კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

BOSS
ძაან კარგია გიო,ნუ დაუჯერებ პრაფესორებს-არ გაგიმართლა უბრალოდ.სხვა დროს გაგიმართლებს აუცილებლად!პანენკას დარტყმას სუპერსტარები(რამოსი,ბენზემა,ლეო….) ზუსტადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ასრულებენ-როცა მეტოქე ამას აშკარად არ ელოდება.მიდი გიო გული არ გაიტეხო,მთავარია ფიზიკა დაქაჩე,დანარჩენი იღბალი და ისევ დაიბრუნებ ძველ დიდებას!ღმერთი შენკენ!
bejo
ვაისს ვეთანხმები ... მაგრამ ერთს დავამატებ ჩაკვეტაძე ყველა ბრატისლაველ შემტევზე 10 თავით მაღლა დგას და მაგან უნდა ურტყას პენალტები ... თამაშიც ეკუთვნის და პენალტის დარტყმაც ... მიდი ჩაკვე შენ თუ მოიპოვებ ისევ შენ დაარტყი არ გატყდე ... შენთან ვართ
კახა ქ.
ეს ის იშვიათი მომენტია,როცა ვაისს ვეთანხმები.

არ სცოდნია პენლის დარტყმა ისე გამოგდის ))) მაშინ ჯერ ივარჯიშოს და სხვებს დაუთმოს ))
სოსო
როდესაც ჩაკვე საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა,მაშინდელ ინტერვიუებში,მასთან ახლოს მყოფი სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ,რომ მას თავში ავარდნის საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება.ტრავმის შემდეგ,ძალიან დიდი ხანი გაუცდა და ახლაღა დაიწყო ფორმის აღდგენა.იმასაც აშკარად ვხედავდით და ვხედავთ,რომ ტრავმის შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემები ძალიან უშლის ხელს.ჯერ გენტში სცადა და არ გამოუვიდა,ამ პრობლემის დაძლევა,მერე ჰამბურგში და მხოლოდ ვაისთან დაიწყო წინსვლა.ვაისმა,მას სათამაშო დრო და ნდობა მისცა და ჩაკვემაც სათამაშო დონის ზრდით უპასუხა.გუშინაც გუნდში საუკეთესო იყო და პენალტი რომ გაეტანა,დიდწილად გადალახავდა კარში დარტყმებისას,დაბალ თავდაჯერებულობას.წუხელაც იყო მომენტები როცა წესით უნდა დაერტყა და ის,პასის გაკეთებას ცდილობდა.თვითონაც კარგად ხვდება,რომ გოლის გატანა ძალიან სჭირდება და როცა პენალტი მოიპოვა,შტატიან დამრტყმელს არ დაუთმო.ფიქრობდა,რომ აუცილებლად გაიტანდა და ამ შიშსაც გადალახავდა.სამწუხაროდ ვერ გაიტანა და მეშინია,ეს დამატებით სტრესად არ ექცეს.საბედნიეროდ,გუნდმა გამარჯვება შეინარჩუნა და გიოს ეს შეცდომა,საბედისწერო არ გახდა გუნდისათვის.მას ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდება.გიო,დღეს 95 კი არა,დაახლოებით 70 %-ზეა გასული.ფიზიკაც მეტი სჭირდება და სრულიად მზადმყოფი ჩაკვე,ნაკრების ბომბარდირი იყო.ასე რომ რეზერვი,ჯერ კიდევ დიდი აქვს და იმედია გოლების გატანასაც დაიწყებს.მან ფორსირება სცადა და არ გამოუვიდა,მაგრამ მალე შესვენება დაიწყება,მერე კი,მოზრდილი შესვენებაა და გაზაფხულისათვის,გიო,უკვე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.ამაში ვლადიმერ ვაისიც დაეხმარება და დარწმუნებული ვარ,ყველაფერი გამოუვა.
გიორგის
უნდა იყო თამამი, უშიშარი, შეუდრეკელი, მიზანსწრაფული და არა თავხედი
ggg
სხვანაირად დაარტყავ 11-იანების სერიაში ბათუმის მერე ვის ხვდებოდა აღარ მახსოვს და აუღო მეკარემ, ასე ძელს მაინც გაარტყა.დ არა უშავს მესამე გამოუვა.
სამართალი
პენალტის რომ ასრულებ, წესები უნდა იცოდე, გატანას ზეიმობდა.
semi
მე პირადად ვიცი რომ გიორგი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და ნამდვილი პროფესიონალია.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
100% ვენთანხმები ვაისს!
ლადო
ისეც ნუ გამოიყვანთ მეგობრებო, თითქოს ჩაკვე არ იმსახურებდა და ვაისი ნაცნობობის გამო ათამაშებდა. თავიდანვე ერთი თავით (მინიმუმ) მაღლა იდგა მის გუნდელებზე, ყველაფერზე ეტყობოდა ეს. ასე რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარემ მოიგო. თქვენ რო გცოდნოდათ, რომ მარგალიტივით ფეხბურთელის უფასოდ წაყვანა შეგიძლიათ, რომელიც 10 თამაშში უმაღლესი დონისა გახდება (შეიძლება მთლად კვარა ვერა, მარა არც ბევრად ნაკლები) არ წაიყვანდით? ვაისის დიდი ინტერესიც იყო ამ ამბავში
გიორგი
გეთანხმები. ეს პენალტი მაგის ნიშანი მგონია.
გიორგი
გიორგის კარგი თამაში ჰქონდა. მაგრამ ვაისს ვეთანხმები. უბრალოდ წარმოიდგინე რომ ჟალგირისს გამართლებოდა ბოლო წუთებზე და 1 ადგილით არ გასულიყო სლოვანი? ხო ატყდებოდა აქაც ერთი ამბავი. საერთოდ რაც მარტივად შეძლებ მიზნის ასრულებას უკეთესია. რა დროს 'პანენკა' იყო როცა გასვლა არ გასვლაზე იყო საქმე? ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მნიშვნელოვან შეხვედრაში გიორგიმ 'პანენკა' დაარტყა და გამაზა. ფეხბურთს თავისი სირთულე ბუნებრივად ისედაც ბლომად აქვს ამიტომ როცა შეგიძლია უნდა გაამარტივო სიტუაცია, და არა გაართულო, მით უფრო საპასუხისმგებლო შეხვედრებში. ეს ცოტა არ იყოს თვალში მეცა გიორგის თამაშში. იმედია სწორ დასკვენებს გააკეტებს.
დათა თუთაშხია
არ მოეწონება კი არა, 100%-ნი ბრძანდებით.
გიორგი
არ ვეთანხმები წინა შემფასებელს. ფეხბურთი თუ გინდა ითამაშო უნდა იყო თავდაჯერებული და თავხედრური თამაშით უფრო მიაღწევს იმ შედეგს რაც ჩვენ გვინდა. კარგი იქნებოდა უფრო კარგი გუნდელები რომ ყავდეს. დიდი მადლობა ვაისს
თენგაბი
კარგია ამ საიტის ფორუმი, რომ ყველას აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მიუხედავად ზოგიერთი გამოვარდნისა, აშკარად, უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური პოსტები იდება, ვიდრე ზოგიერთი ქართველი მწვრთნელი და ფეხბურთის სპეციალისტი აზროვნებს. ქართველ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ვურჩევ, აქტიურად ჩაერთონ ამ ფორუმში და გაეცნონ აქ დადებულ პოსტებს. ვფიქრობ, ბევრ რამეზე აეხილებათ თვალი და სულ მცირე, საფეხბურთო აზროვნება გაეზრდებათ. კარგია ასევე, რომ ზოგი ჩაკვეს უჭერს მხარს და მის გავლენას აღნიშნავს თამაშზე, თავისი ნაკლით და დადებითით. ასევე კარგია, რომ ვაისსაც არ ვუკარგავთ მის დამსახურებას ქართველი ფეხბურთელების წინაშე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს უნდა წაადგეს, რომელიც ძალიან ჩამორჩება და გამოსწორების იმედიც არ ჩანს.
ვაჟა მასწავლებელი
ყოჩაღ ჩაკვე და დიდი მადლობა ჩვენი იმედების გააქტიურებისათვის!!! მგონია, რომ 95% სიდიდით დაუბრუნდი ძველ დონეს. ასე გააგრძელე და კაცურად დაუდექი გვერდში კვარას. . . მერე რაც მოხდება ერთად ვნახავთ ყველა! გფარავდეს უფალი.
მენტალიტეტი
ძალიან მაგრად ითამაშა ჩაკვეტაძემ საკუთარი ნიჭიერების ხარჯზე, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ეს არის პროფესიონალის მენტალიტეტი. შედარება ცუდია მაგრამ ნათელი მაგალითია. აბსოლუტურად ყველა ვინც იცნობს ხვიჩას, ამბობს რომ კვარაცხელია სუპერ პროფესიონალია და ფეხბურთზე ფიქრით ცხოვრობს. ასეთი რამ ჩაკვეტაძეზე მე სამწაუხაროდ არავისგან გამიგია. მისი ეს ცოტა ზედაპირული “ქინქლაძისეული” მიდგომა, რომ მე ნიჭიერი ვარ და ყველაფერი ისედაც გამომივა, გამოჩნდა თერთმეტმეტრიანის შესრულებაში. როდესაც ცოტა “მარიაჟულად” დაარტყა. სწორად თქვა ვაისმა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა რომ გუნდის მოგება ბოლო წუთებზე უთუო გაეხადა. თითქოს მცირე დეტალია რასაც მალე დაივიწყებს ყველა და თავად ჩაკვეც, მაგრამ ასეთი მცირე დეტალები განასცვავებს სუპერპეოფესიონალს და ნაკლებად პროფესიონალს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, პირლომაც დაარტყა ასეო (გაიტანა კიდეც). კი ბატონო, მაგრამ პირლო უკვე შედგარი ვარსკვლავი იყო. არავისთან არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. იცოდა რასაც აკეთებსა და გაიტანა კიდეც. ტოტიც იტანსა ასე. მაგრამ ჯერ არ ხარ პირლოს და ტოტის დონეზე და ამდენს იღებ შენ თავზე, სწორედ იმას მიანიშნევს რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობებსა და სტატუსზე. გახდი ჯერ პირლო, ტოტი და მერე თუ გინდა ხელითაც გაიტანე როგორც მარადონამ ))) ბევრს არ მოეწონება რაც დავწერე და გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ასეთი დეტალები, ფეხბურთელის ხასიათს აჩვენებს, რამდენზე აქვს პრეტენზია და როგორ უდგება საქმეს.
tbiliski
ყველაზე უინტელექტო კომენტარია....
Shoda
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა მეგობარო! ძლივს არ მოვისმინე ჩვენს კომენტატორებზე სწორი შეფასება.
beqa
მართალია ვაისი!! ჩაკვეს კიდე ფიზიკაში მოსამატებელიაქ ძაან სუსტია კუნთოვანი მასა უნდა გაზარდოს
მიხო
ვაიმა ძალიან კარგი საქმე გაუკეთა ქართულ ფეხბურთს რომ ჩაკვე ფორმაში დააბრუნა, ბელგიაში რომ დარჩენილიყო ისევ სათადარიგოში იქნებოდა უპერსპექტივოდ, ამიტომ მადლობა ვაისს
zaza
რა უბედურების უმადურობა გვჭირს , რა ხდება ? ვაისს ვამადლით სლოვანში რაიმეს ? ჩაკვეტაძე ძალიან კარგი იყო , რა თქმა უნდა . მაგრამ , ვაისმა არ მისცა შანსი ფეხზე დამდგარიყო ? ენდო ბიჭს , როცა ფორმაში არ იყო და მოტივირებული გახადა . მართალს ამბობს ეს კაცი , ,,პანენკას " დრო არ იყო ნამდვილად . ვერავინ ვერ ვიტანთ ვერცერთ სფეროში ოდნავ მითითერბას და შესწორებას , ამიტომ ვართ , როგორც ვართ . კაშია და კანკავაც ვაისის დამსახურებით არიან ევრო ტურნირზე , გავითვალისწინოთ ესეც . ორივე კარგად თამაშობს , კარგი ბიჭები არიან , მაგრამ შემცვლელებს , უფრო ახალგაზრდებს ვერ მოძებნიდნენ ? ეს კომენტატორები ხო საერთოდ რა - აცერცეტებული , უნახავი და თარსები არიან კიდევ . ცოტა დავსერიოზულდეთ და რეალისტები გავხდეთ . ფეხბურთი კაცების თამაშია და არა ტინგიცა ბავშვების .
გია
ეგ ვაისის აზრია
baggio
ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია შემდგომი ზრდისთვის, რომ გაეტანა უფრო მაგარი შეფასება ექნებოდა. ასეთი დარტყმა ლამაზია, მაგრამ რისკიც დიდია რომ არ გავიდეს გოლი, ამიტომ თქვა ,,სხვანაირად უნდა დაერტყაო,, რომ შეემცირებინა რისკი და გაენაღდებინათ გამარჯვება. ესაა და ეს სულ.
რა მაფიაა?
ხალხო ამ ვაისს რა შეუკიკინეთ, ეგ რო არა სად იქნებოდა ჩაკვე კაცმა არ იცის, დააყენა ფეხზე, ენდო ათასი რჩევა მისცა დაარიგა შვილივით, დაამოტივირა და ეხლაც თქვა რო სხვანაირად ჯობდა დარტყმა, გადამწყვეტ მომენტში ასე დარტყმა კი კაია თუ გაიტან, მარა მეტი რისკებია. ზიდნასაც რო ვერ გაეტანა ფინალში მაგრდა დაესხმებოდა... ასე რომ ასეთი შენიშვნები ნორმალურია, არავინ აკნინებს ჩაკვეს ფრენას მოედანზე... რელაქს სასტავ
რეზო
ზედმდეტები მოსდით მწვრთნელებს. ამ შემთხვევაში ვაისს. ჩაკვეტაძემ სექმნა ყველა ქულა ამ მატჩში. ჯერ ის რა იყო, ვიღაც ზონზი რო ეცილებოდა ბურთს? ბევრი ფეხბურთელი ურტყამს ასე. რო გაეტანა, ხმას ამოიღებდა? ნამუსიც კაი საქონელი, ვაის! ქართველები რო არა, საერთოს სად იქნებოდით, ხო ხვდები? მიდი, ჩაკვე, მიაწექ! შენც უნდა ითამაშო საუკეთესო ლიგაში
ზურა
ეს მოგება ეკუთვნის პირადად ჩაკვეტაძეს, მთელ მოედანს აკონტროლებდა,მართლაც რომ საუკეთესო იყო, რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, დაარტყა ტექნიკურად და კარგად, უბრალოთ არ გაუმართლდა, რა მოხდა ვის არ მოსვლია ასე. უმადურობა იქნება გიორგი რომ ვინმემ გააკიტიკოს, აი ასეთი კაცი ჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს.
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"საქართველოში ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება... ვაისმა იქ ფეხბურთელებს თვალები აუხილა და მედიის მიღმა ეს ხდებოდა!" - ინტერვიუ ვაისის ერთ-ერთ ასისტენტთან
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"დიდება რუსეთს" - "ცრვენა ზვეზდას" ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]
"დინამო" (თბ) - ჟალგირისი" [LIVE]
"დინამო" (თბ) - ჟალგირისი" [LIVE]
მამაცაშვილი კარიერას "ჟალგირისში" გააგრძელებს
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ჩაკვეტაძის შოუ - საგოლე გადაცემა, გამოუყენებელი პენალტი და "სლოვანი" მერვედფინალში [VIDEO]
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში