4 ნოემბერს, 15:00 საათზე, რაგბის კავშირში რაგბის მხარდამჭერ გუნდს, "ბორჯღალოსნებს", 500 საგულშემატკივრო მაისური გადაეცემა, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საჩუქარია. მაისურებს რაგბის კავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოტიპები ამშვენებს; "ბორჯღალოსნები" თავიანთ რიგებში განუხრელად ამკვიდრებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს, ფან-კლუბის 550 წევრს შორის ნახევარზე მეტი ქალები არიან, ხოლო მმართველი საბჭოს 7 წევრს შორის 3 გოგოა.

ფან-კლუბი ასევე თანმიმდევრულად ამკვიდრებს სტადიონზე გულშემატკივრობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მეტოქისა და მსაჯის მიმართ პატივისცემას ითვალისწინებს, და ამასთანავე, ხელს არ უშლის მატჩის მსვლელობას.

თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის პარტნიორობა 12 წლის წინათ საქველმოქმედო მატჩის ორგანიზებით დაიწყო და მას შემდეგ არ შეჩერებულა, - ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიეძღვნა, 2021 წელს კი, მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩში საქართველოს ნაკრების კვართს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგო ამშვენებდა. საგულშემატკივრო მაისურებს ფან-კლუბს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი გადასცემენ.

R

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა