ქართველმა ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ თბილისში ბოლოჯერ ივარჯიშეს
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა გუშინ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ჟურნალისტებს საშუალება მოგვეცა გუნდის მზადებისთვის მიგვედევნებინა თვალი და მწვრთნელ-კალათბურთელებს გავსაუბრებოდით.

მოვუსმინოთ გუნდის თავკაც მიხეილ ბერუაშვილს.

- B დივიზიონის მატჩები 21 ივლისს ბულგარეთში დაიწყება. ქალაქ ვარნაში გადავალთ თურქეთიდან, სადაც სამ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ აზიისა და აფრიკის გუნდებთან: ბახრეინთან, ეგვიპტესთან და ყატართან. შეხვედრებს 17, 18 და 19 ივლისს გავმართავთ. ვფიქრობ, ეს ტურნირი ოფიციალური მატჩების წინ გენერალური რეპეტიცია იქნება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებს სათანადო ფორმაში შევხვდებით.

- ჩვენს ჯგუფში წილისყრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა...

- წილისყრამ მეტოქეებად ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი და ლუქსემბურგი გვარგუნა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - ბელარუსმა B დივიზიონში გამოსვლაზე უარი თქვა და ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი ავსტრია C ჯგუფში გადაიყვანეს.

- შესაბამისად მოგვაკლდა მეორე ეტაპზე გასვლის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ავსტრია.

- რეალურად ასეა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში არანაკლებ კარგი გუნდები დარჩნენ. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ჩვენ უნგრეთი და ბულგარეთი ვიბრძოლებთ.

ბულგარელები მასპინძლები არიან, თან, ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავთ და, სავარაუდოდ, შეჯიბრების ფავორიტებიც იქნებიან. რაც შეეხება უნგრეთს, ამ გუნდს პირველივე ტურში ვხვდებით და ურთიერთშეხვედრა ბევრს გადაწყვეტს.

- ასე რომ, სადებიუტო მატჩს კარგად მომზადებულები უნდა შეხვდეთ...

- ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები შეხვედრებს სათანადო ფორმაში შეხვდება. ფსიქოლოგიურადაც კარგად ვემზადებით და ძალებს არ დავიშურებთ ჯგუფში საუკეთესო ორ გუნდს შორის მოსახვედრად. როგორც ყოველთვის, რთული იქნება პირველი მატჩი, რადგან მეტოქეს არ ვიცნობთ, თორემ მეორე ტურისთვის მეტოქეთა შეხვედრების ვიდეოფირების ხილვის საშუალება გვექნება და ბულგარეთსა და ლუქსემბურგს სათანადოდ შევისწავლით.

- შესარჩევ ტურნირზე თქვენი მთავარი მიზანი რა იქნება?

- პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლაა. საერთოდ კი ნებისმიერი ჭაბუკთა ნაკრების მიზანი პირველი ნაკრებისთვის კალათბურთელთა მომზადებაა.

- გუნდი რამდენად თანაბრადაა დაბალანსებული?

- 18-წლამდე ასაკის 40-მდე კალათბურთელი გავსინჯეთ და მათგან საუკეთესოები შევარჩიეთ. ვფიქრობ, ჭაბუკთა ნაკრები ყველა რგოლში თანაბრადაა დაბალანსებული. ვერ ვიტყვი, რომელიმე პოზიცია პრობლემატურია-მეთქი. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა