორად განხორციელებას ეხება. ვიქტორ ოსიმენის ფაქტორი გასაგებია, თუმცა მაინც ისე ჩანს, რომ კარგ ფორმაში მყოფი ჯაკომო რასპადორი მცირე სათამაშო დროის გამო ძველებურად მწვავე ვეღარაა. იგივე ჯოვანი სიმეონეს შეუძლია, მცირე დროშიც შედეგიანი იყოს. ამ საკითხზე ადრეც დავწერეთ, რომ კონკურენციას სწორად გამოყენება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, გუნდზე ნეგატიური გავლენაც კი ჰქონდეს. მართალია, ჯერ მსგავსი არ იგრძნობა, თუმცა სამომავლოდ ყურადსაღები მომენტია.

ახლა მთავარია, ნეაპოლური კლუბი არ მოეშვას და მოახლოებულ შესვენებას სერია "ა"-ში კვლავ ლიდერის რანგში შეხვდეს. წინ სამი მატჩია, "ატალანტასთან" გასვლითი დაპირისპირება კი მათგან ყველაზე რთულია. ბერგამოული კლუბი ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება და მის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრას, "ნაპოლი" საკმაოდ კომფორტულ ვითარებაშია და ცოტათი გამართლების შემთხვევაში, მეოთხედფინალზე ფიქრი თამამად შეეძლება. ამ ცოტაში კი მესი-ნეიმარი-მბაპეს პსჟ-სთან დაპირისპირების თავიდან არიდება იგულისხმება. მეორე მხრივ, კვარაცხელიას ამ დონის ფეხბურთელებთან დაპირისპირება ერთი სიამოვნება იქნება. მერვედფინალში სხვა სავარაუდო მეტოქეები 7 ნოემბრის წილისყრაში - "ბრიუგე", "აინტრახტი", "ლაიფციგი", "დორტმუნდი".

დავით 67
ბავარია პსჟ რეალი, სიტი. ესენი დაეჯახებოდნენ ერთმანეთს მერვედფინალში გამიხარდებოდა. ფინალი კარგი იქნებოდა ნაპოლი ბავარია. ორივე გუნდური თამაშით გამოირჩევა!
ლაშას
ვაიმე ლაშა შენ, რომ იტყვი არა?
გოგა
პესეჟეს დიდი მინუსი ისაა რომ არ შეუძლიათ თავგანწირული მონდომებით თამაში მხოლოდ კლასი აქვს ამ გუნდს. რამოსი ან კიმპემბე ვერ იქნება კიმინჯეზე ან ოსტიგარდზე მეტად მონდომებული ყველაფერი აქვს ნანახი თასიც ფინალიც რა უნდა ნახოს რისთვის გაიხეს და დარწმუნებული ვარ კონცენტრაციასაც დაკარგავენ დაცვაში ბოლოს რა ბურთებსაც უშვებს პესეჟე აქიდან გამომდინარე ვიძახი ჩემი აზრით ნაპოლის დაცვა და ნახევარდაცვა პესეჟესას ჯობია და შეტევაში არც ნეაპოლელები ჩამორჩებიან
ლაშა
დიდი ალბათობით მათი შეხვედრა შესაძლებელია, რადგან პსჟ მეორე ადგილზე გავიდა!
ლაშა
ე, აქაა საჭირო კლასი ხვიჩასგან და საფეხბურთო რევოლუცია მერე ნახეთ!...
ლაშა
მე პირადად არ ვთვლი პსჟ-ს აბსოლიტურ ფავორიტად ნაპოლისთან...
ასეა ესს/ ვაი შენს პატრონს.
ევროპა ლიგაზე, როგორა გყავს პენალდო? გავიგეთ ლოკომოტივში გადმოდისო, მართალია, ასე ესს?
როლანდოს "ამაშიების კლანს"
თქვე საცოდავებო! აღარ ეშვებით არა ლეო მესის? ისე ხართ უკვე მესიზე ალესილები, რომ ხვიჩას სახელსაც კი იყენებეთ, თვენი ბინძური მიზნებისთვის. ლეო, რომ წელს მაგრად თამაშობს და თქვენი როლანდო კი ჩასვრილი, აი ეს გაგიჟებთ და სწორედ ამიტომ ხართ ასე აღრენილები. თუნდაც ის რად ღირს, რომ არცერთ გუნდს არ უნდა ეგ თქვენი როლანდო, აი ამაზე დაფიქრდით და მესის კი შეეშვით, შენნაირების სახსენებელი ნამდვილად არ არის!
ასეა ეს
ნეტავი შეხვედროდენ პსჟ და ნაპოლი რომ კარგად დაგენახათ გამარჯვებული ხვიჩა და კუდამოძუებული მესი.რომელი მნიშვნელოვანი,პრინციპული მატჩი ითამაშა მაგრად მესიმ ბოლო 5 წლის განმავლობაში.გუშინ იუვესთან ნული იყო.ხვიჩა მაგრად ურტყავს თავში მესის.მარტო მისი შემართება და ვაჟკაცობა რადა ღირს.
123-ს
პსჟე მაგრადაც თამაშობს და დამსახურებულადაც იგებენ! ერთადერთი გუნდია ჩ.ლიგაზე რომელიც დაუმარცხებელია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს! გუნდში უმაგრესი ფეხბურთელები თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ, ჩ. ლიგის მოგებისათვის!
Vendetta
მოკლედჩემი აზრით სპალეტიმ კვარას გაყვანით ლივერპულის წნეხი გაზარდა მოწინააღმდეგეზე,წარმოიდგინე ტიპს მინიმუმ ორი ფეხბურთელი დასდევდა ფეხდაფეხ,გაიყვანა და გაანთავისუფლა ორი კავი...შემდეგ ნებისმიერი ფინალური სტადია ფინალდე არის ორ მატჩიანი ,ვინც არ უნდა შეხვდეს დღევანდელ ნაპოლის დარწმუნებულივარ ორი მატჩის ჯამში ყოველთვის გავაშემდეგ ეტაპზე..წარმატებები ბიჭებს და პირველადაა ეოცა მსოფლიოს დაწყება მეზედმეტება და არ მინდა რადგან იანვრამდე კვარაშოუ მომენატრება ძალიან
Las
რატო გონია ამ ხალხს ეს პსჟ განსაკუთრებული? ბენფიკას ვერ მოუგო ვერცერთი თამაში. სიარულით იგებენ თამაშებსო. :)
ენძო
ჟანრის ლოგიკა მოითხოვს და ფეხბურთის ბოსებიც ისე გადაწყვეტენ რომ პსჟ და ნაპოლი ერთმანეთს არ შეხვდნენ.დარწმუნებული ვარ ან ბრიუგე ან აინტრახტი.
მეგრელი
ნაპოლის უნდა დაეჯახოს ბრიუგე და მეოთხედფინალში უნდა გავიდეს. კარგი იქნება ნამდვილად.
123
პსჟ ნებისმიერს გაასაზიზღრებს მაქედან. მთელი ძალით თუ ითამაშებენ. ართამაშობენ და ისე იგებენ.
papai
კი ლობოტკა ნამდვილად შეუცვლელია და ფაქტიურად ნაპოლის ინიესტაა.. კიმიც ძლიერი მაგრამ ლივერპულთან გოლის მომენტში კუთხურიდან ჩამოწოდებულზე დაიბნა ფაქტიურად არც ამხტარა. ისე პსჟ ჯერ ნამეტანია და მეოთხეთფინალში უკვე სულერთია
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა